ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ვლადიმირ ვაისი: საქართველოდან გმირებივით ვერ წამოვედით, მაგრამ კარგი კვალი დავტოვეთ

ვლადიმირ ვაისი: საქართველოდან გმირებივით ვერ წამოვედით, მაგრამ  კარგი კვალი დავტოვეთ

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სლოვაკურ SPORT.SK-სთან ინტერვიუში ჩვენს ეროვნულ გუნდსა და თავის მომავალზე ისაუბრა.

საქართველოში გატარებული 5 წლის შემდეგ მას კლუბში უნდა დასაქმდეს, თუმცა არ ჩქარობს და კარგ შეთავაზებას ელის: "მაღალი დონის გუნდს მინდა სათავეში ჩავუდგე და იქ მუშაობამ სიხარული მომანიჭოს".

გამოცემა მკითხველს ახსენებს, რომ საქართველოში ვაისის მოღვაწეობა წარუმატებლად დასრულდა და სამსახური მისმა თანამემამულე თანაშემწეებმა ბორის კიტკამ, იოზეფ კონტირმა და რომან შვანტნერმაც დატოვეს. ვაისის ხელმძღვნელობით, "ჯვაროსნებმა" 16 მატჩი მოიგო, 15 ფრედ დაასრულა და 16 წააგო.

"ეს უკვე ვა-ბანკი იყო, ან გამარჯვებული წავიდოდი, ან დამარცხებული. 1 გოლი გავუშვით და მაკედონიასთან 0:1 წავაგეთ. იქ 5 წელი ვიმუშავე, რაც ჩემს სამწვრთნელო კარიერაში და ცხოვრებაშიც საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდია. სრულად გამარჯვებული ვერ წამოვედი, თუმცა მგონია, იქ კარგი კვალი დავტოვეთ. ცხოვრება კი გრძელდება. გმირებივით ვერ წამოვედით, მაგრამ - სუფთა სინდისით".

ვაისი წუხს, რომ გადამწყვეტ მატჩში გუნდს გულშემატკივრები ვერ დაეხმარნენ, თუმცა კორონავირუსის პანდემიისას არსებული მძიმე სიტუაცია ესმის, რომელიც ყველასთვის რთულია:

"სამწუხაროდ, ახლა ყველასთვის რთული დროა და ეს სპორტსაც ეხება. მაყურებლების გარეშე თამაში ემოციებს კარგავს. ეს ახლახან საკუთარ თავზე გამოვცადე. გადამწყვეტი შეხვედრა გულშემატკივრების გარეშე ჩავატარეთ და მიზანს ვერ მივაღწიეთ. ქომაგობა ძალიან დაგვაკლდა. საერთაშორისო არენაზე მაყურებელი ძალიან საჭიროა, მეტადრე კი - სანაკრებოზე.

ამის გამო ძალიან დამწუხრებული ვარ, მაგრამ მჯერა, რამდენიმე თვეში ვითარება გამოსწორდება, ვაქცინა იქნება, ჩვენ კორონავირუსს დავამარცხებთ და ხალხი სტადიონებზე დაბრუნდება.

როდესაც 5 წელი ნაკრებს წვრთნი, ყველაფერზე ფიქრისათვის საკმაო დრო გაქვს, რადგან წელიწადში ცოტა მატჩებია. სლოვაკეთში სახლში ვცხოვრობდი და არა საქართველოში. ამიტომ პრაქტიკულად ჩემს ოჯახთან ერთად ვიყავი, მხოლოდ თამაშებსა და შეკრებებზე მივემგზავრებოდი და ისიც მაშინ, როდესაც ეს აუცილებელი იყო.

ახლა მინდა საკლუბო ფეხბურთს დავუბრუნდე, მაგრამ ვნახოთ, როგორი შემოთავაზებები მექნება, ვინაიდან მილიონი მწვრთნელია, ხოლო კარგი კლუბი არც ისე ბევრია და ხანდახან ასარჩევიც არაფერია. მსურს ისეთი კლუბი ვიპოვო, სადაც დონესაც ავიმაღლებ და მუშაობისგან სიამოვნებასაც მივიღებ".

• გიორგი

ნუ თუ სომეხი ხარ გასაგებია :) (პატივისცემა სომხებს და გილოცავთ ნაკრების წარმატებას) მაინც რისთვის უხდი მადლობას? უტვინო იყო და უტვინოები არიან ფედერაციაშიც, ტიპმა ცვლილებების გაკეთება არ იცის და არც არავინ ეუბნებოდა რომ საჭიროა! საჭირო კი არა და აუცილებებლი, როდესაც გუნდი მარცხდება და ვერაფერს ახერხებს!

• teter

კობიაშვილის სინდისზეა ევროპაზე რომ ვერ მივდივარტ

• მწრთვნელი

წადი შენი! ნერვები დამაწყვიტე! კორონაზე უარესი ყოფილხარ!

• me

ნებისმიერს ვისაც გინდა მაგაზე უკეთესი შედეგი ქონდა სოფმეთთან მაკედონიასთან და მსგავს გუნდებთან იგებდა ყველა უკლებლივ, რაც შეეხება შანსს რაც მივიღეთ ეგ ვაისის დამსახურება არ არის უბრალოდ ფორმატი იყო ისეთი, რომ შეგვეძლო ევროპაზე მოხვედრა და გავანიავეთ! მწვრთნელი ფინალს აგებდეს და 93წთზე შეცვლას აკეთებს და მცველი გამოყავს ფასი არის 0000000000000! ვაიასი იყო ძალიან ცუდი მწვრთნელი რაც ვყოლია!!!! სხვა დროს სომხეთი მაედონია ესტონეთი არ გვყოლია ჯგუფში თორემ უკვე ნამყოფი ვიქნებოდით მსოფლიოზეც და ევროპაზეც და გააქტიკაზეც.

• G.LA

აი თურმე რატომ არ აკეთებდა შეცვლებს თავის დროზე. ტიპს სკლეროზი აქვს გაქანებული ეტყობა, აბა თვითონ არ თქვა მაკედონიასთან დაპირისპირების წინ? ჩვენ ლუზერები ვიქნებით თუ ეს შანსი ვერ გამოვიყენეთო, თუ მე მაქვს ცუდი მახსოვრობა და გვარდიოლამ თქვა ასე? ლუზერი ხარ ვაის შენ და ფედერაციის მთელი შემადგელობაც, ასეთებად დარჩებით. თუნდაც იმიტომ რომ პასუხისგებლობის გრძნობა არ გაგაჩნიათ არ შენ და არც ვინმეს ფედერაციაში. ფულის მონები ხართ და უსაქმურები.

• ელგუჯა

პასუხი ზუროსი!!!

• გიო

ზოგიერთი მწვრთნელს და ვაისს რომ აკრიტიკებს არ მესმის ეგ ლოგიკა რომელ ქართველ ან უცხოელ მწვრთნელს ქონდა უკეთესი შედეგი საქართველოს ნაკრებში?? იდეაში ვაისი არ არის დაბალი დონის მწვრთნელი სლოვაკეთის ნაკრები გაიყვანა მსოფლიო ჩემპიონატზე და მე 8 ფინალი ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატის ეგ იყო უდიდესი მიჰწევა მაგ ქვეყნის ფეხბურთისთვის კიდევ კლუბებიც ჰყავს გაყვანილი ევრო ტურნირების ჯგუფებში ვაისმა ათამაშა იმის მაქსიმუმი რაც ამ რესურსით იყო შესაძლებელი როცა ნაკრებში მუდმივად არის პრობლემები ტრამვები უთამაშებლობა ფეხბურთელების უმეტესობა თამაშობს საშუალო ან დაბალი დონის ჩემპიონატებში სუსტ გუნდებში და იქაც არ აქვთ სათამაშო პრაქტიკა ძალიან რთლია ასეთი ნაკრებით ევროპაზე გასვლა სამწუხაროდ ჩვენ დღეს ამათზე უკეთესი ფეხბურთელები ქვეყანაში არ გვყავს ვინც არიან დღეს ეროვნულ ნაკრებში და ესაა ზუსტად ტრაგედია და ესაა გამოსასწორებელი რომ მომდევნო წლებში მოხერდეს და რამდენიე ფეხბურთელი კიდევ გამოჩნდეს ვისაც ექნება იგივე პოტენციალი რაც აქვს ჩაკვეტაძეს კვარაცხელიას კიტეიშვილს გადახალისდეს ნაკრები და ეს არ გამოვა თუ საკლუბო დონემ არ მოიმატა ასაკობრივებმა არ დადეს კაი შედეგები სხვანეირად შევსება როგორ უნდა მიიღოს ნაკრებმა საჭიროა მაღალი დონის პერსპექტიული ფეხბურთელები და არაა მწვრთნელების წამდაუწუმ ცვლა.

• ზურა

მწვრთნელის შეცვლა მარტივია მაგრამ შედეგის მიჰწევა ფეხბურთელების გარეშე შეუძლებელია იქ ვართ სადაც უნდა ვიყოთრაც შეეხება მაკედონიასთან თამაშს მაკედონიამ დამსახურებულად მოიგო და გავიდა ევროპის ჩემპიონატზე და ეს აბსოლიტურად ლოგიკური შედეგი იყო გადახედეთ მაკედონის ნაკრების ფეხბურთელები რა დონის კლუბებში და ჩემპიონატებში თამაშობენ ჯენუა უდინეზე ნაპოლი ლევანტე მალიორკა ლიიდსი ტოპ ლიგებში ჰყავთ 7-8 ფეხბურთელი და ჩვენ?? როტორი ტობოლო ანორთოსისი სანხოსე და თურქეთის ჩემპიონატის გასავარნი გუნდები და ბევრს იქაც არ აქვს სათამაშო პრაქტიკა ტოპ ლიგის კლუბი საოვნებოთ გვაქვს გახდილი ქართველი ფეხბურთელებისთვის ერთადერთი უპირატესობა ის გვქონდა ჩვენ მაკედონიასთან შედარებით რომ სახლში ვთამაშბდით და ჩაკვეტაძე კვარაცხელიას ფაქტორი და მათი ინდივიდუალური თამაში და სამწუხაროდ არც მაყურებელი დაუშვეს თამაშზე და არც ჩაკვე და კვარა არ იყვნენ ძირითადში რაც შეეხება ამ ნაკრებს მე ამ ნაკრებში 3 ფეხბურთელის გარდა ვერავის ვერ ვხედავ რომელსაც შეიძება ევროპაში მაღალ დონეზე თამაშის პერსპექტივა ქონდეს ჩაკვეტაძე კვარაცხელია კიტეიშვილი სხვა ვინ შეიძლება მაღალ დონეზე ითამაშოს? ოქრი ვაკოს ჯანოს და კვირკველიას მატარებელმა კაი ხნის წინ ჩაიარა კანკავა ასაკშია გვილია გამონათების ფეხბურთელია იგივე კაკაბაძეც ერთი თამაში მაღალ დონზეზე ათიდან და ამათ რას უშველის მწვრთნელის შეცვლა მწვრთნელი გაგვიჩენს არსაიდან მაღალი დონის შემსურულებლებს? სანამ ნაკრებში 5-6 ფეხბურთელი მაინც არ იქნება მაღალი კლასის ჩემპიონატში მოთამაშე იქამდე არაფერი გვეშველებაა მუდმივად ჭაობში ვიქნებით და უცხოელი მწვრთნელის დანიშვნას ისევ ქართველი ჯობია რადგან ქართულ ფეხბურთს კარგად იცნობს შიდა ჩემპიონატის ფეხბურთელებაც მისცემს შანსს და ახლა ჩვენ სამწუხაროდ დიდი ამბიციები ვერ გვექნება ბევრია სამუშაოო ნაკრებში ახალი ნაკრებია გასაკეთებელი.

• სოხუმელი ვეტერანი

ნებისმიერ შემთხვევაში მადლობა ყველაფრისთვის!

• სოსო

წავიკითხე სტატია და ახლა უკვე მეც მომინდა,ნაკრების მწვრთნელობა.წელიწადში ჯამურად 1 თვეს,კი გავძლებ თბილისში,დანარჩენი კი დავდგები ბირჟაზე და გულს გადავაყოლებ.თუ ჩაკვეტაძე ან კვარაცხელელია მეყოლებიან,კი მოიგებენ როგორმე თამაშს,მათ გარეშე კი,ვერ ეგ აკეთებდა ვერაფერს,თანაც შეცვლასაც კი არ აკეთებდა თამაშის დროს.მე,დროულად შეცვლის გაკეთება მაინც შემიძლია.ესე იგი,უკეთესი შედეგიც მექნება.აფსუს რა წლები დავკარგე?!არ იყო ეგ ხელფასი,ხელიდან გასაშვები.

• კახა ქ.

ტიპი უკვე გვეკაიფება.ფედერაციას მინდა მივმართო,კაცმა რომ გკითხოთ მაგარი ბიჭები ხარყ და ბუზს არ აიფრენთ და მა სლოვაკმა რომ დაგაგოიმათ მაგ ამბავს როგორ უყურებთ.5წელი ტიპი თავზე დაგვასვით,თვითონ იძახის მარტო თამაშებზე ჩავდიოდიო და ამას რა უნდა გარკეთებინა და გამოდიხართ კიდე იძახით,მაგარი საქმე გააკეთაო.გასაგებია თქვენ გაწყობდათ,მაგრამ მაგარი და კაი ტიპი მაშინ ხარ,როცა თავს არ დააგოიმებინებ და ისეთი წესებით აცხოვრებ მწვრთნელს,როგორიც შენ და შენ გულშემატკივარს და საქმეს ჭირდება და არა მაგას მის ბანდას.ეს ორი ჟურნალისტი კიდე(ბარათაშვილს პატივს ვცემდი და მაგ გადაცემის მერე ნოლი გახდა ჩემ თვალში)ისე შესციცინებდნენ თვალებში კობიაშვილს,გეგონება გმირს ელაპარაკებოდნენ და ერთი კრიტიკული კითხვა არ დაუსვამთ.ეს ძალათ დერსკი სალუქვაძე კიდე,დაყენებული გროზნი ვიდით გამოდის და ბევრს ლაპარაკობს.ამათი ნა...კი არ გაიშვას.

• ელგუჯა

ამისგან რა გინდათ ვინც ეს ჩამოიყვანა და ფული გააკეთა იმათ საძმაკაცოს კითხეთ ფედერაციაში შავზე თეთრს რო იძახიან შუბლის ძარღვი რო გაწყვეტილი აქვთ

• ზაზა

იქნებ ისიც გეთქვა ამ 5 წელიწადში, აიმაღლე ან აგიმაღლდა კვალიფიკაცია?!

• დათო

სლოვენიაც ექს იუგოსლავიაა

• ა

ეს კაცი ფეხბურთში ხო არაადეკვატური იყო, ინტერვიუშიც იგივეა, შენ ადგილზე მაგ შედეგს ნებისმიერი სიზმარა დადებდა

• Leonidas

მაგარი ჩლუნგი ხარ ვაის, არა მარტო როგორც მწვრთნელი, არამედ როგორც ადამიანი. მაგრად გაგულავა პედერაციამ 5 წელი ჩვენი ხალხის პულით. მეცოდება ის გუნდი სადაც შენ მიხვალ სამუშაოდ.

• გუსანი

გმირი კი არა ჩაისვარა და ჩვენც დასვრილები დაგვტოვა, რომ არა ჩაკვეტაძე/ კვარაცხელია, უფრო ადრეც გასაშვები იყო, შეიძლება ასე დამცირებას ავცდენოდით. ფედერაციამ ეს პასუხისმგებლობა უნდა აიღოს

• ტოტტი

ჰეიგმა თქვა საქართველოს მწვრთნელობაზე რომ გაქვს პრეტენზია ქართული და საქართველო უნდა იცოდეო ამას ქართულად გამარჯობა ეა მადლობაც არ ეცოდინება . ჩაკვეტაძე და კვარაცხელია რომარა 31 წაგება ეა 15 ფრე გვექნებოდა

• ტოტტი

ამან უნდა თქვას ხუთი წელი სამსახური მქონდაო . სახლში იჯდა და წელიწადში ხუთჯერ ორი საათი თამაშს უყურებდა და ეგ იყო და ეგ

• G.A.L.

ვინმე რომ მოგვეწვია ყოფილი იუგოსლავიის საფეხბურთო ქვეყნიდან?! მაგალითად Dორვატიიდან! მსგავსი ქვეყნები ვართ ახლო წარსულიდან. მათაც სამშობლო ძალიან უყვართ. ტექნიკურ ფეხბურთს ეთაყვანებიან. გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვთ და იქნებ ჩვენ მკვდრებსაც გადაედოთ მუხტი. ფედერაციას, მგონი ცუდი არ იქნება?!

• ღლონტი

მთავარია, რომ წახვედით. მეტად აქეთ აღარ გექნათ პირი.

• თემო

სლოვაკეთში რო ცხოვრობდი და აქ წელიწადში ჯამში 10 დღე იყავი ეგაა ზუსტად შენი შეცდომა ვლადიმირ

• კოკო

ა კაცი, ეს სუფთა სინდისი რას ნიშნავს? მე მეგონა მწვრთნელს კვალიფიკაცია და კომპეტენცია უფრო სჭირდებოდა. სინდისს ასე ხშირად რომ ახსენებს რაიმეს გადაფარვა ხომ არ სურს? იქნებ მაკედონიელებმა დააპრემირეს - ათი მილიონი მოუწიათ ევროპაზე გასვლისატვის და ერთ-ორ ლიმონს ვითომ ვერ გაიმეტებდნენ?

• llcl

"როდესაც 5 წელი ნაკრებს წვრთნი, ყველაფერზე ფიქრისათვის საკმაო დრო გაქვს, რადგან წელიწადში ცოტა მატჩებია. სლოვაკეთში სახლში ვცხოვრობდი და არა საქართველოში, ამიტომ პრაქტიკულად ჩემს ოჯახთან ერთად ვიყავი, მხოლოდ თამაშებსა და შეკრებებზე მივემგზავრებოდი და ისიც მაშინ, როდესაც ეს აუცილებელი იყო." აგერ, თქვა კაცმა თავის პირით, აბა ტრაქტორისტი(ბოდიში ტრაქტორისტებთან და ყველა მშრომელ ადამიანთან, ცუდად არ გამიგოთ) სალუქვაძე არ კითხავდა საქართველოში რატომ არა ხარ და ეროვნულის თამაშებს რატომ არ აკვირდებიო, არც გლდანის და ქართული ფეხბურთის აღმაშენებელს ან მის ბანდას არ მოსთხოვდა ესეთი საქციელისთვის პასუხს. დიდი ტაქტიკოსი და შეცვლების დიდოსტატი სუფთა სინდისით წასულა საქართველოდან, სუფთა სინდისით ფედერაციის კლანის წინაშე, თორემ გულშემატკივარი დღესაც დიდი სიყვარულით ვიხსენებთ მის და მისი ჩამომყვანის დედებს ესეთი კარგი შვილების გაზრდისათვის

• რაგბის ფანი

კიდევ ნერვებს გვიშლის

• irakli

მწვრთნელი არის ზუროსი სულს გულს დებს ყველა თამშში მაგისთვის მადლობა მას, შენ კიდე რობოტივით იდექი 90 წუთი შეცვლა შენ არ იცი და და ტაქტიქზე გუნდი გადაწყობა ჩაკვეტძეს უმადლოდე ინდივიდუალურად მოიგო ერთა ლიგა, შენ ტყულა ნუ იწერ მაგ მოგებებს

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა

"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ

Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...