ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

U19. ქართული ტურნე - შესაძლებლობა სამხრეთაფრიკელებისთვის

U19. ქართული ტურნე - შესაძლებლობა სამხრეთაფრიკელებისთვის

სამხრეთ აფრიკის 19-წლამდელთა ნაკრები კვირას სტელენბოშის აკადემიაში შეიკრიბა და ქართული ტურნესთვის მზადებას შეუდგა.

„ჯუნიორ ბოკე“ თბილისში 28 ნოემბერს ჩამოვა და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებთან 2-მატჩა სერიას გამართავს - სერიის მატჩები "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" 2 და 5 დეკემბერს გაიმართება.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ჩინ რუ შეკრების პირველი დღეებით კმაყოფილია და იმედოვნებს, რომ ტურნეს განმავლობაში საკუთარ მორაგბეებს უკეთ გაიცნობს:

"ქართველებთან გასამართი მატჩები საშუალებას გვაძლევს, რომ კომფორტის ზონიდან გამოვიდეთ. მივემგზავრებით უცხო ქვეყანაში, სადაც ცივ ამინდებში მოგვიწევს თამაში და ვფიქრობ, კარგი თავგადასავალი გამოგვივა. ჩვენთვის, მწვრთნელებისთვის, ეს ბრწყინვალე შესაძლებლობაა, რომ კიდევ უფრო კარგად გავიცნოთ ჩვენი მორაგბეები“.

საქართველოში ჩამოსვლას და მოედანზე გასვლას მოუთმენლად ელოდება მათი 9 ნომერი ჯეიდენ ჰენდრიქსი, რომელმაც "უმცროსი ბორჯღალოსნების" წინააღმდეგ წელს უკვე ორჯერ ითამაშა - გაზაფხულზე სამხრეთ აფრიკაში, საერთაშორისო სერიის დროს და ზაფხულში არგენტინაში, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატში.

ჰენდრიქსი თავის გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული იყო და ნაკრებთან ერთად ბრინჯაოს მედლები მოიპოვა, ინდივიდუალურად კი „საუკეთესო გარღვევის“ ნომინაციის გამარჯვებული გახდა. ის გუნდში არსებული ატმოსფეროთი კმაყოფილია და მომავალ თამაშებს მოუთმენლად ელოდება:

„მიხარია, რომ 19-წლამდელთა ნაკრებში დამიძახეს. შესანიშნავი შემადგენლობა შევიკრიბეთ და ბანაკშიც ფანტასტიკური ატმოსფეროა. მოუთმენლად ველოდებით საქართველოში გამგზავრებას და მოედანზე თავის გამოჩენის შესაძლებლობას. სხვა ქვეყანაში გამგზავრება ყოველთვის კარგია. საქართველოს წინააღმდეგ ადრეც მითამაშია. მომავალი მეტოქე ფიზიკურად ძლიერი გუნდია. მორაგბეები აღნაგობას დიდ ყურადღებას უთმობენ და ორი კარგი თამაში გველოდება“.

კარგად ნაცნობი სამხრეთი აფრიკა

საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირებს შორის დამყარებული კეთილგანწყობილი ურთიერთობების ფონზე, ქვეყნებს შორის სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებისა თუ გუნდის მიმოსვლა ჩვეულებრივ ამბად იქცა.

შედეგად, ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში "უმცროსი ბორჯღალოსნები" ჯუნიორ ბოკეს 6-ჯერ ეთამაშა.

2017 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადების პერიოდში, საქართველოს "ვესთერნ პროვინსის" აკადემიის გუნდი ეწვია. ჩვენმა ახალგაზრდებმა მეტოქესთან სამი მოსამზადებელი თამაში გამართეს და სამივე მოიგეს - 55:17, 11:6 და 64:19. იმავე წელს, ჩემპიონატში პირველი კვეთა მოხდა ჯუნიორ ბოკესთან და თბილისში გამართულ მატჩში სტუმრებმა 38:14 იმარჯვეს.

2018 წლის გაზაფხულზე საქართველოს ნაკრები თავად ეწვია სამხრეთ აფრიკას და ორი მოსამზადებელი თამაში გამართა. პირველ შეხვედრაში მასპინძლებმა 55:14 იმარჯვეს. "უმცროს ბორჯღალოსნებს" მეორე მატჩში ჰქონდა რევანშის შანსი. 50-ე წუთისთვის 23:17 იგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვება მაინც მეტოქეს დარჩა - 48:23. იმავე წელს, უკვე ოფიციალურ მატჩში, ჩვენი გუნდი სენსაციასთან ძალიან ახლოს იყო. ბრძოლა უკანასკნელ წუთამდე გაგრძელდა და საქართველომ ერთი ბონუს-ქულის აღება მოახერხა - 33:27 სამხრეთ აფრიკის სასარგებლოდ.

წელს, გაზაფხულზე, "უმცროსი ბორჯღალოსნები" მეორედ იმყოფებოდა სამხრეთ აფრიკაში და საერთაშორისო სერიის ფარგლებში სამი მატჩი გამართა. აქედან ერთი მასპინძელთა 20-წლამდელთა ნაკრებთან - 10:58. წელსვე სამხრეთ აფრიკას 20-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ მესამედ ვეთამაშეთ და გამარჯვება კვლავ მეტოქეს დარჩა - 48:20.

იმ მორაგბეებიდან, რომელთაც ჩინ რუ საქართველოში წამოსაყვანად ამზადებს, სამს წლევანდელ ჩემპიონატზე "უმცროსი ბორჯღალოსნების" წინააღმდეგ უთამაშია. ესენი არიან ზემოთ ნახსენები ჰენდრიქსი, მეორეხაზელი ემილ ვან ჰირდენი და მესამეხაზელი სელიმპილო გუმედე. სამივე მათგანი სასტარტო შემადგენლობაში იყო. მათ გარდა, კიდევ სამი მორაგბე - მნობო, სანგვენი და მდლესტშე, არგენტინაში უმცროს ბოკესთან ერთად ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდა და ახლა საქართველოში მოდის.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

20 წ. | ა ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან, უელსთან და ურუგვაისთან

18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე

პირველად ისტორიაში - ქართული სამსაჯო გუნდით ექვს ერზე

[VIDEO] მიქაუტაძის სრული მატჩი და კაცნაკლული "ვილიარეალის" მარცხი "ბეტისთან"

ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა

სამი ფრის შემდეგ - ლობოტკამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა

"თავი ვინ ჰგონიათ?!" - კონტემ ამორიმი გააკრიტიკა

"გუნდი არ არის, ისინი უბრალოდ სამსახურში დადიან" - პერკინსმა "ლეიკერსი" გააკრიტიკა

"გრიფინმა" სუპერლიგის გუნდს ისევ მოუგო | თასის გათამაშების "კერკეტი" გუნდი კასპიდან

მე-14 ტრანსფერი ბოლო 1 წელიწადში - "სიტიმ" გეჰი შეიძინა

[VIDEO] მამუკელაშვილი დაბრუნდა - "ტორონტო" "კლიპერსთან" დამარცხდა

ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" გაიმარჯვა

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლილთან" მატჩში?

[VIDEO] ხვიჩა შეცვალეს - დემბელეს შედევრი და პსჟ-ს გამარჯვება

[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ელ კლასიკოში" განადგურდა

ლუის ენრიკემ "ლილთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა

ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას 21-ე მემორიალური ტურნირი "ქუთაისმა" მოიგო

კონფერენს ლიგის პლეი-ოფის წყვილები გაირკვა

პსჟ პერსპექტიულ შემტევს ხელშეკრულებას გაუგრძელებს

ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"

იჯარა გამოსყიდვის უფლებით - "რომა" შეტევის ხაზში გაძლიერდა

ჯეკო გუნდის შეცვლასთან ახლოსაა - ვეტერან ბოსნიელს საფრანგეთში იწვევენ

პაკეტა სამშობლოში დაბრუნებასთან ახლოსაა - პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია

U19. საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან მატჩებისთვის მზადებას შეუდგა

ᓗᓑᓘᓚᓘᕡᓡ ᓘᕜᓒᓚᓘᓡ

U19. საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან მეორე მატჩში შეცვლილი შემადგენლობით ითამაშებს

ზურაბ ამონაშვილი: ამ ორ თამაშს დადებითად შევაფასებ - დაცვაში პრობლემები გვქონდა

U19. საქართველო-ბელგია 32:6 - ევროპა ჩვენია! [VIDEO]

"უმცროსი ბორჯღალოსნების" გაფართოებული შემადგენლობა სამხრეთ აფრიკასთან