"უმცროსი ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ ის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც საფრანგეთის 20-წლამდელთა განვითარებად ნაკრებთან პირველ საკონტროლო შეხვედრას დაიწყებს.

ჩვენი გუნდი ზედიზედ მეხუთე, 2020 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელსაც ზაფხულში იტალია მასპინძლობს. მზადების ეტაპზე მაისურაძის შეგირდებმა უკვე გამართეს ორი მაღალი დონის შეხვედრა შარშან, დეკემბერში, როდესაც საქართველოს სამხრეთ აფრიკის ნაკრები ეწვია.

"უმცროსი ბორჯღალოსნები" საფრანგეთში 21 თებერვალს გაემგზავრა და ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო ორი წლის გამარჯვებულს ორჯერ შეხვდება. მართალია, ფრანგები განვითარებადი ნაკრების სახელით თამაშობენ, მაგრამ ამას თავისი მიზეზი აქვს. საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრები ექვს ერში თამაშობს, თუმცა ისინი ამბობენ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე წამსვლელთა ვინაობა იმ 60 მორაგბიდან შეირჩევა, რომლებიც ექვს ერსა და საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებენ.

ფრანგებთან პირველი შეხვედრა 26 თებერვალს, საფრანგეთის ჩრდილოეთით, ლილის მახლობლად მდებარე ბერგში გვექნება და ის ადგილობრივი დროით 15:00 საათზე (ჩვენი დროით 18:00 საათი) დაიწყება. რადგან თამაში მოსამზადებელი ხასიათისაა, განაცხადში ორივე გუნდს 30-30 მოთამაშე ეყოლება, შეცვლების შეუზღუდავი რაოდენობით. მხარეთა შეთანხმებით, მეორე მატჩში, რომელიც 1-ელ მარტსაა დანიშნული, გუნდები უკვე 23-23-კაციანი შემადგენლობებით ითამაშებენ.

პირველ შეხვედრაში, სასტარტო შემადგენლობაში 5 ლეგიონერია – ორივე ბურჯი, ორივე მეორეხაზელი და შერკინების შემკვრელი იოანე იაშაღაშვილი. განაცხადშია 20-წლამდელთა კაპიტანი დემე თაფლაძე, რომელსაც გასულ შაბათს ბელგიის წინააღმდეგ "ბორჯღალოსნებში" ჰქონდა დებიუტი და საფრანგეთში მყოფ თანატოლებს მოგვიანებით შეუერთდა.

ბერგი (საფრანგეთი). მოსამზადებელი მატჩი. 18 საათი (საქ. დრო)

განვითარებადი საფრანგეთი – საქართველო

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ხვამლი), 14. თემურ კოხოძე (აია), 13. ლაშა ლომიძე (აია), 12. ირაკლი სიმსივე (აია), 11. ზურაბ ქავთარაძე (ხარები), 10. ლუკა მატკავა (არმაზი), 9. გიორგი მარგალიტაძე (ლელო-სარასენსი);

შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი (რასინგ 92, საფრანგეთი), 2. ლუკა პეტრიაშვილი (ხვამლი), 3. ალექსი ჭიჭიაშვილი (მონპელიე, საფრანგეთი), 4. ლუკა მაჭარაშვილი (ორიაკი, საფრანგეთი), 5. ვლადიმერ ჩაჩანიძე (ბაიონა, საფრანგეთი), 6. ბექა ყორიაული (ლელო-სარასენსი), 7. ანდრო ღარიბაშვილი (ხარები), 8. იოანე იაშაღაშვილი (ბაიონა, საფრანგეთი).

მარქაფა: 16. საბა ხონელიძე (აია), 17. ლუკა ახვლედიანი (არმაზი), 18. ხვიჩა ცოფურაშვილი (სტად ფრანსე, საფრანგეთი), 19. დავით გვიდიანი (ორიაკი, საფრანგეთი), 20. საბა კურტანიძე (ხვამლი), 21. გუგა მარგველაშვილი (აია), 22. სანდრო მარგიანი (აკადემია), 23. ლუკა ხეხელაშვილი (ლელო-სარასენსი), 24. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი, საფრანგეთი), 25. ირაკლი მჭედლიძე (ლელო-სარასენსი), 26. თორნიკე ზაქარიაძე (ლელო-სარასენსი), 27. ლუკა ივანიშვილი (ჯიქი), 28. გივი ცინცაძე (არმაზი), 29. ნიკა ცინცაძე (ხვამლი), 30. დემურ თაფლაძე (ლელო-სარასენსი).

მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე

მწვრთნელები: ლადო კილასონია, ზურაბ ამონაშვილი, თორნიკე ბუბუტეიშვილი

ფიზმომზადება: გიორგი ნადარეიშვილი, ნიკა მამისაშვილი

ფიზიო: ირაკლი შაორშაძე, რომან სახოკია

ექიმი: ოდისეი სადოევი

ვიდეოანალიზი: ვლადიმერ კუპრეიშვილი

GPS: შალვა მახარაშვილი

მენეჯერი: ოთარ იაშვილი

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
20 წ. | მეშვიდედ იტალიასთან - პირველად ქუთაისში
U20. საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა და ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა
U20. საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი გაანადგურა
[VIDEO] U20. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონთან დამარცხდა
U20. საქართველოს ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
20 წ. | ურუგვაისთან მე-9 ადგილის ნახევარფინალისთვის