საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩისთვის ემზადება. სომხეთთან ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ვლადიმირ ვაისმა ეროვნული ნაკრების მთვარი მწვრთნელის პოსტი ოფიციალურად დატოვა. წლის ბოლო შეხვედრაში ეროვნულ გუნდს ახალგაზრდა სპეციალისტი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს, რომელიც 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია.

რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით, ეროვნულმა ნაკრებმა ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე დღეს აღდგენითი ვარჯიში გამართა. ესტონეთთან მატჩამდე ბოლო ვარჯიშს საქართველოს ნაკრები კვლავ თბილისის ზღვის ბაზაზე ჩაატარებს.

17 ნოემბრის განრიგი

14:00 - რამაზ სვანაძის პრესკონფერენცია - სასტუმრო "ჰუალინგი"

17:15 - კარელ ვულაიდის პრესკონფერენცია - "დინამო არენა"

18:00 - ესტონეთის ნაკრების ვარჯიში - "დინამო არენა"

19:00 - საქართველოს ნაკრების ვარჯიში - ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზა

17 ნოემბერს დაგეგმილ ორივე ნაკრების სავარჯიშო პროცესს, საწყისი 15 წუთის განმავლობაში დაესწრებიან მხოლოდ აკრედიტებული მედიის წარმომადგენლები. უეფას რეგულაციების თანახმად, მათი რაოდენობა შეზღუდულია.

17 ნოემბერს მატჩზე აკრედიტებულ მედიის წარმომადგენლებს შეხვედრის დასრულების შემდეგ ქალაქში გადაადგილების უფლება საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით ეძლევათ. მათ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვირკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ბექა მიქელთაძე (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი)

საქართველოსა და ესტონეთის საფეხბურთო ნაკრებთა შეხვედრა 18 ნოემბერს, 21 საათზე, "დინამო არენაზე" გაიმართება. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

GFF.GE

პაატა
ყველა თამაშს ვუყურებ და ნაკრების დასაბამიდან ვქომაგობ გუნდს ბოლომდე. ერთ რამეს ვაკვირდები ეს ბოლო ხანები, იმას რომ როდესაც გუნდში გამოჩნდებიან მართლა ტალანტები და აღზევებისკენ წავა გუნდი, შემდეგ ისე ხდება რომ ქრებიან ის ფეხბურთელები გუნდიდან, მერე მოდის მიზეზები აი იმას ტრავმა აქვს, იმას კორონა შეხვდა. სირცხვილია მართლა.
გიზოგ
ასეთი ფეხბურთელები ვაისს ყავს და სკამზე უსხდნენ მთელი თამაშის განმავლობაში. გაიხსენეთ კონტრშეტევაზე საბა ლობჟანიძის მიერ ცენტრიდან წაღებული და გატანილი ბურთი, ისეთი მაღალი კლასის ნაკრებთან, როგორიცაა დანია. მაგრამ ფავორიტ ფეხბურთელებს ვერ შეელია ვაისი.
თენგაბი-ს
ძმურად, თუნდაც საქართველოს მეორე ლიგის დონეზე ფეხბურთი გითამაშია?! როგორც ჩანს, არა, რადგან რაც აქ აღწერე, რეალურ ფეხბურთთან კავშირი არ აქვს. ჰოდა, მე მითამაშია, მწვრთნელის ასისტენტიც ვიყავი(ახლა საერთოდ სხვა სფეროში ვარ, კარგა ხანია, სპორტს ჩამოვცილდი). თავისუფალი სივრცე რომ გამოიყენო, ზუსტი გადაცემა და მეტოქეზე სწრაფი სირბილი უნდა შეგეძლოს. ვიდეოთამაშიარ არის რეალური ფეხბურთი. სად ჰყავს ის 2-3 სწრაფი და ზუსტი პასის მიმცემი. დიახაც, უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს, რომელ ლიგაში თამაშობ, რა მიზანს ისახავ და ვის ეთამაშები. სამი ფეხბურთელი რომ იტალიის სერია "ა"-ში თამაშობს(კიდევ 3 სხვა ტოპ ლიგებში), უკვე ყველაფერია ნათქვამი. ასეთ მოწინააღმდეგეს რაღაც განუსაზღვრელი მონდომებით, უდიდესი სურვილით და მიზანდასახულობით ერთ მატჩს თუ თანაბრად ეთამაშები, უდიდესი მიღწევაა. მანამდე ზედიზედ 2-ჯერ რომ შევხვდით მაკედონიას, ეს ძალზე უარყოფითი იყო, რადგან, მოულოდნელობის ეფექტი აღარ გვქონდა კლასით ბევრად მაღალი დონის მეტოქეზე.
ზაზა
ვაისი კარგია, თუ ცუდი, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე წარმატებული და საუკეთესეო შედეგის დამდები მწვრთნელია. ის, რომ დღეს მაკედონიასთან მატჩის წაგებით ვართ გაღიზიანებული და ევროპის ჩემპიონათზე გასვლამდე ნაბიჯი დააკლდათ, სწორედ ვაისის და არა ფეხბურთელების დამსახურებაა. ამ ფეხბურთელებით(ჭაკვეტაძეს და კვარაცხელიასაც რომ ეთამაშათ) სხვა ნებისმიერი მწვრთნელი გუნდს ჯგუფიდანაც ვერ გაიყვანდა. ახლა მაკედონიაზეც ვთქვათ. ამ ნაკრების 3 ფეხბურთელი იტალიის სერია "ა"-ს ძირითადი მოთამაშეებია, მათ შორის ის 37 წლის გოლის ავტორი პანდევი. ერთი ინგლისის პრემიერ ლიგის, ერთი ესპანეთის ლა ლიგის, ერთი პორტუგალიის "ბენფიკის". სხვები ხორვატიის და ბელგიის ჩემპიონატების. მოკლედ, რა თქმა უნდა, რაღაც შანსი ალბათ გვქონდა, მაგრამ მოწინააღმდეგე რომ კლასით ბევრა მაღალი დონისაა, ორი აზრი არ არის. ასე რომ, ჯერ საკუთარს შეხედეთ და მერე მოითხოვეთ. ვინც ფეხბურთის ანა-ბანა იცის, თანაც ობიექტურად აფასებს, საქართველოს ნაკრების ამ შემადგენლობისთვის ეს მაქსიმალური შედეგი იყო. რეალურად იაზროვნეთ და გაუსწორეთ თვალი.
თენგაბი
თუ არ ვცდები ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე კაპელომ აღნიშნა - ვინც თანამედროვე ფეხბურთში ვერ ერკვევით, ტაქტიკაზე ნუ მეკამათებითო. ზოგი აქ აპელირებას აკეთებს ნაკრების მოთამაშეთა დაბალ კლასზე და ერთმანეთს ადარებს რუსეთის ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელებსა და ევროპის დონეს შორის. ჯერ ერთი, რუსული კლუბების, აგრეთვე კიევის და დონეცკის შახტარის დონე, სულაც არ ჩამორჩება საშუალო ევროპულ დონეს და მეორე, ჩვენც ვიცით, რომ თითო-ოროლას გარდა ვარსკვლავებს არ წყვეტენ, მაგრამ სხვა რამეზეა აქ საუბარი, ვაისის სათამაშო სტილზე, კონცეფციაზეა საუბარი. როცა მეტოქე გადმოსულია შენს ნახევარზე და 7-8 ფეხბურთელით პრესინგს გეთამაშება ამ დროს მეტოქის მოედანზე უზარმაზარი თავისუფალი სივრცეებია. მწვრთნელმა უნდა შეარჩიოს 2-3 ფეხბურთელი, რომლებიც ბურთის ხელში ჩაგდების შემთხვევაში მომენტალურად გადაადგილდებიან ამ თავისუფალი სივრცეებისაკენ და სწრაფი მანევრით შეუტევენ მეტოქის კარს. ამ დროს საჭიროა დროული და ზუსტი პასი და იქმნება საგოლე სიტუაცია მეტოქის კართან. ამაზეა საუბარი, როცა ვაისს ტაქტიკას ვუწუნებთ. ვინმეს მესის, მარადონას ან რონალდოს დონეს კი არ ვთხოვთ, არამედ ელემენტარულ გაქცევას, საჭირო მიმართულებით გადაადგილებას ვითხოვთ, რომელიც საშუალოზე დაბალი დონის ფეხბურთელსაც შეუძლია და როდის და რა დროს, ეს მწვრთნელმა უნდა ასწავლო ფეხბურთელს. ამას ქვია სათამაშო ტაქტიკა და მისი ერთ-ერთი მიმართულება კონტრშეტევის სტილი. სხვას რომ თავი დავანებოთ, საჭირო დროს გაქცევა ხომ შეიძლება ასწავლოს მწვრთნელმა ფეხბურთელს? ამისთანა ელემენტარულ რამეს თუ ვერ ანსხვავებთ, ჩვენი ფეხბურთელების დაბალ დონეზე და ვაისის ვარგისიანობაზე ნუ ვისაუბრებთ. ეს იმას ნიშნავს, რომ წარმოდგენა არ გქონდეს ძრავზე, სავალ ნაწილებზე, ჰიდრავლიკაზე და მანქანის ავკარგიანობაზე საუბრობდე, თან მტკიცებით ფორმაში.
გიორგი
რა თამასა აწია?მადლობა უეფას რო მოგვცა შანსი და ჩვენ ვერ გამოვიყენეთ,თორე ვაისმა რა თამასა აწია კი გამოჩნდა სახლში მაკედონიასთან და სომხეთთან მარცხში.
გიორგი
სტადიონზე,რომ შეშვათ გულშემატკივრებიო, ამათ სამშობლო (უმეტესობას) სიყვარული არაა აქვთ,ისე,რომ მთელი საქართველოც,რომ დასწრებიყო თამაშს მაინც ჩაიფსამდნენ, ეამათ (უმეტესობას) ნაცებივით სამშობლო სულ ფეხებზე კიდიათ, ისე სადა გვყავს ფეხბურთელები ერთი ორის გამოკლებით , კვიპრიოსში მოთამაშეებს ფეხბურთელებს ეძახით????
მთხრობელი
როცა ვაისზე იტყვი კარგი მწვრთნელიაო, გამოდის, ფეხბურთის მოდებაში არ ხარ ადამიანი!!! 4 წელიწადნახევარში რამდენი თამაში ითამაშა ნაკრებმა ისეთ ფარჩაკ გუნდებთან ვინც ფეხბურთის აზრზე არ არიან?! რომელიმე ერთი თამაში დამისახელოს ვინმემ სადაც გუნდს მწვრთნელის ხელი ეტყობოდა!!!! თუ რომელიმე თამაში მოიგო გუნდმა, მოიგო ინდივიდუალისტების ხარჯზე!!! არ იყო ჩაკვეტაძე, არ იყო ხვიჩა (რატო დღესაც არ ვიცი ზუსტი მიზეზი!!!) და გუნდმა ვერ შეუტია ელემენტარულად!!!! როცა რესურსზე ლაპარაკობ აქაც უნდა დაფიქრდე!ხვიჩას და ჩაკვეს არყოფნაში ერთადერთი ფანტაზისტა საბა ლობჟანიძე გყავს გუნდში და 90 წუთი სკამზე გიზის!!! ვაისი მწვრთნელი არაა!!!! მარა მაგის ბრალი იმდენი არაა რამდენიც კობიაშვილის და ფედერაციის ბლატნოი სასტავის!!!!! როცა ცხადაძეს აგდებ გუნდიდან და ვაისი მოგყავს დასახვრეტი ხარ!!!! პ.ს. კომენტარი არ დაბლოკოთ!!!!
გულშემატკივარი
ხალხო, შეცვლებს კი არ აგვიანებს, არ ყავს წესიერი სათადარიგო სკამი, ვინც მნიშვნელოვან გარდატეხას შეიტანს თამაშში. ზუსტად სომხეთთან გამოჩნდა ვის რა შეუძლია. გავა დრო და ვიტყვით რომ ვაისი კარგი მწვრთნელი იყო და მის დროს ნაკრები გამართულ ფეხბურთს თამაშობდა. წარმოგიდგენიათ რაზე ვედავებით ადამიანს? თურმე ცვლილებას დროულად რატომ არ აკეთებს. ვინმეს გიფიქრიათ იმაზე, სერია ა-ს, პრემიერლიგის, ლა ლიგის, ხორვატიის და პორტუგალიის ლიგის ძირითადის მოთამაშეებს რატომ ,,უნდა მოუგოს'' ტულამ, როტორმა, კოშტანაიმ და ა.შ?
ბეღურა
მე ვფიქრობ ხვიჩას მაინც ყაზანში დაემართა კოვიდი იმიტომ რომ რუბინის კიდევ ორ ფეხბურთელს დაუმტკიცდა კოვიდი ინ ბომს და კარლ სტარფელტს
SL-ი SL-s -ს )
მე არც ვაქებ იმ კაცს და არც ვაძაგებ. შენი აზრით ჩვენი ფეხბურთელების საერთო დონე დამაკმაყოფილებელია? შესაქებები არიან? კონკრეტულად ცალცალკე არ გამოვყოფ, არ შეიძლება. საერთო სურათს ვგულისხმობ. მსოფლიოში ყველაზე მაგარი მწვრთნელი რო დაუყენო რა მოხდება? ბურთს ფეხს აღარ ააცილებენ? კარებში დარტყმას ისწავლიან უცებ? კარგი რა ძმაო რეალისტი იყავი. მოკლე პასები, აი რა გამოსდით ცოტა უკეთესად, მაგრამ სტატისტიკის ეგ ნაწილი მოსაგებად არ არის საკმარისი. გოლი უნდა გაიტანო, გოლი, ამისთვის ბურთს ფეხი უნდა დაარყა ან ძლიერად ან ზუსტად. რომელი შეუძლიათ? მგონი რაღაც უცნაურს და მიუღებელს არ გეუბნები, უბრალოდ მიიღე რეალობა.
SL-ს
სრულიად გეთანხმებით. ვაისმა იმ ფეხბურთელებისგან, ვუნც დღეს საქართველოს ნაკრებში თამაშობენ, მაქსიმალური და კიდევ მეტი შედეგი დადო. ნახევარ ნაბიჯზე მიიყვანა ევროპის ჩემპიონატამდე. ვიღაცეები ამბობენ, სუსტებს მოუგოო. კი მაგრამ, 1990-იანი წლების, თითქოს საუკეთესო თაობა რატომ ვერ უგებდა უფრო სუსტ მოლდოვას, ალბანეთს, კვიპროსს და ა.შ.
ბეღურა
ხვიჩაზე მე ვწერ ხშირად და ზოგს მიქვეყნებს სპორტალი ზოგს არა მაგრამ მე საერთო ჯამში ძალიან მიყვარს ეს საიტი, ეხლა რატომ ვწერ ხვიჩაზე ხშირად ნუ მიწყენენ ქართველი ფეხბურთელები მაგრამ დღეს კვარაცხელიასნაირი ფეხბურთელი საქართველოში არ არის გინდ ჩაკვეტაძე იყოს გინდ სხვა, აი ორივე ფლანგზე თამაშობს დარტყმა აქვს პასი აქვს შემართება თავდადება თავდაჯერებულობა აი მის ირგვლივ უნდა აშენდეს ნაკრები აი ეს დადებს შედეგს თუ არა და ნახავთ ესტონეთან ხვიჩიას გარეშე როგორი თამაში იქნება, არაფერ ამბებს ვერ ვგებულობთ ხვიჩაზე უკვე ათი დღე გავიდა ჩაუტარდა მეორედ ტესტი თუ არა, რა ხდება მის ირგვლივ გაგვაგებინეთ
ბეღურა
ხვიჩაზე მე ვწერ ხშირად და ზოგს მიქვეყნებს სპორტალი ზოგს არა მაგრამ მე საერთო ჯამში ძალიან მიყვარს ეს საიტი, ეხლა რატომ ვწერ ხვიჩაზე ხშირად ნუ მიწყენენ ქართველი ფეხბურთელები მაგრამ დღეს კვარაცხელიასნაირი ფეხბურთელი საქართველოში არ არის გინდ ჩაკვეტაძე იყოს გინდ სხვა, აი ორივე ფლანგზე თამაშობს დარტყმა აქვს პასი აქვს შემართება თავდადება თავდაჯერებულობა აი მის ირგვლივ უნდა აშენდეს ნაკრები აი ეს დადებს შედეგს თუ არა და ნახავთ ესტონეთან ხვიჩიას გარეშე როგორი თამაში იქნება, არაფერ ამბებს ვერ ვგებულობთ ხვიჩაზე უკვე ათი დღე გავიდა ჩაუტარდა მეორედ ტესტი თუ არა, რა ხდება მის ირგვლივ გაგვაგებინეთ
ramosa
მწვრთნელმა ამ თამაშისთვის ჯობია მისი 19-ბი დააყენოს გამოცდილებას მიიღებენ,ამ თამაშს ისეც არანაირი მნისვნელობა არა აქვს.
zzzzzzzzzzz
ოქრიაშვილი წინა თამაშზე სად იყო? როცა ყველაზე ძალიან საჭირო იყო მაშინ მოინდომა დასვენება,მე შენ გეტყვი და ტრაურში იყო მაკედონიასთან წაგებით და მაგიტო ვერ ითამაშა
SL.-s
DA VAISI RATOA MAGARI MWVRTNELI-yazaxeti, latvia, andora-am jgufidan ro gavedit? TAN ANDORAS VER MOVUGET AR DAGAVIWYDET. mere belarustan wvalebit mogebuli tamashi da bolos sruli fiasko mmmakedoniastan. madloba ekutnis turme am kacs
David
Chemo megobaro adamiano, zedmetad zrdilobianebi rom vart imitomaa pskerze chveni pexburti. Raze unda. Mouxado madloba, tu nakrebi pskerzea?! Shegidzia Pasuxoi ar gamce, es ritorikuli kutxvaa
არტ
მადლობის გადახდა შეიძლება იმისთვის, რომ რაც შეეძლო გააკეტა და თავი არ დაუზოგავს. და მხოლოდ. თამასას აწევას რაც შეეხება, რა აწევაზეა ლაპარაკი, როცა შედეგი არ ქონია ამ კაცს არანაირი. უეფამ გვაჩუქა შანსი დაბალი დონის გუნდებს ერთა ლიგის ჩამოყალიბებით, თორემ შედეგის მხრივ, ვერც ერთ ისეთ გუნდს, ვისაც მანამდე ვერ ვუგებდით, ამის ხელში მოივუგეთ? პირიქით, აგერ სომხებთან წავაგეთ, რაც აქამდე არ მომხდარა და საერთოდ უსუსტესი მწვრთნელია, რომელსაც თამაშის განმავლობაში არც ტაქტიკის, არც ფეხბურთელების შეცვლა არ შეუძლია, და ბოლოს ისიც აღიარა, რომ არანაირი ავტორიტეტი ფეხბურთელებთან არ ქონდა და ისეთ ხალხს ათამაშებდა გუნდში, რომლებიც შემდეგმა მწვრთნელმა აღარ უნდა ათამაშოს. აქამდე, ბოდიში, სად იყო?
თამაზ
ჩვენებიც ავარჯიშეთ დინამო არენაზე,იქნებ აღარ ისრიალონ საკუთარ მოედანზე მეტოქეზე მეტად!
ლუკა
ნეტა ეს კაცი ვის მითითებებს ასრულებს?
SL
თუ თქვენით ვერ ხედავთ, ზრდილობის გულისთვის მაინც, მადლობა მოუხადეთ წინა მწვრთნელს გაწეული სამუშაოსთვის და თამასის აწევისთვის. ამ ვაი ჟურნალისტებისა და ვითომ გულშემატკივრების შემხედვარე (ღვარძლისა და უმადურობის) დიდი ეჭვი მაქვს ნორმალურმა მწვრთნელმა და ადამიანმა გარისკოს ჩვენს ნაკრებში მუშაობა.
SL
მე კი მგონია სრული უმადურობა მოხდა. დიახაც უმადურობა! ახსნას აზრი არ აქვს, მაინც არ გაიგებთ!

მეტი რაღა გამოცხადდეს? თავის კარში თუ გაიტანენ საკუთარი ფეხით
Джанез
მემგონი სრული კაპიტულაცია გამოცხადდა ....ვაიმე საქართველოს ფეხბურთო საით მიექანები.
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
რამაზ სვანაძე: საინტერესო ჯგუფია და რთული მატჩები გვექნება
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
რამაზ სვანაძემ ხორვატიასთან მატჩებისთვის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
რამაზ სვანაძის ახალი კონტრაქტი | 2024-2028
უკრაინის გასაოცარი ქამბექი - პლეი-ოფის ყველა ფინალისტი გაირკვა
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ესტონელთა მწვრთნელი: მაღალი კლასის ცენტრფორვარდი გჭირდებათ
რამაზ სვანაძე: ფეხბურთელების ხასიათზე მოყვანას ვცდილობდი - ნაკრების მწვრთნელობისთვის მზად რომ არ ვიყო, აქ არ ვიქნებოდი
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
რამაზ სვანაძე: რთული მატჩები გველოდება - მერჩივნა პირველი თამაში სტუმრად ჩაგვეტარებინა
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
შვედეთის ნაკრებმა იბრაჰიმოვიჩის გარეშე გაიმარჯვა
ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მსოფლიოს ჩემპიონატის 12 მონაწილე და ევროპიდან პლეი-ოფში ყველა გასული გაირკვა [VIDEO]