"ბორჯღალოსანთა" მეორეხაზელმა კოტე მიქაუტაძემ ტოპ 14-ის "ბაიონთან" სამთვიანი კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა.

29 წლის "ტულონისა" და "მონპელიეს" ყოფილმა მორაგბემ აქილევსზე გაკეთებული ურთულესი ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაცია დაასრულა და ახალ გუნდს „სამედიცინო ჯოკრის“ სტატუსით შეუერთდება.

„ბედნიერი ვარ, რომ "ბაიონს" შევუერთდი. გასული წელი ჩემთვის რთული გამოდგა, რადგან მძიმე ტრავმა მივიღე და მოხარული ვარ, რომ ტოპ 14-ში ახალი კლუბი მოვნახე. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი გამოცდილებით "ბაიონს" სარგებელი მოვუტანო. ეს არის ლამაზი რეგიონი და ლამაზი კლუბი, დიდებული ისტორიით და ვნებიანი გულშემატკივრით. ახალი კლუბის მაისურით თამაშს მოუთმენლად ველი“ – განაცხადა მიქაუტაძემ, რომლის ანგარიშზე 64 კეპი და ორი სანაკრებო ლელოა.

კოტეს დამატებით კმაყოფილია "ბაიონის" მთავარი მწვრთნელი იანიკ ბრუ:

„მიქაუტაძე დიდი გამოცდილების მქონე მორაგბეა, რომელმაც "ტულონთან" ერთად არაერთი ტიტული მოიპოვა, შემდეგ კი "მონპელიეში" გადავიდა. ის არის ძლიერი მეორეხაზელი, ძლიერი მიმწოლი, რომელიც ჩვენს შერკინებას ძალას, სიმტკიცეს და გამოცდილებას შემატებს. ამჟამად გუნდში ბევრი ტრავმირებული მორაგბე გვყავს და ასეთი ტიპის მოთამაშეები განსაკუთრებით გვჭირდება. ვიმედოვნებთ, რომ კოტე კარგი მაგალითი იქნება ჩვენი ახალგაზრდა მორაგბეებისთვის".

rugby.ge

ddgfdf
კაია , მაგრამ ეხლა უკვე სხვა სიმაღლეზე თამაშია საჭირო.
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] "არსენალს" მხსნელად ჰავერცი მოევლინა - "სპორტინგი" ბოლო წუთებზე დამარცხდა
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..