"ბარსელონა" შედის იმ გუნდებს შორის, რომელსაც გულშემატკივარი მუდამ მოგებას სთხოვს.

მაგრამ დღეს კატალონიელების მდგომარეობა ძალიან მძიმეა, გუნდი კრიზისში იმყოფება.

შეუსაბამობა

"ბარსელონას" ფილოსოფიის შეცვლა სჭირდება. როლანდ კუმანს სჯერა, რომ მოთამაშეები მის სათამაშო ფილოსოფიას შეეწყობიან, უბრალოდ გარკვეული დრო არის საჭირო ადაპტაციისთვის, მაგრამ ამ მომენტისთვის კატალონიელები საკუთარ თავს არ ჰგვანან. ისინი ვერ აძლევენ გუნდს იმას, რაც გულშემატკივრებს სჭირდებათ. შესაძლოა ჰოლანდიელი სპეციალისტის ფილოსოფია ვერ შეეწყოს გუნდს და კიდევ 1 წელი დაკარგონ, რაც უკვე ღრმა კრიზისში გადავარდნას გამოიწვევს.

ელ კლასიკო

კლასიკოში მარცხი გუნდს ყოველთვის დაღს ასვამს. "ბარსელონას" კი ბოლო სამი მატჩიდან არც ერთი არ აქვს მოგებული. მეტიც, მხოლოდ 1 ბურთის გატანა მოახერხა. ეს გუნდის მენტალიტეტზე, რა თქმა უნდა, ცუდად აისახება.

მესის სათამაშო ფორმა

ცნობილი ფაქტია, რომ "ბარსელონა" მაშინ არის კარგ ფორმაში, როდესაც მათი არგენტინელი ლეგენდა ლეო მესი კარგ ფორმაშია. კონკრეტულ მატჩსაც კი მაშინ იგებს, როდესაც ლეოს თამაში მისდის.

სამწუხაროდ, ამ სეზონში მესი თავის თავს არ ჰგავს. მხოლოდ და მხოლოდ 1 გატანილი გოლი ლა ლიგაში და ისიც პენალტით.

შინაგანი კონფლიქტი

"ბარსელონას" ხელმძღვანელობამ ბოლო თვეების განმავლობაში ღირსება საბოლოოდ დაკარგა. უკიდურესად მძიმეა მათი და გუნდის ერთმანეთთან დამოკიდებულება. ბართომეუ არ აპირებს გადადგომას, რაც ამჟამინდელ სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს.

გრიზმანი გუნდს ვერ შეეწყო

ფრანგი ფორვარდი გუნდთან ადაპტაციას ვერ გადის. "ატლეტიკოდან" წამოსულმა შემტევმა საერთოდ ვერ გაამართლა. თითქოს დაკარგა გოლის გატანის ალღო. სავარაუდოდ, მას გაუშვებენ და როგორც დემბელეში, ასევე ანტუანში გადახდილ თანხას "ბარსელონა" ვერ ამოიღებს.

სუსტი დაცვა

კატალონიელების დაცვის ხაზი ყოველთვის კრიტიკის ქვეშ იყო, მაგრამ წელს? წელს ეს დაცვა ვერაფერს ახერხებს. "ბარსელონას" ხელმძღვანელობა ცდილობდა ერიკ გარსიას ტრანსფერს, მაგრამ ვერ შეიძინეს. ასე რომ, "ბარსას" დაცვა საშინლად თამაშობს.

პრობლემები ნახევარდაცვაში

ასევე უჭირს ნახევარდაცვას. გაუშვეს არტური და მოიყვანეს ასაკში მყოფი პიანიჩი. რამდენად გამართლებულია ეს ტრანსფერი, ვნახავთ. შანსი არ ეძლევა რიკი პუჩს, ბუსკეტსი ასაკში შევიდა. ვფიქრობ, არტურო ვიდალის გაშვება შეცდომა იყო. ნამდვილი მებრძოლი, რომელიც ბოლო წამამდე თამაშობდა. სწორედ ასეთ დროს, როცა გუნდს მოტივაცია აკლია, მისი საბრძოლო ჟინი იქნებოდა მოტივაცია გუნდისთვის.

სუარესის ტრანსფერი

ურუგვაელი ფორვარდის ტრანსფერი, ალბათ, ყველასთვის გაუმართლებელი იყო. თუ უშვებდნენ ლუისს, უნდა მოეყვანათ მისი შემცვლელი. დღეს "ბარსელონას" ცუდ ფორმაში მყოფი გრიზმანი და ბრაიტვეიტი ჰყავს. გაუმართლებელია შენი მეტოქისთვის შენი საუკეთესო ცენტრფორვარდის მიყიდვა ან თუ გაყიდვაა, შემცვლელი უნდა მოეყვანათ, მაგალითად, ლაუტარო მარტინესი.

გამოსავალი

- ბართომეუ უნდა გადადგეს

- მოიყვანონ მაღალი დონის მცველი, მაგალითად, კულიბალი.

- დააბალანსონ ნახევარდაცვა

- მოიყვანონ ცენტრფორვარდი, მაგალითად, ლაუტარო მარტინესი.

- დაწყებული თაობათა ცვლა განაგრძონ და უფრო მეტად მისცენ შანსი ახალგაზრდებს, მაგალითად, რიკი პუჩს.

- ააწყონ თამაში გუნდზე და არა მესიზე, რადგან ეს უკანასკნელი რამდენიმე წელში დაასრულებს კარიერას და გუნდი წლების განმავლობაში ვეღარ დაბრუნდება.

- თუ პეპს "სიტიდან" გაათავისუფლებენ, დააბრუნონ კატალონიაში, რადგან მასზე უკეთ დღეს არავის შეუძლია აათამაშოს "ბარსელონა" და მესი.

წყარო - Marca

1234
ის შარლატანი თუ დააბრუნეს, მთლად აეწყობათ საქმე. კაი, შარლატანს აბრუნებ, მარა მაშინ ზემოდან ტრანსფერებისთვის 1 მილიარდი უნდა დაამატო, სხვანაირად მისი ტაქტიკა ვერ მუშაობს. საერთოდ, ტიკი-ტაკას მოგონების საათი .... ან :) ბურთის გორება 80% სათამაშო დროის განმავლობაში. ჟოზეს ავტობუსზე არანაკლებ საშინელი სანახაობა.
გულშე
100% ხარ, არადა ძაან მარტივადაა საქმე, გვარდიოლა , კარგი მცველი, კარგი ფორვარდი
ათაბაგი
ლაუტარო არანაირი დონე არაა, ძაან რიგითი ტიპია
ამაშია საქმე
მესის ადგილზე იუვეში გადავიდოდი კრიშტიანოსთან ვისთანაც ბოლო დროს მეგობრული ურთიერთობა აქვს.თუ წარმოგიდგენიათ ეს რომ მოხდეს რა იქნება,მთელი მსოფლიო ტელევიზორებთან იუვეს თამაშების დროს ამ ფეხბურთის ორი დენდის თამაშით უდიდესი სიამოვნების მისაღებად.აბა ამაზე კარგი რა შეიძლება მოხდეს ამ გაუბედურებულ მსოფლიოში.ოცნებები ხანდახან სრულდება.
Gio
ამან ეხლა მოხოდა ბარსა ამ ჩამონათვალით თუ უბრალოთ იკაცუნა
ასეა ეს
ბავარიამ საბოლოოდ წერტილი დაუსვა ტიკიტაკის და ბურთის ცენტრში გორაობას სადაც მესი როგორც თევზი წყალში ისე გრძნობდა თავს.იგივე ხდება არგენტინის ნაკრებში.ვინც კი ძალისმიერი ფეხბურთი ეთამაშა ბარსას ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველგან გაუჭირდა.გამოსავალი ერთია ბარსა ძალისმიერ ფეხბურთზე უნდა გადავიდეს,რაც ამ ფიზიკურად სუსტი ფეხბურთელებით შეუძლებელია.
Mateus
ბოდიშს გიხდით, მაგრამ ტექსტში კუმანის სახელი რაც წავიკითხე, მას მერე არ გამიგრძელებია კითხვა. თან მეორედ ხდება უკვე. ნუ გამომიქვეყნებთ ამ კომენტარსაც, უბრალოდ ჩაასწორეთ. მადლობა
sake
ჩემი აზრით მესის არ გაშვება შეცდომაა,აქ ფული მეორე ან სულაც მესამე დონის პრობლემაა,როცა შენი გუნდის ლიდერი ამბობს,მე ვეღარ ვხედავ ჩემს მომავალს გუნდის პერსპექტივაში და გამიშვი,უნდა გაუშვა იმიტომ რომ;1-ვერ იქნება ისეთი შემართებით,როგორსაც ვხედავდით.2-მას შენ სკამზე ვერ დასვავ,ჯერ ერთი იმიტომ,რომ მესია,მეორე მაშ რისთვის დატოვე?3-სულ ისმოდა ლაპარაკი,იმის შესახებ,რომ მესი ცდილობს ჩაერიოს გუნდის სატრანსფერო პოლიტიკაში,ვინმეს შეუძლია დაასახელოს ფეხბურთელი ვინც უნდოდა მას გვერდით ყოლოდა და შეიძინეს.4-ბარსელონას სატრანსფერო პოლიტიკაა ის ფაქტიურად რამაც ბარსელონა ამ დღეში ჩააგდო,სკამზე გყავდეს 300-350 მლ და ვერ იყენებდე,გუნდიდან უშვებდე ახალგაზრდა ძალიან კარგ ფეხბურთელ(ებს)ს და მოგყას პიანიჩი,სკამზე საჯდომად?,ამის შესახებ არა ერთხელ დაიწერა,რომ მესისა და "ბარსელონას მტერ"(სხვას ვერ ვუწოდებ ამ კაცს)ბართომეოს შორის ამის შესახებ დიდი უკმაყოფილებაა,ჩემი აზრით ბართომეო კი არ უნდა გაუშვან,უნდა დაიჭირონ,თუმცა ვფიქრობ,რომ მან იმდენი გააფუჭა ამან დიდად უშველოს გუნდს.
დ.დ.
ეს სიბრძნე სასწრაფოდ ითარგმნოს კატალონიურ,ესპანურ და ყოველი შემთხვევისათვის ინგლისურ ენებზე და დაიგზავნოს სადაც ჯერ არს. იქნებ კატალონია და ზოგადად მთელი ესპანეთი, აზრზე მოვიდეს და ხიდზე გავიდეს!
barsa mesi
მესის ფორმიდან ამოვარდნის მთავარი მიზეზთა-მიზეზი არის, ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი (მთავარი მოქმედი პირი რასაკვირველია ბართომეოა და მისი უაზრო ტრანსფერები) ხვდებოდა ლეო, რომ ვეღარ შეძლებდა თვალის დახუჭვას და შორიდან ყურებას, თუ როგორ ანგრევდა გუნდს, სულელი ბართომეუ და აი აქ უკვე ამოასხა ლეოს სათქმელი, მაგრამ სამწუხაროდ მაშინ არცერთი გუნდის წევრი არ დაუდგა მხარში, ან იგივე კატალონიელი ფანებიც კი, რომლებიც გადატენილ კამპნოუზე მესი, მესი სკანდირებდნენ. აი ასეთი შეძახილები სჭირდებოდა, იმ მძიმე დღეებში ლეოს. როგორ გგონიათ ეს ყველაფერი ადვილი გადასატანია? დაღს არ დაასვამდა მის თამაშის ხარისხზე? მე პირადად ლეო როგორც მაგარი ფეხბურთელი ძალიან მიყვარს და ყველანაირად მის მხარეს ვარ.
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
ტონალი თუ გიმარაეში? - "მანჩესტერ იუნაიტედმა" არჩევანი გააკეთა
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
კონფერენს ლიგაზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა - აზაროვი ისევ არ ათამაშეს, მორჩილაძე 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე
საუკეთესოდ რაფინია დაასახელეს - საფონოვი სიმბოლურში შეიყვანეს
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
დავუჯეროთ Opta-ს? - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] ომში იყვნენ თუ "ენფილდზე" - ოსიმენს თაბაშირი დაადეს, ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
"პსჟ კარგი გუნდია, მაგრამ..." - დომინიკ სობოსლაი
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
რონალდინიო: დარწმუნებული ვარ, მესი საფრანგეთს გაანადგურებს
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
"ატლეტიკო" კავანისთვის იბრძოლებს
[VIDEOS] "არსენალი" და "რეალი" მეოთხედფინალში გავიდნენ
როდრიმ მის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"სევილიასთან" მატჩის წინ "ატლეტიკოს" გულშემატკივარი დაჭრეს
მარადონას გუნდზე უფრო დიდი გავლენა ჰქონდა, ვიდრე მესის - მარკო ვან ბასტენი
[VIDEO] "ბარსელონა" "ნიუკასლს" დაუნდობლად გაუსწორდა
"ატლეტიკოს" ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევს, თუ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდება
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
"სიცოცხლე ან სიკვდილი" - აი, რა გააკეთა მიკელ არტეტამ "მანჩესტერ სიტისთან" ფინალის წინ
"მაშინ ყველაფერი სამართლიანად მოხდა" - ხავიმ მესის შესახებ ისაუბრა
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
"ჰოლანდის ტრანსფერთან ახლოს ვართ, ოღონდ თავად ჰოლანდმა არაფერი იცის" - "ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი ფარ-ხმალს არ ჰყრის
"პრემიერლიგის მოგება ყველაზე რთული რამაა. თუ კიდევ ქულებს დავკარგავთ, ყველაფერი დასრულდება" - პეპ გვარდიოლა
რონალდინიო მესის პსჟ-ში გადასვლას გამოეხმაურა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
კლოპი: "ლივერპულმა" შესანიშნავად ითამაშა ძირითად დროში, მაგრამ დამატებითში...
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
"პსჟ გუნდი არ არის." - ფილიპ ლამი
სიმეონე: ეს ფეხბურთელი დაცვაში სათამაშოდ გავუშვი და ყველაფერი პირიქით გააკეთა
სერხი რობერტო: მესის "ბარსელონა" უფრო უყვარს, ვიდრე პსჟ