დღეს, 23 დეკემბერს, თბილისის "დინამოს" მფლობელი რომან ფიფია ჟურნალისტებს შეხვდა და მოსალოდნელ სიახლეებზე ესაუბრა.

"მინდა წარვადგინო ახალი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ის ჩვენი გუნდის მწვრთნელი გახდა. ამავე დროს, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ესპანელ მწვრთნელებს, რომლებმაც "დინამო" დატოვეს.

ფელის ვისენტეს ჰქონდა პრობლემები, ჩისკოს ლიცენზია არ გააჩნდა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ყველანაირი მეთოდით ვცადეთ ამ საკითხის გადაჭრა, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. ამიტომ დღეს აქ კახასთან ერთად ვიმყოფებით და ვიმეორებ, რომ ეს ჩვენთვის დიდი პატივია.

"დინამო" ოთხჯერ გახდა ჩემპიონი ჩემს ხელში. არცერთი მწვრთნელი მე არ გამიშვია, ვინც გუნდი ჩემპიონობამდე მიიყვანა. მწვრთნელებმა თავიანთი გადაწყვეტილებით ითხოვეს და წავიდნენ. მე ზუსტად ვიცი, რომ კახას არსად არ ეჩქარება და უცხოეთში წასვლას არ აპირებს, აქ ბევრი საქმე აქვს.

რაც შეეხება უცხოელ ლეგიონერებს, მე დარწმუნებული ვარ, ჩემზე უკეთ იცით, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. ყველაზე წარმატებული ლეგიონერი იყო ჩისკო. მის გარდა 100-მდე ლეგიონერი გვყავდა ჩამოყვანილი, სხვადასხვა ანაზღაურებით, 5 ათასიდან 30 ათასამდე, მაგრამ არავინ გამოგვადგა.

აქ კარგი ლეგიონერის ჩამოყვანა სერიოზული პრობლემაა, მათ არ უნდათ აქ ჩამოსვლა. თვეში 30 ათასის ხელფასის გადახდა არ ნიშნავს, რომ მაღალი დონის ლეგიონერი ჩამოგყავს. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ როგორმე ჩამოვიყვანოთ გამოცდილი ფეხბურთელი, რომელიც სხვაგან ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება. უნდა დავიჭიროთ ბალანსი. ეს არ არის ადვილი საქმე, მაგრამ ვეცდებით, როგორმე მივაღწიოთ ამ ბალანსს.

რა თქმა უნდა, კახას გადასაწყვეტია თითოეული ფეხბურთელი, ვინც მოვა "დინამოში". მერწმუნეთ, ეს არაა ადვილი, გამართლებაზეა. გვინდა 4-5 ფეხბურთელის ჩამოყვანა. ვნახოთ, როგორც გამოგვივა, ისეთ წარმატებებს მივაღწევთ.

ლევან მჭედლიძეს რაც შეეხება, ჩვენ გვინდა, რომ მან ითამაშოს და "დინამოს" სარგებელი მოუტანოს. ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. სამწუხაროდ, ტრავმიანობა პრობლემაა, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ კარგ ფორმაში იქნება. ახლა მეტს ამაზე ვერაფერს გეტყვით, ძალიან მონდომებულია და იმედი გვაქვს, საუკეთესო ფორმაში შევა.

მწვრთნელების შენარჩუნება? მაგალითად, დუშან უჰრინი ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ ახალი წინადადება ჰქონდა და უნდა გამეშვა. მე ვერაფერი გავაკეთე, მიუხედავად იმისა, რომ მისი შენარჩუნება მინდოდა. დარწმუნებული ვარ, კახასთან მსგავსი არ მოხდება და ჩვენ გვერდში მაქსიმალურად დავუდგებით. ვიმეორებ, რომ წარმატებული მწვრთნელი მე არცერთი გამიშვია და ეს კრიტიკა ხშირად მისაღები არაა.

მე მაქვს 9-წლიანი გამოცდილება და ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება "დინამოს". ჩვენ ვთქვით, რომ ვინც გუნდშია მოსაყვანი, პირველ რიგში, ქართველი და ვინც შესაძლებელია გვინდოდეს და შანსი არსებობს, საქართველოში სათამაშოდ ჩამოვიდეს, ის აუცილებლად ჩვენთან ითამაშებს", - განაცხადა რომან ფიფიამ.

გადასარევი გიორგი
ოდესღაც ამ ზღაპრების მჯეროდა. ესაა ტიპიური უნამუსობა. გააკეთეთ კერძო კლუბი და იქ იმაიმუნეთ რამდენიც გინდათ, საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს რას გადაეკიდეთ თქვე კაი ხალხო. ვის სჯერა თქვენი ლეგიონერების და თქვენი საფეხბურთო პოლიტიკის
100%
ავოიეეე !!!
100%
ჩემი დაწერილი ერთი წინადადება, რატომ არ გამოაქვეყნე. დაგიშავე რამე?
გიორგი
ბოლო 2-3 წლის განმავლობაში რა ფეხბურთელებიც გაყიდეთ მართლაც მიზერულ თანხებად ის შემადგენლობა რომ შეგვენარჩუნებინა თავისუფლად შევძლებდით ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვედრას და თუ თქვენ შეუქმნიდით კარგ პირობებს ფეხბურთელებს ისინი არ წავიდოდნენ ისეთ ჩემპიონატებში რომლებიც საშუალო და საშუალოზე დაბალი დონისანი არიან ზალსბურგი დინამო ზაგრები ამესტერდამის აიაქსი სლავია არც ისინი თამაშობენ განსაკუთრებულად მაღალი დონის ჩემპიონატებში იქიდანაც მიდიან ფეხბურთელები მარა მიდიან მაღალი დონის კლუბებში ამ ფეხბურთელებს უყურებენ ჩემპიონთა ლიგაზე გრანტები და მიჰყავთ მერე და თქვენ მხოლოდ თანხების დაზოგვაზე ფიქრობთ და მოგყავთ ისეთი ლეგიონერები რომლებსაც არაფრის გაკეთება შეუძლიათ და კარგი ფეხბურთელებისთვის თანხებს ვერ იმეტებთ დიდი მადლობა აკადემისთვის მაგრამ ამ აკადემიას თქვენ ბიზნესად თვლით და არა კლუბის განვითარების და წარმატების საშუალებათ.
Vasili
რომან ეგ ზღაპრები მოუყევი შენ სექტას!!! ტიპმა ერთი აკადემია გაააკეთა , დინამოელ ვეტერანებს რაღაც პენსია დაუნიშნა და ამ საქციელით გაშალა ფრთები ბიჭმა!! სამაგიეროდ მიიღო თბილისის ცენტრში უზარმაზარი სტადიონი (ეს ის სტადიონია ეროვნულს რომ ვეძახით და ჩვენი რომ გვგონიაა , ყველას) პლიუს ბაზა მიიღო, და ჩალიჩობს ბიჭი. ვის აბოლებ? რა ლეგიონერი არ ჩამოდის? ვინც კი გყავდა პატარა ნიჭიერი ბიჭები ყველას ყიდი 250 000-350 000 ევროდ , ეს კია უკვე მილიონი ლარია, წელიწადში ასე 4 ფეხბურთელიც რომ გაყიდო უკვე 4 მილიონი ლარია, და ეს შენი ბიზნესია, სულ ფეხებზე გკიდია ფეხბურთი! ყოველ სეზონის ბოლოს გუნდს შლი, მერე გამოდიხარ და იძახი არავის უნდა დარჩენაო, იმიტომ არ უნდა რო შენ ქმნი იმ პირობებს რო წავიდნენ!!! აბა სად არიან დინამოდან წასულები? ფარჩაკ გუნდებში არიან ზამენები!!! ან მეორე ლიგის მაჩანჩალა გუნდებში არიან , ტრამვირებულები და ფორმუდან ამოვარდნილები! ყველა ჩვენ გვჯობნის!! იმიტომ რომ უყვართ თავიანთი ხალხიც და ფეხბურთიც!! ლეგიონერებიო რომ იძახი, ნეტა სად პოულობ ? ჩისკო ჩვენთან დონე იყო მაგრამ ესპანეთში ზამენის ზამენა იყო! ვინ იცოდა მაგ ადამიანის არსებობის შესახებ, მასე 38 წლის იაშვილმა გადააახია მთელ ჩემპიონატს ბურთი თავზე!!! აბა ხალხო , ტალანტი გვყავდეს და ადანასფორში უნდა თამაშობდეეს? შენგელია საუკეთესო ფეხბურთელი ყავდა და თურქეთის ბოლო გუნდშია , ზამენის ზამენააა!! კარგით რა, ჩემზე უკეთ იცით სად დარბიან ქართველი ფეხბურთელები, 4000-5000 ევროთი მეტი რო აიღონ დღეს ეგ ურჩევნიათ , არანაირ განვითარებაზე ფიქრი არ არის, / თუ ბიზნესმენ კაცს არ შეგიძლია ამ რანგის გუნდში ასეთი თანხის გადახდა მაშინ უნდა წახვიდე, და ჩაიბარო სოფლის გუნდი , არავინ გაგამტყუნებს მერე. როცა ამხელა რესურსს იღებ და თან ქვეყნის ბრენდს თრეულობ, არ გაქ უფლებაა ასე რომ ფაააპარტახო!!!
jimi
მაშინ სხვა ხალხი,სხვა ნიჭი და სხვა ჯიგარი იყო.
dato
ფარცჰაკი ხარ
შოკირებული გულშემატკივარი
ცარიელი ტრიბუნების ჩემპიონი გახდა და არაფრის შეცვლას არ აპირებს
კახა ქ.
ბ-ნო რომან 100ლეგიონერიდან 1რომ გამოგადგება,რა დასკვნა გააკეთეთ?ე.ი.ვისაც ჩამოჰყავს და ვინც აგებს პასუხს მათ ჩამოყვანაზე აზზე არაა ფეხბურთის და რამე ზომები თუ მიიღეთ. მარტო თქმა რას უშველის.ეს რამდენი გადაყრილი ფულია,რამდენი უქმად გასული დრო და ა.შ.და რა დასკვნები გამოიტანეთ,ან ვინ არიან ისინი ვისაც ჩამოყავს ეს ლეგიონერები ხომ უნდა ვიცოდეთ გულშემატკივრებმა
Nikw
Wamoiyvanet ananidze xelpasis naxevars spartaki uxdis tutqebma tu waiyvanes da moelaparaket. Oqri, kachareava, kankava azetebshi, kvekveskiti diladan rogor gaushvit?
maxo
რას გადაეკიდეთ ამ ლეგიონერებს ნოდარ ახალკაცს დინამოში მხოლოდ ქართველები ყავდა და ევროპის თასი მოიგო.
გურამი
არაადეკვატურ კომენტარებს წერს ბევრი. ჯერ ფლამარიონის ტრანსფერზე რომ ამბობთ, მგონი დინამო თბილისი გახდა ჩემპიონი და ლეგიონერებიც არავიზე ნაკლები იყო. არადა იდეაში სიმართლეს ამბობს ეს კაცი, უბრალოდ ზედმეტად ბევრი შეცდომები მოზდის და ეს უფრო მრჩეველების და სპორტული მენეჯერების ბრალია.
ლევანი
ბათუმმა თუ ჩამოიყვანა ფლამარიონი? ცუდი ფეხბურთელია? ე.ი შესაძლებელი ყოფილა
თბილისის “დინამოს” დაუძინებელი მტერი
შენ გენაცვალე რომანა ფიფია. ზუსტად ჩვენს გულში ზიხარ რასაც აკეთებ “დინამოს” განადგურებისთვის.. ზოგჯერ ჩვენთვისაც კი ზედმეტი მოგდის. ნამდვილად არ გვეგონა ასიათასობით ქართველის უსაყვარლეს გუნდს თუ ერთ-ერთ ჩვენნაირს ჩაუგდებდნენ ხელში საჯიჯგნად. ასე გააგრძელე .....
ემრე
და გგონია ნორმალური ლეგიონერის ჩამოყვანა შესაძლებელია ჩვენს ჩემპიონატში?
მერაბი
კი მაგრამ, ჩვენ ჩამოგვყადა უვარგისი ფეხბურთელები?!
nikk
ჟვანიამ თასიც მოიგო და ჩემპიონობაც მაგრამ უნამუსოდ გუშვი და ნუ გვაბოლებ აქ.
nika
არარატ არმენიამ ვინ ჩამოიყვანა წესიერი და რას მიაღწიეს? საბურთალო რომ გამოაგდეს?? ბატეს არავინ არ ჩამოუყვანია და ძირრითადად ბელარუსი ფეხბურთელებით მიაღწია ყველაფერს და რაც შეეხება ყარაბახს და გაბალს თავის დროზე ამ დროისთვის ყარაბახის ბიუჯეტი 50 მილიონ $ აღემატება ყავთ ფეხბურთელი ვისაც წელიწადში 1$ მილიონს უხდიან და ყარაბახს მთავრობა აფინანსებს ასე რომ დინამოს ნუ შეადრით და რომანას ნუ მოსთხოვთ რომ აზერბაიჯანის სახელმწიფოს გაუწიოს კონკურენცია, დანარჩენს რაც შეეხება მიკელ ალვარო, პიტერ გრაიცერი თუნდაც უსტარიცი საკმაოდ ნორმალური დონის ლეგიონერები იყვნენ. 4-5 დაბალი დონის მოთამაშის ჩამოყვანას და მათვის 5დან 30მდე გადახდას ჯობია 2 შედარებით მაღალი დონის ფეხბურთელის ჩამოყვანა და 30-50ს გადახდა დინამოს ახალგაზრდა ფეხბურთელებიც მეტად გაიზრდებიან და საქართველოშიც არის რესურსი რომ 2-3 მაღალი დონის ლეგიონერის გარშემო ააწყო ქართველი ფეხბურთელებით გუნდი. მაგრამ მე მაინც მგონია რომ აფრიკის და სამხრეთ ამერიკის ბაზრის ათვისება და იქიდან პერსპექტიული ახალგაზრდების ჩამოყვანა ჯობია.
Status quo
ჩემო რომან, ნაგვები ჩამოგყავდა და როგორ გამოგადგებოდა?
იაგო
პირდაპირ აღიარა ცუდი სელექციონერი და ცუდი მენეჯერი ვარო )))
oto
ფულის დახარჯვა არ გინდა თორე როგორ არ ჩამოვა,ყარაბახმა გაბალამ ბატემ და ბოლობოლო არარატარმენიამ როგორ ჩამოიყვანა
KUTAISELI
kutaisis torpedos nomer pirveli mteri.
G.LA
იქნებ ცოტა თავი გაატოკოთ ბატონო ფიფია, 100 ლეგიონერიდან არავინ რომ არ გამოგადგად ჩვენც ვხედავთ, მარა რისი ბრალია რომ ვერ გამოგადგათ, დამნაშავე ვინ არის ამდენ ხანს ვერ მიხვდით? ძალიან ცუდია თუ ამდენ ხანს ეგეც ვერ მიხვდით.
იაგო
მთელი არზა წერილი გამოვგზავნე და ერთი წინადადება გამოაქვეყნეს
იაგო
100 მდე ლეგიონერი გვყავდა და არცერთი გამოგვადგაპ
დემე
რომელიმე ჯურნალისტმა რაიმე კრიტიკული შეკითხვა დაუსვა?!!!! გალაქტიონ, კარგ სტატიებს წერ ხოლმე, იქნება პატარა სტატისტიკა მოამზადო, ამ აფერისტის ხელში რამდენი მწვრთნელი გამოიცვალს, რამდენი ლეგიონერი ჩამოიყვანა, მათგან რამდენი იყო კარგი და ვინ რამდენი ხანი გააჩერა. ისიც დაამატეთ კახა კაჭარავას ერთ სეზონში რამდენჯერ "გაუფილტრა" გუნდი, . და საერთოდ მაგის ხელიდან წასული რომელი ფეხბურთელი გახდა ვარსკვლავი
გულშენატკივარ-ს
შენსნაირი არაფრის მცოდნეები ანადგურებენ ფეხბურთს საქართველოში. ფიფიაც რომ ადგეს და წავიდეს მერე დაიწყებ წუწუნს რატო წავიდაო. თორე ტაციაობა არ დაიწყონ უცებ ბიზნესმენებმა დინამოზე. აგერ ტორპედო დატოვა იმ თაღლითმა და არავის უნდა ამ გუნდში მოსვლა. ფიფია კიდე ხარჯავს და ხარჯავს, ცხადია ყიდის ფეხბურთელებს რათა რაღაც შემოსავალი მიიღოს. ტიპი თავის ფულს ხარჯავს ლეგიონერებში და როგორ ცერ უნდა ხვდებოდე იმდენს მაინც რომ, მიზანმინართლად ცუდ ლეგიონერს არ ჩამოიყვანს მაგრამ უკეთესი არ მოდის საქართველოში და ესაა რეალობა. ჩისკო, რიბეირო და აკინო(ოლიპიდან) ამ სამი ლეგიონერის გარდა ყველა ჭ კლასი იყო და მე თუ მკითხავ ყველა გუნდმა უნდა გაუშვას მოყვარული ლეგიონერები,
mosexoneli
ბრაზილიაში ან აფრიკაში არ გიშვებენ დეპორტი გაქვთ?თუ რა ჩაDით დალოცვილნო აფრიკის ქვეყნებში და ნახავთ მაგარ ბიჭებს 30 ატასად დაბდგვნიან ყველაფერს თან ევროპაში ითამაშებენ ყოველ შემთხვევაში რუკაზე ასე ვართ:)ბრზაილიში უამრავი ტალანტებია ყიდიან კლუბები იაფათ დინამოს ტრპლინათ გამოიყენებენ თვენც ორ კაპიკს იშოვით დაჩვენც ვისიამოვნებთ ცოტას ლამაზი თაშით
გულშემატკივარი
ესეიგი რა უნდა ამ ტიპს რომ გვითხრას რო ლეგიონერი ცუდი საქმეა რახან არ გამოადგა არავინ ჩისკოს მეტი..შენა და ამდენი ხანი კითხვა არ გაგიჩნდა რომ გონზე შენ არ ხარ არც სელექციის რომ ვინმე ნორმალური ჩამოგეყვანა არც პატიოსან კაცს არ გავხარ მოსვლის დღიდან გვატყუებ
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს
Geo Team: "უოტფორდში" ქართველი თავდამსხმელი გადადის
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
Geo Team: ჩიქოვანმა "უოტფორდთან" კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ ბელგიაში ითამაშებს
თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს
"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
თბილისის "დინამო" კლუბის ნაწილობრივ გაყიდვას არ ადასტურებს
არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...