გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად სამხრეთაფრიკელი სპეციალისტი, 59 წლის სვის დე ბრუინი განიხილება.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ აღნიშნული ინფორმაცია გაზეთ "ლელოსთან" დაადასტურა.

მისი თქმით, თუ მას პრეზიდენტად აირჩევენ, სამხრეთაფრიკელი სპეციალისტი სვის დე ბრუინი მაისიდან საქართველოს ნაკრებში იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები 30 იანვარს გაიმართება, სადაც ოფიციალურად კანდიდატურა ჯერჯერობით მხოლოდ გოჩა სვანიძემ წარადგინა. არჩევნებში მონაწილეობას ასევე აპირებენ ირაკლი აბუსერიძე და ბაჩო ხურციძე.

რაც შეეხება სვის დე ბრუინს, მან სამწვრთნელო კარიერა "შარკის" აკადემიაში დაიწყო, შემდეგ კი "ვაილდბისთზის" მთავარი მწვრთნელი გახდა. ამის შემდეგ ის "გრიქვაზს" წვრთნიდა.

2001 წელს დე ბრუინმა სამხრეთ აფრიკის 21-წლამდელთა ნაკრები ჩაიბარა, 2004 წლიდან კი ისევ "შარქსში" დაბრუნდა, სადაც დაახლოებით 8 წელი გაატარა.

ამის შემდეგ მან "გოლდენ ლაიონსი" ჩაიბარა და პარალელურად, "ზე რაგბიში" მოთამაშე "ლაიონსის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო. 2016 წელს "ლაიონსი" "ზე რაგბის" ფინალში დამარცხდა, 2017-ში კი ამავე ტურნირის ფინალში "ქრუსეიდერზთან" წააგეს. 2018 წლიდან კი დე ბრუინი "ლაიონსის" მთავარ მწვრთნელად დანიშნეს, თუმცა "ზე რაგბის" ფინალში კვლავ "ქრუსეიდერზთან" დამარცხდა.

2019 წლის 18 ოქტომბრიდან დე ბრუინმა სამხრეთაფრიკულ "კინგზში" დაიწყო მუშაობა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებში კონსულტანტადაც დასაქმდა, თუმცა პირადი მიზეზების გამო დატოვა თანამდებობა.

ზაზა
მაინც რა არის ეს ბილიარდი (ჯიბის) ვინმე ახსნის?
888
ირაკლი აბუსერიძეო?ეგ მართლა ბიძინას ჯიბის ბილიარდი რატომ უნდა აირჩიონ?ნიჟარაძეს ამ დამსახურებულ და სიტყვის კაცს ფედერაციას აღარ აკარებენ და უწიგნური ნაპარლამენტარი უნდა დაგვისვან კავშირში? რატომ?ერთი კობიაშვილმა ააყვავა ქართული ფეღბურთი და მეორე აბუსერიძე განავითარებს რაგბს.
ზაზა
ჯიბის ბევრი რამე გამიგია, მაგრამ ჯიბის ბილიარდი რა არის ვერ გავიგე?
ჯიბის ბილიარდისტის დონეზე ვართ
ახალზელანდიური რაგბი ხომ დავძლიეთ, ლაფის ფჯის მოვუგეთ ეხლა სამხრეთაფრიკული რაგბი ავითვისოთ ეგებ აკუნა მატატა ჩავკბილოთ ჰეიგი ვერ შევინარჩუნეთ და....რაც ვართ ეგ ვართ სამასი ათასიანმა მოსახლეობით,კუნძულელებმა გვანახეს...
biliardisti
რაგბის ცნობილი სპეციალისტი, რომ არის, ეგ არა ახალია და ვიცით. ამ სურათის მიხედვით, კი ეტტყობა რაგბის გარდა ბილიარდის სპეციალისტიც უნდა იყოს.
L85-ს
სტატია წაიკითხეთ? გარკვევით წერია მე თუ ამირჩევენ იმ შემთხვევაშიო. თუ სხვას აირჩევენ, ის თვითონ გადაწზვეტს. არჩევნებამდე არავინ არავის ნიშნავს.
L85
რატომ უნდა დაინიშნოს ახალი მწრთვნელი ნაჩქარევად საერთოდ? სად გვაქვს ჩვენ მაგის ფუფუნება. იქნებ ახალი ფედერაციის პრეზიდენტი მოდის და უკეთეს კანდიდატურას არჩევს? ამ მწრთვნელმა რომ არ გაამართლოს და ფედერაციის ძველი პრეზიდენტისკედ დაიწყონ ახლებმა ხელის გაშვერა წაადგება ეს ქართულ რაგბს? მწრთვნელის დანიშვნა გზების დაგება ხომ არ არის მომავალ თაობებს რომ დარჩეს, ეს ან გაამართლებს ან არა. თუ არ გაამართლა ამის კონტრაქტის გამოსყიდვა რამდენი დაუჯდება ჩვენს მწირ ბიუჯეტს წარმოგიდგენიათ? ჯობს სვანიძის მუშაობას რა უარყოფითი მხარეებიც აქვს იმაზე გავამახვილოთ ყურადღება და არა ამ შემთხვევაზე.ეგრე სად არის არჩევნებში წაგების შემთხვევაში სვანიძემ ხელები დაიბანოს და ჩვენ ახალი მწრთვნელის კონტრაქტის ტყვეობაში აღმოვჩნდეთ. ფედერაციის გამარჯვებული პრეზიდენტს უფრო მეტი პასუხისმგებლობა ექნება თავის მიერ შერჩეულ მწრთვნელზე, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში.
იდალგო
სარის ლობიო (უფხო)
Supporter
მწვრთნელზე თავიდანვე ითქვა, რომ არჩევნების შემდეგ გადაწყვეტდნენ, რაც სწორია. სვანიძის არჩევანი - დე ბრუინია, თუ სხვა გაიმარჯვებს, თავის კანდიდატურას შეარჩევს (შეიძლება ესეს დე ბრუინი აღმოჩნდეს) თუმცა უკეთესი კი იქნებოდა პრეზიდენტობის კანდიდატებს რომ შეეჯერებინათ კანდიდატურა და ევროპის ჩემპიონატს უმწვრთნელოდ არ შევხვედრილვიყავით.
Zura
De bruini namdvilad kargi mwvrtnelia, erti eg mapiqrebs, xshiri nervuli ashlilobebei da depresia aqvs, samwuxatod. Piradi mizezebi rom weria statiashi- egaa. Svanizes rac sheexeba, bizinasavit iqceva- tu ammirchevt, ras nishnavs? Gaepormebina aqamde?! Ise, tu de bruini da svanize tandemshi unda mivigot, me xurcize, maisashvili mirchevnia
Supporter
ნათელია, რომ ესე ვთქვათ "ელიტარული" მწვრთნელი ჩვენთან ან არ ჩამოვა, ან ისეთ ანაზღაურებას მოითხოვს, რომ მთელი რაგბის ფედერაციის ბიუჯეტი არ ეყოფა. ამ პირობებში დე ბრუინი საინტერესო კანდიდატურაა, დიდი გამოცდილებით და ნათელი ვექტორით, რომელიც სწორედ შეტევაზეა ორიენტირებული. მთავარი დადებითი ის არის, რომ ფედერაციამ აირჩია, თუ რა მიმართულებით უნდა განვითარდეს და სამხრეთაფრიკულ ვექტორზე და შემტევ რაგბზე გააკეთა არჩევანი, რაც ჩვენ ნამდვილად შეგვეფერება და მწვრთნელიც აქედან გამომდინარე ლოგიკურად შეაღცია მაგრამ საერთო ჯამში, სვანიძის საქმიანობას უფრო უარყოფითად ვაფასებ ამ ეტაპზე, ესე 45/55-ზე ალბათ, პირველ რიგში, იმის გამო, რომ 4 წელი ფაქტიურად სტაგნაცია გვქონდა. მისი გამარჯვება არ მინდა მისი ფრანშიზის მიმართ დამოკიდებულების გამო (როგორც ინტერვიუში აღნიშნა, რომ გრძელვადიანი ჩემპიონატისთვის ფრანშიზის იდეას არ ემხრობა და რუსეთის ჭ-კლასის კონტინენტალური ლიგის იდეას ემხრობა)
ლომი
ვინც რაგბი იცის რომ ძალიან მაგარი ტრენერია. ეს კაცი მილტონს 2 თავით ჯობს.
Supporter
გრანდების მწვრთნელი ვინ?) ჰანსენი, ჯონსი, ერასმური, გეტლანდი?))) თუ არ ერკვევით რაგბიში, მცოდნე საზოგადოებაში მაინც გაიკითხეთ ვინ არის დე ბრუინი
civi-ის
ეს ვინ არისო რომ კითხულობ აქ ჩანს რა დონეზე ხარ რაგბში ჩახედული :)რათქმაუნდა უკეთესებიც არსებობენ რომლებიც ჩვენი დონის ქვეყანას არ ჩაიბარებენ(ფინანსური მდგომარეობის გამო). ამ მდგომარეობაში ძალიან კარგი კანდიდატურაა.
გივილო
აქ ისეთ კომენტარებს წერს ზოგიერთი წარმოდეგნა არ აქვს რაგბზე,საქართველოს ნაკრების გარდა თამში რომ არ აქვთ ნანახი. იცით მაინც ვინ არის და რა დონის სპეციალისტია დე ბრუინი? ნეტა მართლა მოვიდეს და მადლობლები ვიქნებით. როგორც ზაპორიჟეციდან ფერარში გადაჯდეს კაცი ისეთია ძველი და ახალი მწვრთნელის შედარება. P.S სვანიძე აუცილებლად უნდა შეიცვალოს.
sdfffff
მერე რა უდა გააუმჯობესოს და განავითაროს? მწვრთნელთა კურსები არ აქვთ ამათ?
civi
ეს ვინ არი ? ამის მოყვანა რაც დაუჯდებათ ამას ისევ ქართველი ჯობს ჰეიგზე უკეტესს დაგვპირდნენ და ესაა ? თუ ეხლა ისეა საქმე ვინც იქნება სულ ერთი თუა მაშინ იყოს მაისაშვილი.
ჩვენ ვართ ტორპედო
ქუთაისელებს და ბათუმელებს, ასევე ამ ქალაქების ფანკლუბებს, კარგი და თბილი ურთიერთობა გვაქვს! ამიტომ ზოგიერთი მოდემაგოგო თავიანთ ნიკებს ამოფარებული ელემენტები ნუ ცდილობთ დაძაბულობა შეიტანოთ ორ ერთმანეთის მიმართ მეგობრულად განწყობილ ქალაქს შორის! არ გამოგივათ! ქართულ რაგბს წარმატებას ვუსურვებთ! რაგბი ნამდვილად არის ჩვენი თამაში!
გიორგი ჯანიკაშვილი
ამ კანდიდადურიც განხილვაც კი ზედმეტად მიმაჩნია.მცოფლიო ჩემპიონატი 5 თვი წინ დამთავრდა და .... ,,გრანდებიდან''ერთი რიგიანი მწვრთნელი ვერავინ როგორ ვერ ამოირჩიე ამხ.გოჩა?
zurabi
კაით რა ეხლა მარტლა რა ამას მაისაშვილი ჯობია ეს ტიპი ჩვენს ნაკრებს ვერც ვერაფერს შემატებს და პირიქით შეიძლება მოხდეს არა და არა.
ქ.ბათუმი. ქუთაისის ქუჩა.
ქუთაისელებს ყველა მწვრთნელი ჩხეტიანი როგორ გგონიათ? ცოტა ხანში ნახავთ ეგ თქვენი ჩხეტიანი რა მწვრთნელიც არი
გურია
თუ ავირჩევთ?!! გვავერბოვკებ შე ოჯახაშენებულო?!.. თუ ქართულ საქმეს აკეთებ, მანამდე წარგედგინა საზოგადოებისთვის ანდა წინასწარი კონტრაქტი გაგეფორმებინა. რომ არ აგირჩიონ სარი გვითხრია ხო?!...)) მართლა ვერ ვხდები "თუ ამირჩევთ" სხვა რას ნიშნავს?!!
dato
საეჭვოდ იყურება ) მეტი ვერავინ ნახეს ? ასისტენტად ბოლოს ერთი წელი მთავარად და გამოუშვეს ?
buba
გამხდარი ჩხეტიანია... :-))))
გიზოგ
ვფიქრობ უსუსტესი განზრახვაა.
buba
ჩხეტიანს არ ჰგავს??... :-))))
We Talk Rugby: საქართველოს ნაკრებს იტალიის დასამარცხებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში?
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია
"შეძლებს ალისონის შეცვლას?" - liverpoolecho-მ მამარდაშვილის ტრანსფერი შეაფასა
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
ახალ წელს ქართული რაგბი ახალი ან ძველი პრეზიდენტით შეხვდება
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
rugger.info: საქართველო და რუსეთი სარაგბო თანამშრომლობას გააგრძელებენ
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების თარიღი შეიცვალა
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
გოჩა სვანიძე: ერთი ნაწილი რაგბიში პოლიტიკის შემოტანას ცდილობს
სავსე ტრიბუნების დროა!
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
რაგბის კავშირის პრეზიდენტი გადადგა! ვინ იქნება შემდეგი პრეზიდენტი?
"ცოცხებით გავყრი მაგათ" - დაპირისპირება რაგბის კავშირში... [VIDEO]