26 მარტამდე ძალიან მცირე დრო რჩება და ჩვენ უკვე შეგვიძლია პოზიციის მიხედვით გავარჩიოთ, თუ რომელი ფეხბურთელი იმსახურებს ძირითად შემადგენლობაში გამოჩენას. შეფასებაში უშუალო მონაწილეობა კი თქვენც შეგიძლიათ მიიღოთ, გამოკითხვაში მონაწილეობით და კომენტარის სახით დააფიქსიროთ თქვენი აზრი, თუ რატომ გირჩევნიათ კონკრეტულ მომენტში ესა თუ ის ფეხბურთელი.

პირველი პოზიცია - ეს ნაკრების მეკარეა, სადაც ერთმანეთის კონკურენციაში გიორგი ლორია და გიორგი მაკარიძე მოდიან. ვლადიმირ ვაისი გიორგი ლორიას განსაკუთრებით ენდობა, ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პრაქტიკის გარეშე მყოფ ლორიას სათამაშო დროს აძლევდა.

ვის აირჩევდით, თქვენ რომ ამის შესაძლებლობა მოგცემოდათ?

გიორგი ლორია

ასაკი - 34 წლის

სათამაშო ადგილი - "ანორთოსისი" (კვიპროსი - 1-ელ ადგილზეა ჩემპიონატში)

სიმაღლე - 1.97 სმ

ფასი "ტრანსფერმარკეტზე" - 400 000 ევრო (ყველაზე ძვირი 2016 წელს, "კრილია სოვეტოვი" - 1.5 მილიონი)

სანაკრებო სტატისტიკა - 73-ჯერ იყო განაცხადში, მათგან 55-ში იყო ძირითად შემადგენლობაში. გაშვებული აქვს 62 გოლი.

ყველაზე ცუდი მატჩი ნაკრებში - 10.06.19. დანია-საქართველო 5:1

ყველაზე კარგი მატჩი ნაკრებში - 11.09.12. საქართველო-ესპანეთი 0:1

საკლუბო კარიერა - თბილისის "დინამო", კრეტის "ოფი", "ოლიმპიაკოსი", "კრილია სოვეტოვი", მახაჭყალის "ანჟი", "მაგდებურგი" და "ანორთოსისი".

კლუბებში ჩატარებული ოფიციალური შეხვედრა (გაშვებული გოლი) - 276 მატჩი (279 გოლი)

მიმდინარე სეზონი - 19 მატჩი (16 გოლი)

კლუბი, რომელსაც მის კარებში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი - "ზესტაფონი" (16 შეხვედრაში - 19 გოლი)

გიორგი მაკარიძე

ასაკი - 29 წლის

სათამაშო ადგილი - "სეტუბალი" (პორტუგალია - მე-11 ადგილი)

სიმაღლე - 194 სმ

ფასი "ტრანსფერმარკეტზე" - 1.5 მილიონი ევრო (არსებული ფასი ყველაზე ძვირია მის კარიერაში)

სანაკრებო სტატისტიკა - 42-ჯერ იყო განაცხადში, მათგან 14-ში იყო ძირითად შემადგენლობაში, გაშვებული აქვს 17 გოლი

ყველაზე ცუდი მატჩი ნაკრებში - 26.03.08. ჩრდილოეთი ირლანდია-საქართველო 4:1

ყველაზე კარგი მატჩი ნაკრებში - 17.10.07. საქართველო-შოტლანდია 2:0

საკლუბო კარიერა - თბილისის "დინამო", "ლე მანი", "დოქსა", "ფეირენსე", "მორეირენსე", "რიო ავე", "სეტუბალი"

კლუბებში ჩატარებული ოფიციალური შეხვედრა (გაშვებული გოლი) - 180 მატჩი (195 გოლი)

მიმდინარე სეზონი - 25 მატჩი (32 გოლი)

კლუბი, რომელსაც მის კარებში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი - "პორტუ" ( 7 შეხვედრაში 17 გოლი)

ალტერნატიული ვარიანტები: როინ კვასხვაძე და ლაზარე კუპატაძე.

გამოკითხვა

დავით 67
მეკარეს არა აქვს დიდი მნიშვნელობა თუ ვის დააყენებს. აი თავდამსხმელად აუცილებელია კვარაცხელიას დაყენება და არავითარი ჩაკვეტაძე. კვარაცხელია დღეს ძაან ბევრს შრომობს, თან უფრო ძლიერ ( ბევრად) ჩემპიონატში თამაშობს, ვიდრე ჩაკვეტაძე.

ალბათ მაინც ლორია უნდა დააყენოს ძირითადში ვინაიდან გადამწყვეტ მატჩში ფსიქოლოგიური თვალსაზრისით უფრო სწორია და სავარაუდოდ ეს ასეც იქნება, მაგრამ სპორტული თვალსაზრისით მაკარიძე არაფრით ჩამოუვარდება ლორიას ხოლო სათამაშო კარიერას თუ გავითვალისწინებთ ალბათ დიდი ხნის განმავლობაში-სისტემატიურად უფრო მაღალი დონის ჩემპიონატშიც აქვს ნათამაშები და მიმდინარე პერიოდშიც ასეა, შესაბამისად თუ ლორიამ კლუბი არ შეიცვალა სავსებით ლოგიკური იქნება, რომ მაკარიძე გახდეს ნაკრების ძირითადი მეკარე.
Nene32
ჩემი სიტყვების კიდევ ერთი დასტური მაკარიძე ბენფიკას თან ტრადიციულად ძირითადშია და ერთ-ერთი საუკეთესოა... და რას აკეთებს ამ დროს ლორია? ზის უქმად
ემზარ დუისბურგი
შემთხვევით არა! შიმშილამ (ხიზანიშვილმა) დაამტვრია ......
777
ეს ისტორიული შანსია რომელიც უნდა გამოვიყენოთ. ვინც უკეტეს ფორმაშია უნდა იტამაშოს იმან. დამსახურებაზე თუა მაშინ გაბელია ჩივაძე გუცაევი და ა.შ. ათამაშონ. აი დამსახურებული ხალხი. არაა ბელარუსი გრანდი რო ვერ დავამარცხოთ. მთავარია არ ჩავჯდეთ დაცვაში
anz
თქვენ მე გადამრევთ. რა შუაშია დამსახურებები. შემადგენლობაში უნდ იყოს ის-ვინც კმკრეტულ მომენტში უკეთეს ფორმაშია. მაკაროძე ამ შემთხვევაში მე უალტერნატივო მგონია. დამსახურებებით მართლა გაბელია უნდა დადგეს მაშინ. უალტერნატვოდ მაკარიძე მაგრამ კარგია რომ ერთ პოზციაზე ორ ძლიერი ფეხბურთელი გვყავს.
jjjis
კაკაბას ტრავმა აქვს მეგობარო. ჯიმი ტაბიძე გამოგრჩა - საუკეთესო ფორმაშია ტიპი.
გია
შემადგენლობის დაყენება ჩვენი კომპეტენცია არ არის და ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ერთი ვიცი , რომ დაწყებული მწვრთნელიდან გუნდის რგოლებით გაგრძელებული (მეკარე, დაცვა, ნახევარდაცვა, თავდასხმა) ყველგან უპირატესობა გაგვაჩნია. ეხლა მთავარია ფსიქოლოგია, ფსიქოლოგია და კვლავ ფსიქოლოგია. ანგარიშის გამოცნობაც რთულია. რაც ჩემი აზრით შედარებით ადვილია ჩვენი გამარჯვებაა თანაც ძირითად დროში.
jiji
ლორია-კაკაბაძე-კაშია-კვირკველია-გრიგალავა-კანკავა-გვილია-ჩაკვე-ყაზაიშვილი-ლობჟანიძე-ქვილითაია! ეს შემადგენლობა მინდა ბელარუსიასთან და 2-0 ვიგებთ. ხო, ვაისს გადაეცით შეცვლა დროული გააკეთოს.. აბურჯანია-ოქრი-პაპუნაშვილი ვინც უნდა შემოიყვანოს ნებისმიერ ანგარიშზე. 100%- ვიგებთ ჰანდიკაპით, სხვათაშორის სიზმარი ვნახე :) 37-წთ 1-0 კაშია, 67 წთ 2-0 ჩაკვე . ♥️ გვერდში დგომა და ქომაგობა არმოგაკლდებათ ბიჭები. პ.ს. ზოვზივაძე და დაუშვილი არიან კაი ფორმაში , აბა ჯანომ ჩაქიმა და გულდასაწყვეტია...
ალეკო
ოღონდაცა რაა.. 11.09.12. საქართველო-ესპანეთი 0:1 მაგ შეხვედრაში ლორია, შემთხვევით, ხომ არ დაიმტვრა და გოლი კვასხვაძემ არ გაუშვა?
ბმბ
ძალიან რთული შეკითხვაა, ალბათ მაინც ლორია, რადგან როგორც აქ მეგობრებმა აღნიშნეს, ლორია ბევრად უფრო შეთამაშებულია დაცვასთან და მშვიდია გაცილებით, რაც პროფესიონალიზმის მაჩვენებელია, თუმცა ფაქტია, რომ მაკარიძე მაგარ ფორმაშია, პორტუგალიაში სამჯერ ტურის მეკარეობა ხუმრობა საქმე არ გეგონოთ, თუმცა ჩაკვემ ის ფეხბურთი თუ ითამაშა, რისი პოტენციალიც აქვს, თუ გინდათ მართლა გაბელია ჩავაყენოთ კარში, მაგას რომ ვენაცვალე.
მწვრთნელი
ბელარუსთან მაკარიძე-კოსოვოსთან ლორია!
vaso
მაკარიძე სჯობს, რა თქმა უნდა, მარა ლორიას დააყენებს. ლორიას, ჩემპიონატის დონიდან გამომდინარე, მაინც რეგრესი აქვს, არც ბელორუსი წყვეტს ვარსკვლავებს, მარა კოსოვო-მაკედონიასთან აპასნია, მაკარიძე ბევრად მაღალ დონეზე თამაშობს, თან კარგად, კაი პრესა აქვს, ახალგაზრდაა. ტრანსფერმარკეტმაც თავისი საქმე იცის. ბელარუსთანვე მაკარიძე უნდა დააყენოს, ტონუსში შევა და ფინალისთვის საიმედო მეკარე გვეყოლება, მარა მე ვინ მკითხავს.
ზურა
შეიძლება ამ ეტაპზე მაკარიძე ოდნავ სჯობს კიდეც, მაგრამ საერთო გამოცდილება მაინც ლორიას აქვს და ალბათ ის უნდა დადგეს ისევ. ევროპაზე გასვლის შემთხვევაში შეიძლება უკვე უფრო მაკარიძეზე გაკეთდეს აქცენტი. ისე თამამი ნწვრთნელი გარისკავდა და დააყენებდა მაკარიძეს და ვინ იცის შეიძლება კრიტიკულ მომენტში გაამართლოს კიდეც. სხცა მეკარეები მკვეთრად ჩამორჩებიან ამ ორს...
კონსტანტინე
რა პრობლემაა? ან ორივე ერთად ათამაშეთ, ან შეაჯიბრეთ თერთმეტმეტრიანებში.
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
ჩვენი ასარჩევი თუა, ვინ ითაამაშებს და ვინ არა, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. მე თუ მკითხავთ, საერთოდ არ გვჭირდება მეკარე, მის ხარჯზე თავდასხმას გავაძლიერებთ. „„დამატებითი ძალა იქნება““ რაც უფრო ბევრი შეუტევს, მით მეტი შანსია გოლი გავიტანოთ, გაშპა, ეტაკა, შვლიპა და და მერე ბაც! ასე გადის გოლები, აბა!
ზ.კალორია
ლორია ჯობია თუ გაბელია?
Dhshsh
Makaridzee stabiluruaa am sezonshi
Grisha
Roina
პროფესორი
ლორია, მაკარიძეს ყველაზე ცუდი თამაში ქონია 26 მარტს, ხო და დათარსული ყოფილა მაგ დღეზე, ბელარუსთან 26 მარტს გვაქვს თამაში
G.LA
1 500 000 - 400 000 მგონი ამით ყველაფერი ნათქვამია. თითქმის 4-ჯერ მეტი, შემთხვევითობა არ იქნება.)) სხვა დეტალებში აღარ შევალ.
გოგა
ლორია რათქმაუნდა ამ მაჩებში,მაგრამ მომდევნო შესარჩევზე მთლიანად მაკარიძე უნდა ათამაშოს. ლორიას ასაკი აქვს მაინც და მაკარიძეც უნდა მიეჩვიოს გუნდს.
ბაჩი
ლორია.მას ნაკრებში თამაშის მეტი გამოცდილება აქვს და მაკარიძე თუნდაც რომ რეალის მეკარე იყოს მხოლოდ მის დუბლიორად მესახება პირადად მე...ისე მაკარიძე ღირსეული დუბლიორია და მას შანსი აუცილებლად ექნება მარგამ ჯერ არა...
დიტო
ლორია. მხოლოდ პრაქტიკა ხომ არ არის? აქ ძალიან ბევრი ნიუანსია და როცა 1 შეხვედრა წყვეტს ბედს, ჩემი აზრით ექსპერიმენტების დრო არ არის. ნიუანსში კი ვგულისხმობ დაცვის ხაზთან შეთამაშებას. ვინც არ უნდა დადგეს ცენტრში, იმდენი აქვთ ლორიასთან ნათამაშევი, რომ არ უნდა იყოს ურთიერთგაგების პრობლემა.
Nene32
მაკარიძე ჯერ იმიტომ, რომ ელემენტარულად ნაკრების თამაშამდე გაცილებით მეტ თამაშს ჩაატარებს ლორია კიდევ დაახლოებით ერთი თვე პრაქტიკის გარეშე იქნება, თან სხვადასხვა სპორტული გამოცემები თუ ინტერნეტ გვერდებიდან შეგვიძლია დავასკვნათ რამდენად კარგად ან ცუდად ითამაშა მაკარიძის შემთხვევაში ამის შანსი არის რასაც ლორიას თამაშის შეფასებაზე ვერ ვიტყვი
სხვა რაკურსი2
ეგ სადაოც არაა, რომ ლორიას ათამაშებს. ვაისს არ უყვარს რისკზე წასვლა. ოდნავ მაკარიძეც რომ ჯობდეს ლორიას, მაინც ამ უკანასკნელს ათამაშებს. ლორია კი არა, დარწმუნებული ვარ, ოქრიაშვილიც ძირითადიდან დაიწყებს და არაა გამორიცხული მერებაშვილი დააყენოს ძირითადში, მარჯვნიდან. დაველოდოთ მოვლენებს
გადასარევს
მალიზე ბევრი წერს, თუმცა ყურადღებას არავინ აქცევთ, რომ არც საბურთალოს შეკრებაზე და არც ელიგის პირველ ტურში არ უთამაშია, განაცხადშიც კი არ იყო. თუ ფორმაში არ იქნება, როგორ ითამაშებს?
Nene32
უცილობლად მაკარიძე...
მანუჩარი
ლორია უნდა დააყენოს
გიჟი
მაკარიძე ძლიერია ხასზე, მაგრამ სუსტია გამოსვლაზე, ლორია სჯობს ამჯერად ! რადგან მორგებულია ნაკრების სტილს და იცნობს დაცვას! მისი ესმით მცველებს და მასაც მცველებისა ! პ.ს. ისე კი რა კარგია რომ მეკარის პრობლემა როგორც იქნა მოგვარდა ნაკრებში .. კონკურენცია ყოველთვის მოიტანს შედეგს !
რა მაფიაა?
ადამიანური აზრი... არ აქვს მნიშვნელობა მარტო იმას რომელი უფრო მეტს თამაშს შეინახავს კლუბში მშრალად, ან რამე ეგეთი... ფლეისთეიშენი ხო არაა, მარტო მონაცემებით იხელმძღვანელოს, გუნდია და შეთამაშებულია და აწყობილია, გაანებეთ ამ ვაისს თავი ჟურნალისტებმა... აცადეთ მუშაობა...
ddgfdf
ბაიერნის მეორე მეკარე ხომ არ გვეცადა ან ლივერპულის?
გადასარევი გიორგი
რათქმაუნდა გიორგი ლორია. თქვენ ადგილას ამ კითხვას არც დავსვამდი ეხლა, მოახლოებული მატჩის დროს, - სულ რომ ვარსკვლავებს ხსნიდეს მაკარიძე. ლორია არის ის მეკარე, რომელმაც ნაკრები თვისობრივად ახალ საფეხურზე გადაიყვანა. მესმის რომ შანსს მაკარიძეც იმსახურებს ისევ, მარა ეს ნაკრებია და ექსპერიმენტების დრო ეხლა არაა. მაკარიძეს რომ ვუყურებ ხოლმე ნაკრებში, საერთოდ მგონია რომ ქართულ ფეხბურთს არაფრის შანსი არ აქვს, ისე იქცევა. მაგან ხასიათის სიდინჯე უნდა გამოიმუშაოს, რომ სიწყნარე შეტიანოს დაცვაში და არა ქაოსი და ვნებათაღელვა. რეაქცია კარგი აქვს ნამდვილად და იმედია დადგება სუპერ მეკარე, თუ ცოტა დაღვინდება . ეხლა მაგას ჯობია მარჯვენა მცველის პოზიციაზე გააკეთოთ გამოკითხვა, მე მალიზე ვიფიქრებდი საბურთალოდან
ddgfdf
რას მოესწრნენ ეს დებილი ბავშვები? ორი მეკარე გვყავს. ისე კარიერის მიხედვით მაკარიძე უნდა იყოს ალბათ, მაგრამ უკვე დროა სხვა მეგარეებზეც იფიქრონ, ჩავარდნა რომ არ დაიწყოს.
A
ლორია არც არასდროს ყოფილა მაგარი მეკარე, გამონათებები აქვს მხოლოდ, მაშინაც ათჯერ რო გამოანათოს ერთ სისულელეს უეჭველი დაუშვებს, მაკარიძე ყოველთვის ჯობდა და ახლაც ჯობია
Mateus
კარგია, რომ არჩევანის წინაშე ვართ და დაფიქრება გვიწევს გადაწყვეტილების მისაღებად. ეს ჩვენ, გულშემატკივრებს, თორემ ვაისს კარგა ხანია გადაწყვეტილიც აქვს ალბათ ლორიას საკითხი და არც ვამტყუნებ. იქედან გამომდინარე, რომ პრაქტიკაც აქვს ლორიას და ვფიქრობ დაცვასთან უფრო შეთამაშებული ლორია არის, ვიდრე მაკარიძე და დაცვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მეკარესთან სინქრონი. სხვა მხრივ კი ვფიქრობ ევრო 2020-ის მერე მაკარიძე იქნება #1.
roma bejanidze
ხმა არ მიმიცემია იმიტომ რომ არ ვიცი რომელს უნდა ენდოს ვაისი.
საქართველო
გეთანხმებით მაკარაძე უფრო მაღალი დონის მეკარეა მაგრამ ლორია ნაკრებში კარგია შეიძლება ითქვას ლორიამ მოაგვარა ნაკრებში მეკარის პრობლემა რაც ყოველთვის გვქონდა
roma bejanidze
ვინც ვარჯიშზე 25-ში უკეთესი იქნება ის უნდა დააყენოს ვაისმა 26-ში ძირითადში, მე რომ მწვრთნელი ვიყო ყველაზე მეტად ამ პოზიციაზე გამიჭირდებოდა არჩევანის გაკეთება რადგან 2 ძალიან მაგარი მეკარე გვყავს და საერთოდ ერთადერთი პოზიციაა რომელზეს არ ვნერვიულობ და საქმე ძალიან მარტივად არის ვინცარუნდა გავიდეს მინდორზე ვიცი რომ კარს მშრალად შეინახავს და ძალიან მაღალ დონეზე ითამაშებს რადგან მისთვის ისტორიული მატჩები იქნება. ვინც 26-ში დადგება კარში 100 % დარწმუნებული ვარ 31_შიც ის იქნება ძირითადში. ღმერთი ჩვენსკენ
KUTAISELI
makarize unda atamachos, upro axalgazdaa, reakcia uketesiak, uketes chempionatchi tamachobs , da pasic metiak, ramdenjerme portugaliis chempionatma sauketeso mekared daasaxela.magram vaiss es gamokitxva ar ainteresebs, makarixem varskvlavi ro mockvitos cidan main lorias daakenebs.
გენო
ორივეს აქვს თავისი პლიუსები და მინუსი. მეკარის მჭიდრო პრესინგის დროს და კარების აქტიური დატვირთვის დროს გიორგი ლორია ჯობია, რადგან ეგეთი შემთხვევაში ტოპ მეკარე ხდება. მაგრამ თუ მოდუნდა, ძალიან სუსტი მეკარეა. რაც შეეხება მაკარიძეს პირიქითაა, ის უფრო სტაბილურია, მთელი შეხვედრა ერთ ტონუსში თამაშობს. მოედნის ხედვაც მაკარიძეს ლორიაზე უკეთესი აქვს და ფეხსაც უკეთესად იყენებს.
გიორგიპირველი
მე მაკარიძე უფრო სტაბილური და მაღალი დონის მეკარე მგონია.
Irakli Apkhaidze
ვინც მოასწრებს წვერის გაპარსვას :))
ჯერი
მეკარედ ნუნუ გომეში ჯობია
სოსო
ეს მხოლოდ მწვრთნელის გადასაწყვეტია.ორივე კარგ ფორმაშია და ორივეს მთლიანად ვენდობი.
ზეზვა
ვაისი თუ ნორმალურად მოაზროვნე პიროვნებაა, გიორგი მაკარიძე უნდა დააყენოს ძირითად შემადგენლობაში. ჯერ სად პორტუგალია და სად კვიპროსი
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს
გიორგი მაკარიძემ "მარიტიმუსთან" კონტრაქტი გააფორმა
რას გვიმზადებენ ქართული კლუბები ევროტურნირებზე? - პოზიტიური დინამიკის გაგრძელება თუ მორიგი წარუმატებლობა?!
"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
მაკარიძე ისევ პორტუგალიის ჩემპიონატში იასპარეზებს
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს
გიორგი მაკარიძემ "ალმერია" დატოვა
კორღალიძე: იმედი გვაქვს, ის რაც იქ არ გავიდა, აქ გავა
ისევ ესპანეთში - გიორგი მაკარიძის ახალი გუნდი ცნობილია
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
მაკარიძემ პორტუგალიური გუნდი დატოვა