როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს,

მაკედონელიც კი ვერ გაამარჯვებინებს მას

საქართველოს ნაკრები ევროპირველობის პლეი-ოფის ფინალში გავიდა და ევრო 2020-ამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებს. გუნდი, რომელსაც არასოდეს მიუღია მონაწილეობა დიდ ტურნირზე და მხოლოდ საკვალიფიკაციო ეტაპებზე თამაშით შემოიფარგლებოდა, მიზანთან ახლოსაა. თითქოს ყველა გახარებული უნდა იყოს, მაგრამ ნურას უკაცრავად.

ზოგიერთს გამარჯვება ლამაზ თამაშთან ერთად სურს და ბაბაც უნდა და ჩიჩიც, მაგრამ ეგრე არაა. თანაც, ისეთი კომენტარები იდება ხოლმე, გაოცდები პირდაპირ კაცი. კრიტიკოსთა მთავარი მესიჯი დაახლოებით ასეთი გახლდათ: ნეტავ წავაგოთ ბელარუსთან და კობიაშვილსა და მის ფედერაციას გადააყენებენ. რამდენადაც ვიცით, ფეხბურთელები ამას კითხულობენ და უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ არ გავუშვით. ისიც გასაგებია, არჩევნების წინ მსგავსი განწყობები საიდან მოდის, თუმცა ფეხბურთელებმა და ეროვნულმა გუნდმა რა დააშავეს?

უნდა ითქვას, ჩვენი ნაკრების მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი საკმაოდ პრაგმატულია და მის ხელთ არსებული რესურსით იცის, როგორ მიაღწიოს შედეგს. მატჩის წინა დღეს ჩემმა კოლეგამ ხვიჩა ყაზაიშვილმა სასტარტო შემადგენლობაც გამოიცნო და ანგარიშიც. გათვალა, რას მოიმოქმედებდა სლოვაკი სპეციალისტი: არც თუ საუკეთესო ფორმაში მყოფ გიორგი ქვილითაიას არ დააყენებდა, რადგან მოწინააღმდეგეს საკმაოდ ტანმაღალი ცენტრალური მცველები ჰყავს და მეორე სართულზე უპირატესობას ვერ მოიპოვებდა. ანგარიში კი შედარებით ადვილი გამოსაცნობი გახლდათ, რამეთუ "ჯვაროსნებს" ერთზე მეტი გოლის გატანა უჭირთ, საკუთარ კარში კი გოლს იშვიათად უშვებენ.

მოკლედ, ავად თუ კარგად მოვიგეთ და პრესკონფერენციაზე ვაისმა თქვა, რომ სომხეთის ნაკრებთან გადახალისებულ შემადგენლობას დააყენებს. ესაც ძალიან პრაქტიკული ნაბიჯია, ვინაიდან გადამწყვეტი შეხვედრის წინ წამყვან ფეხბურთელებს და მეტადრე ხვიჩა კვარაცხელიას უნდა გაუფრთხილდეს. ამჟამინდელ მოცემულობაში ხომ ბევრი რამ მასზეა დამოკიდებული. ბელარუსთან პირველ ტაიმში მან სამჯერ გაარღვია დრიბლინგით მეტოქის დაცვა და სწრაფი, მეგოლე თავდამსხმელი რომ გვყავდეს, შესვენებამდე მოვუთავებდით საქმეს. მართალია, მეორე ტაიმში ხვიჩა შედარებით ნაკლებად პროდუქტიულად გაისარჯა, მაგრამ 19 წლის ბიჭს არ შეიძლება უფრო მეტი მოვთხოვოთ.

სომხეთთან შანსი იმათ მიეცემათ, ვისაც ამის შესაძლებლობა ბელარუსთან არ ჰქონდა და ერთობ მოტივირებულებიც იქნებიან. ამჯერად სულ სხვანაირი თამაში წავა, მათ არ ჰყავთ ბელარუსებივით ტანმაღალი ცენტრბეკები და წესით, ქვილითაიამ უნდა ივარგოს.

ვაისმა არ დამალა, რომ სომხეთთან თავისი პირადი ანგარიშები აქვს. "საქართველოს არასდროს წაუგია სომხეთთან, მე კი არასდროს მომიგია. სომხეთთან ორივე თამაში წავაგე, გასვლაზე 1:3, სახლში 0:4 და სამსახურიც დავკარგე. ასე რომ, მოგება მეც ძალიან მინდა".

სხვათა შორის, მან გამოიცნო ჩრდილოეთ მაკედონიისა და კოსოვოს ნაკრებების შეხვედრის შედეგი და ისიც თქვა, რომ მაკედონიას ახლა უკეთ იცნობს, იცის რა შეუძლიათ და როგორ ეთამაშონ.

ერთი სიტყვით, საქმე შეძლებისდაგვარად წინ მიდის, ეს უტყუარი ფაქტია და მოდით, ჩვენს გუნდს როგორც შეგვიძლია გვერდში დავუდგეთ, უარეს შემთხვევაში ხელი არ შევუშალოთ მაინც და იმედია, საქართველოს ხელისუფლება ჩრდილოეთ მაკედიონიასთან მატჩში მაინც დართავს გულშემატკივრებს სტადიონზე შესვლის უფლებას, თორემ ეს უკვე წარმოუდგენელი რამ იქნება, რადგან გინდა ცარიელ არენაზე უთამაშიათ და გინდა ნეიტრალურ მოედანზე. ნებსით თუ უნებლიედ ეს უკვე ერთგვარი საბოტაჟის ფორმას მიიღებს.

გადასარევი გიორგი
ეხლა დასრულდა პირველი ტაიმი! ბატონო ვაისს რა ჯანდაბა გემართებათ ხოლმე ზოგი თამაშის წინ! მეორე შემადგენლობა გასაგებია, მაგრამ ბათუმის დინამო რა შუაშია. ესაა მეოთხე შემადგენლობა! ხვიჩა და ოქრიაშვილის დასვენება მესმის, ლორიას დასვენებაც, მარა კიტეიშვილიც, ლობჟანიძეც, კვირკველიაც, კაშიაც, ტაბიძეც... მალი? მალიმ რაღა დაგიაშავათ? სწორედ ეხლა უნგდა გვენახა მარცხნივ და ეს ჯიღაური რატომ მარცხნივ, წინაზე მარჯვნივ არ იყო? ხან იქით რომ აყენებთ და ხან აქეთ :( ამხანაგური რომ იყოს ხო, მარა მეორე შემადგენლობა ეხლა უნდა გულისხმობდეს რამოდენიმე წამყვანი ფეხბურთელის დასვენებას და არა მთელი გუნდის! რა არის ეს, გაუგებარია რა :(( ლობჟანიძე ფლანგზე რატომ არ დააყენეთ და ასეთი დაცვით გამოსვლა არ მესმის. კიდევ ამბობთ პრინციპულია და სომხეთის მოგება მინდაო. იმედია კიტეიშვილს, ლობჟანიძეს და მალის ვიხილავთ მეორე ტაიმში და კობახიძე სამწუხაროდ ჯერ სრულიად სხვა ტემპშია, ჯერ ძალიან ადრეა ნაკრები. კარგია რომ შემადგენლობშია რამე რომ იყოს, მარა ძირითადი ჯერ ძალიან ძალიან ადრეა. შემოუშვით ლობჟანიძე
ილია
აბა ბიჭებო; კოლექტივიზმი-იმპროვიზაცია,ინდივიდუალიზმი-იმპროვიზაცია-კოლექტივიზმი.არავითარი ნერვიულობა,ამაღლებული განწყობა,უკომპრომისობა.[თავგანწირვას ვერ ვამბობ ის მერე დაგვჭირდება]. აქ კლასი უნდა გვეყოს.წარმატებას გისურვებთ.
კახაბერ დიასამიძე
ექიმი ვარ. დიდი ხანია მოსკოვში ვმუშაობ. მთელი ზაფხული ვმკურნალობდი კორონავირუსით დაავადებულ მძიმე ავადმყოფებს რეანიმაციაში. იქნებ როგორმე დაწეროთ (გაახმოვანოთ) და მიაწვდინოთ ხმა ფეხბურთის ფედერაციას და ხელისუფლებას, რომ ამ რთულ დროს არ დარჩეს ნაკრები მაყურებლის გარეშე. დაუშვან ევროპირველობის პლეი-ოფის ფინალში ის მაყურებელი, რომელიც მზად იქნება გაიაროს 8-10 დღიანი კარანტინი ფინალის შემდეგ. სხვაგვარად მატჩზე დაშვება რთული იქნება, ნაკრების უმაყურებელოდ დატოვება - ურთულესი. წინასწარ დიდი მადლობა გახმოვანებისათვის.
gio
ნოდარ ახალკაცსაც (უფროსს) თავიდან ასე აკრიტიკებდნენ, ნამეტანი პრაგმატულ, "არაქართულ" ფეხბურთს თამაშობსო. თუმცა მერე რაც მოხდა, ყველამ ვიცით - პრაგმატული ფეხბურთი მალევე გადაიქცა შემტევ, ტექნიკურ და სანახაობრივად ულამაზეს ფეხბურთად, ნამდვილი ქართული რომ არის, ისეთად. ამას ყოველაფერს თან ახლდა გუნდურობა და დისციპლინა, რაც თავის მხრივ "სწორი" და "პრაგმატული" ფეხბურთის შედეგი იყო. საბოლოო ჯამში, მხოლოდ ამ ყველაფრის სინთეზმა მოიტანა ის შედეგები რაც მაშინდელ დინამოს ჰქონდა.
ნიკო
თუ კარგი მოედნები იქნება მომავალ ორ შეხვედრაში მინიმუმ ოთხ ქულას ავიღებთ.კლასით უფრო უკეთესია საქართველოს ნაკრები.ვაისზე არაფერს ვამბობ.ისედაც ხალხი ყველაფერს ხედავს.
jjj
ვის რა პოლიტიკური მიზანი აქ არ ვიცი, მარა ყველაფერი უნდა გაკეთდეს(სასწაულიც კი), რომ დინამოს გაზონი ნოემბერში იყოს იდეალური ან თამაში ჩატარდეს ბათუმის ახალ არენაზე.
G.LA
მე ვამაყობ ჩვენი ნაკრებით! სულ ასე ვითამაშოთ და სულ ასე 1-0 მოვიგოთ მეტი არ მინდა. კრიტიკა მხოლოდ მასთან მაქვს ვინც უაზრობა გადაწყვიტა და თუნდაც 10-15 ათასი გულშემატკივარი არ შეუშვა. რა თავში მოიხარშა ეს? დაწყებამდე და შემდეგ ნაკლები ხალხი ჩაეხუტა ერთმანეთ? დიდი უგუნურობა იყო ეს გადაწყვეტილება და იმედია ფინალს მაყურებლოით მოვიგებთ 1-0 ან 2-1 არ მინდა არავის ბურთის თავზე გადახევა ჯერ ჩვენ ძალიან შორს ვართ აქედან და 5-0 6-0. კი ყველა მაგრები ვართ. მეც ჩემი მოსაზრება მქონდა შემადგენლობასთან როგორც უმრავლესობას აქ. მარა ვაისია დღეს მწვრთნელი და არ მე ან თქვენ. მჯერა სომხებსაც მოვუგებთ და მაკედონიასთან 14-ში არ წავაგებთ მინიმუმ. მადლობა ბიჭებს, მადლობა ვაისს. გამარჯვება და წარმატება საქართველოს.
მწრთვნელი
ფრეს უნდა მივაღწიოთ როგორმე დღესაც და 14-შიც მაკედონიასთან! მერე კიდევ ნოემბერში ყველას თბილისში უნდა ამოვსდოთ ლაგამი!
irakli
შემცვლელ ფეხბურთელებში სულ ქვილითაია, ქვილითაიას რომ იძახით, შენგელიამ რა დააშავა, არ არსებობს თუ წვერი აქვს?:)
კოტე კაპანაძე
ბიჭებო თქვენით ვამაყობთ!!!! თქვენს გვერდით ვართ!!!! ერთად ყველაფერს შევძლებთ!!!!!
მ.დ
12 თამაშტან ახლოს ვერ მივა ვერც დღევანდელი და ვერც 14-ის თამაში,ტვინის მტყნელი პროფესორებით სავსეა ჩვენი ქვეყანა და ვკითხულობთ დიდაქტიკურ მოსაზრებებს თქვენს და სხვა საიტებზე თუ რა ცუდად ვითამაშეთ და სხვა ამისთანა იდიოტობები,რა მარადონამ ხელით რომ გაუტანა გოლი ინგლისს იმიტომ ვერ მოუგო და ვერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. მარადონამაც ცუდად ითამაშა ხელით გატანილ გოლს ვგულისხმობ,მაგრამ გავიდა არგენტინა შემდეგ ეტაპზე, ღმერთმა ქნას იმ არგენტინის დონეს მიაღწიოს ჩვენმა ნაკრებმა!მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ჩვენი ნაკრების ყველა წევრს ბელარუსთან მიღწეული შედეგისთვის და ეს შედეგი გაემეორებინოს 12-ში მაკედონიასთან!
ბასკი
დღეს არ წავაგებთ! წარმატებები ჩვენს ნაკრებს! კიდევ გვინდა ვიყოთ ამაყები!
Tb
Avtor politika roargaurio arsheidzleba? Tu premias gadzleven sheni statiis komentarebshi nacqocebi ro daerevian ertmanets. Ra donis jurnalistebic xart im donis chempionati gvaq zustad. Choriknebi
ჰაჰა
ეგენი დღეს ისე იბრძოლებენ, თითქოს ყარაბაღში იყვნენ. ალბათ, მაგრად უნდათ თავისიანებს ასიამოვნონ.
irakli
დღეს სომხები უნდა დავანგრიოთ
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფინეთთან 17 ქულით მარცხდება
17-წლამდე გოგონათა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
სტივ კუპერმა სამუშაოდ დანიაში გადაინაცვლა
კიდევ ერთი ვარსკვლავი "ლივერპულიდან" "რეალში" უფასოდ - კონატეს მადრიდულ გრანდში გადასვლა უნდა
რეკორდი გაიმეორა - რონალდო მორიგ მიღწევას უმიზნებს
კიდევ ერთი რეისი რიგაში. ფინელებს გეგმა აქვთ - რას დაუპირისპირებს ჯიკიჩი?
შენგუნმა სამმაგი დუბლი შეასრულა - ევრობასკეტის პირველი ნახევარფინალისტი გაირკვა
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
"ოქროს ბურთი" როდრის და დემბელეს - მაშ ვინისიუსს რაღა? - რეალი აღშფოთებულია
საფონოვი: დილაუთენია მეუღლემ საწოლში გამაღვიძა და...
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
ჯიკიჩი ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის იბრძვის - როგორ შეგიძლიათ მისცეთ ხმა საქართველოს ნაკრების დამრიგებელს
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
“ჩემს ცოლს უთხრა, შენ ქმარს ძლიერი სპერმა აქვსო” - რუნიმ ვან გაალთან გატარებული პერიოდი გაიხსენა
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"პსჟ იტყუება და მანიპულირებს" - საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..