სუპერლიგის პირველი ტურის მორიგ მატჩში თსუ-მ “ბათუმს” უმასპინძლა და 10 ქულის სხვაობით – 92:82 (სტატისტიკა) დაამარცხა. ორივე გუნდი წინა, დაუმთავრებელი სეზონის ფავორიტი გახლდათ და ცხრილში ლიდერობდა, რის შემდეგაც შემადგენლობა ორივემ გადაახალისა. ეს განსაკუთრებით თსუ-ზე ითქმის, რომელსაც მხოლოდ 1 კალათბურთელი, ლუკა ზაქრაძე ჰყავს, რომელიც წინა სეზონშიც გუნდში თამაშობდა.

სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს შემადგენლობის ფორმირება დასრულებული არ აქვს და 2 ამერიკელ ლეგიონერს ელოდება, თუმცა დღევანდელ შეხვედრაში ბრძოლისა და გამართული ტაქტიკის წყალობით გამარჯვების მოპოვება მაინც მოახერხა.

ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილი უნივერსიტეტელები სწრაფი შეტევებით თამაშობდნენ და ამას ზუსტი შორი სროლებიც რომ დაერთო, თსუ შეუჩერებელი გახდა. მართალია, ანგარიშში სხვაობა დიდი არ გახლდათ და “ბათუმი” ნიადაგ კვალში ედგა მეტოქეს, თუმცა კარგი ფიზიკური ფორმის წყალობით თსუ-ს ბოლომდე გაჰყვა მობილიზება. მაშინაც კი, როცა აჭარული გუნდი ბოლო პერიოდის დასაწყისში დაწინაურდა (63:61) და თითქოს გია კაზანჯიანის გუნდმა მოახერხა მეტოქის გატეხვა, უნივერსიტეტელებს მეორე სუნთქვა გაეხსნათ და ელვისებური შეტევებითა და ზუსტი სროლებით ხელჩასაჭიდი ლიდერობა – ამჯერად თამაშის ბოლომდე დაიბრუნეს.

თსუ ისე მივიდა გამარჯვებამდე, ვითარება არც დაძაბულა. უნივერსიტეტელებმა გუნდურად ითამაშეს, თუმცა გამოკვეთილი ლიდერი ამერიკელი ლეგიონერის – ბრენდონ სლაის სახით ჰყავდათ, რომელსაც სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა: 26 ქულა, 9 მოხსნა, 8 პასი. 18 ქულით დაასრულა შეხვედრა საბა ლობჯანიძემ, 13 ქულა ჰქონდა მიხეილ ჭოჭუას, ხოლო 12 – ლუკა ზაქრაძეს. "ბათუმში" 20 ქულით ბომბარდირი გახდა სერბი ახალწვეული პეტარ არატინოვიჩი, ხოლო მისმა თანამემამულემ, ნიკოლა ვუიოვიჩმა შეხვედრა 11 ქულითა და 14 მოხსნით დაასრულა. ორმაგი დუბლი გაიფორმა ბექა ბექაურმაც – 13 ქულა, 11 მოხსნა.

სუპერლიგის პირველი ტურის დარჩენილი 2 მატჩი 21 ოქტომბერს გაიმართება:

ტიტები – ცხუმ-აფხაზეთი 14:00

ოლიმპი – დინამო 16:30

GBF.GE

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
თსუ-მ სუპერთასი დაიცვა - უნივერსიტეტელებმა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხეს
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
თასის გათამაშების ფინალში თსუ-მ "ივერიონი" დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა
"ბათუმმა" ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა