ზედიზედ მესამე თამაში მოიგო პორტუგალიის ჩემპიონატში ერეკლე არსენაშვილის "ბრაგამ" და მეოთხე ადგილამდე აღზევდა.

სტუმრად "გაიასთან" "ბრაგას" უპირატესობა აშკარა იყო: 29-18. 22 წლის ქართველი ხაზის მოთამაშის პირადი მონაგარი 3 გატანილი გოლი და 2 მოპოვებული შვიდმეტრიანი იყო, სულ, 7 მატჩში კი ერეკლეს 27 გოლი დაუგროვდა.

"ბრაგამ" 15 ქულით ერთი ადგილით ზემოთ აიწია და მეოთხეა. 7 თამაშიდან 7-7 მოგებითა და 21-21 ქულით ლიდერობენ - "პორტუ", "სპორტინგი" და "ბენფიკა". სამივე გრანდთან პირველი წრის მატჩი "ბრაგას" უკვე მოსტუმრებული აქვს. ორწრიანი ტურნირის შემდეგ 6 საუკეთესო გუნდი ჩემპიონობისა და ევროტურნირების საგზურებისთვის აგრძელებს ბრძოლას.

24 ნოემბერს "ბრაგას" შინ მნიშვნელოვანი თამაში აქვს "ბელენენსეშთან", რომელსაც სულ 4 მატჩი აქვს ნათამაშები და ოთხივე - მოგებული.

ხელბურთი. პორტუგალია, ანდებოლ 1 ლიგა. (მოგება 3 ქულა, ფრე 2, წაგება 1) - 1. პორტუ 21 ქულა (7 თამაში), 2. სპორტინგი 21 (7), 3. ბენფიკა 21 (7), 4. ბრაგა 15 (7), 5. აგუაშ სანტაში 14 (6) 6. ვიტორია 14 (7) -- 7. ბელენენსეში 12 (4), 8. მადეირა 9 (4), 9. ჰორტა 9 (4), 10. პოვოა 9 (5), 11. ბოა ჰორა 9 (6), 12. ავანსა 9 (7), 13. გაია 8 (6), 14. სანჟოანენსე 8 (7) -- 15. მაია-ისმაი 7 (6), 16. ბოავიშტა 6 (6) -- 6 საუკეთესო გადის პლეი-ოფში.

geohandball.ge

საქართველოს ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა, მაგრამ "კარპატების თასი" დაისაკუთრა
საქართველოს ნაკრებმა "კარპატის თასი" გამარჯვებით გახსნა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები "კარპატის თასზე" წლეულს მეორედ იასპარეზებს
15-ქალა | ორი თამაში თებერვალ-მარტში
ფუტსალის ნაკრები ერევნის საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრა
"სელტიკმა" შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი დანიშვნიდან 2 კვირაში მოხსნას
[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა და "ლოზანა" პლეი-ოფში გაიყვანა - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" დრამა ათენში
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგი" მეოთხედფინალში გავიდა
[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა
17-წლამდელ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
ოფიციალურად - გიზი მამაგეიშვილი "შტურმის" ფეხბურთელია
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
უსაზღვრო "კვარათამასა" - ის, რაც ხვიჩას უკავშირდება
"უმაღლესი დონის თვისებები აქვს, ახლა მეტი თამაში სჭირდება" - საფონოვმა ვენგერი აღაფრთოვანა
X ტური უბრძოლველად დასრულდა: მარგვეთმა ორბი დაამარცხა, ივერიონმა დელტას მოუგო
"მის თამაშს კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ და ტოპ კლასის ფეხბურთელი გახდება" - გვარდიოლამ "სიტის" შემტევი გამოარჩია
ეკვადორის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მეუღლესთან ერთად ჩაცხრილეს
"ალბათ ჩვენს ვარჯიშს დაესწრო" - "ფლამენგოს" მწვრთნელმა საფონოვზე იხუმრა
საფონოვი შევალიესთვის კოშმარია - სურათიდან აღარ ამოშალეს
რა სჭირს "ვილიარეალს"? - მიქაუტაძის გუნდი თასიდან ქვედალიგელმა გამოაგდო
გასაკვირია, ნამდვილად - როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ფლამენგოსთან" მატჩში?
[VIDEO] "კვარას" გოლი და საფონოვის გმირობა - პსჟ საკონტინენტთაშორისო თასის გამარჯვებულია