„რეაბილიტაცია ისე კარგად მიდის, რომ უკეთესს ვერც ვინატრებდი და ძალიან გახარებული ვარ“, – ამბობს "ბორჯღალოსანი" ბექა გორგაძე, რომელიც 29 ნოემბერს, „შემოდგომის ერთა თასზე“, ირლანდიასთან მატჩში დაშავდა.

მორაგბეს, რომელსაც ცოტა ხნის წინ 25 წელი შეუსრულდა, ჯვარედინი მყესები ჰქონდა გაგლეჯილი და მენისკი დაზიანებული. ბექას ოპერაცია 9 დეკემბერს ჩაუტარდა და სასიხარულოა, რომ მენისკი ამოსაჭრელი არ გახდა, რაც სამომავლო პერსპექტივისთვის ძალიან კარგია.

გორგაძე სულ მალე ძუნძულს შეძლებს და შესაძლოა, სეზონის ბოლოს სათამაშოდაც მზად იყოს, მაგრამ ის გარისკვას არ აპირებს და ახალ სეზონს დაელოდება:

„ქირურგმა მითხრა, რომ ოპერაციიდან 6 თვეში თამაში შემეძლება. ამ ეტაპისთვის რეაბილიტაცია დაგეგმილზე სწრაფად მიდის, მაგრამ გარისკვას არ ვაპირებ. ერთი-ორი თამაშის ჩატარებას აზრი არ აქვს და სჯობს მომავალი სეზონისთვის 100%-ით მოვემზადო“.

„ზედა ტანის დატვირთვა 4 იანვარს დავიწყე და ნელ-ნელა დატვირთვებს ვზრდი. რეაბილიტაციის ძირითადი ეტაპებიც გავლილი მაქვს და სავარაუდოდ, იმ კვირიდან სპეციალურ დანადგარზე ძუნძულს დავიწყებ, 2-3 კვირაში კი მოედანზეც შევძლებ ძუნძულს“.

ტრავმას თან ისიც დაერთო, რომ "ბორდომ" "ბორჯღალოსანთან" კონტრაქტის გაგრძელება აღარ ისურვა. გორგაძე ადასტურებს, რომ "ბაიონიდან" რეალური შეთავაზება ჰქონდა, მაგრამ შეთანხმება არ შედგა და ახალ გუნდს თვე-თვენახევარში ელოდება:

„მომავალი სეზონიდან "ბორდოში" აღარ ვიქნები. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონტრაქტს "ბაიონთან" ვაფორმებდი და შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვიყავი, მაგრამ საბოლოოდ არ გამოვიდა. არის რაღაც ვარიანტები და ვფიქრობ, მარტის ბოლომდე ყველაფერი გაირკვევა, თუმცა ამ ეტაპზე მთავარი რეაბილიტაციაა და სრულად ამაზე ვარ გადართული“.

rugby.ge

გიორგი
დიდი ხანი არაფერი ვიცოდით ბექას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მადლობა ღმერთს, უკეთესად არის.
სოსო
მთავარია სრულად მოირჩინო და რეციდივის შიში აღარ გქონდეს.დანარჩენს, ყველაფერს შეძლებ.
გიორგი
წარმატებით ბექა, მალე გამოჯანმრთელდი!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
U21. მალტასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
3x3SPRING2026-ის სერიების მორიგი ტურნირი დენტისტებმა მოიგეს
პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება - დე ძერბი "ტოტენჰემის" ჩაბარებასთან ახლოსაა
გერმანიასთან მარცხი არ აპატიეს - განას მწვრთნელი გაათავისუფლეს
ისევ ფორვარდი? - "ლივერპულმა" შესაძლოა, ლუის სუარესი შეიძინოს
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
U21 | საქართველო V მალტა - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
დავითაშვილი შეთავაზებებს განიხილავს - გადავა თურქულ გრანდში?
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
"სლოტი უნდა ამაყობდეს" - დირკ კიუიტმა არნეს მუშაობა მოიწონა
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
“ა” ლიგის ნახევარფინალებში ვინგსმა გრიფინს გაუთანაბრა, ბლექ ფორტრესმა – ლიბერთის
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
"ბარსელონა" რაფინიას ტრავმის გამო კომპენსაციას მიიღებს
[VIDEO] მამუკელაშვილი VS ბითაძე - ქართველების დაპირისპირება NBA-ში
[VIDEO] დუეს დუბლი - საფრანგეთმა კოლუმბიასაც სძლია
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
ჯერარდმა "ლივერპულს" სალაჰის შემცვლელი ურჩია
ბექა გორგაძე: შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს
რაგბი ევროპა | მზადება ნიდერლანდებისთვის, ბექა გორგაძესთან ერთად
"რათა შეცდომები არ განმეორდეს" - რა ითქვა აშშ-სთან მატჩის შემდეგ
რიჩარდ ქოქრილი: ჩვენგან იტალიაზე ზეწოლა იქნება - ჯგუფიდან გასვლა რეალისტურია
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
ბექა გორგაძე: შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს