ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ვაისი: ეს გულის თამაში იქნება - გმირები ვიქნებით ან ლუზერები

ვაისი: ეს გულის თამაში იქნება - გმირები ვიქნებით ან ლუზერები

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდის წინააღმდეგ ერთა ლიგის D დივიზიონის ფინალში გასამართ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"გამარჯობათ. ხვალ ქართული ფეხბურთისთვის, ჩვენთვის, ამ თაობისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა.

ყველას აქვს იმედი, რომ ხვალ მოვიგებთ და ხალხს გავახარებთ.

წინა პრესკონფერენციაზე, როდესაც მკითხეთ, კოსოვო უფრო ძლიერი მეტოქე იყო თუ მაკედონია, გითხარით, კორონავირუსი-მეთქი. ეს მოცემულობაა, ვერაფერს გავაწყობთ.

დანაკლისი დიდია, თუმცა გუნდში კარგი ფეხბურთელები კიდევ გვყავს. ის 11-ეული, რომელიც მოედანზე გავა, ბოლომდე უნდა დაიხარჯოს.

ეს არც ტაქტიკის, არც ტექნიკის, არამედ გულის თამაში იქნება. უნდა ვიბრძოლოთ, ერთით მეტი გოლი გავიტანოთ და ამ შემთხვევაში ვიქნებით ბედნიერები.

იგივე განწყობაა მეტოქის ბანაკში, დანაკლისი მათაც აქვთ.

კვარასა და შენგელიას გარეშე ვითამაშებთ. წინა ხაზში კიდევ გვყავს მოთამაშეები. ვიცი უკვე, ვის დავაყენებ, თუმცა ახლა არ ვიტყვი.

პაპუნაშვილი გუნდში არ თამაშობდა, თუმცა ის ჩვენთანაა და იმედია, უახლოეს მატჩებში დაგვეხმარება. შანსი მინდა მივცე. 2 წლის წინ საოცარ ფორმაში იყო, თუმცა ტრავმამ ხელი შეუშალა. კარგ ლიგაში, კარგ კლუბში თამაშობს და ის ფეხბურთელია, რომელსაც შედეგზე გავლენის მოხდენა შეუძლია.

პირველ მატჩში 4 მცველით ითამაშა მაკედონიამ, მეორეში - 5-ით. ვნახოთ, ხვალ რას გადაწყვეტენ. ჩვენ დისციპლინით უნდა ვითამაშოთ, ვნებით, დადებითი ემოციით და რაც მთავარია, შეტევაში კარგად უნდა ვიმოქმედოთ. სომხეთთან საოცარი შანსები ვერ გამოვიყენეთ და 2 ქულა დავკარგეთ. იგივე იყო მაკედონიაში. იყო თუ არ იყო პენალტი, მსაჯმა დადო და ამაზე ლაპარაკს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

ეს მხოლოდ ფეხბურთია. ორი გზა გვაქვს, მოვიგებთ ან წავაგებთ; ან გმირები ვიქნებით, ან ლუზერები. ჩვენ მოგება და მთელი საქართველოს გახარება გვსურს. პირობა შემიძლია მოგცეთ, რომ რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ".

• david gurgenidze

ეს ფინალი თავით უნდა მოვიგოდ და არა ფეხით.

• hhh

ისე ქეცბა, ჩამოსულია და ხომ არ გვეკითხა რჩევა, არა არ ვხუმრობ ახლა სწორედ მისი ტაქტიკა თუ გვიშველის, ავტობუსი და კონტრშეტევის იმედი, თუმცა დიდათ ეს ტაკტიკა არც ვაისს ეზერება და ზოგი ჭირი მარგებელიაო შეიძლება ახლა გამოგვადგეს.

• arabika

თუ ძმა ხარ დაუშვილის და ქვილითაიას ნუ დაგვანახება შემადგენლობაში.

• მამუკა

ჩემი აზრით, მაკედონიასთან წინა ორი მატჩით თუ ვიმსჯელებთ, მიუხედავად იმისა რომ მწვრთნელებმა ბოლომდე არ გაუხსნეს კარტები ერთმანეთს მაინც საქართველო აშკარა ფავორიტი იყო. მაკედონიას არანაირი შანსი არ ჰქონდა. დღეს უმძიმეს ვითარებაში აღმოვჩნდით. ფაქტიურად თამაშამდე განიავდა ჩვენი უპირატესობა. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მაკედონიას უპირატესობა აქვს. უბრალოდ შანსები გათანაბრდა. ასეთ სიტუაციაში გამარჯვება რეალურად მიმაჩნია. უბრალოდ მეტი დაძაბულობა იქნება მოედანზე და მეტი ნერვიულობა მოგვიწევს. უფრო ძლიერი მეტოქეები დაგვიმარცხებია. მაკედონიაზე არაფრის თქმა არ მინდა, არც გაფიქრება მათი შანსები 0-ის ტოლია. ყველაფერი კარგად იქნება!

• zaza

წმინდა გიორგი გფარავდეთ ბიჭებო ბრძოლაში. ეს ბაქია ბაჭიები მუხლებზე უნდა დააყენოთ!

• ვატო

დინამოს სტადიონს რამე გადააფარეთ კიდე ჭაობში უნდა ათამაშოთ ბიჭები? ეს ბუნებაც ეხლა გაჯიუტდა რა ყველა ჩვენს წინააღმდეგ არის. კანკავასი მჯერავს ბიჭებს ისე დაქოქავს თავს შეაკლავენ!!! ვეღარ ვძლებ გულს ბაგა ბუგი გაუდის უხ როგორ არ ვართ სტადიონზე დარწმუნებული ვარ ასეთი ქომაგობა ისტორიას არ ექნებოდა ნანახი!!!! ან გამარჯვება ან მოედანზე დახოცვა!!!!!!

• gio

ცრემლი მომდის ამ კომენტარს რომ ვწერ, 91 იანი ვარ, პირველ მსოფლიოს 98 ში ვუყურე და მას შემდეგ ფეხბურთით ვარ მოწამლული, მახსოვს ბავშვობაში ლიგის ჰიმნზე როგორ მაჟრიალებდა და როგორ ვოცნებობდი საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ან ევროპის ფინალურ ეტაპზე მენახა, მამაჩემის მონაყოლი ყიფიანზე, ჩივაძეზე და დანარჩენ ჩვენს საამაყო ბიჭებზე ჩემთვის ყოველთვის რაღაც წარმოუდგენლად მოჩანდა, იმიტომ რომ ჩემი თვალით არ მინახავს. ბიჭებო დღეს სტადიონზე რომ გახვალთ გახსოვდეთ ვისი გორისა ვართ, თქვენში ქართული გენია და რომ არა ჩვენი ქვეყნის "დალხენილი" ცხოვრება, ჩვენი ნიჭის მქონე ქვეყანა ფეხბურთში დღეს ბევრად წინ უნდა იყოს. რახან ჩვენი თაობა აქამდე მოვედით ზუსტადაც თქვენ ბიჭებო გაარღვევთ ამდენი ხნის გასარღვევ კედელს და დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთისთვის ყველაზე დიდ ნაბიჯს გადადგავთ, ნაბიჯს რომელსაც შემდეგ უნდა მოყვეს ის წინსვლა, რასაც ჩვენი გენი იმსახურებს. თქვენი იმედი გვაქვს და ვიცით რომ ლომებივით იბრძოლებთ. საქართველოს გაუმარჯოს !!!

• დინამოელი - ს

რატომ მიულოცავს ბიჭებს მხოლოდ მაია ცქიტიშვილი? შევარდებიან როგორც ყოველთვის პირველები გასახდელში კალა-კობი და აფერისტულად გადაეხვევიან. ამათ ხომ ეს დღეები გიგზნტური შრომა გასწიეს ნაკრების წარმატებით გამოსვლაში?))))) შოთის და თემურას მეტმა ვერავინ ვერ უნდა გაბედოს მილოცვა, ვეტერანებმაც კი. ყველანი თევზებივით დადუმებულები არიან. ორი სიყტვა მაინც დაწერეთ ბიჭების გასამხნევებლად, თქვე ბედოვლათები. არ გესმით რომ იტორიული დღე და გადამწყვეტი მომენტია ქართულ ფეხბურთში?

• რაგბის ფანი

კარში ხშირად დაარტყით ეს ოხერი ბურთი

• ლუკა

მე მინდა რომ ხელმოცარულად მაკედონიელები დარჩნენ,მაგრამ ისეთი მოცემულობა ჩამოყალიბდა შანსები ჩვენს საწინააღმდეგოდ შეიცვალა

• gio gio

დღევანდელი მატჩი ჩვენი ოქროს ბიჭების ჩაკვე და კვარას გარეშეც უნდა მოვიგოთ.იმედია ევროპის ჩემპიონატზე ეს ბიჭები ნაკრებთან ერთად იტყვიან თავის სიტყვაა

• loko

არ დაჭირდება მილოცვა

• დინამოელი

საინტერესოაა, ბიჭებს გამარჯვებას ისევ მაია ცქიტიშვილი მიულოცავს მხოლოდ? მაია სფფ-ს პრეზიდენტად!!!!!

• მამუკა

რაზე ნერვიულობთ, უთხარით ბიჭებს რომ, რუსებს ვეთამაშებით და პრობლემა არ იქნება.

• jijis vinc gamoexmaura

ეგრევე ჩართეს ნაც სექტა ხემძღვანელებმა თავისი ტიტუშკები, ვერ ვხდები რამ შეგაზიზღათ ასე საქართველო,ალბათ,თქვენს ჯინაზე დღეს უეჭველი მოიგებენ ჩვენი ბიჭები..არდააყოვნოთ ნაცებო დისლაიქები

ვლადიმირ წესიერად, არანაირი ან!!! სულ რომ სეტყვა და თოვლი მოვიდეს ან შენ მოგიწიოს მოედანზე გასვლა, ეს თამაში უნდა მოიგო და დავამთავროთ ამით განხილვები!!! წარმატებები!!!

• 2:1 საქართველოს სასარგებლოდ

არანაირი ანტიგმირი, არც განიხილება ეს მოცემულობა!!!! ან მოიგეთ და გმირები ხართ ან დარჩით საერთოდ სტადიონზე!!! წარმატებები!!!

• ვვვ

დაწერე ბარემ, რა თქვა, შე კაი კაცო, იმხელა პრესკონფერენციას რო გვასმენინებ :) "ლუზერები" არ უხდება კონტექსტს აშკარად.

• ქობულეთიდან

მთელი ღამე არ მძინებია დღევანდელ მატჩზე ფიქრით.რაც უფრო ცოტა დრო რჩება მატჩამდე,გული უფრო მიჩქარდება.მჯერა,დღეს საქართველოს ნაკრები გუნდურად ითამაშებს და გამარჯვებას წინ ვერაფერი დაუდგება. წინ საქართველო !!!

• ნიკა

კაჭარავას დაყენება ჯობია სასტარტოში 2მეტრიანი კაცი ბურთს მაინც მოიგებს აბა ქვილითაია გინდ გყოლია გინდ არა თავისზე ბევრად დაბალმა სლოვაკმა მცველმა ყველა სათავე ორთაბრძოლა მოუგო. ასევე თვეობით უთამაშებელი ფორმა დაკარგული ხალხიც არ გვინდა სასტარტოში კაშია და ვაკო სკამზე.

• buba

პირველ არხზე 21:00 -ზე

• ქ. გ.

სიტყვა "ლუზერები" არ უთქვამს. კარგად მოისმინეთ. ვიდეო არის YouTube-ში.

• ჯიჯის

მეც შენზე არანაკლებ მეზიზღება ნაცები, მაგრამ დისლაიქი დაგიწერე. დღეს ასეთი მნიშვნელოვანი თამაშიზ წინ უადგილოა შენი კომენტარი. თუ ვინმეს საქართველოს გამარჯვება არ უნდა მას ძალიან დიდი ფსიქოლოგიური და მენტალური პრობლემა აქვს და შესაცოდია, ასეთ დროს კი პოლიტიკა უკანა პლანზე გადადის.

• Roma

Vici ro xval aris marsidan kiar vicerebi?! Wina tbilisuri tamashis naxva mindoda da vuyure movidzie.

• Vasili

ბევრი კომენტარი. გავაკეთე დღეს ჩვენ ნაკრებზე, მაგრამ ერთსაც თუ გამომიქვეყნებთ მადლობელი დაგრჩებით! ხალხო რა ნაცი? რა ქოცი? დაფიქრდით! ორივე თბილად ,კარგად, წყნარად, საკაიფოდ არიან , ხალხი გადაკიდეს ერთმანეთს, ძმაკააცები გადაკიდეს ერთმანეთს, მეზობლები, მამა და შვილი, ცოლი და ქმარი , ამ პოლიტიკის დედა არ ვატირე??? მე პირადად ისე შემზიზღდა ყველა ოპოზიცია პოზიცია რო ერთი მაგათი დედაც მოვტყან სუყველასი!!!!!! / პარლამეტში შედით და იქ იდავეთ ინტელექტუალურად, და ამ საწყალი ხალხის ფარად ამოყენებას გააანებეთ თავი!!! მომხრეები ყავს ოცნებასაც, ნაცებსაც და კიდე სხვებსაც რაღაც ოდენობით, ხოდა ყველამ თავის ამომრჩეველს ცეს პატივი! რა გაყალბები მოხდა და შეცდონები , ზუსტად მაგ პრობლემების აღმოსაფხვრელად უნდა შეხვიდეთ პარლამეტში, რადგან პარლამენტი იმიტომ შეიქმნა, იმიტომ აშენდა ეგ შენობა რო პოლიტიკოსებმა მანდ იმუშაონ , ავად თუ კარგად... / კაი რა ტვინი მოიხნა, ვისაც რამე არ მოეწონება ეგრევე რუსთაველზე რო აბუქსავებს!! რომელი საუკუნეა , ტეხავს!!!!

• ბაჩი

ხვალ არის 21:00 საათზე თბილისის დროით

• Soso

Xvichas korona daudasturdao ratomgac blepi mgonia radgan rubinis uprosobam da gulshematkivarma gaatrake ro ar unda gageshvat sanakrebo shekrebazeo ase rom mgonia pederacias shemoutvales da amatmac kovidi moimizezes radgan aq tramva an rame ar mosvloda xvichashi did puls xedaveen da nakrebshi tamashi vegar gariskees es chemi azriaa

• რომა

ბიჭები თბილისური მატჩის ნახვა მინდა საქართველო მაკედონიის და ვერ დავძებნე დამეხმარეთ რა

• recondite

დისლაიქი იმიტო დაგიწერეს რომ პოლიტიკა გაქვს არეული სპორტში,ყველგან ნაცები და ქოცები როგორ გელანდებათ რა ჯანდაბა გჭირთ ასეთი, სხვებს გადახედე ვის აქვს დისლაიქი , ვინც გულით ამხნევებს ნაკრებს, გამოხვედი და ნაცები და ქოცები ,შენნაირები რო არიან ბევრი მაგიტო გვაქ კარგად საქმე

• ვატო

გასკდა გული აღარ შემიძლია სულ საათს ვუყურებ ბიჭების იმედი მაქვს მჯერა ითამაშებენ თავის ფეხბურთს და ღმერთიც გადმოგვხედავს უპარტონო უმთავრობო მიუსაფარ ხალხს )))

• მევარმე

ღმერთმა დაგლოცოთ ბიჭებო, თქვენ შემოგევლეთ ქართველებო, რაც არის ეს არის გვაკლია ძირითადის 3 მოთამაშე მაგრამ არ ჩამოვყაროთ ყურები ვიომოთ და გავიმარჯვებთ!!!!

• ჯიჯი

უკვე დაუწერიათ დისლაიქი ნაცებს,,რა გეშველებათ თქვე საცოდავებო,,ოღონდ ფედერაცია და კობის გაუკეთონ ცუდი ჩასაფრებულები არიან ამათი ნაც სექტა..

• irakli

მოკლედ თუ ხვალ საქართველომ მოიგო, ძეგლი უნდა დავუდგათ ვაისს, თან ცისფერი თვალებით:)

• Zura

Guli ar gaitexot! Vaisi ara, yvela ertad movigebt! Upali shegvewios!

• Rezi

Va, ra klubia egeti?

• ლშ

კვირკველიასიც გაგვახსენე ერთი ? და რაღა დროს ჭანტურიშვილი ? კვეკვესკირმა წინა მატჩი ისეთი იტამაშა რაის ორი წლის უკან .

• dato

ნეტავ თუ გჯერავთ მართლა ვინც თამაში უნდა მოიგოს არ არის ხვიჩა გიო... ვაისი მოიგებს?მეტი არა ჩემი მტერი

• ჯიჯი

დღეს ყველა ემზადება ხვალინდელი ისტორიული თამაშისთვის,ყველა საფეხბურთო კლუბმა უსურვა წარმატება ნაკრებს გარდა ნაცსექტა გუნდის ხემძღვანელობისა,როგორ უნდა იყო ასეთი ბოღმა? მაგრამ ნაც ხროვასგან არაფერი არ არის ფასაკვირი,ამიტომაც ვერასდროს ვერ იქნებიან საპრიზო ადგილშიც,,მგონი გაუხარდებათ კიდევაც ნაკრბის წაგება ამნაც სექტა-წითლებს

• სიმართლე

დარწმუნებული ვარ ვაისი გააკეთებს ხვალინდელ თამაშს.მოწინააღმდეგეს ყველაზე მეტად ვაისის ფაქტორი აშინებს, თორემ საქართველოს ნაკრებს არასოდეს ჰყავდა სუსტი ფეხბურთელები. ვაისი გაცილებით კლასიანია, იმედია ფორტუნაც ჩვენთან იქნება

• ქართველი

ბიჭებო თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ გამარჯვება, ჩვენ უკეთესი გუნდი ვართ, მიდით და დაანგრიეთ ეგ მაკედონიელები, იხტიბარს არ იტეხენ და ფსიქოლოგიურ თამაშს გვეთამაშებიან თავიანთი კომენტარებით. ქართველებო წინ გამარჯვებისკენ.

• გია

ნაკრებს ძალიან მაგარი ფეხბურთელი ყავს ზუკა დავითაშვილის სახით..ვაისი უნდა ენდოს ხვალინდელ თანაშზე და ნახავთ შედეგსაც,ძალიან დიდი შესაძლებლობების და უზომო შრომის მოყვარეა მინდორზეც,სათამაშო პრაქტიკაც ფიდი აქვს..წარმატებები ზუკა და მთელ ნაკრებს

• დავით-ს

დავით-ს! როგორც დიდმა დავითმა დიდგორის ომის წინ ჩვენც ზუსტათ ეგრე უნდა ჩავხერგოთ უკან კარისკენ მისასვლელი გზები და ჩემ ფეხებს გაგვიტანენ გოლს!

• დავით

"გამარჯობათ. ხვალ ქართული ფეხბურთისთვის, ჩვენთვის, ამ თაობისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა. ხვალ ჩვენი ნაკრებისთვის საფეხბურთო დიდგორია!!! დანაკლისი დიდია!!საქართველოს ნაკრებს ორი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი დააკლდა ჯერ კიდევ მატჩამდე,თუმცა დღს გაირკვა,რომ ნაკრებს გამოაკლდა მისი ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია,ეს ინფორმაცია ნაკრების ქომაგისთვის ნამდვილად თავზარდამცემი აღმოჩნდა,ამას დავუმატოთ ის პრობლემები რამაც ჩვენი უპირატესობა(რომელიც ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის საუკეთესოდ ჩატარებისთვის მოიპოვა)ალბათ გაანიავა....მე ღრმად ვარ დარწმუნებული,რომ ორგანიზებულად გულშემატკივრების შეშვება სტადიონზე შესაძლებელი იყო,თუმცა აქ კიდევ ერთხელ წავაწყდით ქართულ გულგრილობას და ბეხზემკიდიაობას,ნაკრებს წავართვით მშობლირ კედლებში ასპარეზობის უპირატესობა,რომელიც სხვათაშორის ამ ბიჭებმა დამსახურებულად მოიპოვეს,ვიღაცამ ზევით გადაწყვიტა,რომ ეს "საშიშია"პანდემიის პირობებში (აქციაზე გამოსვლა და და ერთმანეთის ცემა ტყეპა არაა საშიში)"ზატო" სტადიონის კლასტერი ავიცილეთ თავიდან,ყოჩაღ!!!! ამ ყველაფერმა ნებსით თუ უნებლიედ ნაკრების ფეხბურთელებზე ალბათ ნეგატიური გავლენა უკვე მოახდინა....რაც ძალიან ცუდი ამ პირობებში ასეთი მნიშვნელოვანი თამაშის.....არა თამაშის არა,ბრძოლის წინ!!!! ამ ყველაფრის ფონზე "კუმ ფეხი გამოყოო" და ბატონმა ანგელოვსკიმ(ჩრ.მაკედონიის მწვრთნელი) მსუყე მსუყე კომენტარები არ დაიშურა და განაცხადა,რომ ხვალინდელი თამაში მათთვის ისტორიული არ არის,ისინი 13 ივნისს ავსტრიასთან თამაშზე ფიქრობენ და სწორედ ამ თამაშს თვლიან ისტორიულად,ანუ ჩვენ სათვალავშიც არ გვაგდებენ!!!მათი ფედერაციის პრეზიდენტი კიდევ უფრო შორს წავიდა და "....იღბალი მამაცთა ხვედრიაო"....(ალბათ მას ქართველების სიმამაცეზე ბერვი არაფერი სმენია) .............ხოდა ბიჭებოოო!!!! ამ ყველაფრის ფონზე ხვალ გამოდით და იბრძოლეთ,თქვენს უკან დგას მთელი საქართველო!!!იბრძოლეთ ყოველი სანტიმეტრისთვის,იბრძოლეთ კიტესთის,ჩაკვესთის,ლევანისთის ხვიჩასთის,იბრძოლეთ საქართველოსთვის!!!!იბრძოლეთ ჯაბასთვის ჩვენი გლადიატორისთვის,იბრძოლეთ ჩვენთის,ჩვენ გვიჭრდება ეს გამარჯვებაააა!!!ხვალ აისხით აბჯარი ხელში აიღეთ მახვილი და ფარიიიიი ხო და ბიჭებოოოო!!!! ფარით ან ფარზეე!!!! ფარით ან ფარზე!!!! ხვალ არის საფეხბურთო დიდგორი!!! ხვალ ის თერთმეტეული რომელიც გამოხვალთ მოედანზე,ხართ აღმაშენებლის 200 კაციანი ავანგარდის შთამომავლები ხო და წინ!!! წინ გამარჯვებისკენ!!! საქართველოს გამარჯვებისკენ!!! დიდება საქართველოს!!!!

• ყაველა

ხვალ დიდი მატჩია ქართული ფეხბურთის ისტორიაში და მინდა ჩვენს ეროვნულ გუნდს საფეხბურთო იღბალი ვუსურვო და მიდა თითოეულმა ფეხბურთელმა თავი აიმაღლოს და იომოს როგორც არასდროს ისე მთელი მისი შესაძლებლობების მაქსიმუმი დადოს ითამაშეთ ქართულად და ითამაშეთ თქვენი ბიჭებისთვის ვინც ხვალინდელ ოცნების თამაშს ტოვებს მარტო ამად ღირს გამარჯვება როცა თქვენს ძმებს გაუხარებთ გულებს ჩაკვეტაძე კვარაცხელია კიტეიშვილი .... თქვენ ვალდებულები ხართ ამ ბიჭების დაწყებული საქმე ბოლომდე წარმათებით დასრულოთ აბა თქვენ იცით გაგვიხარეთ გულები უფალმა დაგლოცოთ

• თემური

მთელი საარჩევნო სისტემა გაყალბდა და რა მოხდბოდა კვარაცხელიას და შენგელიას მაგივრად ვინმე სხვისთვის დაეწერათ ეს დედააფეთქებული ვირუსი ჰა?

• რა მაფიაა?

მეც რაღაცა ეგრე მიგრძნობს გული და ლამის გავგიჟდი კვარას ინფო რო ვნახე, მარა თითქოს ზურგს გვიმაგრებს ისეთი ჯოკერი, რომელიც ჯერ ჩვენც არ ვიცით )) შარშან იდეაში ზურიკო უფრო პერსპექტიულად ითვლებოდა ვიდრე კვარა, ხვიჩა უფრო ადრე გაიხსნა უბრალოდ, ერთი მომენტი უნდა და მგონია რო არც ეს დააკლებს თავბედისწყევლას მაკედონიელებს...

• რა მაფიაა?

ლორიას ტრადიციული თან უხეში და თან დამღუპველი შეცდომა გამახსენე მეგობარო, ასაკში ვარ და მეხსიერება მღალატობს...

• გოგი

აბა თქვენ იცით ბიჭებო არაუშავს ბოლომდე ითამაშეთ და კარებში დაარტყით .

• კობა

ეხლა ვიშვიშის დრო არაა თავდადება და ბოლომდე ვრძოლა გამოიღებს სედეგს, ყვითელი ბარათების და მითუმეტეს წითელი ბარათის გარეში, აბა წარმატებები ჩვენს ნაკრებს სულმოუთქმენლათ ველი ნანატრ გამარჯვებას

• ვატო

აუ კვარააა :( ხვალ ფაფხურა თამაში იქნება და 1 გოლი გადაწყვეტს ყველაფერს რომელიც მეორე ტაიმში გავა.... ზურიკო და საბა სასტავში!!! კაშია სკამზე!

• გულშემატკივარი

რაც უფრო ცოტა რჩება მატჩამდე, მით უფრო ჩქარა მიცემს გული.გული მიგრძნობს მოგება ჩვენ დაგვრჩება,აი ნახავთ.

• gela 67

ერთი ფილმის გმირსა არ იყოს: ეს რა ჭირი გვჭირს ტო? ელდა მეცაო რომ ამბობდნენ,ახლა მივხვდი ამ ფრაზის სრულ არსს.. ყველა მიყვარს და ყველა მენანება ავადმყოფობისთვის,მაგრამ რა იქნებოდა მათსავით მე3 კატეგორიის ფეხბურთელი დაგვკლებოდა თუკი ეს გარდაუვალი იყო..... ან შენგელიას მაინც არ შეხვედროდა. ამბობენ,რომ კიდევ გვყავან კარგები თავდასხმაშიო,ამათნაირი შემქმნელი არცერთი არაა და ცარიელი გულით თამაში ხეირს ვერ მოგვიტანს იქ თუ ტექნიკა არ გაბადია.თფუ ჩვენი წილი ფორტუნას დედას შე--ცი

• შოთა

ღმერთო შენ გადმოგვხედე. ეს რა ხდებააა, ეს რა უბედურებააა?!!! მაინც მჯერა რომ გავიმარჯვებთ! იმის გაფიქრებაც კი მზარავს, ვაი რომ წავაგოთ. მიდით ლომებო, საქართველოს სჯერა თქვენი!

• ლეო

ახლა წუწუნის დრო აღარაა, თამაში კარზე მოგვადგა, ვინც მინდორზე გავა ყველამ მეტი უნდა მოინდომოს, არ შეშინდეთ კოლხელებო თქვენ ხვალ ყველა ლიდერები და ყველა გმირები იქნებით, გამარჯვება ბიჭებო!!!

• გადასარევი გიორგი

ხვიჩას არ ყოფნააა...... ეს რა თქვით ხალხნო ?? ეს რა უბედურება სჭირს ნაკრებს ? ეს რა ჯანდაბაა? ბატონო ვლადიმერ რა პაპუნაშვილი? რა პაპუნაშვილი?? პაპუნაშვილი რომ გამოიყვანოთ ხვალ ძირითადში დასრულდა ესეიგი ამდენი წვალება უაზროდ! რა დროს პაპუნაშვილია? ხარაიშვილი მაინც იყოს განაცხადში ... ეჰ რა! კარგით რა მართლა! ოქქრი - შენ მოგმართავ მეგობარო - აბა შენ იცი!! შენ უნდა აიღო შენ თავზე ის გადამწყვეტი გოლი! შენი კი ყოველთვის მჯეროდა და ეხლაც მჯერა

• Vasili

ბიჭების გამოცდილების იმედი მაქ...! კანკავამ თავის სიტყვა უნდა თქვას ამ თამაშში! და კიდევ გვაქ ერთი ვაზნა ზურიკო დავითაშვილის სახით , შეიძლება გახვრიტოს მაკედონია!!!! ( რო წავაგოთ შეუძლება ინფაქტმა მხიოს!)

• ლაშა

კიი ვაის, ეს გულის თამაშია და ჩვენ უფრო დიდი გული გვაქვს:) კვარავხელია და შენგელია დიდი დანაკლისია, მაგრამ ეს მოტივაცია იქნება ოქრისთვის, ვაკოსთვის და მისთვის ვინც ხვიჩას მაგივრად ითამაშებს.. რონალდუ აკლდა პორტუგალიას და მოუგო თითქმის უძლეველ საფრანგეთს პარიზში.. მაკედონიაა რა, რომელსაც ასევე აკლია 3-4 ძირითადის ფეხბურთელი. უნდა მოვიგოთ!!! ხვიჩას კი ვეტყვი რომ წინ ბევრი ოცნების მატჩი გექნება, თუნდაც შემდეგ ზაფხულს ევროპაზე! გვიყვარხართ და გვეიმედებით!

• Gio

მეცოდება ვაისი ასე არ შეიძლება გულწრფელად მეცოდება

• Milani

Gmertma qnas movigot magram babuca pataraiastan aris shetanxmebuli ro sixaruli gamovxatot?

• Buka

ესენიც მაგრებიბლ არიან რა, ვერ გააყალბეს ერთი საბუთი კვარაცხელიას მაგივრად გრიგალავა ჩაეწერათ და ეგ იყო :) ეს ხუმრობით რა თქმა უნდა, მაგრამ ხვალ აუცილებლად უნდა მოვიგოთ არაფერი გუნდი არაა ეს მაკედონია, ტრაბახა და ამპარტავანი გუნდია თავის მწვრთნელიან ფედერაციანად...

• gio

აბა შენ იცი ეხლა, ქვილითაია და დაუშვილი არ დააყენო ძირითადში

• ა

სხვა სუნი უდის ამ ყველაფერს

• vaso

უმძიმესი დანაკლისი გვაქვს, კიტე, კვარა და ჩაკვე. სამი მოტორი, რა ვთქვა, მარა მაინც მოვიგებთ. მთავარია დაცვა დააყენოს სწორად, ხოჭოლავას ვათამაშებდი, კაკაბაძეს დვალს და ტაბიძეს. კაშიასნაირი მცველი, ბურეთის ჩამტარებელი და პასის მიმცემი არაა არცერთი, მარა არის კი ფდორმაში? ყოველ შემთხვევაში კვერკველიას არავითარ შემთხვევაში არ ვათამაშებდი და არც ლორიას, რადგან მაგათმა ტრადიციული, უხეში შეცდომები იციან და ბევრჯერ დავუღუპივართ, ამიტომ მეკარეც გვყავს, მაკარიძე და მცველებიც, საყრდენები ყაზახური, თუმცა კვეკვე აღარაა ის კვეკვე 2 წლის წინ რომ იყო, მარა მაინც. ასევე ვფიქრობ, რომ საბა ლობჟანიძე იქნება სასტარტოში. დანარჩენი, ოქრი, ვაკო, გვილია, პაპუ, ჭანტურიშვილი, დავითა? არ ვიცი. საბა ნაღდად იქნება. მაგია რეალურად გოლის გამტანი. ვაკოს იმედი არ მაქ, მარა ისე მაგან თუ მოინდომა კი გამოუდის თამაში

• იაგო

ელდა მეცა კვარაცხელია და შენგელია დაგვაკლდა და სამი თამაშიდან ვერცერთში ვერ დაგვეხმარებიან. არადა სამივე მოსაგები გვაქვს. მაგრამ გულს იმით ვიმშვიდებ მაკედონიაში პირველი ტაიმიც მათ გარეშე ვიტამაშეთ და ყველანაირად ვჯობდით და მასპინძელის ფაქტორი გვემატება და კიდევ კანკავაგვეყოლება იმ თამაშისგან განსხვავებით და რატომ უნდა ჩამოვყაროთ ყურები? დანიას და შვეიცარიას არ გავატანინეთ გოლი იქაც ლიდერები გვაკლდა მეტწილად და მაკედონია ამ გუნდების აჩრდილიც არარის. კიდევ ის გარემოება მაიმედებს რომ ჩვენი დაცვის ხაზი ძალიან კარგ ფორმაშია. ნახევარდაცვა სტაბილურად ჩამშლელ ფეხბურთს თამაშობს. ერთადერთი დარტყმა შეტევას მიადგა მაგრამ იქაცაუცილებლად გვექნება ორი- სამი კარგი მომენტი და უნდა გამოვიყენოთ მითუმეტეს რომ მაკედონიის ყველაზე სუსტი რგოლი მათი დაცვაა. წარმატებები ქართველო არწივებო!!!

• qartveli

დაარტყით ბურთ კარში, გოლის გარეშე ვის მოუგია. დაარტყით კარში, დაარტყით

• ziko

სული, გული, ძვალი, ხორცი, ყველაფერი უნდა ჩადონ ამ თამაშში ვინც მოედანზე გავა, დანაკლისი დიდია მაგრამ მათაც აქვთ დანაკლისი, საქრთველოს ნაკრები დარწმუნებული ვარ ყველაფერს გააკეთებს რო ევროპაზე გავიდეთ,აი იქ კი კვარაცხელიაც, ჩაკვეტაძეც,კიტეიშვილიც და ანანიძეც რომელიც ასევე მაგრად გვაკლია ხვალინდელ მატჩში, ფორმაში მყოფი ანანიძე თავისი ბურთის დაჭერით სულ სხვაა,ეს ფეხბურთეთელები რო საქართველოს ხვალინდელ მატჩში ყავდეს მაკედონიასგან აღარაფერს დატოვებდნენ ამაში ყველა დამეთანხმებით ალბათ,მაგრამ ვინც იქნება ხვალინდელ მატჩში დარწმუნებული ვარ ბოლომდე და გულიანად ითამაშებენ, მჯერა გამარჯვება საქართველოს დარჩება.

• vaso

ფორმაშია პაპუ, თამაშობს გუნდში, ნუ 20 წუტს აძლევენ

• თაზო

მშვიდად კიარა,ვკანკალებ უკვე ნერვიულობისგან...

• გოგა

აი ნახავთ ხვალ 3 ჩამშლელი თუ არ გამოიყვანა ვაისმა

• aburjga

ვაისი შემეცოდა! ჯერ კიდევ გულში ტრიუმფატორის სიმღერას ღიღინებდა. დღეს კი ასეთი ელდა დაეცა და დაგვეცა ყველას! შენგელია დიდი დანაკლისია, მაგრამ ხვალ რომ კვარაცხელია ვერ ითამაშებს ეს ძალიან მძიმედ გადასატანი დარტყმაა. წარმოგიდგენიათ 1986 წლის მუნდიალზე 22 ივნისს მეოთხედფინალში ინგლისთან არგენტინას მარადონა რომ გამოჰკლებოდა?! ხო, კვარაცხელიას შემთხვევა სამწუხაროდ მსგავსი სიტუაციაა! მაგრამ იმედი მაქვს თუ ჩვენები ქართულ, ნაღდად ჭეშმარიტ ქართულ ფეხბურთს ითამაშებენ მაკედონიის საშუალოზე სუსტ ნაკრებს დიდი უპირატესობით მოუგებენ! ჩემი პროგნოზია 3:0 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ! არ დაგავიწყდეთ ესპანეთის ნაკრებისთვის გვაქვს მოგებული როცა იქ თამაშობდნენ ისეთი გროსმაისტერები როგორებიც არიან - დე ხეა, ხუანფრანი (46. ბელერინი), პიკე, რამოსი (46. სან ხოსე), ალბა, ბუსკეტსი (75. პედრო), ტიაგო ალკანტარა (46. კოკე), ვასკესი (61. დავიდ სილვა), ფაბრეგასი (46. ინიესტა), ნოლიტო, ადურისი.

• აღმაშენებელი

წარმატებები ქართველნო!!! ჩვენი ხატია სამშობლო!!! შეჭამეთ მოწინააღმდეგე!!! საქართველოსთვის!!! ქართველი ერისთვის!!! დიდება უფალს!!!

• Master

პაპუნაშვილი,ვაისის საიდუმლო ჯოკერი.თუ ფორმაშია ეს კაცი,ძალიან მაგარია.

• c

მე მჯერა დედას გეფიცები თქვენი, ვიგებთ.. სხვარამეზე აღარც ვფიქრობ. მშვიდად ველოდები 12 ნოემბრის 21:00 საათს.

• david gurgenidze

აბა პანდევი ყოველი ბურთის შეხებისას აფერისტულად ძირს ვარდება და მეშინია პენალი არ აგვკიდოს მაგ მსაჯის ხელში.

• zaza

ძალიან ცუდია ხვიჩა რომ არ გვეყოლება, მის მაგივრად დავითაშვილი უნდა დააყენონ. ზურიკო ძმის გულო, ჩაკვემ დაიწყო, კვარამ გააგრძელა, შენ კი უნდა დააგვირგვინო!!!!!!!!!!

• ვანგაშვილი

ოჰ. ხედავ შენ, ჯერ კიდევ როდის გამოუცნია? ნამდვილი ვანგა ხარ ვაის))))) რატომ უმდა მოვიგოთ მხოლოდ ერთით მეტი ბურთით და არა ორით ან სამით, შე კურდღელო?

• Biankonneri

პაპუს რაცშეეხება - რადროის უახლოესი თამაშებია შეკაიკაცო! შეტევაში კაცი გვინდა და ვინ თუ არა პაპუნაშვილი???? გასაგებია უთამაშებლობა და დროის ნაკლებობა მაგრამ, მინიმუმ 30წ გაქაჩავს და მეტიც. ეს ჩემი აზრია..

• ალეკო

მაყურებლის შეზღუდული რაოდენობა მაინც დაგეშვათ სტადიონზე, ორი წამყვანი ფეხბურთელის გარეშე მაგრად გაგვიჭირდება

• semi

რა გატირებთ კვარას გამო?! შიში არ შეუშვათ გულებში ! ჩვენ მოვიგებთ ამ თამაშს !!!!

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

სპალეტის გაწვრთნილი იტალია უკრაინას დაუზავდა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა

იტალიამ ჩრდ. მაკედონიას მოუგო და 20 ნოემბერს უკრაინასთან ფინალის ტოლფასი მატჩი ელის

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

"ჯვაროსნების" მეტოქემ სახლში ჩრდ. მაკედონიას ორი პენალტით ძლივს მოუგო [VIDEO]

[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა

უკრაინამ ჩრდ. მაკედონიას მოუგო და ჯერჯერობით მეორე ადგილზეა

"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ

Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...

სომხეთის ნაკრების უკრაინელი მწვრთნელი გადააყენეს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

იტალიამ უკრაინას მოუგო - სპალეტიმ შვებით ამოისუნთქა