7 თებერვალს რუსეთთან "მიხეილ მესხზე" გასამართ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე "ბორჯღალოსნებმა" "შევარდენზე" ღია ვარჯიში გამართა.

პანდემიიდან გამომდინარე, ღია ვარჯიში წინამორბედებისგან განსხვავებული იყო და მას მხოლოდ მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სამწუხაროდ, გულშემატკივარი ვერც მატჩის დღეს შეძლებს ტრიბუნიდან მორაგბეების გამხნევებას.

ლევან მაისაშვილი: "ახალგაზრდებს ადაპტირების კარგი უნარი აქვთ"

ღია ვარჯიშის შემდეგ ლევან მაისაშვილმა მომავალი მატჩისთვის მზადებასა და სელექციაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, გაფართოებულ შემადგენლობაში ათი უკეპო მორაგბე მოხვდა, კიდევ რვას კი 10 კეპიც არ უგროვდება.

"მზადება ორ ნაწილად გავყავით. გრძელვადიან პერიოდზე გათვლით, შეკრებაზე მოთამაშეთა დიდი ჯგუფი შემოვიყვანეთ, რომელთა ნაწილს რუსეთთან არა, მაგრამ მომდევნო შეხვედრებში აუცილებლად მიეცემათ თავის გამოჩენის შანსი. მზადების დასკვნით კვირაში აქცენტი იმ კომპონენტებზე გაკეთდა, რის ჩვენებასაც რუსეთთან ვაპირებთ. ვფიქრობ, მზადების პროცესმა ნაყოფიერად ჩაიარა.

დრო საკმარისი არასდროსაა, თუმცა ამ ბიჭების უმეტესობას 20-წლამდელთა ნაკრები აქვს გამოვლილი და ადაპტირების კარგი უნარით გამოირჩევა. ისინი მარტივად ჩაერთვნენ პროცესში და სიახლეებს ადვილად უღებენ ალღოს".

მერაბ შარიქაძე: "სავსე ტრიბუნებიდან სხვა მუხტი მოდის"

"ბორჯღალოსნების" კაპიტანი მერაბ შარიქაძე თვლის, რომ ნაკრებში ახალგაზრდების შედინება მზადების პროცესზე დადებითად აისახა და გულშემატკივრებს, რომლებიც 7 თებერვალს ტრიბუნებზე ვერ იქნებიან, ტრადიციულად, ბოლომდე ბრძოლას ჰპირდება:

"ეს ბიჭები დიდი ენთუზიაზმით შემოგვიერთდნენ, რაც სავარჯიშო პროცესზე დადებითად აისახა და მათი ძალიან მეიმედება. როგორც ყოველთვის, რუსეთი მატჩამდე ხმამაღალ განცხადებებს არ ერიდება. ამბობენ, რომ გამარჯვება უნდათ… ჩვენის მხრივ, ვიტყვი, რომ მაქსიმალურად ვეცდებით, გულშემატკივარი გავახაროთ. რუსეთმა შიდა ჩემპიონატის ნაკრებთან ამხანაგური თამაში ჩაატარა და სიახლეებით არ გამოირჩეოდა. ისინი, ტრადიციულად, ფეხით ეცდებიან ჩვენს ნახევარზე გადმოსვლას და იქ ხელდახელ თამაშს. ჩვენ ამისთვის მზად ვართ.

სავსე ტრიბუნებიდან და 80 წუთის განმავლობაში ერთგული ქომაგობიდან უდიდესი მუხტი მოდის. სამწუხაროდ, ამ თამაშს გულშემატკივარი ვერ დაესწრება, მაგრამ უფლება არ გვაქვს, ამან ჩვენზე იმოქმედოს".

rugby.ge

მერაბი
კარგი იქნება კაასტროფული ანგარიშით თუ მოვუგებთ! ტყუიალად ხომ არ ვეთამაშეთ საუკეთესო ნაკრებებს!
emigranti
მგონია ადვილი თამაში არ იქნება. მაქსიმალური ყურადღებით უნდა ითამაშონ და ბრიყვული შეცდომები არ უნდა დაუშვან. მონდომებას არავინ დაუკარგავს და იმედი მაქვს არ გაახარებთ მტერს. ვინმემ თუ იცის იაშაღაშვილი რატომ არა ჩანს კარგა ხანია, ეგება დაწეროთ.
სოსო
ვფიქრობ,ახალგაზრდებს აუცილებლად მეტ დროს მისცემს მაისაშვილი და რაქიდან ბურთის გამოტანის დაჩქარებაზე გააკეთებს აქცენტს.ეს, პირველ რიგში გამოსასწორებელი კომპონენტია,ჩვენს თამაშში და ერთბაშად დიდ უპირატესობას მოგვცემს,შეტევის დროს.
აზრი
რუსეთის დონის ნაკრებებთან გამოჩნდება ის რაც ვითამაშეთ გრანდებთან რამდენად განვითარდით!! ძალიან ადვილად უნდა მოვუგოთ და დავანახოთ რუსეთის მსგავს ნაკრებებს რომ ჩვენ სხვა დონის ლიგაში თამაშს ვიმსახურებთ.
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ლევან მაისაშვილი: "შავმა ლომმა" ისტორია დაწერა
მერაბ შარიქაძე: უკვე დავიღალე მსაჯების შეცდომებზე საუბრით
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
"საქართველოს დონემდე მისაღწევად შეუპოვარი შრომა მოგვიწევს" - რუსეთის ნაკრების მწვრთნელი
საქართველო-რუსეთი - ბილეთები
მერაბ შარიქაძე რუსეთთან მატჩის წინ: გუნდში საოცარი ატმოსფეროა
მაისაშვილი: რუსეთი ცდილობს უსიამოვნო ტრადიცია დაარღვიოს - მზად ვართ შინ გამარჯვებულები დავბრუნდეთ
"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს
ლევან მაისაშვილი – მაღალი მიღწევების დირექტორი
მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ მერაბ შარიქაძე 11-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა
"იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას" - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს
[VIDEO] შარიქაძის ბრწყინვალე დებიუტი MMA-ში - "ბორჯღალოსნების" ყოფილმა კაპიტანმა კონტნი ნოკაუტით დაამარცხა
მერაბ შარიქაძე: ძმა დავკარგეთ და ეს თამაში მას ეძღვნებოდა
მაისაშვილი: უკეთ მოვემზადეთ და შედეგიც სახეზეა
"ამჟამად არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ვითამაშოთ დიდ ბიჭებთან; შეგვიძლია თუ არა, დავამარცხოთ იტალია და ინგლისი?" - მერაბ შარიქაძისა და რიჩარდ კოკერილის ინტერვიუ [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
"ეს მარიხუანას გამო მოხდა... ვისაც დავეხმარე, იმან გამყიდა" - შარიქაძემ dailymail-თან დისკვალიფიკაციის მიზეზზე ისაუბრა
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს