საქართველოს ჩემპიონმა, თბილისის "დინამომ" კახა ჩხეტიანის წასვლის შემდეგ ახალი მწვრთნელის ძიება დაიწყო და როგორც adjarasport-ი წერს, თბილისელებმა სასურველ კანდიდატად გორის "დილას" დამრიგებელი გიორგი ნემსაძე შეარჩიეს.

წყაროს ცნობით, თბილისური კლუბი უკვე დაუკავშირდა ნემსაძეს, თუმცა ამ უკანასკნელის სურვილი და პოზიცია უცნობია.

გიორგი ნემსაძემ სამწვრთნელო კარიერა საქართველოს 17-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებში დაიწყო. ამის შემდეგ იყო თბილისის "შევარდენი" და 2019 წლიდან კი გორის "დილას" უდგას სათავეში. მისი ხელმძღვანელობით გორელები ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში 19 ქულით მე-4 პოზიციას იკავებენ და ლიდერ ბათუმის "დინამოს" 1 ქულით ჩამორჩებიან.

Dato
Aმ ადამიანის კურდღელობა ვინმეს იქნებ Gაგვახსენო? :))
ამირანი
ბატონო რომან, გასაგებია რომ სამწუხაროდ საქართველოს ეს ისტორიული კლუბი თქვენი საკუთრებაა და მიუხედავად უშედეგობისა არ თმობთ!!! ელემენტარული დასკვნებიც ვერ გამოგაქვთ?! როდემდე?!
საქართველო
ეს მშიშარა კურდღელი დინამოში? გვეკაიფებით?
ზეზვა
აი ეგღა აკლია დინამოს ბოლომდე ჩაფლავებისთვის. ნორმალური უცხოელი მწვრთნელი მოიყვანეთ მინიმუმ 2-3 წლით,რომ გუნდი დასტაბილურდეს და რაღაცას დაემსგავსოს,თორემ ქართველი მწვრთნელების დონე კი ვიცით და მაგას ემატება მაგათი მიდრეკილება ქრთამისკენ,ნაცნობ-ახლობლობისკენ,ტოტალიზატორისკენ და ალკოჰოლისკენ. ყველამ ვინც ჩახედულია საქმეში,იცის რომ ეს ყველაფერი სიმართლეა და ეგაა რომ გვღუპავს.
შაკო
ჩისკო გადაწყდა
არისტო
რა მემსაძე, რის ნემსაძე. მიშას ბულკიღა აკლია დინამოს)))))))))))))))))))))
Qpmagi
გამაგიშებს წს ფიფა რა უცხელი რო ჩამოიყვანოს იმს მაგვრათ მოყავს ნრნსაძე ვაი ამს ფეხბურთს წადი ფიფააააა
შაკო
ჩისკო ინიშნება კარგია გამიხარდა
დაT
სავარაუდოთ 3 სექტემბერს მოუწევს თამაში ევროპა ლიგის მეორე წრიდან
Vasili
იმედია ნემსაძე ამ საშინელ და მომაკვდინებელ ცოდვას არ დაიდებს!!! / ისე რა უზრდელობააა? კაცს გუნდი ყავს ჩაბარებული და ეჩალიჩობა რო გადაიყვანოს, მეტოქე გუნდის პატივისცემა სად არის აქ? ან რა გუნდი შენ გყავს? ეგეც არ მყავდეს ბაიერნი . სანამ შენ თავად არ წახვალ ჩემთვის პირადად აღარ არსებობს თბ.დინამო ( ნუ ეხლა თუ ლიგებზე და ევროპებზე გახვედით კი მომიბრუნდება გული, დაჯე ბოდიშსაც მოგიხდი და ცხვარსაც შემოგწირავ, მარა ისე არაა ჩემი მტერი ,შენ რამის გამკეთებელი იყო რომანა...
გიორგი
ვინმემ ხომ არ იცით დინამო ევრიპა ლიგაზე როდის? რანაირად? ვისთან?

თუ მენეჯმენტი არ ვარგა და გუნდის პრეზიდენტი უკაცრავად და ,,ფინტიკლუშკებით,,არის დაკავებული,მას არც ნორმალური გუნდი ეყოლება, არც შედეგი ექნება და მაყურებელიც, შესაბამისად არ მივა . მადლობა უთხრან იმათ, ვინც კიდევ საკუთარ თავს აბიჯებს და ამ მარაზმის სანახავად მიდის ! რაც დღეს დინამოში ხდება, მათი შეურაცხყოფა ზუსტად

აგერ დავწერე კიდეც ჩემი მოსაზრება - თუ ნემსაძე ფიფიას ყმობაში ყოფნას გადაწყვეტს ფულის გამო, (რა თქმა უნდა, კარგი გუნდის შექმნა ტყუილი საქმეა) გვარიანად შეირყევს ავტორიტეტს. ფიფიას აზროვნება მეტს ვერ სცდება - ფულით შეუძლია თავისუფლად მიატოვებინოს გორის დილა, რომელიც მშვენივრად გამოიყურება. იმედია, ეს არ მოხდება.
ზურა
რომან გულადი ფიფიას! უფასო რჩევას მოგცემ ჯიმა! ისეთს რომ შენი მრჩეველები ვერც მოვლენ აზრზე! ვაისს შესთავაზე ჩვენი ნაკრების პარალელურად დინამოს მიხედოს! აი როგორც შუშაკი იყო ერთი პერიოდი! ისედაც აგერ ტულის არსენალი უპირებს თურმე წაყვანას და დაასწარი სანამ დროა! ასე სულ აქ მოუწევს ყოფნა და ნაკრებსაც მეტ დროს და ყურადღებას დაუთმობს! მარტო პა "პრაზნიკამ" რო ჩამოდის!
ირაკლი
დღეს "დინამო" სამწუხაროდ რა ხილიცაა ყველამ ვიცით, მაგრამ კიდევ მეტი უბედურება ისაა რომ ეს მონჯღრეული ვითომ გუნდი მაინც ჩემპიონი ხდება და ეროვნული ჩემპიონატის ლიდერებშია მუდამ. აი ეხლა ხომ წარმოგიდგენიათ რა ჭაობია ჩვენი ეროვნული ჩემპიონატი. ფიფია რომ ხედავდეს, რომ მისი საფეხბურთო პოლიტიკის წყალობით გუნდი მე-8 ან მე-9 ადგილისთვის იბრძვის მუდამ, მერწმუნეთ მიუხედავად თავისი წუწურაქობისა მეტს დაიხარჯებოდა გასაძლიერებლად, მაგრამ რატომ იზამს ამას როდესაც ამ ნახევრად პროფესიონალებითაც იოლას გადის ადგილობრივ პრიველობაზე. მარტო "დინამო"-ში და მარტო ფიფიაში არ არის პრობლემა, ფეხბურთის ფედერაციის უდიდესო დანაშაული სწორედ ესაა. არაფრით ფიფიაზე უკეთესები არ არიან. გაფარჩაკებული "დინამო"-ს პირობებიც კი საოცნებო აქვთ დანარჩენ კლუბებს. რეალური საფეხბურთო კლოაკა ჩამოყალიბდა საქართველოში ამ მუქთახორების წლობით ფედერაციაში შეყრით.
თემო მ.
ამ საქმეს (ფეხბურთელებისთვის ფეხბურთვის თამაშის სწავლა) მწრთვნელის გამოცვლა არ უშველის.უნდა მთლიანად შეიცვალოს ფეხბურთისადმი მიდგომა დაწყებული ბავშთა გუნდებიდან.ბავშვებს წვრთნიან ვითომ მწვრთნელები რომლების დონე არ სცილდება ქუჩის ფეხბურთს.დახარჯონ ფული და ჩამოიყვანონ უცხოეთიდან კარგი აღმზდელები.თორემ ესენი ვერც ფეხბურთს ასწავლიან და ტყუილად დროს აკარგვიენებენ.
ახალი ფარსი
მოკლედ, ჩხეტიანმა და მისმა სამწვრთნელო შტაბმა თანხმობა განაცხადეს ფეხბურთელების გაშვების მიზნით ტირანასთან თამაშის გამოყენებაზე და სასტავში დააყენეს ძირითადად ის ფეხბურთელები, რომლებიც გასაშვებად ჰყავდათ გამზადებული. აბა რით უნდა აიხსნას გადამწყვეტ თამაშში უთამაშებელი და ზამენის ფეხბურთელების დაყენება, მათ ხომ არ ენდობოდა ელიგის თამაშებში ჩხეტიანი, ან საერთოდ ცოტა დროს აძლევდა. ძირითადად შეტევის და ნახევარდაცვის ფეხბურთელებს ვგულისხმობ. ამ გარისკვის გამართლება იყო ის, რომ ტირანას სისუსტის სჯეროდათ და, რაც არ უნდა მომხდარიყო გამოასწორებდნენ „სუსტი“ ფეხბურთელების მიერ ჩასვრილ საქმეს. თუმცა, გამოვიდა სხვანაირად, ჩვენმა სანაქებო დაცვამ ისე ჩაისვარა, რომ თამაში წავაგეთ. მაგრამ მაინც ამოქმედდა წინასწარ დადგმული სპექტაკლი სოცქსელებში ფეხბურთელების გაშვების მოთხოვნით,სადაც დაცვის მიერ ჩასვრილ თამაშში წაგების გამო ძირითადად თავდამსხმელების (1 უცხოელი მცველის დამატებით) გაშვებას აწვებოდნენ. რა თქმა უნდა, თავდასხმამ ძალიან ცუდად ითამაშა, ფაქტიურად კარში ვერ დაარტყა, მაგრამ ტირანასთან წაგებით „გამწარებული“ ფანების მიერ მხოლოდ მათი გაშვების მოთხოვნა ნამდვილად წინასწარ დაგეგმილი სპექტაკლის ნაწილია, რომელსაც პირველ რიგში სამწვრთნელო შტაბი შეეწირა, ასეა ძმაო რაც მოგივა დავითაო ყველა შენი თავითაო!!! ახლა ახალი ფარსი მუშავდება: ახალი ტრენერისთვის აპირებენ გასაშვებ ფეხბურთელთა სიის ტვირთის აკიდებას, ამისთვის ჩისკო და ვინმე უცხოელი არ აწყობთ, იმიტომ, რომ ისინი არ დათანხმდებიან, მიდის იმათთან მოლაპარაკება, რომელიც ამ ახალ აფიორაში მონაწილეობაზე იქნება თანახმა. მეორდება მერებაშვილის, ლორიას და სხვათა გაშვების ისტორია. აბა სოცქსელის და კლავიატურის აქტივისტებო თქვენ იცით, რა უნდა გააკეთოთ, როგორ მოაყვანინოთ ფიფიას თქვენთვის სასურველი ფეხბურთელი გუნდში!!!
თემო მ.
ამ საქმეს (ფეხბურთელებისთვის ფეხბურთვის თამაშის სწავლა) მწრთვნელის გამოცვლა არ უშველის.უნდა მთლიანად შეიცვალოს ფეხბურთისადმი მიდგომა დაწყებული ბავშთა გუნდებიდან.ბავშვებს წვრთნიან ვითომ მწვრთნელები რომლების დონე არ სცილდება ქუჩის ფეხბურთს.დახარჯონ ფული და ჩამოიყვანონ უცხოეთიდან კარგი აღმზდელები.თორემ ესენი ვერც ფეხბურთს ასწავლიან და ტყუილად დროს აკარგვიენებენ.
dima
ფიფიას ისე გამოუვიდა ნემსაძის მიმართ კაცობას თავი დაანებე და ბო..ბა დაიწყეო ..........
ირაკლი
და რომ დავდივართ სტადიონზე რა მერე? ეგეთივე წარმატებით კუკიის სასაფლაოზეც შეგვიძლია ვიაროთ, იგივე სანახაობაა მანდაც, ცოტა უკეთესიც კი.
ზუზუ
ისე ამ დინამოს გულშემატკივრებს არ შეგიძლიათ შეუვარდეთ და გამოათრიოთ ძალით ეგ ფიფია??!! რამდენი ხნით აქვს ეგ დინამო ნაყიდი თუ როგორცაა?
Status quo
საშუალოზე დაბალი დონის ფეხბურთელებს, ხურდაში რომ აყოლებენ, ისეთს, კარგი მწვრთნელი ვერ უშველის. ფიფიას მენეჯმენტი არ უვარგა, არც თავმოყვარეობა აქვს, ამდენ გინებას რომ უძლებს.
დაT
ფიფიამ სულ დაკარგა სინდისი? უკავშირდება ნემსაძეს რომელიც გორის დილას მწვრთნელია. დილას პოსტიდან გადადგეს და დინამოში დაიწყოს მუშაობა. ეს ყველანაირ მორალურ და ეთიკურ ნორმებს ცდება, მე მსგავსი ფაქტი ფეხბურთში არც გამიგია
თელავი
დილას მოღალატე, დინამოს ერთგული.ამ მომენტისთვის დილა არ უნდა მიატოვოს,ჩემპინატი მორჩეს და მერე თუ უნდა დანდიში წავიდეს.ესეც არ მყავდეს ანჩელოტი
კახა ქ.
რა წესია ვერ გავიგე,კაცმა გუნდი დააყენა და ეს მიდის და ანგრევს და თავისასაც ვერ გააკეთებს.ელემენტალურუ პატივისცენა უნდა გქონდეს მეტოქის მიმართ.რახან ფული აქვს,თავისი გონია ყველაფერი. არა რა სუ გამო.....ეს კაცი
ave
რამდენი კაციც აქ კომენტარებს წერთ და აკრიტიკებთ დინამოს მაგდენმა სტადიონზე რო იაროთ ამ დღეში კი აღარ იქნება გუნდი. დინამო არენა რო თეატრს დაამსგავსეთ ისეთი სიჩუმეა
Gio
ბერლუსკონი წავიდა მილანიდან იმის გამოავლინა რომ არ ქონდა გუნდს შედეგები და მას აღარ შეეძლო გუნდის მატერიურად უზრუნველყოფა იმ დონეზე რა დონეზეც საჭირო იყო ბერლუსკონი რომელმაც ეპოქა შექმნა მილანის და ფიფია რით ვერ შეელია გარდაბაროს კლუბი იმ ხალხს ვინც ჩადებს სერიოზულ ინვესტივიებს დადებს განვითარების გეგმას და გაკეთებს ყველაფერს კლუბის წარმატებისთვის და ასეათი ხალხი იქნება ვისაც სურვილი ექნება დინამოს გადარჩენის
goga
მენტალური მომზადების ცენტრს - შენელებული აზროვნების ადამიანი, გლეხურ ენაზე გონებაჩლუნგია და ფსიქოლოგიური დახმარება გონებას კი არ გაუხსნის არამედ გააყეყეჩებს...
G.LA
დინამოში სანამ ფიფია მეპატრონეა, არ მგონია ვინმე კარგი თავმოყვარე ქართველი მწვრთნელი მივიდეს. აქ ყველა ხედავს რაც ხდება დინამოში და ისევ უცხოელს თუ მოატყუებს ფიფია ვინმეს. ეს წუმპე უსასრულო იქნება უკვე და ამას დინამო თბილისი ქვია.
emigranti
"დინამო" ხომ გაანადგურა, ეხლა "დილაც" უნდა დაანგრიოს.
lekso kutaisi
ნოდარ ახალკაცი გენიოსი იკო ესენი ვინ არიან ერტი გაუჰვიტ მეორე მოიკვანეტ რა აზრი აკ რომელი გენიალური მცვრტნელი ნემსადზეა პიპია გაუჰვიტ და გუნდი ნორმალურ მპლობელს ჰაბარდეს ეს არის ცარმატების გარანტი კვასხვადზეს და ჰხეტიანს დინამოჰი რა უნდა ახლა ნემსადზე კაი რა ნოდარ ახალკაცი კიპიანი დარასელია ჰენგელია საპლავჰი ტრიალებენ ამატ ჰემკურე
wbc
ნემსაძეს ფულის პრობლემა არ აქვს.ქართულ ფეხბურთში ზედმეტად გამოცდილია.ბადრის დინამოს კაპიტანი იყო და აქვს მიღწევებიც.არც ის კაცია ფიფიას თავი დააკერინოს. ხოდა თუ გადაწყვიტა იქნებ რამე კარგის დასაწყისი იყოს
გიორგი
ჩხეტო ხელწამოსაკრავი კაცი არ არის, ის პატოსანი ადამიანია! უმჯობესია ფიფიას მიხედოთ!!!
მენტალური მომზადების ცენტრი
"დინამო" თბილისის წარმატების ფორმულა ნოდარ ახალკაცმა დიდიხნისწინ გამოიგონა და უბრალოდ მას უნდა მიჰყვეთ: 1) ტექნიკა, ტაქტიკა და ფიზმომზადება მხოლოდ საშუალო დონის პროფესიონალად ჩამოყალიბების საშუალებას იძლევა. 2) ელიტაში გადასასვლელად კი ის, რასაც ნოდარ ახალკაცი აკეთებდა - საჭიროა ეს სამი კომპონენტი კიდევ უფრო დაიხვეწოს და მათ მენტალური მომზადება დაემატოს. 3) წინსვლის შემდეგი ეტაპი არის ჩემპიონობა და იქ ამ ოთხ კომპონენტთან ერთად აუცილებელია ფსიქოლოგიური მომზადებაც. ამის გარეშე ქართული ფეხბურთის წინსვლა ვერ მოხდება და მოედანზე მუდმივად ვიხილავთ: შენელებულ აზროვნებას, მის შესაბამის თამაშის დაბალ ტემპს და ბურთის დიდხანს დაყოვნებას!
Anti
იმედია ნემსაძე არ შეცდება და ფიფიას ფარსში არ მიიღებს მონაწილეობას
თემო
არავითარი მწვრთნელი არ უშველის ამ გუნდს. ფეხბურთელები ძლივს დარბიან, შეშინებულები უკან პასს აკეთებენ, წინ თუ მისცა პასი 90% არა ზუსტი, დამძიმებულები. "ზატო" ბე ენ ვე იქს პიატები ყავთ და დინამოს სპორტულებით დადიან. ფიფიას პოლიტიკა და გუნდის მენეჯმენტი ნოლის ტოლფასია. ეს გუნდი არ არის, უმოტივაციო ფორმიანი...
Aba heee
აჭარასპორტთან ინტერვიუში განაცხადა რომ თანახმაა ჩაიბაროს დინამო,მაგრამ ვერ ვხდები რატო უნდა წავიდეს იმ გუნდიდან რომელიც მან ააშენა ფაქტიურად და დანგრეულ მორყეულ დინამოს დამოძღვრას დათანხმდეს,გუნდისა რომელშიც აზრზე არ არიან რა არის ფეხბურთი,ყოველ წელს ახალი გინდი ახალი მწვრთნელი,ეს მეორდება ბოლო 7-8 წელია რაც მახსოვს,ნემსაძესაც გაუფუჭდება კარიერა ეს უეჭველია,რატო მხოლოდ მწვრთნელებია დამნაშავე დინამოში ვერ გავიგე,როდესაც ეხლანდელი დინამო ყველაზე სუსტი შემადგენლობითაა დაკომპლექტებული რაც მახსოვს,ავიღოთ ჩისკო,დააყენა თამაში შეკრა გუნდი მარა მაინც გაუშვეს ჩისკო და მიაყოლეს მთელი გუნდი,ფიფია კაიფობს და მოწონს გუნდს როგორ შლის და რო კითხო აწყობს მერე თავიდან
ქომაგი
ნემსაძე კი არა ზიდანი რომ დაუნიშნო ვერაფერს უშველის. აქ საქმე უფრო რთულადაა, თვითონ გუნდის მენეჯმენტი, სატრანსფერო პოლიტიკა და მიდგომებია შესაცვლელი.კურიოზულია, უბრალოდ რაც იყიდება ყველაფერს ყიდიან. რომან ფიფიას დინამო ფულის საკეთებელ წარმოუდგენია. ბუნებრივია კლუბი მომგებიანი უნდა იყოს მაგრამ ის ბიზნესად უნდა აქციო და არა უბრალო სავაჭრო დახლად. საღი აზრი ნაკლებადაა, უმრავლესობას ლამაზი ტყუილი ურჩევნია მწარე სიმართლეს.დროა გულშემატკივრებია, მედია და ყველა ვისაც უყვარს ფეხბურთი ფეხზე ადგეს და ყველას მიუჩინოს სათანადო ადგილი. ფედერაციის პოზიცია ხომ საერთოდ გაუგებარია, ეტყობა ისინი უფრო მნიშვნელოვანი საქმეებით არიან დაკავებულნი!
ზურა
ფიფიას არაფერი გაუკეთებია დინამოს პროგრესისთვის და განვითარებისთვის მოდით რეალურად ვისაუბროთ მან იყიდა კლუბი გახდა მისი ერთპიროვნული მესაკუთრე და დაიწყო ამ კლუბის მეშვეობით ფულის კეთება და ის აკადემიაც გაკეთდა მხოლოდ შემოსავლის მიღების მიზნით და არაა კლუბის წარმატებისთვის დინამო არის ბრენდი ყველაზე ტიტულოვანი გუნდი და მშობლებისთვის მომხებლელია ამ გუნდში ბავშვის მიყვანა თორემ რეალურად რომ შევხედოთ სერიოზული ინვესტიციები არაფერი ჩაუდია ფიფას გუნდში თორე 9 წელია გუნდსი მესაკუთრეა და არანაირი პროგრესი გუნდს არ აქვს პირიქით წლიდან წლამდე უაკან მიდის ამ კაცს მთელი ამ დროის მანძლზე არ მოუყვანია მაღალი დონის ფეხბურთელები მწვრთნელები სტაფი ექიმები არავინნ თუ დინამოს უნდა წინსვლა აქ უნდა მოვიდეს ისეთი ხალხი სათავეში ვისთვისაც დინამოს პროგრესი და დინამოს მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა იქნება მნიშვნელოვანი და ჩადებს დიდ ფულს კლუბის განვითარებისთვის როგორც ჩაიდო იგივე მანჩესტერ სიტიში პარისენჟერმენში მონაკოში სხვანეირად არაფერი გამოვა კი ბევრ გუნდს აქვს აკადემია და იქიდან იღებენ შემოსავალს მაგრამ ამსეტრედმამის აიქსის აკადემია რო ყიდის ფეხბურთელს ის კარგ გუნდში ყიდის კარგ ფასად და ის თანხა კლუბის განვითარებას ხმარდება და არაა ვიღაცის ჯიბეში მიდის ის ფული და აქ ზუსტად ასეა კლუბსს არაფერი და მეპატრონებს ყველაფერი მარა სამწუხაროდ ჩვენ ვერაფერს ვერ შევცლით ხალხი ამას უკვე წლებია ლაპარაკობს მარა არაფერი იცვლება ეს გუნდი დღეს არააა ხალხის არამეთ მხოლოდ ფიფიას კერძო საკუთრებაა და რასაც უნდა იმას იზამს სახელი მაინც გადარქვას და ფერებო და ემბლემა მაინც შეუცვალოს ისტორიას მაინც სცეს პატივი ისტორიაღაა დარჩენილი დინამო მხოლოთ და მეტი აღარაფერი.
x.x
ჩხეტიანს თუ ფიფიაც მიჰყვება მთლად უკეთესი იქნება! ჩისკომ ქართული ფეხბურთი და დინამო კარგად იცის.
vaxo_5
ამ შემადგენლობით ვერაფერს ვერ მიაღწევს, და ნახევარ წელიწადში ახალი სამუშაო ექნება მოსაძებნი...
გოგა
ევროპელი მწვრთნელი ჯობია. იქნებ რაღაცა მაინც ასწავლოს ამ საცოდავებს.
ალექსანდრე
როინებს, ომარებს, ქავთარაძეებს და სხვა უპერსპექტივო ტიპებს ჯობს ათამაშოთ 19-20 წლის ბიჭები ვისშიც მომავალს და პერსპექტივას ხედავთ! კი ბატონო ნუ გახდებიან პირველივე სეზონში ჩემპიონები!!! შეთამაშდნენ, მომზადდნენ, გაიზარდონ და მერე გავაკეთოთ გათვლა შედეგზე!!! ოღონდ წესიერი მწვრთნელი მოიყვანეთ, უცხოელი და აზრიანი, კოჭლი იურასნაირები(იარარბეკი) არა!!! ვისაც გახსოვსთ, ქინქლაძე, არველაძეები, ჯამარა და სხვებიც ასევე 18-19-20 წლისები იყვნენ რომ მიეჩვიენ დინამოს და საბოლოოდ წლები მათზე იდგა ნაკრები! რატომ უნდ იჯდნენ დინამოს აკადემიის აღზრდილი ნიჭიერი ბიჭები ქავთარაძეების და ქიმაძეების თადარიგზე! ან მოისწრაფა სად გაუშვით, ან სხვები?! დაიბრუნეთ ყველა და ათამაშეთ ერთად ის ბავშვები ვინც ერთად შეიზარდა, დაუმატეთ რამდენიმე კვალიფიციური ლეგიონერი და ეგაა!!! პ.ს. ფიფიას ერთი ჭკვიანი მრჩეველი როგორ ვერ იშოვე ა?!
ზურა
წლების მანძილზე გამოჩნდა რომ ამ დინამოს ხელმძღავნელობის მიზანი არ არის გუნდის მშენებლობა რომელიც იბრძოლებს სერიოზული მიზნებისთვის გუნდს არ აქვს არანაირი განვითარების გეგმა ხედავ და მომავალზე ორიენტირებული პროგრამა ყოველ წელს გუნდი იწყებს ახალი მთავარი მწვრთნელით და გადახალისებული შემადგენლობით პლიუს ამას გაუგებარი სატრანსფერო პოლიტიკა ჩემი აზრით ასეთ გუნდში მისვლა ცინცაძისთვის არ იქნება მიზანშეწონილი რადგან გორის დილაში საქმები კარგად მიზდის გუნდი ჩამოაყალიბა რომელიც კარგ ფეხბურთს თამაშობს და ვითარდება და ასეთ დინამოში წასვლა არ მგონია სწორი არჩევანი იყოს.
მერაბი
ჯერ ფიფიას საკითხია გადასაწყვეტი - რაც მოვიდა, მას მერე გუნდი საერთოდ დაინგრა!
გაბალა
ალექს გარსიას სიამოვნებით ვიხილავდი კვლავ დინამოს მწვრთნელად. დარწმუბებული ვარ დაფიქრდება აქ მოსვლაზე. მაშინ გავდა დინამო "რაღაცას". საერთოდ გაუგებარია რატომ გაუშვა პატივცემულმა. ყველაფერი დინამოს საწინააღმდეგო ამან როგორ უნდა აკეთოს
სოსო
წესით უარი უნდა თქვას.უაღრესად შეზღუდული რესურსებით,გუნდი გუნდს დაამსგავსა და საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს.შედეგს მიაღწიოს.დინამო კი,ყოველ წელიწადში ორჯერ განიცდის კაპიტალურ გადაკეთებას და თუ ფიფია, ფეხბურთელის გაყიდვით,შესაძლოა კიდევ რაღაცა ხეირს ნახულობს,მწვრთნელის ნამუშევარს,წყალს ატანენ
ako
ჩისკო მშვენიერი ტრენერი იყო, უბრალოდ ფიფიაა პრობლემა. ჩისკომ თხოვა ფეხბურთელების ყიდვა, ფიფიამ უარი უთხრა და წავიდა გუნდიდან რადგან უაზრობა იყო ასეთი გუნდით გაგრძელება.. რასაც გავს გუნდი კი ვხედავთ. ფიფიაა გასაგდები
ლადო
აუ კაცურად არ გინდათ რა არც ეს, არც კორღალიძე და არც დევდარა, არც ჭია, არც ფრუიძე და არც არავინ საქართველოდან! წესიერი კვალიფიციური უცხოელიიიიიი!!!! დააბრუნეთ ჩისკოოოოოო!!!!! ან გარსია კიდევ უკეთესიიიი! და პოლოლიკაშვილი დააბრუნე ფიფია, გაუშვი ეგ დოლიძე და სხვა სისხლის მწოველი წურბელები რომ გყავს გუნდში!
ლ.გიო
ნემსაძე რო მაგარი მწვრთნელია დაამტკიცა!!! ყოველ შემთხვევაში ჩხეტიანს მძინარეც კი აჯობებს.ოღონდ მე რო მესაძეს ადგილზე ვიყო არ წავიდოდი დინამოში.ჯერ ერთი დილა დაალაგა და ფეხბურთს ათამაშებს გუნდს. მეორე-და მთავარი:ისე აქ „ჩათათხული“ ჩხეტიანს დინამოში,რო გუნდად რო აქციოს დიდი დრო დასჭირდება და შეიძლება სანამ გუნდად აქცევს თავადაც ძვირი დაუჯდეს.
giorgi
დინამოს პრობლემას მწვრთნელი ვერ გადაწყვეტს! აქ უფრო ღრმა პოლიტიკაა გასატარებელი ფული უნდა დაიხარჯოს ბოლობოლო გაბალის დონის გუნდის შექმნა ესე რთული??? უბრალოდ არუნდა ფიფიას. მაგაზიად აქცია ისტორია!!!! სირცხვილია

ოჰო! ეს თუ გაბრიყვდა, დილა მიატოვა და ფულის გულისთვის ამ სოვდაგრის ყმობაში აღმოჩნდა, საკუთარ ავტორიტეტს და სამწვრთნელო კარიერას მძიმე დარტყმას მიაყენებს. იმედი მაქვს მისი გონიერების, მითუმეტეს ცნობილი არჩევნების გამოცდილებაც საკმაოდ აქვს და უარს იტყვის მისთვის მართლაც ძვირფასი კლუბის გაწვრთნაზე, რომელიც ერთი გულშემატკივრის არ იყოს, ბებოს ბოსტანს დაამსგავსა მისმა მეპატრონემ
"დილამ" ქუთაისში მოიგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
ფრე წყალტუბოში: "გარეჯის" თავურები
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
გიორგი ხარაიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
გიორგი ნემსაძეც პოლიტიკაში წავიდა
ვინ მოვა "დინამოში" და წავა გუნდიდან - გიორგი ნემსაძემ სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა
ბელგიიდან "დინამოში" - მან ბელგიასა და რუსეთს საქართველო ამჯობინა
Geo Team: "უოტფორდში" ქართველი თავდამსხმელი გადადის
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა
თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი "სპორტალში" [VIDEO]
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
თბილისის "დინამომ" ორი ფეხბურთელი დაიმატა
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა
გიორგი ნემსაძე: კაშიას პირობები ვერ დავაკმაყოფილეთ, სისოკო აღარ გამოჩნდა...
ცხადაძემ თბილისის "დინამო" ჩაიბარა და საქმეს შეუდგა