ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე 17 იანვარს ჯგუფური ეტაპის ბოლო ტური გაიმართება, თუმცა 3 ნახევარფინალისტი უკვე ცნობილია. სატურნირო თვალსაზრისით, ხვალ დაგეგმილი 4 მატჩიდან სამს ინტრიგა დაკარგული აქვს - მხოლოდ "ოლიმპისა" და "ტიტების" დაპირისპირებაშია გასარკვევი, თუ რომელი გუნდი მოიპოვებს ნახევარფინალის ბოლო, მეოთხე საგზურს.

დღეს გამართულ პირველივე შეხვედრაში გამოვლინდა პირველი ნახევარფინალისტი. არჩილ ჟღენტის მიერ გაწვრთნილმა "კაკტუსმა" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი დამაჯერებლად - 100:88 დაამარცხა და სამგუნდიან ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა. კაკტუსელებმა გუშინ "კავკასია" დაამარცხეს და თსუ-ს ძლევით ჯგუფური ეტაპი წაუგებლად დაასრულეს.

ამ წაგებით ტურნირის მოქმედი ჩემპიონი და მიმდინარე სუპერლიგაში დამაჯერებლად მოლიდერე თსუ პლეი-ოფის მიღმა დარჩა. უნივერსიტეტელები ბოლო ტურში "კავკასიასთან" ითამაშებენ, მაგრამ ვერც ერთ შემთხვევაში "კაკტუსს" ვეღარ გადაასწრებენ.

დღეს, ოლიმპიურ სასახლეში გამართულ მომდევნო შეხვედრაში მეორე ნახევარფინალისტი გამოვლინდა. ანატოლი ბოისას მიერ გაწვრთნილმა "რუსთავმა", რომელმაც გუშინ "მგზავრები" დაამარცხა, "დინამოსაც" დამაჯერებლად - 97:79 მოუგო და "ბ" ჯგუფის დანარჩენი 2 გუნდისთვის მიუწვდომელი გახდა. ბოლო ტურში ერთმანეთს "დინამო" და "მგზავრები" შეხვდებიან და ტურნირზე პრესტიჟის გამარჯვების მოსაპოვებლად იბრძოლებენ.

მესამე მეოთხედფინალისტი გახლავთ "ქუთაისი", რომელმაც C ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. კოტე ტუღუშის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა გუშინ "ცხუმ-აფხაზეთი" იოლად დაამარცხა, დღეს კი "ბათუმის" გატეხვა ცოტა გაუჭირდა. თანაბარი პირველი ნახევრის შემდეგ ქუთაისელებმა მესამე პერიოდში ხელჩასაჭიდი ლიდერობა მოიპოვეს, რაც მიზანმიმართული შეტევებისა და გააზრებული კომბინაციების შედეგი იყო. იმერულმა კლუბმა საბოლოოდ 102:93 დაამარცხა აჭარული გუნდი და ნახევარფინალში გავიდა.

ტურის ბოლო მატჩში "ვერა" "ოლიმპს" დაუპირისპირდა. ვერელებს წინა შეხვედრაში "ტიტები" ჰყავდათ დამარცხებული და ახლაც რომ ემარჯვათ, ნახევარფინალში "კაკტუსს" შეუწყვილდებოდნენ, თუმცა დიმიტრი ჯაკობოვის მიერ გაწვრთნილმა ოლიმპელებმა უბადლოდ ჩატარებული მეორე ნახევრის წყალობით დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს - 77:56. არადა, პირველი ნახევარი ვერელებმა 41:38 მოიგეს, თუმცა დიდი შესვენების შემდეგ მოედანზე სულ სხვა "ოლიმპი" გამოვიდა, რომელმაც მესამე პერიოდი 22:6 მოიგო და შეხვედრის ბედი, ფაქტობრივად, გაარკვია. აღებული ტემპი ოლიმპელებმა არ დააგდეს და მატჩის ბოლომდე უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს.

შესაბამისად, D ჯგუფიდან გამსვლელი გუნდი გაურკვეველია, თუმცა ყველაზე უკეთესი შანსი "ოლიმპს" აქვს, რომელიც ბოლო მატჩში "ტიტებთან" 12 ქულით წაგების შემთხვევაშიც არ კარგავს პირველ ადგილს. 13 ქულით თუ იმარჯვებს, ნახევარფინალში "ტიტები" გავა.

მემორიალის ჯგუფური ეტაპი 17 იანვარს დასრულდება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
"ქუთაისმა" ფინალში "კავკასია" დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა!
"მგზავრებმა" რუსთავში იმარჯვა და ცხრილის ფსკერს თავი დააღწია
თსუ-მ შესუსტებული კაკტუსი იოლად დაამარცხა და ლიდერებს მიუახლოვდა
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
"ქუთაისმა" "კავკასია" 23 ქულით დაამარცხა და ფინალურ სერიაში დაწინაურდა
"კაკტუსმა" "ქუთაისი" 82:76 დაამარცხა და ცხრილში გაუთანაბრდა
ფინალური სერიის მეორე მატჩი "რუსთავმა" "ცხუმ-აფხაზეთს" ბრძოლაში მოუგო
სუპერლიგის ჩემპიონი "ქუთაისი" ევროთასებზე ასპარეზობას სლოკავურ "ლევიცესთან" მატჩით დაიწყებს
"კაკტუსმა" "ცხუმ-აფხაზეთს" სძლია და ცხრილში დაწინაურდა
"რუსთავმა" "ცხუმ-აფხაზეთს" 76:60 სძლია და ფინალურ სერიაში დაწინაურდა
"დინამომ" "კაკტუსი" დაამარცხა და ცხრილში პოზიცია გაიმყარა
"ოლიმპი" ქუთაისში დამარცხდა, "ვერამ" კი რუსთავში იმარჯვა
საკანდელიძე-ქორქიას მემორიალის გამარჯვებული "რუსთავი" გახდა
"ქუთაისი" დანიის ჩემპიონთან ბოლო წამებზე დამარცხდა და ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს
საკანდელიძე-ქორქიას სახელობის მემორიალის ფინალში "კაკტუსი" "რუსთავს" დაუპირისპირდება