ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ვაისი: კვარაცხელიას შეუძლია დიდი ფეხბურთელი გახდეს

ვაისი: კვარაცხელიას შეუძლია დიდი ფეხბურთელი გახდეს

ერთა ლიგაზე ესტონეთთთან მოგების (1:0) შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია აქო:

"კვარაცხელია დიდი ტალანტია. ის დღეს მართლაც საუკეთესო იყო, თუმცა რაც რუსეთის პრემიერლიგაში აჩვენა, იმის მერე ეს გასაკვირი არ გახლდათ. იმედი მაქვს, რომ გიორგი ქინქლაძის, ლევან კობიაშვილისა და შოთა არველაძესავით დიდი ფეხბურთელი გახდება. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. გუნდი მას გულშემატკივრობს.

ტურნირის პირველ შეხვედრაში 3 ქულის აღებით კმაყოფილები ვართ. მატჩის წინ ცოტა ვნერვიულობდი, ვინაიდან ზოგიერთ ფეხბურთელს კლუბში სათანადო სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა, მაგრამ დღეს მოედანზე ჩვენ უკეთესი გუნდი ვიყავით. მეორე გოლის გასატანად და მატჩის ბედის გადასაწყვეტად 3-4 კარგი მომენტი შევქმენით.

აგრეთვე ძალიან გამიხარდა, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კაჭარავამ გაიტანა. ის კლუბშიც და ნაკრებშიც ბევრს მუშაობდა. პირველი შეხვედრა ნებისმიერ ტურნირზე ძალიან მნიშვნელოვანია და იმედია, ჩრდილოეთ მაკედონიასთანაც ასევე ვითამაშებთ".

• ვას0

კარგია მოგება, მარა ამას ფეხბურთი რომ არ ქვია კი ხვდებით ალბათ, საწყალი სოფლის გუნდს, რომ 1 ზე მეტს ვერ გაუტან. სადაა ტაბიძე, ვაკო, გრიგალავა, კიტეიშვილი, გვილია , კაშია, პაპუმ ვარჯიში დაიწყო სევილიაში და ჯანმრთელადაა, არსადაც არ უშვებს გუნდი, ჯობჯანიძემას აჩვენა რამოდენიმე კარგი თამაში, რა ქვიოდა ამ ფეხბურთს? მე არ ვიცი. ამ სასტავით მაკედონია მოგიგებს. წინ ბელორუსიაა და აშკარად გამოჩნდა რომ ვაისმა თამაში და ბიჭები დამალა. თან კვარას ჩაკვესთან შეთამაშების პონტის იყო ალბათ, კანკავამ ისეთი შეცდომები დაუშვა, სხვა არ გაპატიებდა, მარა ოქტომბრისთვის მოუმატებს ,მე მგონი, მარა მე აღარ ვენდობი, მითუმეტეს ბელორუსთან და კოსოვოსთან ხო საერთოდ, იმავეს ვიტყვი კვერკველიაზე და ბევრზე. პრინციპში ვაისმა მეორე შემადგენლობა ათამაშა და აქედანაც დაინახავდა დასანახს. მომდევნო მატჩში შემადგენლობა სხვა იქნება. ისე თამაშის დამალვა ერთია და ჯგუფში პირველი ადგილი და ც ლიგაში აღზევებაც უმნიშვნელოვანესია.წარმატებები

• ლაციო

კვარაცხელია დიდი ტალანტია ,უბრალოდ დაღვინება აკლია. დამაგვირგვინებელ ფაზაში , რასაც დრო და გამოცდილება მოიტანს.წარმატებები ხვიჩას და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს .2021 წელს ევროპის ჩემპიონატზე ერთად . .. :)

• ქობულეთიდან

ბევრი კომენტარი წავიკითხე აქ და მინდა ერთი რამ ვთქვა: ბევრია გასული იმ დროიდან როდესაც ნაკრები იმავე ესტონეთთან,ლატვიასთან,ლიეტუვასთან და ყაზახეთთან რომ მარცხდებოდა??? თანაც ისე რომ მთელი 90 წუთის განმაბლობაში კარის ჩარჩოში ვერ ურტყამდა? თუ მე მღალატობს მეხსიერება მაშინ ბოდიში მომითხოვია.ჩემთვის სულ ერთია ვინ იქნება მწვრთნელი,ქართველი თუ უცხოელი,მე მინდა რომ ნაკრებმა ითამაშოს ფეხბურთი და არ იწვალოს მოედანზე.ვაისის ხელში ნაკრებმა ისწავლა მისი კალიბრის გუნდებთან პირველ ნომრად თამაში და რაც მთავარია მათთან მოგება დაიწყო.რატომ ვართ უმადურები? მსოფლიო რეიტინგში 137-ე ადგილიდან ასეულში მყარად დავმკვიდრდით,(არავინ იფიქროს თითქოს 91 ადგილზე ყოფნით ბედნიერი ვიყო) ხოდა ნაბიჯ-ნაბიჯ წავალთ წინ,ბოლო დივიზიონიდან ერთი დივიზიონით დავწინაურდით,იმედია ამ ჯგუფსაც მოვიგებთ და კიდევ ერთი დივიზიონით დავწინაურდებით, თვითდაჯერებაც მოიმატებს და რეიტინგშიც დავწინაურდებით.ასე რომ ნუ ვიქნებით უმადურები.

• ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..

ინგლისი "დავიხიოთ"? აბათ, გინდოდათ გეთქვათ "წამოვიხიოთ' ან "გავხიოთ" ? ქართულად ასე ითქმის სწორად და გამართულად, არა?

• ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო

ამათ რომ მოუგებდით ვიცოდი, მარა ეხლა უკვე დროა ინგლისის ნაკრები დავიხიოთ, ინგლისი თუ არა მანგლისი, ან ახალქალაქი მაინც თორემ, თუ ერთხელ წააგეს, მერე მიეჩვევიან და ძუნძულიც ეზარებათ ხოლმე.

• ზაზა

უნამუსო საზიზღარი ხალხი ხართ მე მცხვენია რაფერი ა თქვენს მაგივრად საკუთარი წვეყნის მაძაგრბლები აჩვეულებრივი ფეხბურთის და ერიდ მტერები ხართ არაფერი თქვენ არ მოგწონთ სამარცხვინოებო რა უნდა წაიკითღოს ვაიდმა თქვენი კომენტარებიი მოკვდება სიცილით გცხვენოდეთ ყველაფრის მცოდნეებო

• luka kukava

ვლადიმირ შენ ხარ საქართველოს ნაკრების მხსნელი(მესია),შენი თამადობით,როგორც ამბობენ ქართულ სუფრაზე, საქ.ნაკრებმა მიაღწია ჯერარნახულ შედეგს და რაც არ უნდა იძახონ სკეპტიკოსებმა გასაშვებიაო ფაქტი ჯიუტია.ამათ დაავიწყდათ რა ნაკრები ჩაიბარე, ნაკრები რომელიც თამაშს ვერ იგებდა და მოახდინე პატარა სასწაული-ჯგუფში წაუგებლად პირველ ადგილზე გიყვანე.თუ მოახერხებ და გუნდს გაიყვან ევროპაზე ხომ კარგი და თუ არა ჯერჯერობით შენისთანა შედეგისთვის საქ.ნაკრების არცერთ ქართველ და მითუმეტეს უცხოელ მწვრთნელებს არ მიუღწევია,როგორც სკეპტიკოსები იტყოდნენ შენზე სახელიანებიც იყვნენ და შენზე მეტი გამოცდილების მქონენიც,ამათ შორის შენ ხარ ყველაზე ნათელი წერტილი და შენვე გაქვს შანსი შეხვიდე ქართული ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით!

• ბეგო

ამას ვინაც მწვრთნელობა დააბრა და მერე მოიწვია ნაკრებში.....ამისანა და ამაზე უკეთესი მწვრთნელები საქართველოშიც მრავლადაა..ამ თამაშის მოგებაში დიდი წილი ესტონელთა დაბალმა კლასმა და რამოდენიმე ფეხბურთელის მონდომებამ შეიტანა...ვაისი კი იყო ნოლი ..მეორე ტაიმში თამაშს ეტყობოდა განსაკუთრებით-

• Kkkk

და თქვენ ითამაშეთ უკეთესად, მწვრთელიც ტქვენ იყავით და ფეხბურთელიც

• გიორგი კაჭკაჭიშვილი

ბელორუსია არაა გერმანია რატომ გგონია რომ ბურთს დაგვახევენ, თუმცა ყველა მეტოქე უნდა დააფასო სათანადოდ.

• იდალგო

უფრო ძლიერი ნაკრები უფრო ძლიერი მწვრთნელით როდის იყო? ცალკეულ (1-2) ფეხბურთელს არ ვდულისხმობ. რა შედეგები ჰქონდათ იმ ძლიერ მწვრთელებს?

• Emre

არ გადაღუნონ. რა ბელარუსი რის ბელარუსი??? საზიზღარი გუნდია

• Kkkk

Ragchirt tkve usaqmurebo raslandzgavt am bichebs .rac sheudzliat tamashoben .tu ar mogcont nu uyirebt

• david

ბელორუსები ბურთს თავზე გადაგვახევენ! სუსტი ნაკრებია თავისი მწვრთნელით!

• roma bejanidze

პესიმიზმს შეეშვით ხალხო რა გჭირთ? ხომ ნახეთ საფრანგეთი საქართველოს ახალგაზრდული თამაში? ზუსტად ისე მოგვიგო საფრანგეთმა როგორც ჩვენ ესტონეთს მოვუგეთ. ანალოგი იქნებოდა რომ ბოლოს ლობჯანიძეს ზუსტად დაერტყა და 2:0 მოგვეგო.

• ზვიო

ვაისზე მეტი მიღწევა ქართველი მწვრთვნელებისგან მხოლოდ ახალკაცს ქონდა, ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა, კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში, ალბათ რაღაც ესმის ფეხბურთის.

• ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..

„„„„კობიაშვილივით და არველაძესავით დიდი ფეხბურთელი გახდეს“““ ...... მაგ დონეზე უკვე არის... ეს ტალანტი მომავალი რონალდოა და შეიძლება უფრო მეტიც... გააჩნია როგორ იქნება მისი სავარჯიშო დისციპლინა... ღმერთმა ქნას და თავში არ აუვარდეს... ჩვენ დიდი არწივი გვეზრდება, ძალიან დიდი და ამ მართვეს გაფრთხილება უნდა... ვინ იცის, კიდევ რამდენი მართვე გვყავდა.. მაგრამ ფულისა და უყურადღებობის გამო, დაიკარგნენ,....

• სერგო

ყველა მწვრთნელი ვინც საკუთარი პოლიტიკის გატარებას შეეცდება განწირულია, GFF - ის "გეშინოდეთ ხალხო"))

• გადასარევი გიორგი

პირველ რიგში გილოცავთ! არ წამიკითხია ჯერ კომენტარები, მაგრამ... "ასე თუ ვეთამაშებით ჩრდილოეთ მაკედონიას" როგორც თქვენ თქვით ბატონო ვაის - უპირობოთ დავმარცხდებით. თქვენი ძალიან მომწონხართ პიროვნულად, მიხარია ეს მოგებაც , უბრალოდ მინდა გითხრათ რასაც ვფიქრობ. ყველაზე კურიზული ისაა, რომ ჩვენ ცუდად ვითამაშეთ. კვარაცხელიას ხარჯზე მოძრაობდა ნაკრები. ეს ყველამ ნახა. ამიტომ მაკედონიასთანაც მხოლოდ იგივეს მოლოდინი მწვრთნელისგან უბრალოდ არაადეკვატურობა იქნება. დასკვნების გაკეთებაა საჭირო. რადგან ჩვენ ქვეყანაში ობიექტური კრიტიკა არ არის, თქვენ ადგილას წავკითხავდი ხოლმე ყველა კომენტარს, ესეც საქმეა , რომ გვერდიდან შეხედოთ როგორ აღიქმება ასეთი თამაშები. არ შეიძლება ჩაკვეტაძის გამთამაშებლად დაეყენება. ყოველ შემძთხვევაში ჯერ მაინც. ამითი მარცხენა ფლანგსაც და ცენრსაც ვკარგავთ. ამ ფორმაციაში გამთამაშებელი ცხადია ოქრიაშვილია. ჩაკვე კი უმაგრესად ხედავს მოედანს, გრძნობს ტემპს და ასე . შ, მაგრამ ამ ფუნქციით თქვენ მას დღეს ანეიტრალებთ, რადგან საკუთარ შეტევებზე აღარ რჩება ენერგია ამდენი ხნის უთამაშებლობის მერე. ჩვენ მეორე ფლანგი დავკარგეთ რეალურად, უბრალოდ ეს არ ჩანდა ესტონეთთან. რა უნდა მარცხენა ფლანგზე ჯიღაურს, ბოდიში მას, ძალიან კარგი ბიჭია, მაგრამ როცა გყავს ფლანგზე ჩაკვეტაძე და კვარაცხელია , რატომ აუქმებ ერთ ფლანგს? ჯიღაურის გამოყენება სხვაგან შეიძლება თუ რამეა. ჩვენმა ნაკრებმა კარგად არ ითამაშა, უბრალოდ ჩვენი ფეხბურთელები ერთი თავით მაღლა იდგნენ ესტონელებზე. და რაც კარგი ქენით ესაა პრესინგი ბატონო ვლადიმერ, შემართება და განწყობა რომ მოიტანეთ ნაკრებში, ამას არ გიკარგავთ, ასევე დროული შეცვლა გუშინ, ამისთვისაც მადლობა!!! კარგ დროს გაოცვალეთ ბიჭები, პირველად დიდი ხნის შემდეგ :) ლობჟანიძე კარგად ჩაერთო. წარმატებები ჩვენ ნაკრებს... უბრალოდ ჩაკვეტაძეს და ოქრიაშვილს ნუ გაანეიტრალეთ უნებურად, თავ-თავიანთ კოზირებს ნუ მოაშორებთ. პ.ს. შემადგენლობა რომ წავიკითხე იმ წამსვე მომხდვა ჯიღაური. რომელიც უნდ აიყოს ნაკრებში, მაგრამ ამ ეტაპზე ძირითადის ფეხბურთელი ვერ არის. ნებისმიერი იმ სამიდან , რომელიც შემოვიდა ამ წუთას უფრო იმსახურებს ძირითადს და ეს შეტევაში კვარას, ოქრის და ჩაკვესთვის იმპროვიზაციისათვის მეტი საშუალების მიმცემი იქნებოდა.

• roma bejanidze

ვაისისგან გასაკვირი იქნება ის რომ შეცვალოს გამარჯვებული გუნდი? მე ფეხბურთი არ მესმის მაგრამ ვაისს ვეთანხმები ამ შემთხვევაში. თუ ნაკრები შედეგს დადებს და ევროპაზე გავა დამიჯერე არავინ აღარ მოითხოვს ამაზე უკეთეს თამაშს, მთავარი ტაბლოა და არა ის გაცვეთილი სიტყვები "კარგად ვითამაშეთ და წავაგეთ". ქვილითაია იმიტომ შემოიყვანა რომ გოლის გატანა უნდოდა, მანამდე შემოიყვანა ლობჟანიძე, და თუ არ ვცდები ნახევარ თავდამსხმელია და თავდამსხმელის გარეშე თამაშობდა დაიბრუნა ბურეთი თუ გინდათ გადაახვიეთ და ნახეთ ესტონეთი ლობჟანიძის შემოსვლამდე როგორ ფლობდა ბურთს და შემოიყვანა ლობჟანიძე დაიბრუნა ბურთი და მერე შემოვიდა ქვილითაია. ქვილითაიას შემოსვლამდე სამი მცველით და 7 ნახევარმცველით თამაშობდა, (ჯიღაურიც ნახევარმცველია და მარცხენა მცველად ათამაშა), ასეთი შემტევი შემადგენლობა ნაკრებში არასდროს არ მინახია.

• გადასარევი გიორგი

პირველ რიგში გილოცავთ! არ წამიკითხია ჯერ კომენტარები, მაგრამ... "ასე თუ ვეთამაშებით ჩრდილოეთ მაკედონიას" როგორც თქვენ თქვით ბატონო ვაის - უპირობოთ დავმარცხდებით. თქვენი ძალიან მომწონხართ პიროვნულად, მიხარია ეს მოგებაც , უბრალოდ მინდა გითხრათ რასაც ვფიქრობ. ყველაზე კურიზული ისაა, რომ ჩვენ ცუდად ვითამაშეთ. კვარაცხელიას ხარჯზე მოძრაობდა ნაკრები. ეს ყველამ ნახა. ამიტომ მაკედონიასთანაც მხოლოდ იგივეს მოლოდინი მწვრთნელისგან უბრალოდ არაადეკვატურობა იქნება. დასკვნების გაკეთებაა საჭირო. რადგან ჩვენ ქვეყანაში ობიექტური კრიტიკა არ არის, თქვენ ადგილას წავკითხავდი ხოლმე ყველა კომენტარს, ესეც საქმეა , რომ გვერდიდან შეხედოთ როგორ აღიქმება ასეთი თამაშები. არ შეიძლება ჩაკვეტაძის გამთამაშებლად დაეყენება. ყოველ შემძთხვევაში ჯერ მაინც. ამითი მარცხენა ფლანგსაც და ცენრსაც ვკარგავთ. ამ ფორმაციაში გამთამაშებელი ცხადია ოქრიაშვილია. ჩაკვე კი უმაგრესად ხედავს მოედანს, გრძნობს ტემპს და ასე . შ, მაგრამ ამ ფუნქციით თქვენ მას დღეს ანეიტრალებთ, რადგან საკუთარ შეტევებზე აღარ რჩება ენერგია ამდენი ხნის უთამაშებლობის მერე. ჩვენ მეორე ფლანგი დავკარგეთ რეალურად, უბრალოდ ეს არ ჩანდა ესტონეთთან. რა უნდა მარცხენა ფლანგზე ჯიღაურს, ბოდიში მას, ძალიან კარგი ბიჭია, მაგრამ როცა გყავს ფლანგზე ჩაკვეტაძე და კვარაცხელია , რატომ აუქმებ ერთ ფლანგს? ჯიღაურის გამოყენება სხვაგან შეიძლება თუ რამეა. ჩვენმა ნაკრებმა კარგად არ ითამაშა, უბრალოდ ჩვენი ფეხბურთელები ერთი თავით მაღლა იდგნენ ესტონელებზე. და რაც კარგი ქენით ესაა პრესინგი ბატონო ვლადიმერ, შემართება და განწყობა რომ მოიტანეთ ნაკრებში, ამას არ გიკარგავთ, ასევე დროული შეცვლა გუშინ, ამისთვისაც მადლობა!!! კარგ დროს გაოცვალეთ ბიჭები, პირველად დიდი ხნის შემდეგ :) ლობჟანიძე კარგად ჩაერთო. წარმატებები ჩვენ ნაკრებს და თქვენ, უბრალოდ ჩაკვეტაძეს და ოქრიაშვილს ნუ გაანეიტრალეთ უნებურად, თავ-თავიანთ კოზირებს ნუ მოაშორებთ. პ.ს. შემადგენლობა რომ წავიკითხე იმ წამსვე მომხდვა ჯიღაური. რომელიც უნდ აიყოს ნაკრებში, მაგრამ ამ ეტაპზე ძირითადის ფეხბურთელი ვერ არის. ნებისმიერი იმ სამიდან , რომელიც შემოვიდა ამ წუთას უფრო იმსახურებს ძირითადს და ეს შეტევაში კვარას, ოქრის და ჩაკვესთვის იმპროვიზაციისათვის მეტი საშუალების მიმცემი იქნებოდა. თუ კიდევ დაბლოკავთ , გადაირქვით ოლბლოკ.ჯი

• ზვიო

ვაისზე მეტი მიღწევა ქართველი მწვრთვნელებისგან მხოლოდ ახალკაცს ქონდა, ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა, კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში, ალბათ რაღაც ესმის ფეხბურთის.

• ლევანი

ბელორუსები წერტილს დაუსვამენ ჩვენ ბაქა ბუქს! გვანახებენ ჩვენ რეალურ დონეს!

• akaki

ჭ კლკასის ფეხბურთელებს ვზრდით. არც პრესინგი შეუძლიათ, არც პასი, არც იხსნებიან, ტოტალური ფეხბურთიდან ძალიან შორს არიან. ფეხბურთის ფედერაციაში ჭკვიანი ხალხია საჭირო, ისევე როგორც მთავრობაში. მანამდე არც ფეხბურთში იქნება შედეგი და არც სახელმწიფოში.

• Picaso

ყველა გამარჯვება და მოპოვებული ქულა დასაფასებელია.თუ ჭ კლასია მაშინ წავაგოთ და მონდომება მივმართო ძლიერის გუნდებისკენ.ვნახავთ რაც გამოვა. ჭ ლას არ ვუწოდებ საქართველოს მაგრამ ჩვ3ნც არ ვართ ძლიერები ამიტომ ყვრლა გატანილი გოლიც მიხარია,იმიტომ რომ ასე იწყება გუნდის შენება.

• ელდარი

პირველ რიგში მოვულოცოთ! პირველად მოუგეს ესტონეთში.აგრესიული კრიტიკოსების მართლა და მიკვირს.შეეჩვიეთ ბოლოს და ბოლოს,რომ ,ჭ, კლასის გუნდებს ბევრი ,ა, კლასის ნაკრები გაუმწარებიათ,მათ შორისაა ესტონეთის ნაკრებიც..ვაისის გადაწყვეტილება ვერ გავიგე ზურიკოს მხრივ.ან ახალგაზრდულებს რას ,,წაართვა,, ან რატომ არ ათამაშა?

• პეტრე

მე მგონი ვაისს თამაშის ობიექტური ანალიზის უნარი არ გააჩნია, თვითკრიტიკაზე აღარ ვლაპარაკობ.აქვე ხაზგასასმელია ასეთ მეტოქესთან ელემენტარულ სიტუაციებში ზოგიერთი ფეხბურთელის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და ბურთის დაკარგვა, ყველაფერს მწვრთნელს ვერ დააბრალებ.(ღმერთმა ქნას ვცდებოდე ...) სამწუხაროდ ბევრი გულშემათკივარი მხოლოდ ამ სუსტ გუნდთან მიღწეული მინიმალური გამარჯვებით კმაყოფილდება და თამაშის ხარისხს ყურადღებას არ აქცევს .მაინც მინდა იმედი ვიქონიო შეთამაშდებიან,საკუთარი თავის რწმენა გაუჩნდებათ და მანდრაჟით აღარ ითამაშებენ. თუმცა ამას კარგი მწვრთნელი და დრო სჭირდება...

• beqnuma

SHEN TU MARTLA ERKVEVI FEXBURTSHI ISI UNDA ICODE ROM 1-0 ROCA MIGYAVS TAMADHI BOLO WAMAMDE MOGEBULI ARAA MEORE YVELA MIXVDA RO FIZIKURAD DAIGALNEN BICHEBI DA CHEMI AZRIT MAG DROS GAMOKVETILI TAVDASXMELIS SHEMOYVANAS JOBIA GAMTAMASHEBELI SHEMOIYVANO ROMELIC BURTS DAICHERS

• დემნა

კი არის ცოტა ექსცენტრიჩნი და ხიპიშა მარა მუჟიკია და ეხმის საგანი ქეცბას.

• 888

რა კოზირებზე,რა დავითაია,რა თამაშის დამალვა?ერთ ჭ კლასის გუნდს მოვუგეთ და არიქა,ჩამოყალიბდა ვითომ ევროპული დონის ნაკრები?რაღაც ეჭვი მეპარება.ყველა ჩემს სიტყვას უკან წავიღებ თუ ბელორუსიას მოუგებენ და შემდგომ ფინალურ ეტაპზე გავლენ.P.S.ბოდიშსაც მოვიხდი!

• G.A.L.

1. ლორიას პრაქტიკულად თამაში არ მოუწია. 2. კაკაბაძე, დაცვაში სუსტია, და როდესაც შეტევაში მისი სივრცე "კვარამ" აითვისა საერთოდ დაიკარგა. ბევრ ეპიზოდში იღებდა მცდარ გადაწყვეტიოებებს. 3. კვირკველია, ფორმაში არ არის, და საერთოდ თავისი შესაძლებლობის 20% გამოავლინა. ხშირად ცდებოდა გადაცემებში. 4.ხოჭოლავა, კარგი იყო, მეტი შეუძლია 5. ჯიღაური, ცუდი არ ეთქმის, მეტი შეუძლია. 6. კვეკვესკირი, ბევრი იშრომა, გაცილებით მეტი პოტენცია აქვს. 7.კანკავა, მებრძოლის საუკეთესო მაგალითია, თუმცა ფორმაში არც ის არის. გადაცემებში ცეებოდა, მომენტებში აყოვნებდა ბურთს დაშეტევებს მცდარი მიმართულებით ანვითარებდა, მაგრამ მისი ჟინი ყველაფერს ფარავდა. 8.ჩაკვეტაძე, აჩრდილია საკუთარი თავის, ძალიან ბევრი მუშაობა მოუწევს თამაშში დასაბრუნებლად. 9.ოქრიაშვილი, ბევრს ეცადა მაგრამ თითქოს ჩაიკარგა. უდაოდ დიდი პოტენცია აქვს, შეუძლია ძალიან მოუმატოს. 10. კაჭარავა, ფიზიკურად ძლიერ ფეხბურთელე გავს, მაგრამ აშკარად ხრუსტალის ფეხებზე დგას. აჩვენეთ ხრუბეშის თამაში, იქნებ მისაბაძად გაიხადოს.11.კვარაცხელია, უდაოდ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ უნდა ისწავლოს ძალების რაციონალურად ხარჯვა, რათა მისი თამაში უფრო ნაყორიერი იყოს. მოედნის შუის გავლა ყოველთვის სწრაფი და სწორი პასით ჯობია, რათა ძალები დრიბლინგისა და გამწვავებისთვის საჯარიმოსთან მეტი შერჩეს. ყოჩაღ, ასე გააგრძელე, მამაშენივით თავეაბალი და სასარგებლო (თუმცა გაცილებით ნიჭიერი)ფეხბურთელი დადგები. P.$. ნაკრებს აკლია ტიზიკური მომზადება, რასაც ვაისი მოკლე პერიოდის შეკრებაზე ვერ გამოასწორებს, აქედან გამომდინარე მოიკოწლებს სხვა ყველა კომპონენტში. სისწრაფეში: აზროვნების, გადაადგილების და ა.შ. შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში ცივსისხლიანობა ( "კვარამ" როგორი მომენტები გააცურა!), სრულფასოვანი პრესინგი არ გამოგვდის (ძალა არ გვყოფნის). P.P.$. ესტონეთი არასაფეხბურთო ქვეყანაა, ჩრდილოეთ მაკედონიასთან შედარებით. ისინი იმ შეცდომებს, რომელიც ჩვენ დავუშვით, არ გვაპატიებენ! წარმატებები ჩვენს ბიჭებს!!!

• შოკირებული გულშემატკივარი

ახალგაზრდებს დასვენებულებს ათამაშებს თორე 2 თამაშს ჩენები ვერ ქაჩავენ

• 2

ქვილითაია იმიტომ შემოიყვანა, რომ დაეხმაროს მას და ნაკრებსაც, დაიბრუნოს ფორმა ამ თავდამსხმელმა. რაც შეეხება შიშს, რომ შარში არ გაგხვიოს, აქამდე შარში არ ვიყავით სულ? როდის არ ვიყავით შარში და როდის ვთამაშობდით ამ შედეგებით? აბა გავიხსენოთ კარგად...

• Gio

რომას ვეთანხმები ერთი თამაშით არ ისაზღვრება მთელი ტური ჯობია რაღაც კოზირი შემდეგი თამაშისთვის გვქონდეს და ეს დავითაშვილი იქნება და კიდევ რაღაც გადაადგილება იქნება ასე ჯობს რომ გავაგრძელოთ და შედეგი აუცილებლათ მოვა

• ლაშა

შენ ნაკრებში ლიდერობა ბევრს არ ნიშნავს, არც " რუბინია" კრიტერიუმი, მთელი თავისი рпл-ით. დიდი ფეხბურთელი იცი სად და როგორ ჩანს,

• ირაკლი

ო როგორ აკლია ჩვენს გუნდს ეხლა ცენტრში კიტეიშვილი, ხერხემალია ნაკრების. ჯაბა მებრძოლია, მაგრამ უკვე ასაკშია, გადაიღალა და ბევრი შეცდომა მოსდის.

• ზიზ

მარცხენა ფრთა: 1 ნომერი კვარაცხელია, მეორე ჩაკვეტაძე. მარჯვენა: 1 ოქრიაშვილი, მეორე შენგელია. ცენტრი: პირველი ნომერი დავითაშვილი, მეორე შეიძლება იყოს ლობჟანიძეც, ოქრიაშვილიც, ჩაკვეტაძე. ამ სიტუაციაში გვეირდება მაღალი და ძალისმიერი თავდამსხმელი, ეგაა კაჭარავა ან ქვილითაია

• gio

ვაისი ყოველთვის უაზრო ცვლილებებს აკეთებს ხოლმე, გუშინაც ასე გააკეთა. მოკლედ კვარაცხელიას იმედზე უნდა ვიყოთ, ჩაკვეტაძეც მოუმატებს იმედია.

• Ziz

თუ შეცვალა გამარჯვებული გუნდი კი, ცოტა მეეჭვება...

• ვაჟა

დაცვა-სავალალოა-ვერ გაძლებს მაკედონიასთან-რა კვრიკველია და რა ხოჭოლავა--ზანტები არიან.იქნებ მართლა კობახიძემ ივარგოს-ეგეც მეეჭვეება.

• ვაჟა

კანკავა პასს ვერ აკეთებს --რამოდენიმეჯერ ჩააბარა ბურთი,უსიამოვნოდ გაოცებული ვარ.კვეკვესკირი აზრიანდ თამაშობს.

• las

ეს ვაისი არის იღბალა ტრენერი. რაც მოიგო ნაკრებმა მხოლოდ მოთამაშეთა ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე. თორემ ჩვენი ნაკრები არ არის გუნდი. არ აქვს კომბინაციები, არ იცის სტანდარტულის შესრულება, ვერ ხერხდება შეცვლაზე შემოსული მოთამაშით თამაშის მიმართულების გარდატეხა. მეტი რა ევალება მწვრთნელს მე არ ვიცი. დღეს ჩემი აზრით მთავარი საფეხბურთო მეტრი არის გერმანული ფეხბურთი დააკვირდით გერმანიის ნაკრებს და ბავარიას როგორ სწრაფ, კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობს, მაღალი პრესინგი, სწარფი მოკლე პასები ერთი შეხებით, სტანდარტულების დამუშავებული შესრულება, აი ეს არის ფეხბურთი. და გაგვიმართლა რომ გვყავს კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და იმედია დავითაშვილსაც გამოიყენებს ეს ტლუ.

• mosexoneli

მეც ეგ შთაბეჭDილება დამჩა.ქვილიტაიც მაგიტო შემოიყვანა პრაკტიკისთვის.ასვე არია თამში ბოლოს მაკედონელები გუშინდელი თმაშიდან ვერაფრს დასკვნიდნენ გარდა იმისა რომ ბურთის კონტროლს ვეცდებით.

• mosexoneli

იმიტომ ვერ ამწვავებს არ თამასობდა იქ სადც უნდა ეთამაშა.დგეს ჩაკვე და კვარაცხელი ბევრად მაგლ დონეზე არიან და დაიკარგა როცა ესენი უტევდნენ.თუ ოქრის დავყენებდით მარცხნი სახრდენათ ის ფლაგზე შეუდარებელი ინებოდა მის წინ უნდა ყოფილიყო კვარა ან ჩაკვე.გუშინაც დავწერე.ეს ტკტიკა მარტივია ჩვენ საბედნიეროდ ახლა კყავს კარგი ახლგაზდები და შეგვიDლია სხვა ნაერად თამაში.ტტუმცა გამარჯვებულებს არ სჯიან:);) 4-3-3.ან 3-4 3,,.5-3-2ცვენშევდზლებთ ამ ტკატიკით თმაშ შეგვწევს Dზალა.

• beqnuma

ქვილითაის შემოყვანა გამიკვირდა რამდენი ხანია უთამაშებელია.მე უფრო შენგელიას და დავითაშვილის თამაშს ველოდი ნაკრებია და ის უნდა ათამაშო იმ მომენტში ვინც უკეთეს ფორმაშია

• roma bejanidze

ჩემი აზრით დავითაშვილი იმიტომ არ ათამაშა რომ 8 სექტემბერს მაკედონიასთან ათამაშოს დასვენებული. დარწმუნებული ვარ დავითაშვილი იქნება მთავარი შემოქმედი მაკედონიასთან. მეც არ ვათამაშებდი ესტონეთთან რადგან თამაში მიგვყავდა ლოგიკური დასასრულისკენ და საჭირო არ იყო ერთ თამაშში ყველა კოზირის გამოყენება. ვისაც ფეხბურთი ესმის ყველა მიხვდება ამას. ვულოცავ ყველას ამ გამარჯვებას და ყოჩაღ ბიჭებს. ბოლომდე იბრძოლეს და დამსახურებულად მოიგეს.

• ბაბუაწვერა

იმედია ეხლა მაონც დაინახეთ ზოგ ზოგიერთებმა რატომ არ ათამაშებენ კვირკველიას ლოკომოტივში,ჩაკვეს და ქვილითაიას გენკში,რატომ უნდოდა ანორთოსის კაჭარავას გაყიდვა. დავითაშვილი ძირითადის კაცია!!!!

• საქართველო

უმადურობა არ არის კარგი ხასიათი. მოდი დავიწყოთ იმ უცხოელებით ვინც გვყოლია მწვრთნელებად საქართველოს ნაკრებში. რომელი უცხოელის ნაკრები აჩვენებდა ამაზე უკეთეს ფეხბურთს ვიდრე დღევანდელი ნაკრები?!კუპერი,ბოსკამპი,ჟირესი,ტოპმიოლერი,შუშაკს არ ვიტყვი სულ 1 თამაშით იყო.თუ გამომრჩა ვინმე შემახსენეთ. ამაზე მაგარი შემადგენლობები ჰყავდათ ყველას, არველაძეებით დაწყებული ქინქლაძით დამთავრებული,მაგრამ შედეგი 0. ვერც მაინცდამაინც დიდი სანახაობით გამოირჩეოდნენ მათი გაწვრთნილი ნაკრებები.იყო დრო საქართველოს ნაკრები 25% ბურთის ფლობა ძლივს ჰქონდა ისეთ ნაკრებთან მაგალითად,როგორიც ხორვატიაა,რომელიც არ გამოირჩევა მაინცდამაინც ბურთის გორებით. ვაისის ნაკრები ყოველთვის ცდილობს ბურთის დაჭერას და სწორი თანამედროვე ფეხბურთის თამაშს,უელსთან,ირლანდიასთან,დანიასთან,ავსტრიასთან და კიდევ არაერთ საკმაოდ მაღალი დონის ნაკრებთან ბურთი გვეჭირა და ვცდილობდით ფეხბურთი გვეთამაშა. რაც შეეხება იმას რომ შეცვლას აგვიანებს,ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა არსენ ვენგერი არ ცვლიდა ფეხბურთელს 65 წუთამდე,მაგრამ რას ნიშნავს არსენალისთვის და რა დონის იყო ვენგერი ყველამ კარგად ვიცით,მთავარია ამან შედეგი მოიტანოს და თუ უნდა სულ ნუ შეცვლის ფეხბურთელს.თვითონ იქნება ამაზე პასუხისმგებელი და როგორც ფეხბურთელს მოსდის მოედანზე შეცდომა,ასევე შეიძლება შეცდეს მწვრთნელიც და არავინაა უშეცდომო. მაგრამ ჩვენი ჯიგარი ქართველი მწვრთნელის არ იყოს ზოგიერთებს გინდათ,რომ იქედანაც იმასაქნათ და მერე თქვენს იმას აქედანაც იმასუქნათ,მოდი ჯერ ვნახოთ გუშინ სად ვიყავით და დღეს სად ვართ.ჩემი აზრით ვაისმა ბევრად წინ წაგვწია და აღარავისთვის აღარ არის საქართველოს ნაკრები მარტივი მეტოქე.ფაქტობრივად 100% შედეგი გვაქვს,თუ ანდორასთან 1:1 არ ჩავთვლით დაბალი დონის გუნდებთან,მაშინ როდესაც იყო დრო მალტას და ლუქსემბურგს გოლსაც ვერ ვუტანდით.მოდი დავაცადოთ ამ კაცს კიდევ ცოტახანი,მიიყვანოს დაწყებული საქმე ბოლომდე და თუ ვერ მიიყვანა ვუთხრათ მადლობა და დავემშვიდობოთ,ჯვარი არავიზე გვაქვს დაწერილი. კიდევ ერთი, 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე სლოვაკეთის ნაკრები და მანამდე კიდევ ჩემპიონთა ლიგაზე არტმედია ვაისმა გაიყვანა,არცერთი გუნდი არ იყო ვარსკვლავებით სავსე.ამ კაცს შეუძლია გუნდის გაკეთება,იყო დრო მანჩესტერ სიტის,აიაქსის და მილანის ფეხბურთელებით ამაზე ცუდ ფეხბურთს ვთამაშობდით და დღეს რუბინის,გენტის და ანორთოსისის ფეხბურთელებით გუნდს დავემსგავსეთ.ეს სამწვრთნელო შტაბის დამსახურებაა. P.S.შემდეგი მწვრთნელი მე ძალიან მინდა რომ ქართველი იყოს.

• ბაჩი

ვფიქრობ შენგელიასთან ერთად ნაკრები უფრო მეტ შედეგს აჩვენებდა ჩემის აზრით,ყველა შემთხვევაში ბრავო ჩვენს გუნდს

• Vasili

მაგრად მეშინია ამ კაცის... ე მანდერ რაიმე შარში არ გაგვხვიოს ვეჟო!!!/ რა ფეხბურთსაც ათამაშებს ვაისი მაგ ფეხბურთს ნებისმიერი ქართველი მწვრთნელი ათამაშებს.../ შეცვლები გამოიყენოს, რა უბედურება, დღესაც დააგვიანა და ისიც შეცდომა დაუშვა, ქვილითაია, უთამაშებელი კაცი, როცა დავითაშვილი სკამზე გიზის

• გიორგი კაჭკაჭიშვილი

ოქრიაშვილი ვერ ამწვავებს შეტევებს ტექნიკურია მაგრამ ერთ ადგილზე ტრიალებს ,ვფიქრობ საბა ლობჟანიძე, დავითაშვილი მეტად გაამწვავებდნენ შეტევებს ჩაკვე კარგია მაგრამ შენელებული კადრივითაა ფორმაში აშკარად არაა. კვარაცხელიას ყოჩაღ მართლაც ბევრი იშრომა და საუკეთესო იყო,მე როგორც გულშემატკივარმა ასე დავინახე და ვაისი იმედია უკეთესად დაინახავს ვის ეკუთვნის ძირითადი ამ ეტაპზე

• გიორგი კაჭკაჭიშვილი

ოქრიაშვილი ვერ ამწვავებს შეტევებს ტექნიკურია მაგრამ ერთ ადგილზე ტრიალებს ,ვფიქრობ საბა ლობჟანიძე, დავითაშვილი მეტად გაამწვავებდნენ შეტევებს ჩაკვე კარგია მაგრამ შენელებული კადრივითაა ფორმაში აშკარად არაა. კვარაცხელიას ყოჩაღ მართლაც ბევრი იშრომა და საუკეთესო იყო,მე როგორც გულშემატკივარმა ასე დავინახე და ვაისი იმედია უკეთესად დაინახავს ვის ეკუთვნის ძირითადი ამ ეტაპზე

• მწრთვნელი

შენგელიამ რა დაგიშავა ვაის! შეცვლაზე მაინც შეუშვი მარცხენას კარგად ხმარობს ეგ ბიჭი!

• emigranti

ეს მგონი გვაღადავებს. გოლის გარდა დანარჩენი დრო რამდენი ბურთი ვერ მიიღო, ან მიიღო და დაკარგა იმას რატომ არ ამბობ თუ ვერ ხედავ, ბრმა ხარ? ვაისის საშველი არ იქნება და ეს რომ წაბრძანდება როცა იქნება ამ თაობას ერთი კარგი მწვრთნელი სჭირდება და გააკვირვებენ ევროპას. ამ შემადგენლობაში ჯიღაურის, ოქრიაშვილის და კაჭარავას ნაცვლად გვილია(თუ გამოჯანმრთელდა) დავითაშვილი და ლობჟანიძე აჯობებდა. პრაქტიკის ქონას ხელი არ შეუშლია სკამზე რომ დასვა? სამაგიეროთ უთამაშებელი ქვილითაია გამოიყვანა, აბა რა უნდა მოსთხოვო.

• დ.დ.

გაფრთხილებთ! ეგ სი.ი შესვენებისას გასახდელში არ შეუშვათ!

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

უკრაინის გასაოცარი ქამბექი - პლეი-ოფის ყველა ფინალისტი გაირკვა

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...

ესტონელთა მწვრთნელი: მაღალი კლასის ცენტრფორვარდი გჭირდებათ

რამაზ სვანაძე: ფეხბურთელების ხასიათზე მოყვანას ვცდილობდი - ნაკრების მწვრთნელობისთვის მზად რომ არ ვიყო, აქ არ ვიქნებოდი

"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ

Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

შვედეთის ნაკრებმა იბრაჰიმოვიჩის გარეშე გაიმარჯვა

მსოფლიოს ჩემპიონატის 12 მონაწილე და ევროპიდან პლეი-ოფში ყველა გასული გაირკვა [VIDEO]