ასე ახლოს იყო საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გასვლასა და ერთა ლიგაზე B დივიზიონში გადასვლასთან და 3 დღეში ყველაფერი დასამარდა. მეხის გავარდნას ჰგავდა ხვიჩა კვარაცხელიას კორონავირუსით დაინფიცირებაზე გავრცელებული ცნობა, რადგან გიორგი ჩაკვეტაძის არყოფნაში მთელი იმედები მასზე იყო დამყარებული. ამ გუნდში ახლა ის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც დამოუკიდებლად შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა. რა თქმა უნდა, დიდი დანაკლისი გახლდათ ლევან შენგელიას გამოკლებაც. ვიღაცამ სცენაზე როიალი უნდა აიტანოს, ვიღაცამ ამ როიალზე ნაწარმოები შეასრულოს. ორივე საჭიროა, ამტანიცა და შემსრულებელიც. თუ უხეშად ვიტყვით, ჩვენ პიანისტის გარეშე დავრჩით და რა გასაკვირია, რომ კონცერტი ჩავარდა. თუმცა, არსებულ სიტუაციაშიც კი შეიძლებოდა არ ჩავარდნილიყო.

საკმაოდ ჭკვიანი მწვრთნელია ვლადიმირ ვაისი, ერთი ნაკლი აქვს მხოლოდ - შეცვლებს აგვიანებს და მიხვდა, კვარაცხელიას გამოკლება რას ნიშნავდა. 5 წელი ამ ფეხბურთელებთან მუშაობდა და მშვენივრად უწყის, ვინ ვინ არის, ვის რისი შნო და მარიფათი აქვს, გაქცევა როგორ უჭირთ და კარში ზუსტად დარტყმა. ბოლო 7 მატჩში "ჯვაროსნებმა" (5 ერთა ლიგაზე და ევროპირველობის ნახევარფინალსა და ფინალში) 7 გოლი გაიტანა, აქედან 3 პენალტით და 1 კვარაცხელიამ. მხოლოდ 3 გოლი გაიტანეს 7 მატჩში კვარაცხელიას გარდა ფეხბურთელებმა თამაშიდან და იმ 3-დან 1 ხვიჩას პასით გაიტანა კაჭარავამ. 2 თერთმეტმეტრიანი ხვიჩამ მოიპოვა. გუნდს არ ჰყავს სწრაფი შემტევი, შემქმნელი ფეხბურთელი. ამიტომ არ უხსნიდა დანა პირს ვაისს მაკედონიასთან წინასამატჩო პრესკონფერენციაზე.

არც მაკედონიისა და სომხეთის გუნდები არიან ვარსკვლავებით დაკომპლექტებულნი - საქართველოსთან ერთად ეს სამეული საშუალოზე დაბალი კლასისაა. მარტივად ავხსნათ: არის A, B, C და D ლიგები. საქართველოს ნაკრები D ლიგიდან C ლიგაში გადავიდა. მოდით, საგნებს თავისი სახელები დავარქვათ - ეს დიდწილად ჩაკვეტაძის დამსახურება იყო, რადგან ჩვენს მეტოქეებს არ ჰყავდათ მისი დარი მოთამაშე. გამოგვაკლდა გიორგი, თუმცა გამოჩნდა კვარაცხელია და მაინცდამაინც გადამწყვეტ მომენტში დაინფიცირდა. თითქოს განგებამ სპეციალურად ასე ინება და ჩვენს გუნდს მთელი ნაშრომი ერთბაშად წყალში ჩაეყარა.

შეიძლებოდა თუ არა არსებულ ვითარებაში ბოლო 2 შეხვედრის მოგება? რა თქმა უნდა, შეიძლებოდა. პირველ 2 თამაშში ვაისის კრებულმა პირწმინდად დაჯაბნა მაკედონია და მესამეშიც შეეძლო გამარჯვება, მაგრამ გაშვებულმა გოლმა ისე არია, რომ თამაშის დალაგება ვერ მოახერხა. მყისებრ მოიშალა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მძიმე შრომის შედეგად მიღწეული სათამაშო დისციპლინა. მოწინააღმდეგემ გამოცდილების ხარჯზე მოიგო, რადგან რაც უნდა იყოს, მისი რამდენიმე ფეხბურთელი ჩვენსაზე უკეთეს გუნდებში თამაშობს, თორემ როგორც გუნდი, არაფერ განსაკუთრებულს არ წარმოადგენს - სადაც 37 წლის გორან პანდევი მეგავარსკვლავია. რაც შეეხება სომხეთთან წაგებას, ჩვენი ნაკრები უკვე დემორალიზებული გავიდა მოედანზე და გამოჩნდა, რომ ვაისს სულ ტყუილად უკიჟინებდნენ ზოგიერთი ფეხბურთელის ძირითად შემადგენლობაში დაყენებას. ბევრს მიეცა ბოლო მატჩში თავის გამოჩენის შესაძლებლობა და ნათლად დავინახეთ, როგორ ფორმაშიც იმყოფებიან. ჩვენ კი სულ უცხოური კლუბების ხელმძღვანელებსა და მწვრთნელებს ვადანაშაულებთ, რომ ქართველ ლეგიონერებს შანსს არ აძლევენ, ზოგიერთი ქვეყანა მათი საფეხბურთო სასაფლაოა და ა.შ. რომელი კლუბის ხელმძღვანელი და გუნდის მწვრთნელი არ მისცემს გასაქანს კარგ ფეხბურთელს? ვინაა საკუთარი თავისა და ჯიბის მტერი? თემას გადავუხვევ და ერთ ფაქტს აღვნიშნავ - რამდენიმე ლამის ორმეტრიანი ცენტრალური მცველი გვყავს. თქვენ გახსოვთ სტანდარტულებისას მათ მიერ გატანილი გოლი? გოლს თავი დავანებოთ, კარში დარტყმული თუ გახსენდებათ?

სომხეთთან მატჩის წინ კამერამ ახლო პლანიდან ვაისი რამდენჯერმე დააფიქსირა. სახე ჰქონდა წაშლილი. ის ასეთი არასოდეს მინახავს, განწირულს ჰგავდა. მან იცოდა, რაც ელოდა.

და დავრჩით ევროპირველობის გარეშე, ჩავრჩით C ლიგაში. ამ ლიგაში დარჩენა კი შესაძლოა, პრაქტიკული თვალსაზრისით უარესი სულაც არ იყოს. ახლა მთავარია, რა იქნება მომავალში, ვის დანიშნავენ მწვრთნელად, რა დღეში ჩავაგდებთ მას პირველივე წარუმატებლობისას და აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება, ის უცხოელი იქნება თუ ქართველი. აგრესია უცბად წამოვა (მით უმეტეს, საქმეში პოლიტიკაც ჩაერია), რამეთუ ასე იყო აქამდე და ასე იქნება მომავალშიც. ეს ცხადზე ცხადია. სამწუხაროდ, უახლოეს რეზერვშიც არ ჩანან ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ნაკრებს რეალურად გააძლიერებენ. არავინ იცის, ჩაკვეტაძე როდის ჩადგება ფორმაში, იმედისმომცემი გიორგი არაბიძეც გაქრა საფეხბურთო რადარებიდან. იქნებ გიორგი მიქაუტაძის ჩვენს გუნდში თამაშზე დაყოლიება მოახერხოს ფედერაციამ და ახალი გუნდის მშენებლობა დაიწყოს. თუმცა, რაც უნდა მაღალი დონის სპეციალისტი ჩავუყენოთ ნაკრებს სათავეში, შემოქმედი ფეხბურთელების გარეშე ვერაფერს მიაღწევს. ქართული ფეხბურთი კი შემსრულებლების, “თამაშის გამკეთებლების“ მწვავე დეფიციტს განიცდის. ერთი-ორის გარდა, ამჟამად მხოლოდ როიალის სცენაზე ამტანები გვყავს...

too muchIQ
ლატვიაა ბაბუს ფილტვო
mamuka
მოდი ყველაფერს ვაისს ნუ დავაბრალებთ, ფეხბურთელი ნაკრებში უნდა მოდიოდეს მომზადებული, მაკედონიასთან კვირკველიას და კაშიას თამაში რას ჰგავდა საერთოდ, ელემენტარული ბურთის გაჩერება და პასის მიცემა არ შეუძლიათ, ასევეა დვალიც, ნუ გრიგალავა კიდე ცალკე თემაა.თითოეულ მათგანს ეტყობა ვინ თამაშობს და ინ კიდე სკამს ხეხავს კლუბში,ისინიც კი ვინც ძირითადში თამაშობენ საშუალოზე დაბალი დონის კლუბებში არიან.რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი ჩაკვეტაძის და კვარაცხელიას გარეშე ჩვენი ნაკრები არის მალტის და ანდორას დონის
llcl
იმედია დაბეჭდავთ. 2 დღე გაძელით მხოლოდ და წავიდა ისევ ვაისის გამართლება, ანუ ფარულად ფედერაციის ბანდის გამართლება, მეცოცხე მელიასთან დაეხმარეთ მაგათ, თორემ ამ შეკვეთილი სტატიებით ჩვენ აზრზს ვერ შეგვაცვლევინებთ, 5 წელიწადში არცერთი დამუშავებული კომბინაცია თუ სტანდარტი, პატივცემულო სტატიის ავტორო, თქვენთან მაქვს კითხვა, დამისახელეთ 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე თუნდაც ერთი ნაკრები რომელსაც საბერძნეთის ნაკრებზე უარესი შემადგენლობა ჰყავდა
გიო
სლუცკი ან სიომინი რუსეთიდან კარგი ვარიანტია. რუსი მწვრთნელები ყოველთვის ნაყოფიერად მუშაობდნენ საქართველოში. (კაჩალინი, იაკუშინი). თან ქართულ მენტალიტეტთან ახლოს არიან. ისე, კარგი იქნება რუსეთში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელების აზრიც (კვირკველია, კვარაცხელია და სხვები). ოღონდ პოლიტიკა და ფეხბურთი არ აურიოთ ერთმანეთში.
კახა ქ.
ყაზახეთი და ლატვია პირველ სართუკზე ცხოვრობენ და იმიტომ აშეძლეს როიალის ატანა ასე თუ ისე უპრობლემოდ.აი პირველი სართულის მერე კი ჭირს ატანა,ცოდნა უნდა მოსახვევში რა დაროგორ,რამდენი კაცი წინ და რამდენი უკან და ა.შ.
კახა ქ.
თქვა ამ კაცმა ბოლო პრესკონფერეციაზე და ვერ ხვდებით,რომ ვერ წყვეტდა ამა თუ იმ ფეხბურთეკების გამოძახებას თვითონ.მაონცდამაინც პირდაპირ და სახელები და გვარებით ხომ არ იტყოდა,ამასაც გააჩნია რაღაც ეთიკა და ბოლობოლო ფულს ესენი უხდიდნენ.არა ერთ მაგითს მოვიყვან--რა დამსახურებით იქნა გამოძახებული მიქელთაძე ბოლო შეხვედრებში,რით დაამახსოვრა ან მოაწონა მწვრთნელებს თავი,როცა თვეებია აუტსაიდერ როტორში ზამენაზე ზის,რატო არ გაგიჩნდათ კითხვა ჟურნალისტებს.თქვენი ბრალიცაა რომ აქამდე მოვედით.ერთი ხმა არ ამოგიღიათ და ყველაფერი რომ მორჩა,მერ მაგრები ხართ,წაქცეულს რო წიხლი მიაყოლოთ.თქვენ რომ უფრჯ მკაცრები და სამართლიანები ყოფილიყავით,იქნებ რაღაც შეცვლილიყო და ვერ გაებედათ ამათუ იმ ფეხბურთელების მოწვევა.მაგრამ.....ლევან, ის მაინც გვითხარი,ზივზივაძე მელიას საარჩევნო შტაბის წევრი ხომ არ არის?გვეცოდინება მაინც არ გამოძახების მიზეზი.
გიზოგ
სტატიაში მცდელობაა ანალიზის, რაც მისასალმებელია. მაქვს ჩემი მოსაზრებები: მე მგონია, შეიძლებოდა სწორად შერჩეული შემადგენლობით უკეთესი თამაში, თუმცა ეს ეყოფოდა, თუ არა მოგებას, ძნელი სათქმელია. თამაშის დღეს ბატონმა მურთაზ ხურცილავა, ბრძანა, მთავარი აქცენტი უნდა გაგვემახვილებინა პანდევზე, რომელზედაც მაკედონიელები აწყობენ თამაშს. სამაგიეროდ მოწინააღმდეგე გუნდმა გააკეთა. კვირას არ ყოფნისას პიანისტის იყო ოქრო და მასზე გადაიტანეს აქცენტი, ორი სამი ფეხბურთელის გარემოცვაში იყო გამუდმებით ცენტრალურ ხაზთანაც კი, ამ დროს რომ სწრაფი ლობჟანიძე ყოფილიყო მეორე ფრთაზე, თამაში გაიშლებოდა და თამაში სხვა სახეს მიიღებდა, ეს ფეხბურთელი ბევრი ხიფათი შემქმნელია სომხეთთან თამაშშიც გამოჩნდა, მანამდე გეხსომებათ მისი თამაში და გოლი გაცილებით მაღალი კლასის დანიის გუნდთან. ასე, რომ ამ თამაშისთვის არც მწვრთნელი აღმოჩნდა მზად, ის უფრო შეშინებული ჩანდა მოთამაშეებზე.
არჩი
უშუალოდ ამ სტატიას არ ეხება, მაგრამ ერთი რაც მომხვდა თვალში - მინდა გაგიზიაროთ. ფეხბურთელები მონდომებულები არ იყვნენო - წერს ბევრი. ასე არ ვფიქრობ, მონდომება და განწყობა იყო, მაგრამ ვერ აჯობეს მაკედონიას. წინა ორ თამაშში უპირატესობა გვქონდაო - არ დაგვავიწყდეს, ორივეჯერ მოთამაშე გაუგდეს. მონდომებას რაც შეეხება - ნავალოვსკი იყო ზემონდომებული სომხებთან. სულ იყო შეტევაში იმდენად, რომ ფრთაზე დავითაშვილმა ადგილი ვერ მოიპოვა და ვერ ითამაშა. ვაისმაც თქვა - ნავალოვსკი დაცვაში ვერ დავაბრუნეო. არ აკლდათ მონდომება, მაგრამ სომხეთთან ფსიქოლოგიურად იყვნენ დათრგუნულები, მაკედონიამ სამწუხარო კლასით გვაჯობა. მაკედონიის ფეხბურთელებზე და ისტორიაზე ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ იუგოსლავიის სკოლა იყო მაინც და ეს სკოლა მარტო ფეხბურთში კი არა, კალათბურთში, ხელბურთსი და წყალბურთშიც აძლევს შედეგებს იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკებს, მათ შორის პატარებსაც. სკოლა საქართველოშიც შესანიშნავი გვქონდა ფეხბურთში, მაგრამ სამწუხაროდ გავანადგურეთ, ისევე როგორც ბევრი სხვა რამ და არა მარტო სპორტში.
გიზოგ
ყველას გმირობას ვთხოვთ, საკუთარი თავის გარდა.
ქართველ ჟურნალისტებს
ვაისმა თქვა მე, რომ წავალ 5 ფეხბურთელს ნაკრებში აღარ გამოიძახებენო. ვაისმა თქვა ზოგიერთი ფეხბურთელი ბოლომდე არ იხარჯებაო. ვაისმა თქვა ალბათ ბუდუ ზივზივაძისთვის უნდა მიმეცა შანსიო რატო არ ინტერესდებით ჟურნალისტები 1 ვინ არის ის 5 ფეხბურთელი? 2 რომელი ფეხბურთელი არ იხარჯება ბოლომდე? 3 რატო არ მისცა ბუდუ ზივზივაძეს შანს და არის თუ არა კიდე მსგავსი დაჩაგრული ფეხბურთელები? ამით რატო არ ინტერესდებით? ან რატო არ მოიწვიეთ ვაისი არცერთ გადაცემაში?
ირაკლი
ნახეთ, მაკედონიელები რომელ ჩემპიონატებში რა კლუბებში თამაშობენ და შეადარეთ, საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა კლუბებს. იტალიის სერია "ა"-ში, ძირითად შემადგენლობებში რომ სამი ფეხბურთელი ჰყავთ, ამით ყველაფერია ნათქვამი და ამოწურული. ასე რომ, 0:1 წაგება ძალიან კარგი შედეგია. სხვა საქმეა, რომ უკეთესი გვინდა, მაგრამ ამ "გვინდა"-ს უფრო მაღალი დონის შემსრულებლები სჭირდება. საქართველოს ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელი თამაშობდა სერია "ა"-ში, კალაძე "მილანში", მორჩა და გათავდა. საქართველოს ნაკრების მინიმუმ 3 ფეხბურთელი რომ ითამაშებს იტალიის სერია "ა"-ს გუნდების ძირითადში, ამავე დროს, სხვები ინგლისის "პრემიერლიგაში" და ესპანეთის "ლა ლიგაში", მაშინ დაისახეთ მიზნად ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. ვაისის ამ ნაკრებმა პროგრამა მინიმუმი მაშინ შეასრულა, როცა ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა. ბელორუსიის დამარცხებით კარგი შედეგი დადო. უბრალოდ, მეტი ვეღარ შეძლეს და მაქსიმალურ, ანუ ფანტასტიკურ შედეგს ვერ მიაღწიეს. კვარაცხელიასა და ჩაკვეტაძეს დღეის მდგომარეობით საშუალო ევროპული დონის ფეხბურთელებადაც არ მივიჩნევ. თუ თავდაუზოგავად ივარჯიშებენ, შესაძლოა, 2-3 წელში ასეთებად იქცნენ და შემდეგ კიდევ გაუმჯობესდნენ. წარმატება ყველას.
nk
ისე მე ის უფრო მაწუხებს გაღმერთებულის ჩამოგდება და წიხლის დაჭერა, რა მაგრად გვეხერხება ხოლმე. თამაშის წინ ჩვენი კომენტარები და თამაშის მერე, რომ გადახედო იფიქრებ სულ სხვადასხვა გუნდის ქომაგები არიანო. ერთი იმაზე შევთანხმდეთ, რომ რასაც ბოლო პერიოდში მივაღწიეთ სერიოზული შედეგია. არ აქვს მნიშვნელობა კვარა იყო, თუ ჩაკვე მაგის შემქმნელი. მთლიანი გუნდი იღებდა მონაწილეობას თავისი მწვრთნელიანად (განსაკუთრებით) ამ წარმატებებში (და სამწუხაროდ წარუმატებლობაშიც). ვაისს ჰქონდა მართლა თავისებური და ხშირად არასწორი გადაწყვეტილებები, მაგრამ მაგისი არანაკლები დამსახურებაა ევროპაზე გასვლასთან ერთ ! ნაბიჯში, რომ ვიყავით. ამიტომაც მადლობა ვაისს გაწეული სამუშაოსთვის. ეხლა მთავარია სწორად აარჩიონ მწვრთნელი და ახლიდან დავიწყოთ წარმატებულ გზაზე მყარად სიარული. პ.ს ამ წაგების მთავარ შემოქმედათ დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას ვაბრალებ. ანალოგიური დაემართათ ბელარუსებს და შემდეგ ჩვენ. ხალხი ორად როცაა გაყოფილი ფეხბურთი ისე ვერ გაგაერთიანებს, როგორც ერთად მყოფი ხალხი გაიყვანს თავის გუნდს ევროპაზე (თუ მსოფლიოზე).
ირაკლი
"შეიძლებოდა თუ არა არსებულ ვითარებაში ბოლო 2 შეხვედრის მოგება? რა თქმა უნდა, შეიძლებოდა. პირველ 2 თამაშში ვაისის კრებულმა პირწმინდად დაჯაბნა მაკედონია და მესამეშიც შეეძლო გამარჯვება, მაგრამ გაშვებულმა გოლმა ისე არია, რომ თამაშის დალაგება ვერ მოახერხა. მყისებრ მოიშალა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მძიმე შრომის შედეგად მიღწეული სათამაშო დისციპლინა."- ისე ძაან მაინტერესებს სად ნახა სტატიის ავტორმა დისციპლინა ან დალაგებული თამაში ან ამ გუნდის მიერ 1 დამუშავებული კომბინაცია მაინც ან ტაქტიკა თუ სტრატეგია ... ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ეს ჟურნალისტები ისევ რადიოს ეპოქაში არიან ჩარჩენილები
გოგა
კარგით რა ამდენი სტანდარტულებიდან ვერცერთი, რო ვერ დარტყა კარში ვაისი რა შუაშია? ნაკრების ფეხბურთელებს პოზიცის შერჩევა და პასები ეხლა ასწავლოს? ან თინდაც სივრცების გამოყენებე, ფლანგიდან ფლანგზე მოულოდნელი ბურთის გადაწოდება, ვაისმა ასწავლოს? ვერ აკეთებენ ვერ ასრულებენ მწვრთნელის დავალებას, არაქვთ მოედნის ხედვა უმეტესობას.
dato707
საქმე იმაშია, რომ ამ როიალის ამტანებისთვისაც ეს როიალი ხშირად ძალიან მძიმეა და ხელიდან უვარდებათ, როიალის ატანასაც ვარჯიში და შრომა ჭირდება
არქიფო სეთური
არის კი ბატონო რაღაც სწორი აქცენტები ამ სტატიაში, მაგრამ ვიღაცის ჩასვრილის გამოწმენდას ჰგავს უფრო ეს სტატია. იმას რა ვუყოთ წარსულში ტალანტებით გავსებულმა ნაკრებმა მოლდოვასთან, რომ წააგო სახლშიც და სტუმრადაც? იმ ჯგუფში საქართველომ მსოფლიოს ბრინჯაოსან ბულგარეთს სძლია და ბურთი დაუმალა, მაშინ რეიტინგშიც წინ ვიყავით და და ხარისხიანი ფეხბურთელებიც გვყავდა, მაშ როგორ მოახერხეს მოლდოვასთან ორივე მატჩის დათმობა? მაშინაც ფეხბურთელების მოტივაციაზე გადაჰქონდათ აქცენტი, იმ თაობისაა ფედერაციის ახლანდელი მესვეურები, აგვიხსნან რა მოხდა მაშინ..?
mmm
ფეხბურთელების ლანძღვაც არ გვინდა. ბავშვობაში როგორც განავითარეს მწვრთნელებმა მენტალურად და ფიზიკურად აწი ამ ასაკში ვერ შეიცვლებიან. გულგრილობას ვერ დავაბრალებთ, უბრალოდ არ შეუძლიათ მეტი.
ჩემო დევკალიონ
სამწუხაროდ ფეხბურთი ლოგიკა ისევ ქართული გუნდებისთვის არაა, როცა მეხვარე/მეთევზეებთან ვაგებთ ან/და 1 წლის შექმნილ სომხულ გუნდებთან (მაგ:არარატი). მე გირჩევ, კიდევ ერთხელ უყურე მაკედონიის მიერ ჩვენს კარში გატანილ გოლს და იქნებ მიხვდე სერია-ა-ს მოთამაშეები როგორ ჩაგრავენ როტორის და კუშტანაის ფეხბურთელებს
777
ძნელია არ დაეთანხმო. მწვრთნელის როლი დიდია მაგრამ მოედანზე ფეხბურთლები არიან და ისი წყვეტენ ყველაფერს. თუ არავინ გამოჩნდა კარგი ,,შემსრულებელი'' კარგა ხანს მოგვიწევს როიალის თრევა ზევით ქვევით. უფასო სკოლები, კვალიფიციური განათლებული მწვრთნელები ბავშვთა ფეხბურთში და მერე გათვლი რაღაც დროში შედეგს. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა. ფარერები რო გაგანადგურებენ მწყემსები და დარაჯები რაღაზეა ლაპარაკი. ისე კაი მწყემსი არ აწყენდა ნაკრებს
ლევანი
ვაისი დსა პოლიტიკა არაფერ შუაშია, უბრალოდ ჩვენ ვითომ (უმრტესობას) ფეხბურთელებს არც სირცხვილი და ბარც სამშობლოს სიყვარული არ გააჩნიათ , ნაციონალებივით.
ჯიმშერ
ყველაფერი ჩვენი ფეხბურთელების არაჯანსაღი მენტალიტეტის ბრალია. შრომა ეზარებათ,რეჟიმს არ იცავენ,სამაგიეროდ საკუთრ თავზე აქვთ დიდი ეარმოდგენა.ვაის,შენ რომ ეხლა ფეხბურთელებზე ლაპარაკობ მაგაში გეთანხმებით.მაგრამ თუ პროფესიონალი და თავმოყვარე ადამიანი ხარ,თავის დროზე უნდა გაგეშვა ეგენი ნაკრებიდან,ან თვითონ გადამდგარიყავი.
Koba
რატომ მოუგო დინამომ ლივერპულს? ის ხომ ლივერპული იყო, ნომერი 1 მსოფლიოში?
არჩი
სერიოზული ანალიზია და არ გავს არაკომპეტენტური და ისტერიული ჟურნალისტების ნაწერს. ერთ ჩემს მოსაზრებას დავამატებდი - სანამ ქვეყანა არ დაწყნარდება და განვითარების გზას არ დაადგება, არც ფეხბურთს ეშველება და არც სხვას არაფერს.
ზურა
სწორი ანალიზია, ვაისს კი პირადად ჩემგან დიდი მადლობა. ფეხბურთის კომენტატორები ფეხბურთის აზრზე არ არიან, მომენტს ვერ არჩევენ და ტოტალიზატორის ფანებს უფრო ჰგვანან.
Zaza
ვაი იმის ცოდვა ვინც ამ ნაკრებს ჩაიბარებს ამას ხო დაამხეთ ყველაფერი და ფეხბურთელები ხო გამოიყვანეთ ფრთიანი ანგელოზები აგერ ნახავთ უარეს ჩაიდენენ დინამოს განადგურება მონაგონი იქნება.
დიტო
პირველ რიგში ფიზიკაზეა სამუშაოს. სიომინუ ნეტ!
ბასა
"საკმაოდ ჭკვიანი მწვრთნელია ვლადიმირ ვაისი" - აი აქ დავამთავრე თქვენი სტატიის კითხვა.
ბაჩი
ადრე ამაზე ლაპარაკი უადგილო იქნებოდა ალბათ რადგან ამ განცხადების ადრე გაკეთების შემთხვევაში იმ შედეგსაც ვერ მიიღებდა სადამდეც მივიდა ნაკრები ერთა ლოგაზე
მე არ ვარ რობოტი
უნდა შევეშვათ ამ "თამაშის გამკეთებლების" იმედად ყოფნას... ვერ ხედავთ ჩვენს გარდა ყველა ნაკრები გამართულ ფეხბურთს თამაშობს. ჩენები კი სირბილითაც ვერ დარბიან ენერგია 60 წუთი ყოფნით. ძირეული ცვლილებებია საჭირო როგორც ბელგიაში, ან უფრო ადრე დაბიაში. ველოსიპედის გამოგონება საჭირო არაა, ვიქირაოთ ფედერაციის პრეზიდენტად უცხოელი რეფორმატორი ვინც საქმეს გააკეთებს.
დევკალიონი
ლოგიკურია რომ ტოპ ლიგებში მოთამაშე ხალხს ვერ მოუგებს ჭ კლასის მოთამაშეები, მაგრამ ფეხბურთი ყოველთვის ლოგიკა არაა.
მერაბი
მე სტატია მომეწონა. ეხლა გასაგებია რომ ვაისს დიდი არჩევანიც არ ჰქონდა. გამარჯვებაზე მოტივირებული ფეხბურთელების აშკარა ნაკლებობა იყო ნაკრებში. კი თქვა ვაისმა თავისი სათქმელი ბოლოს, ჯობდა არდე გაეხმოვანებინა. შემსრულებლების ნაკლებობას ნაკრები ვერ გამოასწორებს, ტექნიკური და ფიზიკურად მომზადებული მოთამაშეების დეფიციტია საქართველოში. როგორ უნდა გაიზარდოს ჩვენი ჩემპიონატის დონე, ეს ფედერაციამ გადაწყვიტოს. მწრთნელების მომზადება და ჩამოყვანაც საჭიროა ჩვენი ფეხბურთისთვის. სიომინიც უგუნდოდაა, თუ ვინმეს ექნება იდეა რომ ის ნაკრებს გაუძღვეს.
დევკალიონი
ნამუსზე აგდებთ ამ ჟორჟი მიქაუტაძეს? თუ საქართველოს ნაკრებში თამაში არ უნდა ? ან საერთოდ ყველაფერზე მეტად არ უნდა ? იმას როგორ ეხვეწებით ან რატომ? ჩამოვა მერე მოვალეობის მოსახდელად და ისეირნებს მოედანზე და ჩვენ ნერვები უნდა დაგვაწყვიტოს და გვაგინებინოს თავი,არა არა და არა! ვისაც მთელი გულით უნდა და ვისთვისაც თვითმიზანია ნაკრები და საქართველო ,მხოლოდ იმან უნდა ითამაშოს!
რომელუ
ხალხო, შეცვლებს კი არ აგვიანებს, არ ყავს წესიერი სათადარიგო სკამი, ვინც მნიშვნელოვან გარდატეხას შეიტანს თამაშში. ზუსტად სომხეთთან გამოჩნდა ვის რა შეუძლია. გავა დრო და ვიტყვით რომ ვაისი კარგი მწვრთნელი იყო და მის დროს ნაკრები გამართულ ფეხბურთს თამაშობდა. წარმოგიდგენიათ რაზე ვედავებით ადამიანს? თურმე ცვლილებას დროულად რატომ არ აკეთებს. ვინმეს გიფიქრიათ იმაზე, სერია ა-ს, პრემიერლიგის, ლა ლიგის, ხორვატიის და პორტუგალიის ლიგის ძირითადის მოთამაშეებს რატომ ,,უნდა მოუგოს'' ტულამ, როტორმა, კოშტანაიმ და ა.შ?
Skorpion07
ანუ როგორც იქნა მივხვდით,რომ ეიფორიაში ვიყავით და არ გვყავს რეალურად ორი მაქსიმუმ სამი ფეხბურთელის გარდა ნორმალური ფეხბურთელი .დანარჩენები საშუალოზე დაბალი დონის ანი არიან თან ფიზიკური კონდიციები უკეთესის სურვილს გვიტოვებს!
გოგა
ობიექტური წერილია
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..