საქართველოსთვისაც და ბელარუსისთვისაც მომავალი ოფიციალური მატჩები ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრი ისტორიული შანსია.

რა მოლოდინებია ბელარუსში და როგორ აფასებენ საქართელოს ნაკრებს. ამაზე სასაუბროდ ჩვენს ბელარუსელ კოლეგას, pressball.by-ს ჟურნალისტს არტემ ფანდოს დავუკავშირდით, რომელმაც ჩვენთან საკმაოდ გულახდილად ისაუბრა.

- თქვენი გადმოსახედიდან ვინ არის ყველაზე რთული მეტოქე: საქართველო, კოსოვო თუ ჩრდილოეთ მაკედონია?

- ბელარუსის ნაკრები ამ ოთხეულში აუტსაიდერია. ამიტომ ჩვენი გუნდისთვის ყველაზე ძნელი არის შემდეგი ნაბიჯი. ამჯერად კი პირველი მატჩი საქართველოსთან, რომელიც საკმაოდ რთულია რადგან გასვლითი შეხვედრაა. თუ მეკითხებით ამ ოთხეულის ფავორიტზე, გეტყვით რომ ყველაზე მეტი შანსი კოსოვოს აქვს. მათმა გუნდმა დაამტკიცა თავისი ძალა ევრო 2020-ის შესარჩევში, მათ ევროპის ჩემპიონატზე პირდაპირ მოხვედრის შანსი ყველა ეტაპზე ჰქონდათ. ჯგუფური ეტაპის დასასრულს კი, მათ უიღბლობამ შეუშალა ხელი.

- როგორ შეაფასებდით საქართველოს ნაკრებს? რომელ ფეხბურთელს გამოარჩევდით?

- საქართველოს ნაკრებს ვაფასებ როგორც ძლიერ გუნდს. თქვენს გუნდს ჰქონდა ცუდი შედეგები ჯგუფურ ეტაპზე, თუმცა ცუდად არ გამოიყურებოდნენ. ძირითადად ამის მიზეზი უიღბლობა იყო. საქართველოს არ უჩვენებია ისეთი ცუდი თამაში, როგორც ჯგუფი დაასრულა.

თუ ვსაუბრობთ საუკეთესო ფეხბურთელზე, გიორგი ჩაკვეტაძეს გამოვარჩევ "გენტიდან", ის არის ახალგაზრდა ნიჭიერი და კრეატიული ფეხბურთელია. მსმენია, რომ მას ქართველმა ქომაგებმა ქართველი კაკა დაარქვეს. მე ვუყურე მის მომენტებს და ამ შეფასებას ვეთანხმები.

ასევე ჩემთვის ცნობილია გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი, მე ჰოლანდიის ჩემპიონატს ვაშუქებ და მათ ბევრი შეხვედრას მაქვს ნაყურები. ისინი "ვიტესს" აძლიერებდნენ. თქვენ გყავთ ბევრი მოთამაშე საზღვარგარეთ, ეს შთამბეჭდავია. ბელარუსს არ ჰყავს ბევრი მოთამაშე კარგი ხარისხის ევროპის ჩემპიონატებში.

- როგორ დაახასიათებდით ბელარუსის ნაკრებს, რას გვეტყოდით მათ ძლიერ მხარეებზე? ამავდროულად როგორ შეაფასებთ მთავარ მწვრთნელ მიხეილ მარხელს?

- ბელარუსმა მწვრთნელი ზაფხულში შეიცვალა, ახალი მწვრთნელი მიხეილ მარხელი ცდილობს გუნდის განახლებას. ბევრი მოთამაშე გვყავს 30 წლის ზემოთ. მარხელი ნაკრებში იწვევს ახალგაზრდა ბიჭებს და მათ აძლევს სათამაშო დროს. ის ცდილობს შემტევი ფეხბურთის თამაშს.

მაგრამ დარწმუნებული ვარ ყველა საუკეთესო ვეტერანი ითამაშებს 2020 წლის მარტში. ეს მათი ბოლო შანსია, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდნენ. ჩვენი გუნდის ყველაზე საშიში ფეხბურთელი იჰარ სტასევიჩია, მიუხედავად იმისა რომ ის 35 წლისაა. ის ბორისოვის "ბატესა" და ეროვნული ნაკრების ლიდერია.

- როგორი მოლოდინია ქომაგებში, როგორ აფასებენ შანსებს?

- ვფიქრობ, რომ გულშემატკივრებში მოლოდინი მცირეა. ჩვენი ნაკრები დიდი ხანია ცუდ შედეგს აჩვენებს. არავის ჰგონია, რომ ბელარუსი უცებ უკეთესი გახდება და ევრო 2020-ის ბილეთს მოიგებს.

მაგრამ ჩვენ ამისთვის ორი გამარჯვება გვჭირდება (როგორც ყველა გუნდს ოთხეულში). ასე რომ, გულშემატკივრები ელოდებიან მარტს განსაკუთრებული იმედების გარეშე, თუმცა დიდი ინტერესით.

- გეგმავენ თუ არა ქომაგები თბილისში ჩამოსვლას?

- დიახ, ქომაგები მუდმივად დაჰყვებიან ბელარუსის ნაკრებს გასვლით შეხვედრებში. კითხვა მხოლოდ ის არის თუ რა რაოდენობა იქნება. ვფიქრობ თბილისში დაახლოებით 50-100-მდე გულშემატკივარი შეძლებს ჩამოსვლას.

ასვ
იი რაკარგად საუბრობს ეს კაცი მოდი მივბაძოთ და თავზე დავი*ვათ
გადასარევი გიორგი
მესმის შენი მეგობარო :) არ გეწყინოს, უბრალოდ არ გეთანხმები. ჩვენ გვყავს ჩაკვეტაძე. და ამიტომ ბევრად უკეთესი გუნდი ვართ მათზე
Iboti
მარტი მარტი მარტი ოხ ეს მარტი
ლევანი
ხომ მოგწონთ ამ კაცის საუბარი, მოდით ასეთი მოზომილები ვიყოთ ჩვენც. შემადგენლობებს თუ თვალს გადაავლებს კაცი - კოსოვო და მაკედონია აშკარად გვჯობნიან, აი ჩვენ და ბელორუსი ალბათ თანაბარი დონე ვართ ოდნავ წინ ვართ მოედნის უპირატესობით.
ნუგზარი
ჭკვიანი ჟურნალისტი ჩანს, ძალიან მოზომილად და გონიერად საუბრობს. ძალიან საინტერესო მარტი გველოდება.
Jordan Beli
დიიიდი ხანია ფეხბურთს უყურებ და ამათი ფეხბურთი არ მახსოვს:ზიგმანტოვიჩ,გურინოვიჩ,გოცმანოვ,კონდრატიევებით...პოსტსამჭოეთში ყოველთვის იყვნენ უკრაინელები!!! ოხერი ბლოხინი არ დამავიწყდება-ისეთი სწრაფი იყო თვალს ვერ გააყოლებდი... და ეხლა მოდის უკრაინა ბევრს რო გაამწარებს!
Degraf
uaresi Y...e gepovat barem azris gasagebad
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
სპალეტის გაწვრთნილი იტალია უკრაინას დაუზავდა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
სომხეთის ნაკრების უკრაინელი მწვრთნელი გადააყენეს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
თორნიკე ოქრიაშვილი: მაკედონიასთან 3 ქულა უნდა ავიღოთ
უკრაინამ ჩრდ. მაკედონიას მოუგო და ჯერჯერობით მეორე ადგილზეა
ქეცბაიას კვიპროსის ნაკრები კოსოვოსთან დამარცხდა
თემურ ქეცბაია: დავიღალეთ, დავიხოცეთ, დავმთავრდით - თქვენ რას ელოდით?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
ბეილიმ ყაზანში გაიბრწყინა - ყრუაშვილმა სამი პენალტი დანიშნა [VIDEO]
იტალიამ ჩრდ. მაკედონიას მოუგო და 20 ნოემბერს უკრაინასთან ფინალის ტოლფასი მატჩი ელის
"ჯვაროსნების" მეტოქემ სახლში ჩრდ. მაკედონიას ორი პენალტით ძლივს მოუგო [VIDEO]
კოსოვო-საქართველო. პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა
რევანში კოსოვოსთან - საქართველოს ნაკრებმა, როგორც იქნა, გაიმარჯვა [VIDEO]
იტალიამ უკრაინას მოუგო - სპალეტიმ შვებით ამოისუნთქა
საქართველოს ნაკრები ზეიმობს - გამარჯვება კალაძემ და კობიაშვილმა მიულოცეს [VIDEO]
ვლადიმირ ვაისი: თუ ნაკრების დატოვება მომიწევს, ჯობს გამარჯვებული წავიდე
საქართველოსთან წაგების შემდეგ კოსოვოელთა მწვრთნელი გადააყენეს
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების რეაქცია ფანების დახვედრისას
ესპანეთმა შვედეთს სძლია და მუნდიალზე გავიდა [VIDEO]
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
ყაზახეთის ნაკრებმა ვადამდე მოიპოვა ერთა ლიგის ნახევარფინალის საგზური
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ