ყველაზე პოპულარულ ბელარუსულ სპორტულ საიტ pressball.by-ზე გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ავტორი სერგეი აზარკევიჩი წერს, თუ რატომ უნდა გავიდეს ევროპის ჩემპიონატზე ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები.

"ბელარუსის ნაკრებმა "წლის მატჩი" თბილისში წააგო და ერთა ლიგის D დივიზიონის ფინალში ერთმანეთს ქართველები და მაკედონიელები შეხვდებიან. ლოგიკურია ეს შედეგი? თბილისში გამართული შეხვედრით თუ ვიმსჯელებთ, პირველი წყვილის ლოგიკის შესახებ საუბარი რთულია. თამაშის ხარისხი, რაც ორივე გუნდმა აჩვენა, ევროპის ჩემპიონატის დონისაგან ძალიან შორსაა, ბელარუსის ნაკრებისა კი - მაქსიმალურად შორს. საქართველოს ნაქები ნაკრები, რომელშიც ევროპის ქვეყნების ჩემპიონატებში მოთამაშე ლეგიონერები მრავლად არიან, ბელარუსზე უფრო ახლოსაა, თუმცა დიდი შთაბეჭდილება ვერც მათ მოახდინეს.

მეორე წყვილის შეხვედრა კი უფრო ცოცხალი და საინტერესო იყო. თითქმის მეზობლები ხვდებოდნენ ერთმანეთს და მატჩი ტიპური ბალკანური გამოვიდა, სადაც მოგების სურვილი და შესაძლებლობა ორივე გუნდს ჰქონდა. ალბათ, ლოგიკური იქნებოდა, ეს გუნდები ერთმანეთს D დივიზიონის ფინალში რომ შეხვედროდნენ.

თამაშის შედეგში ლოგიკის პოვნას აზრი არ აქვს, რაც უნდა ვისაუბროთ. გამარჯვებულთა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ 3-მცველიანი სქემა კარგად გამოიყენა. მისი გუნდი გაშლილად უტევს, ისე, რომ ქართულ-ბელარუსული მატჩის ტრანსლაციის თვალყურის მიდევნებისას გეგონებოდა, ტრანსლაცია 0,75 სისწრაფით არისო, ხოლო სკოპიეში 1,25-ზე იყვნენ ასულები. ამ ტემპს 37 წლის გორან პანდევიც უსწრებს, რომლისთვისაც ჰიპოთეტური ევროპის ჩემპიონატი კარიერის ბოლო კი არა, ერთ-ერთი სასიამოვნო ეტაპი იქნება.

როგორც მაკედონია-კოსოვოს მატჩის შედეგში, ისე ბელარუსის ნაკრების თამაშში არ იყო ლოგიკა. ბოლოს ყველაფერი გამართლების ფაქტორზე დადის. კოსოვოელების ავტოგოლს შეხედეთ - ეს ზოლოტოვზე დანიშნულ პენალტზე სასაცილოა. მაკედონიელთა მეკარისა და საყდენის მიერ წყვილში დადგმული წარმოდგენა?! ერთი ბურთის ასაღებად საჯარიმოს გარეთ გავიდა, მეორე ორი დღე ფიქრობდა, გამოეტანა თუ არა ბურთი სახიფათო ზონიდან. ხატკევიჩსა და ბორდაჩევს ასეთი რამ არც კი დაესიზმრებათ!

იმისათვის, რომ ოდესმე მაინც გაგიმართლოს, რაღაც უნდა გააკეთო. მთავარი მიზეზი, რატომაც ჩრდ. მაკედონია-კოსოვო უნდა ყოფილიყო ფინალი, არის ის, რომ ეს გუნდები საუკუნის მატჩს მოედანზე ითამაშებდნენ და მხოლოდ სიტყვებით არ გაალამაზებდნენ მას.

კოსოვოელებს რომ მოეგოთ და ევრო 2020-ზეც გასულიყვნენ, ეს გრანდიოზული ამბავი იქნებოდა. საფეხბურთო რუკაზე რამდენიმე წლის წინ გამოჩენილი გუნდი, რომელიც არსაიდან მოვიდა და სწრაფი ნაბიჯებით მიიწევს წინ ფიფას რეიტინგში.

თუ ფინალურ ეტპაზე მაკედონიელები გავლენ, ეს ძალიან სასიამოვნო იქნება. 2-მილიონიანმა ქვეყანამ ფეხბურთელთა თაობა აღზარდა, რომელიც მთელ კონტინენტს მოედო. გორან პანდევის შემცვლელის საკითხი არ დგას, თავად გორანი სერია А-ს დონეზეც კი მაგრად თამაშობს.

მეკარე სტიპე დიმიტრიევსკი სეგუნდას "რაიო ვალეკანოს" ღირსებას იცავს. სტეფან რისტოვსკი ლისაბონის "სპორტინგის" წევრია, ნახევარმცველი ენეს ბარდი - "ლევანტეს" ერთ-ერთი ლიდერი, ეჟჯან ალიოსკი "ლიდსთან" ერთად პრემიერლიგაში ტრიუმფალურად დაბრუნდა და მარსელო ბიელსას ხელში თამაშობს. "მალიორკა", "უდინეზე", "ჯენოა", ზაგრების "დინამო" - ამ კლუბებში თამაშობენ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ფეხბურთელები.

შიდა ჩემპიონატიდან თითქმის არავინაა, ძირითად შემადგენლობაში საერთოდ არავინ. ისიც აღსანიშნავია, რომ მაკედონიის, საქართველოსა და მით უმეტეს, კოსოვოს ჩემპიონატები კონკურენციას ბელარუსულ ლიგას ვერ გაუწევენ. ამ ქვეყნების კლუბები ევროთასებზე მოხვედრაზე ოცნებობენ.

როგორღაც ისე მოხდა, რომ მაკედონიის ნაკრები ბელარუსის გუნდთან შედარებით უფრო ახალგაზრდა და ამავდროულად, უფრო გამოცდილია. მოთამაშეების საშუალოდ ასაკი 26-28 წელი გახლავთ. ფეხბურთელთა უმრავლესობას ნაკრებში 30-40 მატჩი აქვს ჩატარებული, ზოგს - 50-ზე მეტი. როგორც ჩანს, ამ გუნდში თაობათა ცვლის შესახებ არაფერი იციან, რადგან ისე შეუმჩნევლად მიმდინარეობს, რომ გაგეცინება კაცს.

თუმცა, არ გავიცინებ. უბრალოდ, ძალიან გამიხარდება, თუ მომდევნო წელს ევროპის ჩემპიონატზე ჩრდილოეთ მაკედონიას ვიხილავ. რადგან, თუ ტოპ-ტურნირისთვის ეს "შავი ხვრელი" მოიგონეს, ეს მათთვისაა, ვისაც იქ თამაში ნამდვილად სურს."

ეს სტატია 10 ოქტომბერს არის დაწერილი, 1 დღით ადრე, ვიდრე მაკედონია გასვლაზე ესტონეთს შეხვდებოდა. საინტერესოა, რას ფიქრობს ახლა სტატიის ავტორი გუნდზე, რომელმაც ესტონეთისაგან 3 გოლი გაუშვა, იმ ესტონეთისგან, რომელმაც საქართველოს ნაკრებთან კარში ვერ დაარტყა.

ემზარ დუისბურგი
გოგოლო რა უნდა ამას?
k.p
მარტლა პროფესიონალურად და სიგრმისეულად გაანალიზა,მარტალია ცარმატებევს უსურვებ ცჰვენ ბიჯებს
ნუკრი
როგორც ბელორუსი გავიდა ფინალში,ისე გავა ჩრდილო მაკედონია ევროპაზე.
გიორგი
ქერა რუსები თუ ნარევები არიან შავტუხა ქართველები ვისი ნარევია?
aburjga
ყოჩაღ! ასე მახვილგონივრული ხუმრობა ქრესტომათიაშია შესატანი! გაგახარებს ღმერთი!
Exexaaa
ნაწილობრივ კი სლავი მაინც სლავია...მაგრამ სლავებს შორის არის გიგანტური სხვაობა უკრაინელი ბელორუსი ან პოლონელი ძაან განსხვავდება სერბებიდან და ხორვატებიდან და რუსები ისეთი სლავები არიან როგორც ჩვენ ჩუქჩები ესენი არიან თათართა-მონღოლთა კატა-ძაღლთა ნარევი და საბოლოოდ გამოვიდა შვაინე ...რათ უნდა რუსის ბოსტანიო გადმოაბრუნე დაა.......აი ეგრე გამრავლდნენ უსაზღვროდ თაან ....და ეგ ჟურნალისტიც ისეთი ბელორუსი იქნება როგორც მე მარსის მოქალაქე და თუ კი არის არც ეგაა გასაკვირი პუტინისტები ჩვენთანაა გაწყვეტამდის და მინსკში რომ იჯდეს მაგის პროპაგანდონები რა გასაკვირია .....ისე ბელორუსები ძაან მშრომელი და პატიოსანი ხალხი არიან რუსებისგან განსხვავებით პატიოსანი იმ მხვრივ შენსას არ წაგართმევენ იმათში კი ყველა წაღლეტაზე არის ...რაც შეეხება ფეხბურთს სანამ არ გადავეჩვევით ან არ ვისწავლით კარგად ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაშს ქულებს დავკარგავთ სულ ....
ბათუმის ფანი
მოკლედ ხვალ და 12 ნოემბერს ველი ბაია პატარაიას სტატიებს სათაურით- რა გიხარიათ,რა მოიგეთ)))
ლევანი
სლავი მაინც სლავია - რუსიც და ბელორუსიც. აგერ თვალსაჩინო ნიმუში. შურით და ბოღმითგამსკდარი ჟურნალისტი. ვითომ ძმობას გვეფიცებიან, მაგრამ მაკედონიას ლოცავენ, ჩვენ გვწყევლიან წადით, რა ბიძია, თქვენს უფროს ძმებს ჩაეხუტეთ, იქ არის თქვენი ადგილი. რა ლუკაშენკო რა მისი ოპოზიცია - ყველანი ერთი ხართ -სლავები და რუსული რუსული ფენომენი. დაახვიეთ რა..., ან თქვენ კიდევ, პატივცემულო რედაქციავ, რას ბეჭდავთ ამ მაკულატურას? ბაია პატარიას აზრი ამ საკითხზე ნეტავ როგორია? არ იცით?
ucxo
arc mag statiis avtors moscons uechveli makedoniis tamashi ubralod gulze skdebian saqartvelom rom mougo echvic ar mepareba rom makedoniastan romelime tamashs cavagebt. orive tamashs amovtenit da chaigdeben enas mucelshi belarusebi da ara marto belarusebi.
სიზმარა
სიზმარში ვნახე, ფინალში მაკედონიას მოვუგეთ და ევროპაზე გავედით. ყველა ფეხბურთზე ლაპარაკობდა, სახელმწიფომ დაფინანსება გაზარდა კლუბების. 2021 წელს დინამო ევროპალიგაზე გავიდა და ფარერების გუნდთან 6:1 წააგო. ეს ყველაფერი დაუჯერებელია, მაგრამ სიზმარი ვნახე დამიჯერეთ. ვნახოთ აბა ასრულდება თუ არა
შოთა
შური საშინელი გრძნობაა, ბუასილი არ გაუმწვავოს ჩვენ ბელორუს მეგობარს!
tutuc
ეეე. პირველ თამაშში ის ტიპი რომ არ გაეგდოთ, სხვაგვარი მატჩის ფინალი იქნებოდა. თამაშის განმავლობაში იგრძნობოდა მათი თავდაჯერება, სწორი ტაქტიკა და ბურთის დამუშავების ტექნიკა. ფსიქოლოგიურადაც, თითქოს იგრძნობოდა მათი უპირატესობა. ზუსტად ისევე როგორც სომხებთან მატჩის ბოლოს, როცა ჩვენები უაზროდ ჩაჯდნენ დაცვაში, ბოდიში და ქუჩის გუნდთან. (რავი, ვისაც სომხების ნაკრები მოგეწონათ, გაატარეთ). თუ უძლიერესი შემადგენლობა არ გვეყოლა, ცუდად იქნება ჩვენი საქმე. აგერ, ხვალ არის თამაში და ვნახოთ. ხვალ კაცური "იარაღის" დატოლება იქნება, 12-ში "იარაღის" გამოყენება. პ.ს. ტფუ, ტფუ არ დავითარსო, "იარაღზე" ხელი მიკიდია და ჩვენებმა წინა თამაშის შემდეგ მოუმატეს.
belarus urna-lists
ხვალ თუ არა, 12 ნოემბერს ნაღდად გაგედებათ შენ და შენნაირებს!
ბათუმის ფანი
მე ამ სტატიას სომხეთის ნაკრების მწვრთნელის ფოტოთი ვუპასუხებდი))) აი ფსიქიატრიულიდან გამოქცეულივით რომ იღიმება,აქაოდა თანაბარი თამაში იყოო
ბათუმის ფანი
არადა მაგრა მევასებოდა KFC,ამ საიტმა ისე შემაჯავრა ამ მოხტუნავე რეკლამით მისკენ გახედვაც აღარ მინდა)
Vasili
ეს მაკედონია თუ ასეთი ბუაა და წოწოა, მაშინ რა ჩემი ფეხები უნდა ჩვენ ჯგუფში?! ან ჩვენთან როგორ? რანაირად მოხვდნენ?! რა უნდოდა (დ) ჯფუბფში ? ან რატოა (ს)ჯგუფში?! იმიტო რო არა იმ სასწაული დონის, შეიძლება კარგი თამაშიც და მოგებაც! ჯენოა, ლევანატე და კიდე ჩამოთვალეს გუბდები, არცერთია დღესდღეობით ევროპის გრანდი! ჩვენ ქვეყანას რო მუშაობის და პასპორტის პრობლემა არ ქონდეთ , უფრო უკეთეს გუნდებში მოხვდებოდნენ, ოქრიაშვილი რო მაკედონიელი ყოფილიყო, ან კანკავა ან კვარაცხელია , აი მაშინ რეებს დაწერდნენ ჩვენები და ბელარუსიელებიც ხო წარმომიდგენია, ალბათ დაგვმარხავდნენ ცოცხლად !!! / მაკედონია არა ის კიდე, არაფერი გუნდია არა იმ დონის რო წინასწარ წაგებულივით რო ვიყოთ, უნდა მოვუგოთ , მორჩა და გათავდა! /. ხვალ მგონია ფრე, რაც ჩვენთვის ურიგო არ იქნება და გადამწყვეტ თამაშში გადავახევთ ბურთს თავზე! თუ არადა აგერ ნახეთ თუ მასე არ მოხდეს!
ირაკლიუსი
მიდით რა ბიჭებო, ამოტენეთ ხვალ ამ ფარჩაკი ბელარუსი ჟურნალისტის ჯინაზე :))
gia jashi
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება ზოგირთი თამაშს კი არ უყურებს, უბრალოდ თვალს ადევნებს, რა მოგეწონათ მაკედონიელთა თამაშში ჩვენს წინააღმდეგ, იქნებ ამიხსნათ? ერთადერთი მომენტი ჰქონდათ და ისიც გამოიყენეს მე იმ სამოცი წუთის შესახებ გეუბნებით.არც ჩვენ გამოგვივიდა დიდად შეტევაში თამაში, მაგრამ მაკედონიელებს ნამდვილად ვჯობდით. მოთამაშის ფასი ძალზე სადავო კრიტერიუმია, ფეხბურთელებზე ფასი ერთ თვეში შეიძლება 10-ჯერ გაიზარდოს და როგორ ფიქრობთ შეიძლება მოთამაშე ერთ თვეში ამდენად გაძლიერდეს? შეფასებისთვის ორად ორი რამაა საჭირო საკუთარი თვალები და ანალიზის უნარი.
Giorgi
აშკარად სუბიექტურია ეს ჟურნალისტი. კი ბატონო,გემოვნების ამბავია საბოლოო ოთხეულიდან რომელი მოგწონს, მაგრამ ერთი დადებითი მხარე როგორ ვერ მოუძებნა საქართველოს ნაკრებს. ბოლობოლო ფინალში ვართ და დავიჯერო აქამდე მარტო გამართლებით მივედით?
მე
ეს სტატია დაბოღმილი ადამიანის დაწერილს გავს. აქ სომხეთთან თამაშზე არაფერი წერია და არც ესტონეთი_ მაკედონიის თამაშზე. ესტონეთი რომ სამ ბურთს გაგიტანს მთლად კარგად არ გაქვს დაცვაში კარგად საქმე. პ.ს. კოსოვომაც დაცვის შეცდომის ხარჯზე გაუტანეს.
ბათუმის ფანი
პროჭს გაუფრთხილდი სერიოგა,არ გასკდე შურით)
ჰერიო ბიჭებო
რა თქმა უნდა საერთო ჯამში მაკედონია უფრო ძვირადღირებული ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული მაგრამ ერთი თამაშია და ყველამ შეიძლება მოიგოს მერე აუცილრბლად უნდა გამოვიყენოთ მაყურებლის ფაქტორი და კატეგორიულად მოვითხოვოთ მთავრობისგან წესების კვოტების დაცვით მაყურებლის დასწრება და ბოლოს მაკედონიისგან განსხვავებით საქართველოს ყავს ქართველი რონალდუ რომელსაც მასავით მარტოს შეუძლია თამაშის მოგება.მთავარია ჯანმრთელი იყოს.
ბ-ნ ზიკოს
რომელ თავის ფეხბურთს გულისხმობთ პატივცემულო? ოქრიაშვილი-კვეკვესკირი-კაშია-გოლიკიპერი?
ზაალი
მაკედონია ჩვენზე კლასით გაცილებით მაღალი დონისაა შანსები 30/70 ზეა რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, გაცილებით ორგანიზებული გუნდია და ფეხბურთელების კლასიც ბევრად მაღალია,რა გუნდებში თამაშობენ და თან რა დონეზე,ჩვენები კიდე
გიორგი
რატომ ბლოკავთ მუდმივად კომენტარებს?! თავი ჩრდილოეთ კორეაში ხომ არ გგონიათ?!
მერსო
უკაცრავად და, ჩემს კომენტარებს სად აქრობთ, პატივცემულო ადმინისტრაციავ?! უხამსობა, შეურაცხყოფა ან ძალადობის და სიძულვილის ენა სად ნახეთ?! თუ საბჭოთა კავშირის ცენზურის მოდუსში ბრძანდებით?!
ziko
დავიწყოთ იქიდან რო საქართველო ტერიტორიულად შუაგულ ევროპაში რო იყოს სადაც მაკედონიაა, ჩვენი ფეხბურთელები ბევრად უკეთეს გუნდებში ითამაშებდნენ ვიდრე მაკედონიელები თამაშობენ.14-ში და მერე ფინალში უნდა დავანახოთ ყველას რო მაკედონიას ტრადიიციით და თავის კლუბ ვარდარიანად ვჯობივართ.დრევანდელი გადასახედიდანაც საქართველოს ნაკრები თუ თავის ფეხბურთს ითამაშებს და მაკედონიას დარწმუნებული ვარ აჯობებს,საქართველოს ნაკრები უნდა ცდილობდეს ყველა თამაშში რო მოწინააღმდეგეს ბურთი არ მისცეს, საქართველოს შეუძლია ბურთი აკონტროლოს მაკედონიისგან განსხვავებით, ნაკრებს აქ ამის რესურსი და თუ ამას გააკეთებს საშუალო დონის გუნდებთან წარმატების მეტი შანსი იქნება.ძალიან ჭირდება სამომავლოდ ნაკრებს ფორმაში მყოფი ჩაკვეტაძე და ანანიძე მათთან ერთად ნაკრები სულ სხვა დონის გუნდია, იმიტომ რო ისინი ბურთს მაგრად აკონტროლებენ, კვარაცხელია კი უფრო დრიბლინგის ფეხბურთელია, ესენი რო იყვნენ მაკედონიას კი არა ბევრად მაგათზე ძლიერ გუნდს მოუგებდნენ თან საკმაოდ დამაჯერებლად იმედია ჩაკვეტაძე ალბათ მალე ანანიძე კი სამომავლოდ ნაკრებს აუცილებლად დაუბრუნდებიან.მაკედონიას უნდა დაუმტკიცოთ რო მათზე ძლიერები ვართ.
zurabi
არ უწყინოთ ბელორუსებს იმიტო რო ზოგ ზოგიერთები უკვე ევროპს ჩემპიონატზე აღებულ სამ ქულას ითვლის ავსტრიასთან ჩვენს ქვეჯგუფში. მანამდე დროა და ბიჭები მიწაზე დაეშვებიან.
თამაზი
პენალტის წყალობით, ძლივს მოვუგეთ და არაა გამორიცხული, რომ გაბრაზებულია ავტორი. ისე ბალკანელები, ყველა ქვეყანა, გვჯობნის ფეხბურთელების ხარისხით
გელა
ჩვენ ყველამ ვნახეთ ,რომ თბილისში ჩრდილო მაკედონიას საქართველოს ნაკრებმა ვერ მოუგოოო!!! მიუხედავად იმისა, რომ მაკედონელები 10 კაცით თამაშობდნენ ნახევარ საათზე მეტი ამ თამაშზე ჩვენი ნაკრები იყო ოპტიმალური შემადგენლობით კვარაცხელია ჩაკვეტაძე ოქრი ყველა იყო, მაგრამ მაინც ვერ მოვუგეთ. ასე, რომ არ არის ეს მაკედოანია ხელწამოსაკვარი მეტოქე ზე მოტივირებულია ეს ნაკრები და სერიოზული მომზადება და დაგეგმვა მართვეს საქართველოს ნაკრებს ფინალისთვის. ერთი ნაბიჯიღა გვაშორებს ევროპის ჩემპიონატს და ესეთი შანსი შეიძლება მომვალში აღარც გვქონდეს ასე რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს უმაღლეს დონეზე და ხალხიც უნდა შეუშვან სტადიონზე.
gio
სერგეი მოდი წერე და იკითხე რა
gio
ბელორუსების ამბავი ისაე: კოშკა ნი დასტალ კალბასა პარასკევია კაკრასა. აბა მოეგო ბელორუსს, თუ დაიწყებდნენ მაკედონიის ქებას. არაფრის გაკეთება აღარ შეუძლიათ მწარე კბენების გარდა. წაგებაც ვაჟკაცური უნდა იცოდე და არა ასეთი, გულის მოსაფხანი სტატიების საწერი.

ძალიან დაიბოღმა ამ სტატიის ავტორი როგორც სჩანს და მიდით ბიჭებო მაკედონიაც მივაყოლოთ ბელორუსს და ბარემ ეს ავტორიც გაიგუდება ბოღმით
ირაკლი
ბოღმა რომ იგრძნობა ამ სტატიაში ხომ ყველა მეთანხმებით? :დდ
ALONZO
არათუ მოვხვდებით ევროპაზე, ჯგუფიდანაც გავალთ - ბურთი მრგვალია და უფალი მოწყალე.
დდდ
აუ რა დაბოღმილია ტიპი. ეს კლასიკური შემთხვევაა, როცა დამარცხებული გუნდის გულშემტკივრი ვერ იტანს იმ გუნდს, რომელთანაც დამარცდა. მაგას ვინმემ ქინძისთავი შეურჭოს, იქნებ ჩაიფუშოს თორემ გასკდა კაცი. საქართველო გააცამტვერებს მაკედონიას პირველივე ტაიმში, ამ ბატონს წარმოდგენა არა აქვს, რა შეტევითი პოტენციალი აქვს ჩვენს ნაკრებს!!!
მერსო
ავტორის პათოსი აბსოლუტურად გასაგებია! - ჩრდილოეთ მაკედონიას, ინდივიდუალურად, ჩვენზე ძლიერი ფეხბურთელები ყავს, რომლებიც გაცილებით უკეთეს გუნდებში და ჩემპიონატებში თამაშობენ და შესაბამისად, უკეთეს (ხარისხიან) ფეხბურთსაც აჩვენებენ, ესთეტიკის თვალსაზრისით. ჩვენ, რატომღაც, მსგავს სტატიებს/კრიტიკას, პირად თავდასხმად ვღებულობთ, იმის მაგივრად, რომ ჩვენს წუნზე დავფიქრდეთ და გამოსწორებაზე ვიმუშავოთ, როგორც ეს დასავლეთის ცივილიზაციაშია მიღებული.
semi
ხვალ ჩვენი ბიჭების მჯერა, ისე მოიგებენ ამ თამაშს რომ ყველა კირიტიკოსს გააჩუმებენ. მე უფრო ჩვენი მოედნის საფარი მადარდებს, გორში უკეთესი საფარია ვიდრე თბილისში, რა უბედურებაა ეს მინდორი არავინ არის პატრონი? ამ მოედანზე უნდა გავმართოთ ფინალი?
Kutaisi
ასეთი სტატიის გადმობეჭდვა უცხოური საიტიდან,ქართული სპორტული ჟურნალისტიკის დაბალ დონეზე მიუთითებს! ეს არის მოწინააღმდეგისათვის მცირედით,მაგრამ მაინც,უნებლიე ხელშეწყობა!
სოხუმელი ვეტერანი
ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ და ვისაც რა უნდა ის ილაპარაკოს. თუ ვითამაშებთ ისე როგორც გვეკადრება და შედეგს მივაღწევთ, ეს იქნება ყველასთვის ღირსეული პასუხი. მოდით გავცეთ ყველას ეს პასუხი, ყველაფერი ჩვენს ხელთაა!!!
ქუთაისელი
კარგია ასეთი სტატიები. თავში არ უნდა აგვივარდეს და მაკედონიას სერიოზულად მივუდგეთ.
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
სპალეტის გაწვრთნილი იტალია უკრაინას დაუზავდა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
იტალიამ ჩრდ. მაკედონიას მოუგო და 20 ნოემბერს უკრაინასთან ფინალის ტოლფასი მატჩი ელის
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
"ჯვაროსნების" მეტოქემ სახლში ჩრდ. მაკედონიას ორი პენალტით ძლივს მოუგო [VIDEO]
უკრაინამ ჩრდ. მაკედონიას მოუგო და ჯერჯერობით მეორე ადგილზეა
სომხეთის ნაკრების უკრაინელი მწვრთნელი გადააყენეს
იტალიამ უკრაინას მოუგო - სპალეტიმ შვებით ამოისუნთქა