სპორტულმა გაზეთმა "ლელომ" ინტერვიუ ჩაწერა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე იაშვილთან და მას სხვადასხვა საკითხზე ესაუბრა.

- საინტერესოა, რა ეტაპზეა ეროვნული გუნდისთვის ახალი მთავარი მწვრთნელის მოძიების საკითხი?

- ბოლო სანაკრებო მატჩების შემდეგ ჯერ ცოტა დროა გასული. ასე რომ, შეიძლება ითქვას, საწყის ეტაპზე ვართ. მესმის დიდი ინტერესი ამ თემის მიმართ, მაგრამ ახლა სხვას ვერაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რომ მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. რაიმე კონკრეტულზე ახლა საუბარი ნაადრევია.

- ქართველ "მამლუქებზეც" უნდა გკითხოთ. დავიწყოთ გიორგი მიქაუტაძით...

- ამ თემაზე ვესაუბრეთ ვლადიმირ ვაისს და ჩვენი პოზიცია იყო, რომ მიქაუტაძე ჩამოსულიყო ნოემბრის შეკრებაზე. გვქონდა სისტემატური კომუნიკაცია ფეხბურთელის მხარესთან. მათ ითხოვეს დრო საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. მიქაუტაძე ახლა იკიდებს ფეხს ევროპულ ფეხბურთში და უნდა, რომ ჯერ იქ განსაზღვროს თავისი მომავალი და მერე იფიქროს სანაკრებო საკითხზე. რა თქმა უნდა, ამ თემაზე მუშაობა გაგრძელდება და დიდი იმედი მაქვს, ის ითამაშებს საქართველოს ნაკრებში.

- კონსტანტინე მარადიშვილზე რას იტყვით?

- ველაპარაკეთ ფეხბურთელის მამას. რა თქმა უნდა, დიდი სურვილი გვაქვს, რომ მარადიშვილმაც ითამაშოს საქართველოს ნაკრებში, მაგრამ ბევრი რამაა დამოკიდებული თავად ფეხბურთელის სურვილზე. აქაც გრძელდება მუშაობა...

- გვერდს ვერ ავუვლით გიორგი წიტაიშვილსაც. ის თავის ასაკში ერთ-ერთი გამორჩეულია მთელ ევროპაში...

- წიტაიშვილის მამა ფეხბურთის ფედერაციაშიც იყო მოსული. სექტემბრამდე არსებული რეგულაციები სხვა ნაკრებში ნათამაშები ფეხბურთელის გადასვლას სხვა ეროვნულ გუნდში გამორიცხავდა, მაგრამ ახლა შეცვლილია ვითარება. წიტაიშვილის საკითხზეც მიდის აქტიური მუშაობა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ Lelo.ge-ზე

გელა
ხალხო,16,17,18 წლის ბავშვები თამაშობენ ტოპ ჩემპიონატებში.მიქაუტაძეს ვინ გააჩერებდა ბელგიის ლიგაში?
tngh
მოქალაქეობის მინიჭება, ხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია... ბრძენებო.
₾ადო
დომენტი სიჭინავა მაგათ სამივეს ჩამოიყვანდა. ესენი რისი ჩამომყვანები არიან :დდ
სიმართლე
სახეზე აწერია როგორი საქმის გამკეთებელიც არის ... არამარტო ამას მთელ კობის საძმაკაცოს რო შეკრიბო 2 წიგნი არ ექნებათ წაკითხული , ფედერაციას გამართავენ ?სასაცილოა სატირალი რო არ იყოს ...
Zaza
მიქაუტაძე არი გოგია 2 არუნდა ჩვენთან თამაში და რას ეხვერწებით ტიპს იმედი აქ რო ითამაშებს საფრანგეთის ნაკრებში უთხრა ჩვენებს დელიკატურად უარი წიტაიშვილი ნაკრებს არცუნდა გააკარო იმის მერე რაც უკრაინა აირჩია მარადიშვილი კიდე რუსეთის ნაკრების კაპიტანია ახალგაზრდულის.რა საქართველოს ნაკრები შენ რო ვერ ზზრდი ეგ მიკვირს ამდენი აკადემიებია და მაყუთის შოვაზე არიან გადასული.
ზაზა
ოხ დიდი ამბავი ძველმა ნაცნობმა კლიმენტამ თუ შემოიარა ))) ეს ერთი და მეორე იაშკას პირადად არაფერს ვერჩი მაგრამ თავში ტვინი ააქვს იმას ვინც იაშკა მთავარ მომლაპარაკებლად გაუშვა ფედერაციიდან?! იაშკას ენა ალბათ მარტო დედას თუ ესმის... გარდა ამისა მომლაპარაკებელს ორატორულ ნიჭთან ერთად დიდი ავტორიტეტი უნდა წონდეს. აი მაგალითად ვოვა გუცაევი, გიო ქინქლაძე, შოთიკო, კახა კალაძე, საშა ჩივაძე. ისეთი ხალხი უნდა ხართო ვისთვისაც უარის თქმა სირცხვილია! რა იაშკა კაი რა!
გუუდ
ეგ სამი თუ დაითანხმეთ მაგარი იქნება. ახაი კარგი გუნდი აშენდება, კვარაზე და ჩაკვეზე და მიქაუტაძეზე აეწყობა.ასევე ამათზეც ვინც ჩამოთვალეთ. აუცილებლად უნდა გადმოიბიროთ-ბოლოსდაბოლოს ქართველები არიან და აბა სად უნდა ითამაშონ.. იქ ნებისმიერ დროს შეიძლება ჩახსნან
Tengo
უნდა და არ უნდას ძახებას, სჯობს იმაზე დაფიქრდეთ და იმსჯელოთ, რატომ არ უნდა? რაშია მიზეზი? არველაძემ თქვა უარი ნაკრების მწყვრთნელიბაზე. დაუფასებლობის ბრალი ხომ არ არის? ერთი ფეხის გადატრიალება და ძველ კარგს ვივიწყებთ, ლანძღვა გინებაზე გადავდივართ.
ზურა
სვანაძის გარდა ყველაფერში გეთანხმებით ( თან როგორი ამბიცია გაუჩნდა უცებ)... ერთხელ და საბოლოოდ უნდა აიკრძალოს ყველა იმ ლეგიონერის ნაკრებში გამოძახება,ვინც თავის გუნდში სათადარიგოთა სკამს ხეხავს (ყველა დონის ფუნქციონერის "ლუბიმჩიკების" გაქაჩვა ნაკრების წევრობიდან კარიერის აწყობისთვის და მერე წილებში ჩაჯდომა)... და წესად უნდა იქცეს წელწადში ერთხელ "ლეგიონერებისა" და ადგილობრივების ნაკრებების შეხვედრა..იქ გამოჩნდება ვის რისი თავი აქვს...
რიგითი
კლიმენტიჩმა ბევრჯერ თქვა უკრაინამ ბევრი მომცა და აქ უნდა ვითამაშოო.. ახლა უნდა ქართული მაისურის მორგება?? დაეტიე მანდა.... ასეთი ხალხის ადგილი საქართველოში არ არის..
გოგა
ჩემი აზრით ნაკრებში პრემიებიც უნდა იყოს, რა მნიშვნელობის თამაშია იმის მიხედვით. ეხლა იაშვილი კი მგონია რაღაც რეკლამისთვის ამბობს ამას თორემ, ამათი გაკეთებული საქმე კაციშვილს არ უნახავს ჯერ
gio gio
სამწუხაროდ მილიონზე მეტი ქართველს უწევს ემიგრაციაში ცხოვრება, ფედერაციამაც და მთავრობამაც ბევრი უნდა იმუშაონ რო ეს ბავშვები ჩადგნენ საქართველოს სამსახურში,საჭიროების შემთხვევაში ჩარიონ ფსიქოლოგები,ჩამომსვლელი ჩამოვა დანარჩენები კი კარგად იყვნენ,მთავარია ყველამ თავისი საკეთებელი აკეთოს პირნათლად
Guja Kakhadze
რამაზ სვანაძემ ყველაზე რთულ პერიოდში გაიყვანა ნაკრები სათამაშოდ, რისთისაც მადლობა მინდა გადავუხადო (ამას ბევრი ვერ გარისკავდა)! რაც შეეხება ლეგიონერებს - მოაწყვეთ სინჯები ადგილობრივ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებთან ერთად და მაშინვე გამოჩნდება ვის რა შეუძლია (რახან ლეგიონერია ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ადგილობრივზე უკეთ ითამაშებს ნაკრებში). და ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ნოდარ ახალკაცი აკეთებდა - ვინც სწრაფგამძლეობის ნორმატივებს ვერ ჩააბარებს, მაგრამ საოცრად ტექნიკურია, მხოლოდ სათადარიგო მოთამაშედ უნდა მოიაზრებოდეს და ნორმატივების ჩამბარებელი ფეხბურთელებით უნდა დაკომპლექტდეს მოცემული თამაშის ძირითადი შემადგენლობა! ამის შემდეგ კი უნდა მოხდეს მათთან მენტალური ვარჯიშის დაწყება და სულ მალე საქართველოს ეროვნული ნაკრები ანგარიშგასაწევი ძალა გახდება საშუალო დონის ნაკრებებისთვის. ასეთ ნაკრებში ჩვენთვის უცნობი ქართველი ფეხბურთელები თვითონ მოინდომებენ ჩამოსვლას და სინჯების გავლას!
ქუთაისი
აზრზე არა ხართ იმაზე რაზედაც წერთ კომენტარებს. წაიკითხეთ კლოზეს,იოზილის,პოდოლსკის ბიოგრაფიები. ფულს სთავაზობდნენ პოლონეთის და თურქეთის ფედერაციები და ეხვეწებოდნენ კიდეც,მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.გერმანიის ნაკრები არჩიეს. მახარაშვილი საუკეთესო ნახევარმცველის რუსეთის პრემიერ ლიგის,მიქაუტაძე კი უთავდამსხმელო ნაკრებს ჰაერივით ჭირდება. რაც შეეხება პატრიოტიზმს და თავდადებას. შეიძლება ისეთი პატრიოტები არ არიან,თავგადაკლული...მაგრამ აბა რომელ ფეხბურთელს არ უნდა თავის გამოჩენა სანაკრებო დონეზე და კარგად თამაში. ეს ხომ პირდაპირი და საუკეთესო გზაა კარგი კლუბებისაკენ.. ...შეეშვით ამ ემოციურ ლაპარაკს და ნეტა ყველა მამლუქი დათანხმდებოდა ქართულ პასპორტს...
ლაშა
იმუშავეთ მეტი თავს გადაახტით ყველა გვჭირდება განსაკუთრებით თავდასხმა ეს მაინც ქენით მეტი თქვენ ვერაფერში ვარგიხართ.
semi
სულაც არ მინდა რომ ლიჟბი მოვიგოს გამო ნაკრებში ის ხალხი მოვიწვიოთ ვსაც ხვეწნა მუდარა ჭიდება და ის ბიჭები ამოვაგდოთ ვინც ყველაფერს აკეთებენ ნაკრებისთვს. წიტაიშვილმა დაინახა რომ უკრაინის ნაკრებში არ იწვევენ და ეხლა მოუნდა საქართველო ხო?
gabo
სანამ საქართველოს ნაკრებს არ ეყოლება ტოპ ლიგებში თავისი ფეხბურთელი, მინიმუმ 5-6 კაცი მაინც, მანამდე ჩვენ დიდ ფორუმებზე ვერ მოვხვდებით,ნაკრების კაპიტანი და მისი მეწყვილე რომ ყაზახეთის მე-5-ე ადგილოსან კლუბში ითამაშებს,ამით რომელი ევროპული ნაკრები უნდა დაამარცხო! ამ ეტაპზე ტოპ ჩემპიონატებში მოხვედრის პერსპექტივა აქვთ:ხვიჩას,ჩაკვეს,კიტეს, და მამლუქებს მიქაუტაძეს და მარადაშვილს. ნუ შეიძლება დავითაშვილიც და ტაბიძეც მოხვდნენ! სხვანაირად ვერსად ვერ გავალთ ტყუილა თავს ნუ შევიწუხებთ ოცნებით!
ჯემალი
რას ეხვეწებით, მათი სამშობლო დიდი ხანია საქართველო არ არის. იმუშავეთ ჩვენ ქვეყანაში და აქ მოიძიეთ გულანთებული ქართველები.
Vasili
ამდენი ხვეწნა მუდარის შემდეგ, ამათი დანახვაც აღარ მინდა! ესე ძალით ჩამოთრეული ფეხბურთელს, არანაირი მოტივაცია და არანაირი სიყვარული რო არ აქ ამ ქვეყნის მიმართ , გამოდგება ესეთი ფეხბურთელი???? რათქმაუნდა არა! თორე ნაკრები შესაცვლელია სასწრაფოდ, წავიდა ამ წონიანი და უთამაშებელი ფეხბურთელების დრო!
Ziz
მიქაუტაძე არი ნამდვილი ტალანტი და ნამდვილად ღირს მისთვის ბრძოლა. მარადიშვილი შეიძლება გახდეს მეორე მეტრეველი ქართულ ფეხბურთში. რაც შეეხება კლიმენტოვიჩს, რა ბატონი კლიმენტი უკვე თავად მივიდა ფედერაციაში? რაო ვინმე უკრაინელი რტენერისგან აიღო ნებართვა?

ვისაც მარტო კარიერისთვის და სივისთვის უნდა თამაში არ უნდა გააკარონ ნაკრებს.
lasha
რას ეხვეწებით?! ამდენი ხვეწნა მუდარა რო კაცს ჭირდება ის დაიხარჯება ნაკრებში ბოლომდე?
გენა
საიდან ამოიჩემეთ ეს რუსი მარადიშვილი? არაფერი მოთამაშე არაა. თან სუფთა რუსია.
ზურა
როდიდან გახდა ნაკრებში თამაში სახვეწარი?!სირცხვილია...
გიორგი
როგორ მიყვარს ეს "მიდის აქტიური მუშაობა". სულ ჩემი უფროსი მახსენდება, რომ ვეტყოდით "აქტიურად ვმუშაობთო", ეგრევე იმას გეტყოდა აი დაიწყო ეხლა ამან დაბოლება, რას ნიშნავს "აქტიური მუშაობა", იმისგან ველოდებით რამეს, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ და ვუთხრათ თუ სად ვართ?!
tngh
ამ საკითხის დადებითად მოგვარებისათვის, აუცილებელია საქმეში საქართველოს პრეზიდენტის აქტიური ჩართულობა. მხოლოდ სსფ-ს დონეზე, ეს საკითხი ვერ მოგვარდება!!!
mafiaaaaa
წიტაიშვილია თუ ვიღაც ტვინი მართლა ფეხებში აქვს? შევჩენკო მაგას როარ გამოიძახებს ხო აქედანვე ცხადია... სთხოვდა კალაძე შევას ჩვენთვის გვინდაო და იასნია შევჩენკოც უარს არ ეტყოდა...... რომც არ იყოს შევჩენკო ნაკრებში იმხელა წონა აქვს უკრაინულ ფეხბურთში მის ნათქვამს აქვს წონა.. წიტაიშვილმა დაივიწყოს უკრაინა თვითონ ვერ ტვინავს ვერ ტვინავს მამამისი რამ გამოალენჩა? მაგრამ მასეთი ვინუჟდენით ჩამოთრეული ფეხბურთელი გვინდა?? ეგეთი კაცი ისი რის ღირსია? უნდა ათამაშო ერთი თამაში ნაკრებში და დაუხურო მერე კარები სამუდამოდ! მიქაუტაძე წამოვა აქეთ აბა საფრანგეთს მაგისნაირი ათასი ყავს. აი მარიდაშვილს კი შეეშვით რა ტიპი სუფთა რუსი ვანიაა დედამისმა რუსად გაზარდა და მეც რუსად ვთვლი გვარი არ ნიშნავს სამშობლოს სიყვარულს
giorgi dashniani
რომელი თამაშობს გულიანად და ჯიგრით ჩვენ ნაკრებში? ამას ბოლო სამი თამაშიც მოწმობს, უკრაინელები არ აპირებენ გიორგის გამოყენებას ამიტომ თვითონ მოუნდება, ყველა უნდა მოვიწვიოთ ხალხნო მიქაუტაძეც და სხვებიც, უნდა შევცვალოთ ნაკრები, ბოლოს კი ფედერაციას მივმართავ იქნებ რობერტო მორენო მოვიწვიოთ მწვრთნელად, ახალგაზრდაა და ესპანეთის ნაკრებს წვრთნიდა
Gio
გუშინ უყურებდი ზამთრის თაშ ითუბში იაშკაც თამაშობდა და ყველა ვეტერანი თითქმის და იაშკა იმდენათ მონატრებული იყო თამაშს რომ ამ კაცს ვერ დავსძენ იმას რომ ფეხბურთი არუყვარს ეშ კაცი ამ სპორტით ცხოვრობს დამიკერეთ ძალიან დიდ პატივს ვცემ ვერვიტყვი აუგს ამ ადამიანზე
რომელუ
მე ვფიქრობ, ზრუნვა წიტაიშვილის ნაკრებში ჩამოყვანაზე არასწორი და უსამართლოა. უამრავჯერ დააფიქსირა მკაფიო პოზიცია, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში არ სურდა. ამ პოზიციას აფიქსირებდა იმ პერიოდში, როდესაც რამოდენიმეჯერ კიევის დინამოს ძირითად შემადგენლობაში მოხვდა. ეხლა რასაც ვუყურებ, არათუ ძირითადში, საერთოდ აღარ ათამაშებენ და მყარად დაიმკვიდრა ადგილი ღრმა სათადარიგო სკამზე. უკრაინის უმაღლესში გოლიც არ აქვს გატანილი ამ სეზონში, თუ არ ვცდები. სამაგიეროდ, გოლი გაიტანა ქართველმა ნიკა სიჭინავამ, ინჰულენცის ფეხბურთელმა!
Modric
იდალგო - წიტაიშვილი "ბევრს რომ დარბოდეს", უკრაინელები ათამაშებდნენ. ალბათ, ეგეც ჩვეულებრივი, სტანდარტული ქართველი ფეხბურთელივით, ბურთს კარგად დაათრევს და სულ ეგაა. მაგის გამო ხვდება განაცხადში. რამდენიმე წელში მანდაც ვეღარ მოხვდება. ნანახი გვაქვს ეგ ფილმი ბევრჯერ.
ზაზა
მე ვფიქრობ რომ მხოლოდ მიქაუტაძის ჩამოსვლის შანსია და ისიც მცირე და ზოგადად ძალიან ცუდი პრაქტიკა ნაკრების შემადგენლობის 100% ლეგიონერებით დაკომპლექტება და ჩემი აზრით საქართველოს ჩემპიონატშიც არის რამოდენიმე ფეხბურთელი ვინც იმდახურებს ნაკრებში გამოძახებას ძალიან მეწყინა მე პირადად რომ ლოკომპტივის იმ კარგი გამოსვლის შემდეგ ევრო თასებზე მისი არცერთი ფეხბურთელი არ გამოიძახეს ნაკრებში როცა იძახებ ფეხბურთელს როტორიდან ტობოლიდან და თურქეთის გასავარდნი გუნდები დან ნაკრებში რატომ არ უნდა გამოიძახონ და მის ვებ შანსი შიდა ჩემპიონატიდან გამორჩეულ რამდენიმე ფეხბურთელს გაუგებარია
იდალგო
"ე ბიჯო" დაანებეთ რა წიტაიშვილს თავი , რას აძალებთ? არ უნდოდა საქართველოში, თქვა ათასჯერ, რომ უნდოდა უკრაინის ნაკრებში. ახლა, უკრაინელებმა რომ დაიწუნს, აქეთ ექაჩებით? შეეშვით რა, ა ნახეთ ამ კაცში კარგი ფეხბურთელის? ბევრს რომ დარბის? სხვა რა?
ლევან
როგორც ყოველთვის, ყველაფერზე ზოგადი პასუხი. არაფერი კონკრეტული. ყველაფერზე მიდის მუშაობა და ყველაფერზე ფიქრობენ. არ დადგა დრო რამე გააკეთოთ უკვე? რამდენი ხანია ამ ყველაფერზე მიდის საუბარი?
თ.ბ.
აი რა ღუპავს ნაკრებს. რატომ ათამაშებთ იმ ფეხბურთლებს ვისაც არ უნდათ თამაში საქართველოს ნაკრებში? თუ სადაც ცხოვრობენ იქ არ გამოიძახეს და მერე მოდიან აქ, მერე ნუ მოთხოვთ თავდადებას.
ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
რიო ფერდინანდმა თავისი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
ველით სისტემის შეცვლას - ვილი სანიოლი და საქართველოს ნაკრები სომხეთისთვის ემზადებიან
ალექსანდრე იაშვილი: ყველას დავანახეთ, რომ შეგვიძლია ასეთ გუნდებთან თამაში და მათი დამარცხება
იაშვილი: მიზანია ვიბრძოლოთ პლეი-ოფის საგზურისთვის, მინიმუმ მეორე ადგილისთვის
კვეკვესკირის როლი გასახდელში დიდია... ეს კონკურენციაა... ბათუმში კარგი საფარი იქნება - სანიოლისა და იაშვილის პრესკონფერენცია
ალექსანდრე იაშვილი: ანტალ იაკობაშვილთან საუბარი გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, მას უნგრეთის ნაკრებში სურს თამაში
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია