საბერძნეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩი (1:1) საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შეაფასა:

"დღეს პირველი ორი შეხვედრისგან განსხვავებული თამაში გვქონდა. პირველი თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ, დღეს კი, პირველ წუთებში არცთუ ისე კარგად ვმოქმედებდით. თუმცა ვიცოდით, რომ დაღლილობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, მესამე შეხვედრა ყველაზე რთული იქნებოდა. საწყის 20 წუთში, ვფიქრობ, სწორედ ამიტომ გაგვიჭირდა, თუმცა შემდეგ მატჩის მსვლელობას ჩვენ უფრო ვაკონტროლებდით. ასევე ვთვლი, რომ კარგი მეორე ტაიმი ჩავატარეთ.

რაც შეეხება შედეგს, ასეთი გოლის შემდეგ თამაშში დაბრუნება ძალიან რთულია. თუმცა ბიჭებმა ხასიათი აჩვენეს და ანგარიში სწრაფად გავათანაბრეთ. ვფიქრობ, თამაში უფრო მეტად რომ გვეკონტროლებინა და გარკვეულ მომენტებში უკეთესი გადაწყვეტილებები მიგვეღო, სამი ქულის მოპოვებაც შეგვეძლო. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ დღეს მოპოვებული ერთი ქულა მოთამაშეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო ერთი კვირა ძალიან კარგად ვიმუშავეთ და საწყის ორ შეხვედრაში დიდ გუნდებს დავუპირისპირდით. ამასთან ერთად, ვეთამაშეთ საბერძნეთს სტუმრად და აქ ქულის მოპოვება ადვილი არ არის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, აღნიშნული კვირით კმაყოფილი ვარ. არ მომწონს ქულების რაოდენობა, რადგან ვთვლი, რომ ცოტა უფრო მეტი უნდა გვქონდეს. მენტალობა, შრომა და დისციპლინა, რაც ფეხბურთელებისგან ვიხილე, ძალიან მომეწონა.

ივნისში ამხანაგურ შეხვედრებს ჩავატარებთ, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, სხვა ფეხბურთელებიც შევაფასო. იმიტომ, რომ როდესაც მოკლე პერიოდში ზედიზედ სამი შეხვედრის გამართვა გიწევს, უფრო სხვა ფაქტორებზე კონცენტრირდები. აღნიშნულ შეკრებაზე არა მხოლოდ ფეხბურთელებს დავაკვირდებით, არამედ ვიმუშავებთ ჩვენს სათამაშო სტილზე. მე ყოველთვის ვამბობ, რომ მსურს ცოტათი უფრო მეტად ვაკონტროლებდეთ თამაშს და ამაზე უნდა ვიმუშაოთ. ასევე ველოდები სექტემბერს, რათა საკვალიფიკაციო ეტაპი განახლდეს. ჩვენ შევეცდებით, საქართველო საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ".

nakrebi.ge

მინდია
კიტეიშვილი საყრდენად უნდა შეუწყვილდეს კანკავას, ათიანზე კი მის ნაცვლად ჩაკვეტაძე, მარჯვენა გარემარბად წიტეიშვილი, ხოლო ფორვარდად მიქაუტაძე. ლორია კაკაბაძე ხოჭოლავა კაშია გიორბელიძე კანკავა კიტეიშილი წიტეიშვილი ჩაკვეტაძე კვარაცხელია მიქაუტაძე
გიორგი გორგაძე
არჩი - 100%
დათო
აააა, აჰაააა
tngh
რომ იცოდე როგორ გეთანხმები ამ კომენტარში... პოლიტიკაზე არაფერს არ დაწერდი.
ქ. გ.
ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე რომ დაბრუნდებიან, კარგი გუნდი გვეყოლება.
dima
,,პეპლის ეფექტზე,, თუ გსმენია, მაშინ კაკაბაძის გოლის გარეშე,არც კვარაცხელიას გოლი იქნებოდა....მე ასე მირჩევნია,როგორც მოხდა.
გლახუნა
დ ა ს კ ვ ნ ა - მომავალი თამაშებისთვის, - ფიზიკური მომზადებისათვის მეტი ყურადღება, -აბსოლუტურად ყ ვ ე ლ ა ნაკრებთან მ ო გ ე ბ ა ზ ე თამაში, - მუდმივი აგრესიული თამაში ბურთის მუდმივი კონტროლისთვის, -გაცილებით მეტი უბურთოდ მოძრაობა მუდამ ძებნა მეტოქის სისუსტეების, -ბ ო ლ ო მ დ ე შეტევებით თამაში.
tngh
რომ არა კაკაბაძის დასანანი, უნებლიე შეცდომა, თამაშს ჩვენ მოვიგებდით. დამსახურებულად და ღირსეულად!!!
ნინო
რაგბის ფანო, სჯობს უცქირე რაგბს, ვინც ფეხბურთის ფანები ვართ, ეტყობა უკეთ გვესმის ფეხბურთი. კარგია სანიოლის დასაწყისი და გუნდიც იმედისმომცემია, ჩვენ მხარს ვუჭერთ მწვრთნელსაც და გუნდის ლამაზ და მონდომებულ თამაშსაც. ჩვენი გუნდი ღირსეულად გამოიყურება. უკეთესი შედეგიც მოვა.
გადასარევი გიორგი
პერპექტივა გამოჩნდა თამაშში, რადიკალურად განსხვავებული გუნდია და ეს ფაქტია. ყოჩაღ ვილის. მადლობა ხვიჩას!!! მომეწონა
დათო
მეგობარო სხვანაირად დაკომპლექტება შეიზლებოდა ამ ნაკრების?
ლაშა
3 თამშში 1 ქულა! თავისი ვილით, ხვიჩათი, ბუდუ და ა.შ. "ეს რო ესე არ ყოფილიყო, ის რომ ესე გვექნა" სულ რიჟაა. მთავარია შედეგი! ტაბლო! უმრავლესობა ვილის აქებს, გაუგებარია რატო? 1. სავალალო შედეგი-3 თამაშიდან 1 ქულა და 2. ის ჯერ არაფერშუაშია, ეს ნაკრები 100% დაკომპლექტდა სფფ-ის მიერ.
gela
საბერძნეთის დონის გუნდებთან სახლშიც და გარეთაც უნდა ვიგებდეთ იმედია კოსოვოსთან მოვიგებთ ორივე თამაში
არჩი
სანიოლმა გაამართლა. ისეთი ფეხბურთელი და კაცი იყო ცხოვრებაში (ცნობილი ინციდენტის შემდეგ მაგან გაუბედა ზიდანს, რომელიც იმ მომენტში გუნდში დიდი ავტორიტეტი იყო, საყვედურები), რომ იმედიანად ვიყავი და შედეგი სახეზეა. საქმე იმაში არ არის, ერთი ქულა რომ გვაქვს. ფაქტიურად ვაისის ნაკრების ფეხბურთელები სხვანაირად ათამაშდნენ - ჯერ ერთი, მთელი თამაში იბრძვიან. მეორეც, გამარჯვებულის მენტალიტეტი გადასცა სანიოლმა. ეს მენტალიტეტი ასე მესმის - ყველა თამაშში კი ვერ გაიმარჯვებ, არამედ ყველა თამაშში გადიხარ განწყობით, რომ შეგიძლია გაიმარჯვო, ფეხები არ გიკანკალებს და გამარჯვებისთვის ყველაფერს აკეთებ. არავითარი ფსიქოლოგი არ ჭირდება გუნდს - საუკეთესო ფსიქოლოგი სანიოლია. იმასაც ვფიქრობ, რომ თავიანთ გუნდებშიც გაყვებათ ფეხბურთელებს სანიოლის გაღვივებული განწყობა და უფრო წარმატებით ითამაშებენ. მოლოდინი მკლავს - როდის ვნახავთ ჩვენს შეტევაში ერთად კვარაცხელია, ჩაკვეტაძეს, მიქაუტაძეს და წიტაიშვილს. ეს ჩვენი ფეხბურთის მომავალია. მათთან ერთად - გიორბელიძე, ჩაბრაძე, ლოჩოშვილი, ნინუა. ბევრი სიხარული ქართულ ფეხბურთს!
რაგბის ფანი
ჯერ ხვიჩას სივრცეები გაუთავისუფლოს სხვა ფეხბურთელების მეშვეობით (ეს ფეხბურთის ანა ბანაა) და მერე უთხარით მადლობა. როგორ ვერ ამჩნევთ, გუნდი არა გვყავს. ერტი კაცის გუნდია. აბა წარმოიდგინეთ ხვიჩას გარეშე ეს სამი თამაში?
bajo
ვილი არი ყაველასჰვილის პროექტი ვაისი 2.დვალისჰვილს და მუჯირის დაყენებული სასტავიტ.კვარა რო გამოვაკლოტ რამე არი სჰეცვლილი ვაისის გუნდისგან არაფერი .ვიზახებტ ერტიდაიგივე გასაყიდ ფეხბურტელებს.
რაგბის ფანი
შენს ფეხბურთელებს უთხარი, ხვიჩას 3-4 კაცი რომ აზის, ჩაურბინონ ახლოს, ერთი ორი მცველი გაიყოლონ და გაუთავისუფლონ სივრცე. ეს ბიჭი რომ ბურთს იღებს დანარჩენები უბრალოდ უყურებენ, არ მოქმედებენ ძმაო, ან გადაახვიე თამაშებს უყურე რა. მწვრთნელი ხარ და შენი მოვალეობაა მაგის თქმა. სლუცკი ჩამოიყვანეთ მწვრთნელად. სანამ ეს სანიოლი მწვრთნელობას ისწავლის, თმა გაგვითეთრდება.
ჰაიაბუსა
მადლობა ვილი,იმიტომ რომ იმედი გაგვიჩინე,შენც ახალბედა ხარ მწვრთნელის რანგში.აწი დრო გვაქვს და სწორ დასკვნებს გააკეთებ დარწმუნებული ვარ. ახალგაზრდებთან,ჩვენს ბოკვერებთან ერთად შენც გაიზრდები,როგორც მწვრთნელი მიდი რაა მიდი,აზრზე არახარ რა პატივისცემა და სიყვარული ვიცით ქართველებმა,აი ეგ პატარა იმედი დიდ სიხარულად გვიქციე და პატივისცემა ჩვენზე იყოს!
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
სკანდალი - ბერძენი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებთან ნამატჩევს დოპინგ-ტესტზე ჩავარდა
სანიოლი: სექტემბერში ბევრად ძლიერი გუნდი ვიქნებით - ამხანაგური თამაშები სწორედ ამისთვისაა
გუნდმა და მწვრთნელმა ერთმანეთი დაკარგეს, "კვარა" უდიდესია - "სიკვდილთან დიალოგი"
სანიოლი: ხვიჩამ, როგორც კაპიტანმა, საკუთარი თავი უნდა შექმნას
სანიოლი: ცვლილებები იქნება - ვიმედოვნებ, ჩაკვეტაძე დაგვეხმარება
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
საქართველო ევრო 2024-ზეა. "რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ" - ამის მუდმივობაში გადაზრდა გვმართებს
სიომინი: ჩივაძის და კალაძის შემდეგ, ახლა კვარაცხელიას ეპოქაა
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
ნაკრების ექიმმა კვარაცხელიას და შენგელიას ტრავმებზე კომენტარი გააკეთა
Сакартвелос гаумарджос! - ჩვენს ნაკრებს გამარჯვებას თინა კანდელაკი ულოცავს
ბუდუს თამაშს თბილისში თურქული კლუბის სკაუტები დააკვირდნენ
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
მატჩის დღე! კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე ერთად?
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ