ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სანიოლი: კვარაცხელიასა და სხვა ფეხბურთელების უკეთეს გუნდებში თამაში ძალიან დაგვეხმარება

სანიოლი: კვარაცხელიასა და სხვა ფეხბურთელების უკეთეს გუნდებში თამაში ძალიან დაგვეხმარება

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ესპანეთთან წაგებული (1:2) მატჩის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"ნეგატიურ გრძნობებზე არ ვისაუბრებ, ჩემი ფეხბურთელებით ისევ ვამაყობ. მაქსიმალურად ვეცადეთ, მაგრამ მეორე ტაიმში გაგვიჭირდა. სამწუხაროდ, ყველა ფეხბურთელი თავის გუნდში 90 წუთს ვერ თამაშობს და ასეთ დროს ძალიან იღლები. ბოლო 15 წუთი ძალიან დავიღალეთ.

პირველი ტაიმი ძალიან კარგი გვქონდა. მიმაჩნია, რომ კაკაბაძემ კარგად ითამაშა. თუმცა, პრობლემა ისაა, რომ ის ბევრს არ თამაშობს თავის კლუბში. ფიზიკურად გაუჭირდა. რამდენიმე თვის წინ, ჩაბრაძე "თელავში" თამაშობდა და ნაკრებში მას არავინ წარმოიდგენდა, შვედეთში კი ძალიან კარგად ითამაშა.

მიმაჩნია, რომ ასეთ მატჩებში გამოცდილებასა და თავდაჯერებას ვიძენთ. მიქაუტაძესა და კაჭარავას ტრავმა აქვთ, ლობჟანიძემ ბოლოს დაიწყო თამაში, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ზივზივაძესა და ქვილითაიას ჩემი სრული ნდობა გააჩნიათ.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამწუხაროდ ასეთი კალენდარი ფიფამ შეადგინა. ფეხბურთელები 22-ში ჩამოვიდნენ, 2 ვარჯიშის შემდეგ გავფრინდით შვედეთში, მერე უკან, მაგრამ, ფეხბურთელებს უდიდესი ენთუზიაზმი აქვთ, უდიდესი ინტერესით ვარჯიშობენ. როგორც შვედეთთან, ისე ესპანეთთან, შეიძლება ბევრს არ ველოდით, მაგრამ საბერძნეთთან სამი ქულისთვის ვითამაშებთ, სულ დაცვაში ყოფნას არ ვაპირებთ. იმედია, მოთამაშეები ძალებს მალე აღიდგენენ ძალებს, ხოლო ვისაც არ უთამაშია, მათი შანსები იზრდება.

ორი დიდი მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ ქულა არ გვაქვს. მიმაჩნია, რომ ესპანეთს მუნდიალზე გასვლის ყველაზე დიდი შანსი აქვს.

მადლობა ლუის ენრიკეს კომპლიმენტისთვის, ეს მოთამაშეებისკენ მიმართული გზავნილია. მესამე მატჩში ჩვენ მეტი მდგრადობა უნდა გქვონდეს, რაც ესპანეთთან დაგვაკლდა.

მსაჯების მოქმედებაზე არ ვისაუბრებ. ფეხბურთელებიცა და მწვრთნელებიც ვუშვებთ შეცდომებს. შესაძლოა, სათადარიგოთა სკამიდან ყველაფერი სხვანაირად ჩანდა.

დღევანდელ ფეხბურთში, ასაკს რომ მნიშვნელობა მივანიჭოთ და 35 წელს გადაცილებული მოთამაშეები არ გამოვიძახოთ, კრიშტიანო რონალდო ნაკრებში ვეღარ მოხვდება. ლორიამ შვედეთთან კარგად ითამაშა, დღეს შეიძლება იგივე აზრზე არ ხართ. მე ლორიას თამაშით კმაყოფილი ვარ. გვყავს ახალგაზრდა მეკარეები, ისინი კარგი რესურსი არიან.

კვარა ჯერ ისევ ახალგაზრდაა, ტალანტი აქვს, მაღალი დონე. ხვიჩამ მეტი უნდა იშრომოს, ბურთს უკეთ მოეპყრას, ზოგჯერ არასაჭირო რისკს წევს. "რუბინში" კარგი მწვრთნელი ჰყავს და სწორ გზაზეა. კვარაცხელიასა და საქართველოს ნაკრების ყველა ფეხბურთელს უკეთეს ლიგებსა და კლუბებში თამაშს ვუსურვებ, ეს ჩვენ ძალიან დაგვეხმარება".

• სინსილიო!

მეჩვენება, რომ ლორია ძალიან რისკავს, პარტნიორებთან ბურთის გათანაშებით. ეხ სად არის, ოთარ გაბელია? ცეცხლი!

• განსხვავება მხოლოდ ფიზიკურ მომზადებაშია. ეგ არ არის ფეხბურთი.

• სვანსკი

სრულიად ვეთანხმები ბატონ სოსოს,მხოლოდ პირველტაიმამდე შეუძლიათ სირბილი..

• სვანსკი

ამდენი უკან პასი კარგი რაა,ნუთუ არ რცხვენია ფეხბურთელს მეტოქის საჯარიმოდან შეტევის მაგივრად უკან რომ მოგაქ ბურთი,მაგას ჯობს დაარტყა თუნდაც ააცილო..

• სვანსკი

პრესინგიოოოო, სირბილი არ შეუძლიათ და რანაირად....

• დათო ემიგრანტი

პასუხი არ გეთანხმების:როცა საქმე ეხება საქართველოს ნაკრებს, აქ უადგილოა სენტიმენტალური ხასიათი.ჩადგნენ ფორმაში და ითამაშებენ.ვაისიც რესურსზე გაიძახდა არ არისო, მაგრამ სანიოლმა გამონახა ხო?! ვინც არ არის ფორმაში ნაკრებშიც არ უნდა იყოს.რადიკალური ქმედებების გარეშე რადიკალური ცვლილებების გაკეთება შეუძლებელია. წაიკითხოს ვისაც უნდა!!!

• გენა

კანკავა კი იბრძვის მაგრად, მაგრამ ამუხრუჭებს გუნდს. ამდენი უკან პასი, ამდენი გადაწყვეტილების მიღების სინელე... მგონი დროა ამ კაცს დიდი მადლობა ვუთხრათ და დავემშვიდობოთ ნაკრებიდან.

• სოსო

გლახუნა,პირველ ტაიმში თუ უნდოდათ თამაში,მეორე ტაიმში სურვილი დაკარგეს?იქნებ გადაიღალნენ და აღარ შეეძლოთ?!კიტეიშვილმა დიდებულად ითამაშა,მაგრამ დაახლოებით 65 წუთზე,მისი სახე გვიჩვენეს და წაშლილი ჰქონდა უკვე.თვალებში ვეღარ იყურებოდა.შვედებთან,ქვილითაიამ ბურთით რომ ირბინა და ვერ გაიტანა,მისი სახე აჩვენეს და მეგონა,ახლა გულის შეტევა დაემართება მეთქი.სულ ვცდილობთ,ბურთი ვაკონტროლოთ და ტემპი დავაგდოთ,მაგრამ ძლიერ ნაკრებებთან,გამძლეობა მაინც არ გვკმარა.პირველ ტაიმში მართლაც მაგრად ვითამაშეთ,მაგრამ მეორეში უკვე დაიწყო ბურთზე დაგვიანებები,არაზუსტი პასები,უკან დახევა.ეს ყველაფერი,დაღლილობის ბრალია.ეს ყველა მეტოქემ იცის და სარგებლობენ კიდეც ამით.შეცვლაზე შემოსულმა შემტევმა ბიჭებმა,დატვირთვის თავის თავზე აღება ვერ შეძლეს.ვერც დაცვას დაეხმარნენ რაიმეში და ვერც შეტევაში შექმნეს რაიმე.ყოველ კონტრშეტევაზე,არასწორად იშლებოდნენ და თვითონვე აფუჭებდნენ შეტევას.ამან კი დევ უფრო დაამძიმა დაცვის მდგომარეობა და ბოლოს,უკვე ვეღარ გაუძლეს.მეორე გოლი,ლორიას კი არა,გოლის ავტორზე,დარტყმის დასაბლოკად რომ არავინ გავიდა,იმის ბრალი იყო,რადგან ამ დისტანციიდან თავისუფლად კარში დარტყმული,თუ ის კარგად შესრულდა,თითქმის ნაღდი გოლია.აქაც ასე მოხდა.

• x

chveni tamachis mere germaniis tamachi vnaxe, es ki martla pegburti iko, es tamachi unda gadmoiceros chvenma pegburtelebma da rogorc saxemzgvanelo ise unda caikitxon da ukuron koveli tamachis cin, tu rogor rodis da sad unda mice pasi tanagundels, ise arc mcvrtnelebs ackent.

• გუსანი

რატომ ვილი? რა ნდობა დაიმსახურა განსაკუთრებით ქვილითაიამ, ტიპს თავი მართლა ფეხბურთელი გონია, 0 ფიზიკა, კრეატივი, საქართველოს თავდამსხმელი და ბურთის ამომტანი არ გვყავს. მორჩა წერტილი. ბევრი მომენტი იყო როცა ვითომ სანაქებო პერსონებიც არასწორედ მოძრაობდნენ, ტრაექტორიას და ბურთის შესაძლო მიმართულებებს ვერ საზღვრავდნენ, მე ელემენტარულს ვიძახი, და მაღალ სტანდარტზე ამ კონტიგენტთან არ მაქვს პრეტენზია, უბრალოდ ამდენი ხანია თამაშობენ და ელემენტარულ უნარები ვერ გამოიმუშავეს. სანიოლს თუ შესწევს ამის გამოსწორება ძეგლი დავუდგად. ამისთვის მეტი შეკრებები და ინდივიდუალური მუშაობის სქემები ჭირდებად. მეეჭვერბა უკვე გაზრდილებმა: ქვილითაიამ, ზივზივაძემ, შენგელიამ, კაჭარავამ ეს შეძლოს. ესენი გასაშვები არიან ნაკრებიდან. ჩაკვეტაძე კი მაგრად აკლია ნაკრებს, არც ჩანს მისი შემცვლელი. ეხ როგორ გვჭირდება სულაქველიძე, ყიფიანი, ჯამარაულის დარი ფეხბურთელი ნაკრებში...

• Bs

100 % შეთანხმები ზუსტად მასე ვფიქრობ ყველა საკითხში რომელიც ახსენებ იგი

• დათო ემიგრანტი

ვწერ ბავშვთა მწვრთნელებისთვის(ვინც კითხულობთ კომენტარებს) თუ გვაინტერესებთ როგორ გამოიყენოთ ტალანტი სწორად, წაიკითხეთ წიგნი. ავტორი:მალკოლმ გლადუელლი წარმატებების ისტორიები არაორდინაოურები. ამ წიგნში ნახავთ პასუხებს თუ რატომ იკარგებიან ჩვენი ტალანტები ასე სწრაფად.

• sss 21

ანორთოსის სასტავი სუსტია.....

• Hoda

ამას რაც მეორე ტაიმში ხდებოდა, დაცვაში თამაში არ ქვია. ამას ქვია უაზროდ კართან დგომა და ფეხების ქნევა. დაცვაში თამაში იყო, პირველ ტაიმში და დამთავრდა გოლით მოწინააღმდეგის კარებში. დაცვაში შვეციასთან თავიდან სწორად თამაშობდნენ და კინაღამ გოლი გავიტანეთ. ასე რომ მიზეზი დაცვაში თამაში არ არი (აბა შვეციასთან, ესპანეთთან და საბერძნეთთან გასვლაზე შეტევაში ვერ გაატარებ თამაშის ნახევარზე მეტს.) არამედ მიზეზია დაცვაში პანიკურად დგომა.

• მატადორ777

მომწონს ეს მწვრთნელი! თუ ბიჭები არ დააღალატებენ, ლაღ ფეხბურთს ითამაშებს ამის ხელში ჩვენი ნაკრები, რაც ჩივაძის მწვრთნელობის მერე არ მინახავს. უკვე 2 ტალანტი აღმოუჩინა ნაკრებს (ჩაბრაძე და გიორბელიძე), ბიჭები კიდევ გამოჩნდებიან, მთავარია კონკურენცია იყოს ჯანსაღი და სანიოლი იყოს სრულად დამოუკიდებელი საკადრო პოლიტიკაშიც და სათამაშო ფილოსოფიის დანერგვაშიც. კაშია, კანკავა, გიორბელიძე, კაკაბაძე, კიტეიშვილი და რა თქმა უნდა, კვარაცხელია ამ თამაშში იყვნენ ძალიან კარგები. ფიზიკას, როგორც მწვრთნელმა თქვა, ამათაც უნდა მიხედონ. ქვილითაია ამ წუთისთვის ზივზივაძეს ბევრად რომ ჯობია, ვაიგულშემატკივრები თუ არა, სანიოლი მაინც დარწმუნდებოდა, კვეკვესკირს უჯობდა ყზაზახეთში დარჩენილიყო, გვილიას აქვს მომატების პოტენციალი, საბას და შენგელიას უნდა ესმოდეთ, რომ მალე წიტაიშვილთან მოუწევთ ადგილისთვის ჭიდილი, ლორიას უნდა დაავიწყონ, რომ შეუცვლელია და გადაბმულად რამდენიმე თამაში მისცენ მაკარიძეს, რომ ნაკრებში მარტო სკამს კი არა, კარსაც მიეჩვიოს, მიქაუტაძე და ჩაკვეტაძე ძალიან გაგვაძლიერებენ, ჯერ ოქრიაშვილსაც შეუძლია გამოადგეს ნაკრებს და მთელი ეს მოცემულობა მაძლევს საფუძველს ვივარაუდო, რომ ამ ციკლის განმავლობაში საქართველოს ნაკრები იქცევა ძალიან ძლიერ გუნდად, რომელიც მომავალი ერთა ლიგის გათამაშებიდან ევროპის ჩემპიონატზე ფურორით გავა! (ოღონდ, ეს ყველაფერი, კიდევ ვიმეორებ, სანიოლის სრული შემოქმედებითი თავისუფლების პირობებში)

• არ გეთანხმები

არსებობს ფორმაში არ ყოფნის მომენტი. არც რესურსები გვაქვს ამდენი და ზოგადად ბიჭებზე ასეთი საუბარი, “მოაშორეთ”, არაკორექტული მგონია. კითხულობენ ამ კომენტარებს. ვიღაცა სხვაზე ყოველთვის ძლიერია ან უკეთეს ფორმაშია. დააკვირდება ნელნელა და შეარჩევს ოპტიმალურ შემადგენლობას

• დათო ემიგრანტი

კვეკვესკირი,ქვილითაია და აბურჯანია მოაშორეთ ნაკრებს.ჩაბრაძე ხომ მოიძებნა საქართველოს ჩემპიონატიდან?! ასე მოძებნეთ მათი შემცვლელებიც

• გივი-გია

1. ბიჭებს მადლობა.2. შენგელია ფეხბურთიდანაა გასაგდები. 3. დღეისათვის,ესაა საქართველოს ფეხბურთის დონე,მეტი უბრალოდ არ შეგვიძლია.

• ბოკინიო

რატო ვართ ესეთი ბოროტები და შურიანები? კავარაზე ლუის ენრიკე და მთელი საფეხბურთო სამყარო ლაპარაკობს მსოცლიო ტალანტებში სუ ხვდება და ჩვემ ეზოს ფეხბურთელს ვეძახით. საოცარი ხალხი ვართ:(

• Levani

კალენდარი ფიფიამ შექდგინაო :D აქაც ფიფია

• დათო ემიგრანტი

სულ კრიტიკაც არ ვარგა ძმებო. გამოვიჩინოთ ერთიანობა და დაუჭიროთ მხარი ნაკრებს. ბიჭებმა ხომ იბრძოლეს. დანარჩენი შეცდომები კი უნდა გამოსშორდეს. 1.დისციპლინა მომატებულია 2.ტაქტიკა დაყენებულია(სანიოლის დამსახურებაა) 3.სშრაფი კონტრ შეტევები 4.მოიძებნა ახალგაზრდა ტალანტები(ჩაბრაძეს დიდი მომავალი აქვს. დროა საჭირო

• დათო

ჭეშმარიტად მართალია სანიოლი, ფეხბურთელს რომელსაც კლუბში სათამაშო პრაქტიკა არ აქვს ვერ იქნება მზად ვერც ფსიქოლოგიურად და ვერც ფიზიკურად 90 წუთი სათამაშოდ , შეადარეთ ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელების მომზადების დონე ჩვენ ნახევრად პროფესიონალ ფეხბურთებს და მაგითაა ყველაფერი ნათქვამი

• გლახუნა

წაგების მიზეზი(?!) - 2-ეტაიმში მთლად ჩააბარეს ბურთი მეტოქეს, აღარც იბრძოდნენ,ბურთის ტარებაც არ უნდოდათ, თვალს აყოლებდნენ დამფრთხალები...ანუ მენტალურად დათმეს (?!) და ჩვეულებრივ შედეგი შესაბამისი - 96 წუთხეც, 6 წუთი რომ დაამატონ - წ ა ა გ ე ბ და ასე მერამდენედ?!

• ბესო

რონალდოსნაირი ფეხბურთელი გყავდეს და არ ათამაშოო ?! ვაი შენს პატრონს ... რონალდო 40 წლისაც ბევრად უკეთ ითამაშებს , ვიდრე ბევრი ჩვენი ფეხბურთელი.

• გლახუნა

წაგების მიზეზი(?!) - 2-ეტაიმში მთლად ჩააბარეს ბურთი მეტოქეს, აღარც იბრძოდნენ,ბურთის ტარებაც არ უნდოდათ, თვალს აყოლებდნენ დამფრთხალები...ანუ მენტალურად დათმეს (?!) და ჩვეულებრივ შედეგი შესაბამისი - 96 წუთხეც, 6 წუთი რომ დაამატონ - წ ა ა გ ე და ასე მერამდენედ?!

• სიმართლე

ნახევრად პროფესიონალი ფეხბურთელებით კიდევ კარგი შედეგია შეხედეთ ესპანელ ფეხბურთელებს ყველა, საუკეთესო კლუბებში ძირითადის მოთამაშეები არიან ,ჩვენებს კი კლუბებში არ ათამაშებენ და ფიზიკურად ერთ ტაიმს ძლივს ქაჩავენ მერე სიარულიც უჭირთ 2-3 ფეხბურთელის გარდა , ძლივს სიმართლის მთქმელი მწვრთნელი გამოჩნდა და ლორიას სულ ტყვილად აბრალებთ , მთელი გუნდია დამნაშავე წაგებაში ვეღარ დადიოდნენ მეორე ტაიმში სირბილზე ხო ზედმეტია საუბარიც კი ...

• gio

კვარაცხელიამ უნდა ითამაშოს 90 წუთი

• mee

ისეთი კომენტებია გეგონება მუნდიალზე უკვე გავედით და იქაც ჩემტიონები გავხდებით ჩაკვე და წიტაიშვილი თუ დაგვემატა არადა 0 ქულა გვაქვს, რა თერთმეტივე კაცის დაცვაში დგომით გვინდა შედეგი? კვარა კი უფრო ადრე უნდა შეეცვალა ასეთი ეზოს ფეხბურთით შედეგს ვერ დადებ,ის გოლიც რომლის შექმნაში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია უფრო შემთხვევითი იყო.ისე რუსეთში მაგარი პიარი გაიკეთა ორი აზრი არ არის.

• რაგბის ფანი

სლუცკი მოვიყვანოთ ნაკრების მწვრთნელად (ხვიჩას მწვრთნელი)

• alibaba

ჯერ სად არის, შიძლება გაიქუცოს კიდეც, ჩვენების ხელში

• ეჰ

საწყალი . ეს არაფერ შუაშია ამის ჩამომთრევია ყველაფერი

• 123

შენგელიამ რაგააკეთაა?? წავაგეთ თამაში და ამისგამო კაციუნდა მოკლა? რა მოჩეხვა იყოეს. სანერძნეთთან რო თამაშიაქ 2 დღეში მაგაზე რატო არფიქრობდა. გადაიწვნენ ხვიჩა და საბა

• ემიგრანტი

სიახლე ყველგან და ყველაფერში რაღაც ახლის დასაწყისია, ახალი იმედია, სტიმულს იძლევა. იგივე ხდება ჩვენს ნაკრებშიც, ყველა მწვრთნელს ვინც გვყოლია, აქვს საწყისი 1-2 თამაში უმაღლეს დონეზე ჩატარებული, ჩვენც იმედი გვეძლევა მომავლის და შემდეგ... იწყება ისევ იგივე ((( სანიოლი ვერაა კარგი მწვრთნელი, უბრალოდ ახალია და ნაკრებს ,,დუხით,, ათამაშებს... ასე ვერ წავა შორს და ისევ იგივე დაიწყება რამოდენიმე თამაშის შემდეგ. ვფიქრობ რომ ხიზანას უმზადებენ ნიადაგს სანაკრებოდ ))) არა და ძალიან კარგი თაობა გვყავს და ამათ კორუფციას უნდა გადააყოლონ (((

• სტალინი

დიდი იმედი გამიჩბდა, რომ მოიძიებ ნორმალურ ფეხბურთელებს და გუნდს დააყენებ.............

• Haaland

კვარა გასაგებია, მაგრამ კიტეიშვილმა არანაკლებ კარგად ითამაშა. ძალიან გონიერი და კრეატიული ფეხბურთელია, თამაშს ძალიან კარგად კითხულობს და იმის მიზედვით კარგ პასებს ურიგებს თანაგუნდელებს. ორივეს ვუსურვებ მალრ ბევრად უკეთეს გუნდში გადასვლას. შეუძლიათ! უბრალოდ დავიღალე ამ გემრიელი წაგებებით. თავისუფლად შეგვეძლო მინიმუმ 1-1ის შენარჩუნება. ტრავმები ხო ჩვეულებრივი სენია ჩვენი. მოკლედ, უკეთესი შედეგის იმედით...

• Shalva

Kaci or kvirashi gachagaravda

• რიო

საქართველოს ნაკრები დღეს 1-1 ზე 4 შემტევი ფეხბურთელით იყო წარმოდგენილი ეს არის ის რაც მე მინდა სანიოლისგან

• რაგბის ფანი

"არსაჭირო რისკს წევს" კი არა, მაგ სტილის გამო ესპანეთი ვერ რისკავდა ბოლომდე შემოტევას, შენ კი გაიყვანე და წაგვაგებინე. ვინც შენ მოგიყვანა ნაკრებში, იმის ჭკუა რა ვთქვი.

• რაგბის ფანი

რად გინდა შენ კვარაცხელია, მაინც სულ შუა თამაშიდან გაგყავს. გასაყვანი იყო კანკავა, რომელმაც მე-60 წუტამდე ლომივით იბრძოლა და დაიღალა.

• c

კვარას მიეცი სრული თავისუფლება და ნუ მოაქცევ ბიჭს ჩარჩოში, მიუშვი, მას სჭირდება მოედანზე სრული თავისუფლება, სლუცკი სწორად მოუდგა და შედეგმაც არდააყოვნა. დაგვემატება ჩაკვე, მიქაუტაძე, წიტაიშვილი და რაღაცა გამოვა.. მთავარია ამ 2 თამაშში ფეხბურთი ვითამაშეთ! ოხ მაკედონიასთან კვარას არყოფნა ვერმომინელებია თორე დღეს სხვა სურათი იქმებოდა.. დასანანია, მაგრამ არაუშავს წინ გვაქ ყველაფერი. წარმატებები ვილის და ნაკრებს. პირველ ქულებს ველოდებით ბერძნწბთან...

• ფერგიუსონი

ფიზიკურად გვაჯობეს,ლორია გადამწყვეტ სიტუაციებში წამგებიანად ნერვიულობს,დანიელმა შეცვლებით დააგვიანა,ოთხი ფეხბურთელის შეცვლაზე ერთბაშად ,დაგვიანებით ირიაგირა....მეორე ნახევარი შეტევითი თამაშით იყო დასწყები,ზედმეტად ჩავდეგიY დაცვაში.მეორე ბურთი ლორიას კისერზეა....

• დათო

მე ვხედავ საერთო პროგრესს. ჩემი აზრით ჩვენ ყველამ უნდა დაუჭიროთ მხარი ნაკრებს. ბიჭებმა იბრძოლეს.დასანანია მაგრამ ყველაფერი დიდი იწყება პატარით.

• საქართველო

სანამ არ ვისწავლით ევროპელებივით ცხოვრების პოზიტიურად აღქმას,მანამდე სიბნელეში ვიქნებით,ეს კაცი სულ ცდილობს დაგვანახოს,რომ ჩვენ იმაზე მაგრები ვართ,ვიდრე ჩვენ გვგონია.სამწუხაროდ არსებობენ ქვეყანაში ადამიანები რომლებას ეს არ აწყობთ.წარმატებები ვილის და საქართველოს ნაკრებს

• ავჭალიდან

ერთი და იგივე შეცდომები, იგივე შეფასება არა აქვთ სათამაშო პრაქტიკა დაბალ დივიზიონებში თამაშობენ.ამას ვენდობი იმას არა. დაიღალნენ ისევ ერთი ტაიმის გუნდია რა იცვლება მწვრთნელენი დანარჩენი არაფერი.სანიოლზე მილიონების გადახდა გადაყრილია ბავშვთა ფეხბურთი და ჩემპიონატი თუ არ განავითარა სახელმწიფომ წყლის ნაყვაა თუნდაც ჩემი მისი თქვენი ლაყაფი...

• Semi

სანიოლიც კარგი მწვრთნელია, ისევე როგორც ვაისი იყო კარგი მწვრთნელი, ნაკრების მთავარი პრობლემა ფეხბურთელების უთამაშებლობა და ტრამვებია, დარწმუნებული ვარ ოქრისთან, ჯანოსთან მჭედლიძესთან, ჩაკვესთან და ყაზაიშვილთან ერთად ასევე სხვა ბევრ ბიჭებთან რომლებსაც ცუდი მონაკვეთი აქვთ, უფრო მეტს მივაღწვთ. წარმატება საქართველოს და ჩვენ ბიჭებს. საბედნიეროდ ნაკრები ტრანსფორმირდა ქეცბაიას მერე და ვერცერთ მატჩს ვერ გავიხსენებთ სადაც უშანსოდ ვითამაშეთ. მე ეს ნაკრები მომწონს და კმაყოფილი ვარ, ებრაელი ქართველი, თქვენ რა გჭირთ ვაი გულშემატკივარო რომ მხოლოდ ლანძღვა გინება ამოგდით პირიდან?

• ონო

ქვილითაიას სრული ნდობა თუ გაქვს აბა რაღა გვიჭირს მუნდიალზეც გავალთ და იქაც ჩემპიონები გავხდებით ეტყობა)) სიმართლე ითქვას წინა მწვრთნელს ჯობი ხარ!! მაგრამ თუ გინდა შედეგი ყველა გუნდთან მოგებაზე უნდა ითამაშო ესპანეთი იქნება საფრანგეთი არგენტინა თი ბრაზილია!! აი მაშინ დაგაფასებ!!

• გენა

კაი რა .. ვისაც ზღაპრების გჯერათ გაიარეთ

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

თურქეთმა უნგრეთს მოუგო - ისევ ესპანეთთან თამაში მოგვიწევს? [VIDEO]

"სანიოლმა კვარაზე ასეთი რაღაც მითხრა" - ფრანგი ჟურნალისტი

კაცნაკლულმა ესპანეთმა შვეიცარია დაამარცხა - დანიამ სერბეთს სძლია [VIDEO]

მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება

შესარჩევს თურქეთთან თბილისში ვიწყებთ, წელს სომხეთში სტუმრობით - კალენდარი და თავისუფალი ივნისი

8 გოლი და ქამბექი, რომელიც საკმარისი არ აღმოჩნდა - ესპანეთის ნაკრებმა ოლიმპიადის ფინალში საფრანგეთი დაამარცხა [VIDEO]

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი

საქართველოს მეტოქეზე. "ჩვენი და ბასკების გარეშე სენეგალსაც ვერ მოუგებდით" - კატალონიელი პოლიტიკოსი

მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე

სანიოლი: მეტოქედ ნიდერლანდებს ავირჩევდი - მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია

რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?

"დარწმუნებული ვარ, მამარდაშვილი ამას "ლივერპულშიც" მოახერხებს - სანიოლი ინგლისური გრანდის ოფიციალურ საიტს ესაუბრა

სანიოლის აუხდენელი სურვილი - საქართველოს ნაკრები კვლავ ესპანეთს შეხვდება [VIDEO]

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია