"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" საფრანგეთის 20-წლამდელთა განვითარებად ნაკრებთან სერიის პირველი მატჩი გამართა. ბერგში მასპინძლები ყველა კომპონენტში დომინირებდნენ და 42:5 გაიმარჯვეს.

თამაში რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში წარიმართა. პირველ ტაიმში ილია მაისურაძის შეგირდები ზურგქარში თამაშობდნენ. ფრანგებმა ანგარიში ჯარიმით გახსნეს, რაზეც სტუმრებმა თემურ კოხოძის კარგი გარღვევით და ლუკა მატკავას ლელოთი უპასუხეს. გარდასახვა არაზუსტი იყო და მალე ფრანგებმა ჯარიმით უპირატესობა დაიბრუნეს, შესვენებამდე კი ლელო-გარდასახვაც გაიტანეს და 13:5 დაწინაურდნენ.

მეორე ტაიმში "უმცროს ბორჯღალოსნებს" უკვე ქარის საწინააღმდეგოდ უწევდა თამაში და არაფერი გამოსდიოდა, რითაც მეტოქემ კარგად ისარგებლა. ფრანგებს მოგება ძალიან სურდათ, რის გამოც მატჩის განახლებისას ჯარიმიდან ქულების აღების შანსი ხელიდან არ გაუშვეს და უპირატესობა 11 ქულამდე გაზარდეს. დარჩენილ დროში მეტოქემ კიდევ ოთხი ლელოს გატანა მოახერხა, მათგან სამი გარდასახა და 42:5 იმარჯვა.

შედეგით და რაც მთავარია, ჩვენი გუნდის თამაშის ხარისხით უკმაყოფილონი დარჩნენ მწვრთნელები:

"ზურგქარში პირველი ტაიმი 5:13 დავთმეთ, შესვენების შემდეგ კი ფეხით მეტოქის ნახევარზე გადასვლის შესაძლებლობა აღარ გვქონდა. ორივე ტაიმში ყველა კომპონენტში დავიჩაგრეთ, როგორც თამაშის სურვილში, ასევე აგრესიასა და ტექნიკაში. იმდენი პასი გაფუჭდა, რომ შეტევის შანსი პრაქტიკულად არ გვქონდა - ბურთს პირველივე ან მეორე ფაზაში ვკარგავდით", - ამბობს ლადო კილასონია.

მხარეთა შეთანხმების თანახმად, განვლილ შეხვედრაში თითოეული გუნდის განაცხადში 30-30 მორაგბე იყო. სერიის მეორე შეხვედრა განვითარებად საფრანგეთთან 1-ელ მარტს გვექნება და აქ უკვე გუნდები 23-კაციანი განაცხადით ითამაშებენ:

"შემდეგ თამაშამდე გვექნება ვიდეოანალიზები და აღდგენა. ჩვენი მიზანია, რომ ასეთი დაბალი თამაშის ხარისხის შემდეგ მოტივაცია შევინარჩუნოთ და დაშვებული შეცდომები მაქსიმალურად გამოვასწოროთ".

ბერგი (საფრანგეთი). მოსამზადებელი მატჩი

საფრანგეთი–საქართველო 42:5

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ხვამლი), 14. თემურ კოხოძე (აია), 13. ლაშა ლომიძე (აია), 12. ირაკლი სიმსივე (აია), 11. ზურაბ ქავთარაძე (ხარები), 10. ლუკა მატკავა (არმაზი), 9. გიორგი მარგალიტაძე (ლელო-სარასენსი);

შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი (რასინგ 92, საფრანგეთი), 2. ლუკა პეტრიაშვილი (ხვამლი), 3. ალექსი ჭიჭიაშვილი (მონპელიე, საფრანგეთი), 4. ლუკა მაჭარაშვილი (ორიაკი, საფრანგეთი), 5. ვლადიმერ ჩაჩანიძე (ბაიონა, საფრანგეთი), 6. ბექა ყორიაული (ლელო-სარასენსი), 7. ანდრო ღარიბაშვილი (ხარები), 8. იოანე იაშაღაშვილი (ბაიონა, საფრანგეთი)

მარქაფა: 16. საბა ხონელიძე (აია), 17. ლუკა ახვლედიანი (არმაზი), 18. ხვიჩა ცოფურაშვილი (სტად ფრანსე, საფრანგეთი), 19. დავით გვიდიანი (ორიაკი, საფრანგეთი), 20. საბა კურტანიძე (ხვამლი), 21. გუგა მარგველაშვილი (აია), 22. სანდრო მარგიანი (აკადემია), 23. ლუკა ხეხელაშვილი (ლელო-სარასენსი), 24. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი, საფრანგეთი), 25. ირაკლი მჭედლიძე (ლელო-სარასენსი), 26. თორნიკე ზაქარიაძე (ლელო-სარასენსი), 27. ლუკა ივანიშვილი (ჯიქი), 28. გივი ცინცაძე (არმაზი), 29. ნიკა ცინცაძე (ხვამლი), 30. დემურ თაფლაძე (ლელო-სარასენსი)

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

იდალგო
დიახ, დიახ, ასე იყო საუკუნეების მანძილზე, რომელი ერთი გავიხსენოთ? ჯვაროსნები რომ უკან მიესიენ ბიზანტიას, სულხანი რომ გააწბილეს საფრანგეტში (ლუდოვიკოს კარს), რუსეთს რომ შეგვატოვეს გასულ საუკუნეს დამოუკიდებელი საქართველო (მიუგდო ევროპამ ჩVენი თავი რუსეთს საჯიჯგნად). ახლაც ასეა - ისევ "აჯიჯგნინებს" აქ ახალი არაფერია. საინტერესო (სიახლე) იქნება, ის თუ როდის გავაცნობიერებთ ამ მწარე სინამდვილეს, როგორც ერი და სახელმწიფო.
სოსო
ასაკობრივ ევროპის ჩემპიონატებიდან, ექვსი ერის ქვეყნების წასვლამ გამოიღო ეს შედეგი.მათ ერთმანეთთან რკენაში მაინც უგროვდებათ სათანადო გამოცდილება,შიდა ჩემპიონატებშიც მაღალი დონეა და იქაც იზრდებიან.ჩვენ კი,როგორც კი მათი დამარცხება დავიწყეთ,გაგვრიყეს და ჩამორჩენისათვის გაგვწირეს.გვეხმარებიან იმ დონეზე,რომ მათთვის მოთამაშეების მომარაგების წყაროდ დავრჩეთ,მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებენ,რომ ერთი მათთაგანი გავხდეთ.ევროკავშირიც ზუსტად ასე გვექცევა.
irakli81
ოხ, ეს ქარი ყოველთვის ჩვენს წინააღმდეგ როგორ ქრის.
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
20 წ. | მეშვიდედ იტალიასთან - პირველად ქუთაისში
U20. საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა და ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა
U20. საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი გაანადგურა
[VIDEO] U20. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონთან დამარცხდა
U20. საქართველოს ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
20 წ. | ურუგვაისთან მე-9 ადგილის ნახევარფინალისთვის