ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

დაასრულეთ მაკედონიელთა ბაქიბუქი და გაიმარჯვეთ - თქვენ ეს შეგიძლიათ!

დაასრულეთ მაკედონიელთა ბაქიბუქი და გაიმარჯვეთ - თქვენ ეს შეგიძლიათ!

ჩრდილომაკედონიელები თბილისში საქართველოს ნაკრებთან ევროპირველობის პლეი-ოფის მატჩზე ზედმეტად თვითდაჯერებულები ჩამოვიდნენ. ბაქიაობა ჯერ კიდევ სამშობლოში დაიწყეს, მედიაში გუნდის მხარდასაჭერი კამპანიაც გამართეს და ძალიანაც შეაგულიანეს ფეხბურთელები, რომლებიც ისე მოჩანს, თავიანთ უძლეველობაში დარწმუნებულნი არიან, მით უმეტეს, ნახევარფინალში კოსოვოს ძლევის შემდეგ. ასეთი აქტიური თანადგომა ჩვენს ეროვნულ გუნდს არ ჰქონია. აბა, სად გვეცალა, არჩევნები გვქონდა და სხვა სამომავლო პოლიტიკური მოვლენები განსახილველი.

არადა, კი უნდა ხვდებოდნენ მაკედონიელები (ან მაგას რა დიდი მიხვედრა უნდა), რომ "ჯვაროსნებთან" წინა ორ შეხვედრაში წაგებას სასწაულად გადაურჩნენ, მეტოქე ვერაფრით დაჯაბნეს და მომენტებსაც ძალიან იშვიათად ქმნიდნენ. რატომღაც წინასწარ დაიწყეს ზარ-ზეიმი. თავიდან მეგონა, ამას მოწინააღმდეგეზე ზეწოლისთვის აკეთებდნენ, მაგრამ ეტყობა, ხასიათში აქვთ. ჩვენი ნაკრების მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენციაზე არც შევიდნენ. მოკლედ, აინუნშიაც არ გვაგდებენ. ეს მათი საქმეა, უფლებაა. მაკედონიელთა სამ წამყვან ნახევარმცველს პრობლემები აქვს - ენის ბარდი (ლევანტე) თბილისში საერთოდ ვერ ჩამოვიდა, არიან ადემის (ზაგრების დინამო) ტრავმა ბოლომდე არ მოურჩენია, ხოლო ელიფ ელმასი (ნაპოლი) შეუცვლელად სათამაშოდ მზად არ არის. ასე რომ, თავსატეხი მოწინააღმდეგის მწვრთნელს, იგორ ანგელოვსკისაც საკმაო აქვს. ნუ დაგვავიწყდება, რომ ტალინში ესტონეთთან მან წამყვანი ფეხბურთელები დასვენების მიზნით სასტარტოში არ დააყენა, მე-80 წუთამდე 1:3-ს აგებდნენ და მხოლოდ შეცვლაზე შესულმა ლიდერებმა მოახერხეს შეხვედრის ფრედ დასრულება. ერთი სიტყვით, გრძელი, სრულფასოვანი სათადარიგოთა სკამი არა აქვთ.

საქართველოს ნაკრები კი გულშემატკივართა მხარდაჭერის, გიორგი ჩაკვეტაძის, ხვიჩა კვარაცხელიას, ოთარ კიტეიშვილისა და ლევან შენგელიას გარეშე დარჩა. სამი შემქმნელი (ახლა ჩიქორთულად კრეატიულს რომ ეძახიან) ფეხბურთელი არ გვეყოლება ისტორიულ მატჩში, არც ოთარ კიტეიშვილი, რომელიც ნაკრებისთვის უდიდესი ძალაა და ჯამში ეს ოთხეული ჩვენი ეროვნული გუნდისთვის უდიდესი დანაკლისი გახლავთ. ჩაკვეტაძის არყოფნას ასე თუ ისე შეგუებულები ვიყავით, კიტეიშვილის, შენგელიასა და მეტადრე კვარაცხელიას მაინცდამაინც ახლა გამოკლება კი ძალიან სამწუხაროა. ამ ყველაფრის ერთობლიობით, რა თქმა უნდა, შანსები შეგვიმცირდა (ჩვენ ხომ სხვებივით სუბიექტურები არ უნდა ვიყოთ), თუმცა გამარჯვების შესაძლებლობა მაინც ვიზავიზე მეტი გვაქვს - ეს ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. გუნდში, სადაც 37 წლის შემტევი საუკეთესოა, დაუმარცხებელი ნამდვილად არ არის. არც მეკარე ჰყავთ საუცხოო და არც მცველები. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელად საკუთარი კარი მშრალად ერთი წლის წინ შეინახეს.

თუ დებიუტშივე რომელიმე გუნდმა გოლი არ გაიტანა, სავარაუდოდ, ეს არ იქნება ლამაზი და გახსნილი თამაში. დაახლოებით, სკოპიეში გამართული მატჩის პირველ ტაიმს დაემსგავსება, ბევრი ბრძოლითა და მეტოქის შეცდომის მოლოდინით. შეიძლება ყველაფერი მცირედმა დეტალმა ან სულაც მსაჯმა გადაწყვიტოს. ეს მთელი საქართველოს მატჩია, ვეტერანებისთვის დიდ ტურნირზე მოხვედრის უკანასკნელი შანსი, ახალგაზრდებისთვის კარიერაში წინ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი და ქართული ფეხბურთის განვითარების არნახული შესაძლებლობა. ეს ყველამ შესანიშნავად იცის, ამაზე ზედმეტ ლაპარაკს აზრიც არა აქვს. მთავარია, ბიჭები არ დაითრგუნონ, ფსიქოლოგიურ წნეხში არ მოექცნენ და ეს მათ თამაშზე არ აისახოს. ღმერთმა არ ქნას და, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, წაგების შემთხვევაში მათზე აუგი არავის დასცდება.

ამიტომ უნდა ითამაშონ ყოველგვარი ზედმეტი კომპლექსის გარეშე და გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება. ჩვენს ფეხბურთელებს ეს შეუძლიათ! ჩვენმა ფეხბურთელებმა ეს უნდა გააკეთონ!

• თამაზი

სირცხვილია ასე მოხსენიება შენი ქვეყნის ნაკრების წევრების.

• ქართველი

ბიჭებო მიდით ამის დედაც დღეს თქვენი დღეა ჩვენი დღეა დღეს სიხარული დაისადგურებს ჩვენს ქვეყანაში და მისი შემოქმედები თქვენ იქნებით. გვიყვარხართ

• ქართველი

ბიჭებო მიდით ამის დედაც დღეს თქვენი დღეა ჩვენი დღეა დღეს სიხარული დაისადგურებს ჩვენს ქვეყანაში და მისი შემოქმედები თქვენ იქნებით. გვიყვარხართ

• რომანოზაააააა

გასკდა გული დროზე დაიწყოს თამაში ცოტას წავუძინებთქო დრო გავიდესთქო და არც ძილი მეკიდება რა დამაძინებს გული ამოვარდნას არის მიდით ლომებო ჯიგარი ჩადეთ სული გული და ჩვენ გავიმარჯვებთ მაკედონელებს ვიღაცაში ვეშლებით ერთი მაკედონელი ყავდათ და თავი ვიღაც გონიათ ვანახოთ ქართველობა რაც არის!!!!

• nk

ვიღაცას ეწერა და მეც გავიმეორებ. თუ მაგ ჭ კლასის ფეხბურთელებით ჭ კლასის მაკედონიას ვერ მოვუგებთ მაშინ ევროპაზე თამაშს არ ვიმსახურებთ (ჩაკვე და კვარა მომავალ ძლიერ გუნდებშიც მიაღწევენ წარმატებას, თუ ისე აეწყოთ კარიერა, როგორც ამ მომენტში მოჩანს და გვინდა). პ.ს ჩემი ჭ კლასის ნაკრები და ჭ კლასის ფეხბურთელები მირჩევნია სხვის ა და ბ კლასის ფეხბურთელებს.

• Master

ეს თამაში გადამწყვეტია ყველა ასპექტით.წაგების შემთხვევაში ალბათ ლორია,კაშია,კანკავა წავლენ ნაკრებიდან,რა თქმა უნდა ვაისიც და ახალი მწვრთნელი და ახალი გუნდი იქნება.ეს თამაშია ვაისის გადამწყვეტი და ლორიას,კანკავას და კაშიას ცხოვრების თამაში.ყველაზე მეტად მათ უნდათ ამ თამაშის მოგება და დარწმუნებული ვარ ისე იბრძოლებენ,როგორც არასდროს და დანარჩენ ყველასაც ასევე აბრძოლებენ.ყველას განსაკუთრებული მოტივაცია აქვს.არმგონია ასეთი მუხტით წავაგოთ.ასეთი ბრძოლით შეუძლებელია წავაგოთ,თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა.იღბალი მებრძოლთა მხარესაა,ბრძოლისთვის აშკარად მზადაა ეს გუნდი.მოვიგებთ!!!!!

• ღმერთი თუ გვიშველის

დრიბლინგიანი/ხვიჩა/ და კარში დამრტყმელ/ჩაკვე/ ფეხბურთელი აღარა გვყავს და ცენტრში ბურთის გორაობით თამაშის მოგებას როგორ ვაპირებთ საინტერესოა.მაყურებელი რომ დაეშვათ ამ მავნებლებს მეცამეტე მოთამაშე ვიქნებოდით და კიდევ შეიძლებოდა მოგებაზე ფიქრი და ამ ჭ კლასის ფეხბურთელებით მოგება ალბათ სასწაულის ტოლ ფასი იქნება.

• ვახო...

წინ საქართველო! გვჯერა ჩვენი ბიჭების და უფლის შემწეობით, ჩვენ გავიმარჯვებთ!

• david gurgenidze

დღეს თამაში თავითაა მოსაგები ვიდრე ფეხით.

• emigranti

ჯგუფური ეტაპი ფაქტიურად ჩაკვეტაძემ მოგვაგებინა, ბელორუსი კი ხვიჩა კვარაცხელიამ. დღეს უნდა დაამტკიცონ რომ ნაკრებს გუნდური თამაში შეუძლია და გამოჩნდება როგორი მწვრთნელია ვაისი.

• დათო

საოცრებაა ნაკრებს,რომელის ფეხბურთელებიც არც ვარსკვლავებს წყვეტენ და თავიანთ კლუბებში ყველა შეცვლაზე თამაშობს :ელმასიც,ალიოსკიც,პანდევიც და სხვები,ნუ მაკედონიის შიდა ჩემპიონატის მოთამაშეებზე არაფერს ვამბობ,გუნდმა ძლივს დაამარცხა მეორე შემადგენლობით მოთამაშე კოსოვოს ნაკრები საკუთარ მოედანზე,რომელიც არაფერს წარმოადგენს,2 თამაში ვეთამაშეთ და ორივეში ფაქტიურად ცალკარა თამაში იყო ჩამოდის და თავი ფავორიტი გონია,მერე რა რომ 1 ფეხბურთელი დაკვალდება დანარჩენებს ისედაც შეგუებული ვიყავით,ამ ნაკრებით გაცილებით ძლიერ ნაკრებებს ვუწევდით წინააღმდეგობას და ესენი ვინარიან ერთი უფერული არაფრის მანისი გუნდია,რომელიც წვალობს უბრალოდ და არაფერი გამოსდის მოედანზე,მოხუცი პანდევის იმედადაა დარჩენილი,დაცვა ყავთ კატასტროფა ესტონეთთან 3 გოლი გაუშვა,რომელსაც 3 გოლი მგონი საერთოდ არ ქონდა გატანილი ისტორიაში, აუცილებლად უნდა მოუგოთ ბიჭებო!თქვენ გაცილებით ძლიერები ხართ ვიდრე ეს ალექსანდრე მაკედონელი ფეიკი შთამომავლები!

• ხაშურელი

ნეტავ რის საფუძველზე არიან ასე დიდ გულზე და წარმატებაში დარწმუნებულნი ეს ჩემის დონიელები.საერთოდ ასეთი თვითდაჯერებისთვის ისჯებიან ხოლმე და ასე იქნება დღესაც,ჩვენი ბიჭები ფორით მოიგებენ.წინ საქართველო,წინ ქართველებო.ჩვენ თქვენი გვჯერა ბიჭებო.ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი.ჩვენ ერთი გუნდი ვართ.

• aleko

2:1 მოვიგებთ გოლები ქვილითაია ოქრიაშვილი ლაიქები თამაშის მერე და მადლობებიც

• gela 67

შე კაი კაცო მე სულაც დიდი ანგარიშით მაქვს ნათქვამი მოგება და ისე ,რომ არც გვანერვიულებენ.......

• david gurgenidze

ეს ფინალი თავით უნდა მოვიგოდ და არა ფეხით.

• rasa

სანამ ქოცს ნაცის დამარცხებაზე, ხოლო ქართველს სომეხის დამარცხებაზე მეტი პრეტენზია არ ექნება - მანამდე ვიქნებით ჭ კლასის ქვეყანა ისეც და ასეც :)

• G.LA

განვლილი ორი მატჩიდან გამომდინარე გამარჯვება ჩვენ უნდა დაგვრჩეს. კი დიდი დანაკლისი გვაქვს, მარა შეკრული გუნდი გვყავს უკვე, ეს სკოპიეშიც გამოჩდა და მანამდეც სომხეთის ნაკრებთანაც. ნაკრებს უკვე ეტყობა რწმენა რომ ამ ჯგუფისთვისაც ლიდერები ვართ და პლეი ოფის ფინალიც ჩვენ უნდა მოვიგოთ. მჯერა ჩვენ დავიმსახურეთ ამდენი ტკივილის და იმედგაცრუებული ცხოვრების შემდეგ, ეს ჩვენთვის დოდო სიხარული ვიზეიმოთ. ჩვენ ყველას ძალიან გვინდა და ჩვენი ბიჭები თავს დადებენ რომ გამარჯვება მოგვიტანონ. გამატჯვება საქრთველოს!

• rasa

კრეატიული 'შემქმნელი' კი არა 'შემოქმედი' არის. ჯობია ჩიქორთულად წეროთ, ვიდრე არაზუსტი შესატყვისი ქართული სიტყვებით

• ვანჩოპე

შემოგევლე ძმა. დიდი გულშემატკივარი ყოფილხარ! დღეს ოცნება უნდა აგვიხდეს

• Koba

კარგი სტატიაა. ოღონდ ერთხელ გადაგვირჩა წაგებას მაკედონია. ერთხელაც მსაჯმა გადაარჩინა. წარმატება ნაკრებს და სრულიად საქართველოს დღეს საღამოს. აბა თქვენ იცით ბიჭებო ჯიგრებო!

• დათო

ყოჩაღ ლაშა. შენი კომენტარი აუცილებლად უნდა წაიკითხონ ჩვენმა ბიჭებმა.

• Koba

მიდით ბიჭებო. ბოლო მოუღეთ ამათ ბლატაობას. ახლაც ჩვენ უკეთესი შემადგენლობა გვაქვს ვიდრე მაგათ. მთავარია წნეხის გარეშე ვითამაშოთ ,პასებით და სისწრაფით. მთავარია ბურთის თრევა არ დავიწყოდ და გახსოვდეთ რომ მნიშვნელი არ აქვს რომელი გაიტანს გოლს. გახსოვდეთ რომ მტლიანად გუნდი და საქართველო იგებს. ტუ პარტნიორი უკეთ იქნება გახსნილი მიეცით საგოლე პასი, არ იღოროთ. ღმერთი თქვენსკენ. ჩვენ გვჯერა თქვენი.აბ ჰე ბიჭებო... თქვენ გენაცვალეთ!

• x.x

დარწმუნებული ვარ მაკედონიელები, რომ ჩავარდნილიყნენ ჩვენნაირ მდგომარეობაში, კვარაცხელიას დარ ფეხბურთელს მაინც ათამაშებდნენ, ჩვენ ვერც გავიგებდით. რა თქმა უნდა თუ იოლ ფორმებში აქვს ვირუსი.

• აინუნი

აინუნი

• Biankonneri

მევიყო გემისკაპიტანი ნემო, თუ ამათ ორი ბურთის სხვაობით არ მოვუგოთ! აგერ მე და აგერ თქვენ

• სოსო

კარგი სტატიაა და სრულიად ვეთანხმები.ახლა წვიმაც დაიწყო და ეს კიდევ უფრო დაამძიმებს ბრძოლას.აქ კი,მართლაც ბრძოლა იქნება.მძიმე და არაქათის გამცლელი.ალბათ უხეშიც.ვისაც მეტი ძალა,ნებისყოფა ამღოაჩნდება,ის გამოვა გამარჯვებული.თავს არც ჩვენები დაზოგავენ და არც მეტოქეები,მაგრამ ჩვენ უკეთესი გუნდი გვყავს და ჩვენ გავიმარჯვებთ.ვფიქრობ ორთაბრძოლებში დიდი სიფრთხილე გვმართებს,რადგან სველ მინდორზე ფეხი იცურავებს და დიდი საფრთხეა,გაფრთხლილებების,ან და სულაც წითელი ბარათების მიღების.ინგლისელი არბიტრი,უკან არ დაიხევს.ჩვენ შემქმნელი ბიჭები რომ შემადგენლობაში ყოფილიყვნენ,ეს ჩვენთვის დამატებითი შანსი იქნებოდა,ახლა კი,ასეთი ფეხბურთელების რაოდენობა,ორივე მხარეს დაახლოებით თანაბარი ჰყავთ და ორივე მხარე,ერთნაირ მდგომარეობაში ვიქნებით.ამიტომ ამ ასპექტში,მოიგებს ის,ვინც უფრო ფრთხილი იქნება.ისე,ბუბა დაუშვილს მებრძოლი ფეხბურთელი უძახე და ბოლო მატჩში, ისეთი და იმხელა მანძილიდან გააკეთა უზუსტესი საგოლე პასი,რომ მესი ან ინიესტაც ხელს სიხარულით მოაწერდა.ასე რომ ბიჭებს ბევრი ისეთი რამე შეუძლიათ,აქამდე რომ არ გამოუმჟღავნებიათ.ასეთ ამინდში,კარში შორიდან დარტყმებიც ძალიან საშიში იქნება და ჩვენმა ბიჭებმა, წინა თამაშებისაგან განსხვავებით,ესეც უნდა ჩართონ არსენალში.თანაც აუცილებლად.და ბოლოს,ძალიან მძიმე თამაში იქნება,მაგრამ გამარჯვებით,ჩვენ გავიმარჯვებთ.

• ლაშა

1997 წელს, მარტის ბოლო იყო. მამა უმუშევარი იყო მაშინ. 9 წლის ვიყავი და მამას მეგობარმა დაგვპატიჟა საქართველო სომხეთის თამაშზე. საოცრად მახსოვს ის ბავშური აღტკინება, სიხარული.. ჩემთვის ენით აუღწერელი სიამოვნება იყო ის დღე. შემდეგ დაბადების დღეზე მამამ კლასელებთან ერთად დინამოს სტადიონზე წაგვიყვანა და იქ ფეხბურთი ვითამაშეთ:)) მას შემდეგ ასე ველოდებოდი ხოლმე საქართველოს თამაშს :)) 2012 წელს ჯარში პოსტიც კი მივატოვე იმის გამო რომ საქართველო ესპანეთისთვის მეყურებინა :)) (არადა პოსტის მიტოვება სამხედრო დანაშაულია) შეიძლება გაგეცინოთ,მაგრამ წუხელ სიზმარში სულ ამ კადრებს ვნახულობდი და დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვებას ვზეიმობდით :)) დედა მეუბნება დღეს კაპლები უნდა მოგიმაროგო და ოთახში არ შემოვიხედავო :))) რა გაძლებს 9 საათამდე?! გავა 30-40 წელი და ძალიან მინდა რომ ამ დღის ემოცია და სიხარული ისევე მახსოვდეს როგორც 1997 წლის 30 მარტის განცდები.. :))) დღეს ჩვენი დღე არის!

• ირაკლი

კარგი სტატიაა, ვიზიარებ პათოსს

• buba

ბიჭებო კვარა მაგარია!!! უდაოდ მაგარია!!! მაგრამ ხომ იყო დრო სანამ კვარა გამოჩნდებოდა, კვარას გარეშე ხომ თამაშობდით!!! ჰოდა ეგ დრო გაიხსენეთ!!! მიდით მიაწექით და შეაჯექით ერთი მაგ მოყელყევალე ნაკრებს და დაადუმეთ მათი მწვრთნელი!!!

• aguli_11

თქვენთან ვართ ბიჭებო!!!!! ერთად გამარჯვებისთვის!!!!! ყველაფერს შევძლებთ!!!!!!

• Irakli Apkhaidze

კი ბატონო! 100%

"უბრალოდ, საქართველოს ნაკრების ამ მატჩს შეხედეთ" - მილევსკიმ ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრების შანსები შეაფასა

"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე

საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება

მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა

კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს

პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა

[VIDEO] კვარაცხელია 25 წლის გახდა - პსჟ-მ ქართველს იუბილე მიულოცა

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა

უკრაინელთა მწვრთნელი: სამწუხაროდ, ისევ საქართველოსთან ვითამაშებთ

სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ

სპალეტის გაწვრთნილი იტალია უკრაინას დაუზავდა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა

იტალიამ ჩრდ. მაკედონიას მოუგო და 20 ნოემბერს უკრაინასთან ფინალის ტოლფასი მატჩი ელის

"ჯვაროსნების" მეტოქემ სახლში ჩრდ. მაკედონიას ორი პენალტით ძლივს მოუგო [VIDEO]

საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება

უკრაინამ ჩრდ. მაკედონიას მოუგო და ჯერჯერობით მეორე ადგილზეა

"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე

სომხეთის ნაკრების უკრაინელი მწვრთნელი გადააყენეს

იტალიამ უკრაინას მოუგო - სპალეტიმ შვებით ამოისუნთქა