ფოტო: gurianews.com

გუშინ, 28 იანვარს, ლანჩხუთის ცენტრალური სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ლიგა 3-ის წევრის, საფეხბურთო კლუბ "გურიას" ხელმძღვანელობა გულშემატკივრებსა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.

"მე ყველა წაგებულ თამაშზე მქონდა ეჭვი, მაგრამ ხელს ვერავის დავადებ. მხოლოდ ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რაშიც დარწმუნებული ვარ - მე პირადად "გურიასთვის" ერთხელაც არ მიღალატია! თქვენ შეიძლება იმის ეჭვიც გქონდეთ, რომ რაიმეში ჩვენც ვიყავით გარეულნი, მაგრამ დამერწმუნეთ, "გურიას" გადარჩენა ჩემთვის იყო ღირსების საქმე და ამისთვის მოვიტანეთ ამხელა ფული", - განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა კახაბერ ებრალიძემ.

გულშემატკივრები ითხოვდნენ დაკონკრეტებას, თუ რატომ ითამაშეს ასე უსუსურად ფეხბურთელებმა და რა იმედი გვაქვს, რომ იგივე არ განმეორდება. კახა ებრალიძემ თქვა, რომ ის აქტიურ კონსულტაციებს გადიოდა ფედერაციასთან და როცა კითხვის ნიშნები "გურიასთან" მიმართებაში დაისვა, კლუბში სასწრაფოდ ჩატარდა კრება. სამწუხაროდ, ამან შედეგი ვერ გამოიღო. შეხვედრაზე ყველა შეთანხმდა, რომ მხოლოდ ერთი გუნდი ვერ მოერევა იმ მანკიერებას (ჩაწყობილ თამაშებს), რაც ზოგადად მსოფლიო ფეხბურთში არსებობს.

ებრალიძის განცხადებით, კერძო წყაროებიდან ეროვნული ლიგა 2-დან გავარდნილი გუნდისთვის გასულ სეზონში 400 000 ლარი მოიძიეს, ფეხბურთის განვითარების ფონდმა 500 000 ლარი გადასცა, თუმცა 350 000 ლარის ვალდებულებების დაფარვა მოუწიათ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი კლუბის აუქციონზე გასხვისებას გეგმავს და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მასში მონაწილეობის მიღება, თუ საფინანსო გარანტიებს წარმოადგენს.

მომზადებულია gurianews.com-ის მიხედვით

გურია
ერთი რა ამდენი ფული მოიტანა რომ იძახის და იტყუება გადაამოწმეთ რა.
Jango
გაყიდიან ახლა ისევ ისე იდიოტურად როგორც ტორპედო გაიყიდა ჩაკეტილ ქართულ აუქციონზე, როდესაც ბევრმა მონაწილეობა არ მიიღო, იმ კაცს (ზაალს)ფული დაუხარჯია აქამდის და რათ მინდა საკონფლიქტო კლუბიო. აუქციონი უნდა გამოცხადდეს ინგლისურ ენაზე, ცოტა ფული დახარჯონ და გაიტანონ ინფორმაცია საერთაშორისო სპორტულ პლატფორმებზე, აუქციონი უნდა იყოს არა 2 კვირიანი არამედ 2 თვიანი, რომ მეტმა მოასწროს ნახვა და ინფოს მოგროვება, ასე უნდა გაიყიდოს ყოველი ქართული კლუბი. თუ ამას არ იზამენ, ესე იგი ისევ ვიღაცის ინტერესებს ეწირება ეს კლუბიც
gabo
ამ კლუბში ბაქი-ბუქის მეტი არ იციან არაფერი!
საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების ექსფორვარდი ეროვნული ლიგა 2-ში ითამაშებს
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
სერიები... "იბერია 1999"-მა, "ტორპედომ" და "გაგრამ" მოიგეს
[VIDEO] უკვე დუბლი და საგოლე გადაცემა - გულიაშვილის ძალისხმევით "რასინგი" ლიდერების მატჩში 3:0-ს იგებს
დაიწყო - გულიაშვილმა ესპანეთში პირველი გოლი გაიტანა
ლუის ენრიკემ "ჰავრთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ჩრდ. მაკედონია 1:0 საქართველო
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
ეროვნული ლიგის ხუთი მატჩი უამინდობის გამო გადაიდო
"ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გასახდელში პირველად შეხვდა ერთმანეთს" - რა ითქვა დანიასთან ნამატჩევს
გირასი მთავარი სამიზნეა - "მილანს" "დორტმუნდის" ფორვარდის დამატება უნდა
ახალი კონტრაქტი დუშანს - “იუვენტუსს” ვლაჰოვიჩის შენარჩუნება უნდა
სრულფასოვანი კონტრაქტი რაშფორდს - "ბარსელონა" ინგლისელ შემტევს გამოისყიდის
"ეს ზუსტად ასეთი მატჩები იქნება" - როსენიორმა პსჟ-ისთან დაპირისპირებაზე ისაუბრა
მადრიდული დუეტი "მილანში" აღდგება? - კაზემირომ შესაძლოა, სერია A-ს მიაშუროს
"იმ მომენტში სიმეონეს მოკვლა მინდოდა" - კოშტამ "ატლეტიკოს" დატოვების მიზეზი გაიხსენა
"მალიორკას" გადარჩენა მარტინ დემიკელისს დაავალეს
ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის მიუხედავად, "ინტერი" კივუს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
ქოჩორაშვილის და ლომინაძის გარეშე - "სპორტინგმა" "ეშტორილს" მოუგო
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 39:32 ამარცხებს
"ჩელსის" დირექტორი: პსჟ ჩვენთვის საშიში არ არის
20 წ. | აფრიკასთან ბრძოლაში დავმარცხდით
გაზაფხულამდე - ჯერ მიქაუტაძე "ბარსელონასთან", შემდეგ ხვიჩა ნორმანდიაში
ლანჩხუთის "გურია" აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება
ცვლილებები დაიწყო: გია ფირცხალავა გაუშვეს, კახა ებრალიძე წავიდა
გულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი
მარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა - ლანჩხუთის "გურიას" ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია
კახა ებრალიძე: ამ ბრალდებას ვერ მივიღებ!..
"გურია" - ფონდი "ქართუს" დაფინანსების მოლოდინითა და დიდი გეგმებით...
კახა ებრალიძე: მეგონა, არჩევნების შემდეგ ზეწოლა დასრულდებოდა
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
"ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება და შეიქმნება ღირსეული ბიუჯეტი საიმისოდ, რომ..." - მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის "გურიაზე" ისაუბრა
ზემოდან არ უთქვამთ - გრფფ-ის ვიცე-პრეზიდენტის სკანდალური ინტერვიუ
ლანჩხუთის "გურია" რუსი მცველით გაძლიერდა
[ექსკლუზივი] გურიაში ფეხბურთს დავით მუჯირი-უფროსი მიხედავს!