ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ვლადიმირ ვაისი: მეორე ტაიმში უკეთესი გუნდი ვიყავით - ერთი შეცდომა დავუშვით და დავმარცხდით

ვლადიმირ ვაისი: მეორე ტაიმში უკეთესი გუნდი ვიყავით - ერთი შეცდომა დავუშვით და დავმარცხდით

შვეიცარიასთან ევროშესარჩევი ციკლის მატჩის (0:1) შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

"საწყისი ოცი წუთი შვეიცარიამ შეტევაში ძალიან კარგად ითამაშა. ამის შემდეგ თამაშის გადაწყობა მოვახერხეთ, უფრო მეტს ვმოძრაობდით და მეორე ტაიმში უკეთესი გუნდი ვიყავით, სამწუხაროდ, არ გაგვიმართლა და მცირე შეცდომის შედეგად, გოლი მივიღეთ. საბოლოო ჯამში, გულშემატკივარმა ორივე გუნდის შესრულებით მაღალი დონის თამაში იხილა.

​ვულოცავ შვეიცარიას მოპოვებულ გამარჯვებას, ვთვლი, რომ ჯგუფის საუკეთესო გუნდთან დავმარცხდით. შვეიცარიის ნაკრებს და მის მთავარ მწვრთნელს, ვლადიმირ პეტკოვიჩს გიბრალტარის წინააღმდეგ გამარჯვებას და ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას ვუსურვებ.

მეორე ტაიმში ყაზაიშვილმა კარგად ითამაშა. ქვილითაიამ კარგად იბრძოლა, აკანჯის, ელვედისა და როდრიგესის წინააღმდეგ თამაში ადვილი ნამდვილად არაა. კარგი მატჩი ჩაატარა იან სომერმაც, მაგრამ გიორგი ლორია დღეს ბრწყინვალე იყო. ჩვენ ორი-სამი კარგი მომენტი გვქონდა, მაგრამ ისინი უნდა გამოგვეყენებინა. როგორც მატჩისწინა პრესკონფერენციაზე აღვნიშნე, თუ წარმატების მიღწევა გვსურს გოლები უნდა გავიტანოთ. შეტევაში მეტი ხარისხი უნდა ვაჩვენოთ და საჯარიმოში უფრო აგრესიულები ვიყოთ. ვაკო ყაზაიშვილმა შესანიშნავი სოლო რეიდი განახორციელა, მაგრამ სომერმა კარგად ითამაშა.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საწყისი ოცი წუთი შვეიცარია უკეთესი გუნდი იყო, მაგრამ მეორე ტაიმში ჩვენ ვაჯობეთ. მეტოქეს ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავდა, მაგრამ ჩემმა ფეხბურთელებმაც მაღალ დონეზე ითამაშეს, მსურს მათ ამის გამო კომპლიმენტი ვუთხრა. დაცვაში და შეტევაში კარგად ვმოქმედებდით, კარგი ბალანსი გვქონდა. ჯაბა კანკავამ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა, ასევე კარგი იყო შენგელია და 18 წლის დავითაშვილი. შედეგით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ კმაყოფილი ვარ თამაშის იმ ხარისხით, რომელიც ჩემმა გუნდმა აჩვენა. სამწუხაროდ, ერთი შეცდომა დავუშვით და ამის გამო დავმარცხდით. ყველა გუნდისთვის რთულია შვეიცარიის წინააღმდეგ 90 წუთის განმავლობაში თანაბარ ტემპში თამაში".

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

• valderrama

კარგი ანალიზია, ყველაფერში გეთანხმები ერთის გარდა: ლობჟანიძე ჯერჯერობით არც იმ კლასის და არც იმ სტილის ფეხბურთელია, რომ ცენტრფორვარდის პოზიციაზე ათამაშო, ამისთვის გაბარიტები, ჯანი და სიმაღლეცაა საჭირო - მე პირადად ასეთი ტიპის ფორვარდებს ვემხრობი და ლობჟანიძე უფრო სიღრმიდან ან ფლანგიდან შემტევი ფეხბურთელია

საერთოდ, ეს კაცი არ არის რისკის მოყვარული და ახალ ფლანგელებსაც იმიტომ არ ეძებს. ამას დაკვირვებაც არ უნდა - მეტ-ნაკლებად თუ იპოვა შემადგენლობა, იმით კმაყოფილდება. საბა ლობჟანიძე ფლანგელია და მაგ პოზიციაზე არ გარისკავს. ოქრიაშვილი ქე მაინც რაღაცას თამაშობს კლუბში, მაგრამ ანანიძისთვის ეს აშკარად მაქსიმუმია. ახალი ბიჭები ნამდვილად კარგები არიან, მაგრამ ფიზიკურად უნდა მოუმატონ! იმედია, ასეც იქნება

• რუსლანი

ძალიან ბევრი ითქვა და დაიწერა ვაისის შესახებ,კიდევ ბევრს იტყვიან და საერთოდ ეს ჩვეულებრივი მომენტია ფეხბურთში, თუმცა აქ ერთი რამაა საყურადღებო: მართალია ვაისს აქ მუშაობის პერიოდში ციდან ვარსკვლავები არ მოუწყვეტია და ვერც მოწყვეტდა იმ კონტიგენტით რომელიც მის განკარგულებაში იყო, მაგრამ ის რომ ნაკრები უფრო სტაბილური და ორგანიზებული გახდა ეს ხომ ფაქტია?გუნდს ეტყობა რაღაც ხელწერა და რაც ყველაზე მთავარია ბრძოლისუნარიანობა.ჩაკვეტაძე,დავითაშვილი,კვარაცხელია და კიდევ რამდენიმე ეს ახალი ბიჭები რომ მოუმატებენ დარწმუნებული ვარ კარგი გუნდი გვეყოლება და დიდ ტურნირზე გასვლაც აღარაა შორს.

• ვასო

ასეა თუ ისე, ვაისამ მაინც დიდი სამუშაო გასწია, გამოსცადა არსებული რესურსის თითქმის 90 პროცენტი.მე მგონი ლობჯანიძისთვის და შენგელიასთვის ეს ძირითადში ბოლო მატჩი იყო, რადგან მათ თავი ვერ წარმოაჩინეს. პოზიტივია დავითაშვილი, რაც ვაისას დამსახურებაა, ის კიდევ მოუმატებს, ვაკო ცენტრში უკეთესია. მე მგონი მეორე თამაშში თავის გამოჩენის საშუალება ხარაიშვილს და არაბულს მიეცემა. ნახეთ, ვაისმა ამ შესარჩევში და საერთოდაც, დაცვის და საყრდენის პრობლემა მთლიანად მოხსნა, და ეს პოზიციები ნამდვილად შეესაბამება საშუალო ებროპულზე მაღალ დონეს, როცა ყველა ფორმაში იქნება მითუმეტეს, თუმცა ფლანგები უკეთესის სურვილს მაინც აჩენს და ეს დღეს თვალში საცემი იყო. საყრდენ ზონაზე აღარ შევჩერდები, არც მეკარეზე, რადგან ეს პრობლემა ნაკრებში გადაჭრილია. ვფიქრეობ შეტევაში გვყავს ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან- ვაკო, საბა ლობჟანიძე, ხარაიშვილი, ჩაკვეტაძე, დავითაშვილი, რომლების ნაკრებში ინტეგრაციაც ვაისის დამსახურებაა, თუმცა ნელა და გულშემატკივრის კიჟინის ფონზე, მაგრამ მაინც. ეხლა დარჩა მხოლოდ მათი შეთამაშების საკითხი და არც ეს იქნება პრობლემა, ვნახოთ რას გვეტყვის ხორვატიასთან ხარა და არაბული, იმედია ვიხილავთ. დარჩა ფორვარდი. მე მყავს კანდიდატი მაგ პოზიციაზე და ეს საბა ლობჟანიძეა, იგი სწრაფია, ტექნიკური, თავითაც თამაშობს და კარშიც კარგად ურტყამს, თან პოზიციას არჩევს იდეალურად, ამეებში მას ბადალი არა ყავს, გადასწიონ იგი ამ პოზიციაზე, მითუმეტეს მარცხენა შემტევები გვყავს სხვებიც და საკმაოდ კარგები. და ერტი კიდევ, ტრამვიანობა მაგრად გვიშლის ხელს. ვაისმა დიდი სამუშაო გასწია ნამდვილად, მაგრამ მაინც შეეძლო დაცვის ფლანგებზე ახალი სახეების მოძებნა და ზემოთ არნიშნულ შეტევის ხაზს მეტი დრო უნდა მისცემოდა შესათამასებლად, რადგან როგორც გამოჩნდა ჯანოსთან და ოქრისთან ფუჭად დაიკარგა დრო. მჯერა ევროპაზე ახალი გუნდით, ყველასთვის უცხო გუნდიტ გავალთ, რომელიც მრავალ სიურპრიზს შესთავაზებს საფეხბურთო სამყაროს.

• Vasili

ამ კაცის ყველაზე დიდი მინუსი არის ის რომ , ვერ გრძნობს როდის ჭირდება გუნდს ცვლილება! ვინმემ უნდა უნდა ურჩიოს ან შთააგონოს ,რომ ცვლილებები დაიწყოს 65-70 წუთიდან, ზუსტად ამ წუთების მერე ეტყობა რამოდენიმეს რო შესაცვლელია, და არაქათგამოცლილი , საშუალო დონის ფეხბურთელი ,უეჭველი დაუშვებს შეცდომას... /

• თემო

საშინელი მწვრთნელია,მე არ მესმის იმ ხალხის ვისაც ეს მოსწონს..

• valderrama

ცვლილებების დაგვიანება ნამდვილად ახასიათებს ვაისს. დანარჩენს რაც შეეხება, ვაისმა შექმნა რაღაც დონის გუნდი, რომელიც თავს ზემოთ ვერ ხტება მაგრამ სტაბილურია და სისულელეებს არ აკეთებს. საკმაოდ კარგი გუნდია რომელსაც თავდასხმაში შემსრულებლები ჭირდება. ჩაკვე დაბრუნდება, დავითაშვილი, კვარაცხელია, სხვებიც მოუმატებენ და გვეშველება. ასე რომ მგონია, რომ ვაისმა კარგად იმუშავა იმ სასტავით რაც ყავს

• გადმომთიელი

აშოვნინა ვიღაც გადამთიელ მწვრთნელს მილიონი კობიაშვილმა. ვაისმე ვერცერთი თამაში ვერ მოიგო ორ შესარჩევ ციკლში. თუ არ ჩავთვლით ერთა ლიგას სადაც ჩაკვეტაძე გვყვავდა და იქაც დალაქების, ექიმებისა და ვექილების ანდორას ვერ მოუგო.

• Gio

ერთი შეცდომა კიარა პირადად შენ ბევრი დაუშვი, შენგელია რო ფორმაში არ იყო და ცაში ურტყამდა ბურთებს გამოგეყვანა მაგის მაგივრად ხარაიშვილი და საერთოდ შეცვლებს ვერ აკეთებს ტიპი, 80 წუთის მერე აკეთებს ყველა შეცვლას მოვალეობის მოხდის მიზნით

• შოთა

არაგიშავს ვაისს მაგრამ, შეცვლებს აგვიანებ ჩემის აზრით. მაგრამ შეცვლაზეც რომ ლობჯანიძე და არაბული გყავს, როგორ გინდა დააჩქარო))

• კახა

ცხრილი აჩვენეთ და კითხეთ აკმაყოფილებს?

"უბრალოდ, საქართველოს ნაკრების ამ მატჩს შეხედეთ" - მილევსკიმ ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრების შანსები შეაფასა

"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე

საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება

მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა

კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს

პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა

[VIDEO] კვარაცხელია 25 წლის გახდა - პსჟ-მ ქართველს იუბილე მიულოცა

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა

უკრაინელთა მწვრთნელი: სამწუხაროდ, ისევ საქართველოსთან ვითამაშებთ

სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ

დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..

საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება

[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა

"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე

"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ

Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...