"უმცროსი ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა 2002-03 წელს დაბადებული 49 მორაგბე „შევარდენზე“, ერთკვირიან სასელექციო შეკრებაზე შეიყვანა.

გუნდი იწყებს მზადებას 2022 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის, რომელიც კოვიდ-პანდემიის გამო ბოლო ორი წელია არ გამართულა.

პანდემიის გამო ამ მოთამაშეების უმეტესობას 18-წლამდელთა ნაკრებშიც არ მოუწია თამაში და საერთაშორისო მატჩების გამოცდილება არ აქვს. "უმცროსი ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი ილია მაისურაძე იმედოვნებს, რომ 2022 წლამდე გუნდს 15-16 მაღალი დონის თამაში ექნება და ამ დანაკლისის აღმოფხვრა მოხდება.

ის ასევე ფიქრობს, კოვიდ-პანდემიის გამო გაცდენილი 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის, ასევე, 20-წლამდელთა ექვსი ერის და სხვა ტურნირების გაცდენის გამო გამოცდილების ნაკლებობა ყველა გუნდს ექნება, რაც შანსებს ათანაბრებს:

„მაღალი მიღწევების აკადემია რომ შეიქმნა, პირველი სელექცია სწორედ 2002-04 წლებში დაბადებულ მორაგბეებს შეეხოთ და ახლა ეს ბიჭები 20-წლამდელთა ნაკრების კანდიდატები არიან. მწვრთნელები სამივე ასაკობრივ ჯგუფზე გადავნაწილდით, გვქონდა მომზადების ინდივიდუალური პროგრამები. გვსურს ავაწყოთ სისტემა, რომლის მეშვეობით თვალსაჩინო იქნება ყველა მოთამაშის პროგრესი და ახლა სწორედ ამ გზაზე ვართ. ამ სისტემის თანახმად, მოთამაშეებმა უნდა გაიარონ მაღალი მიღწევების აკადემია, 18 და 20-წლამდელთა ნაკრებები, ფრანჩაიზი და მივიდნენ ეროვნულ გუნდამდე.

„სამწუხაროდ, პანდემიის გამო 20-წლამდელთა ჩემპიონატი ორი წელია ვერ ტარდება და ამ თაობის მორაგბეებს ასე საჭირო გამოცდილება დააკლდათ, რაც განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. ამ ეტაპზე შეკრებაზე, უმეტესად, აღმოსავლეთ საქართველოს კლუბების მოთამაშეები გვყავს. ძალიან კარგი თაობაა, თუმცა 2022 წლის ჩემპიონატამდე მინიმუმ 15-16 მაღალი დონის თამაში გვჭირდება და ტურნირს კარგად მომზადებულნი შევხვდებით.

„რადგან პანდემიის გამო პრაქტიკულად არცერთი ახალგაზრდული ტურნირი არ ჩატარებულა, ვფიქრობთ, რომ გაისად გუნდების დონე გათანაბრებული იქნება და გვაქვს პრეტენზია, რომ ჯგუფიდან გასვლისთვის ვიბრძოლოთ“.

შეკრება, რომელიც 26 აპრილს დაიწყო, 1-ელ მაისს დასრულდება. რომელ მოსამზადებელ ტურნირებსა და მატჩებში მიიღებენ მონაწილეობას "უმცროსი ბორჯღალოსნები", უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

"უმცროსი ბორჯღალოსნების" სასელექციო შეკრება (მზადება 2022 წლის მსოფლიოსთვის)

დავით გველესიანი (ლელო), თამაზ ჯიმშელეიშვილი (ლელო), სერგი აბრამიშვილი (ხვამლი), გიორგი მაისურაძე (ლელო), ემზარ ხუჭუა (ხვამლი), გიორგი გოგუაძე (ხარები), ნიკოლოზ ბაბუნაშვილი (ლელო), ბასა ხონელიძე (აია), ლაშა ფხაკაძე (აია), სანდრო ქუნთელია (ლელო), ირაკლი აფციაური (ლელო), ბადრი ციხისთავი (ლელო), გუგა ღაინაშვილი (ლელო), ნიკოლოზ კინწურაშვილი (ლელო), დავით არველაძე (ხვამლი), ირაკლი სულეიმანაშვილი (ხვამლი), ალექსანდრე ბურდული (ლელო), ბექა გელხვიძე (ლელო), ლაშა ციხისთავი (ლელო), რატი ზაზაძე (არმაზი), ნიკა სუთიძე (ლელო), ოთარ ჯალაღონია (ლელო), გიორგი ქობალია (ლელო), გიორგი კურტანიძე (ლელო), ლუკა არჩვაძე (ლელო), კოტე იაშვილი (აკადემია), დავით ხუროშვილი (ლელო), პეტრე ხუციშვილი (ლელო), დავით იმნაძე (იუნკერები), თაზო კევლიშვილი (არმაზი), გიორგი პიტიურაშვილი (ხვამლი), ბაჩანა მონიავა (ხვამლი), ზურაბ ონიანი (არმაზი), თენგიზ სკამკოჩაშვილი (იუნკერები), საბა ლიპარტელიანი (ლელო), თორნიკე კახოიძე (ლელო), დიტო ბერაია (ლელო), რატი ბერაია (ლელო), ლაშა ცხოვრებაძე (ხარები), საბა არჩვაძე (ლელო), საბა არაგველი (ხვამლი), შალვა აფციაური (ლელო), გაგა ქევხიშვილი (ლელო), ლუკა კვენეტაძე (ლელო), გიორგი ნავროზაშვილი (არმაზი), საბა დათიაშვილი (აკადემია), დავით ნინიაშვილი (ხვამლი), პაატა გალდავა (აია), არჩილ იაშაღაშვილი (ლელო).

მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე

მწვრთნელები: ზურა ამონაშვილი, ლადო კილასონია, თორნიკე ბუბუტეიშვილი

ფიზმომზადება: გიორგი ნადარეიშვილი, გივი ნადარეიშვილი

ექიმი: ოდისეი სადოევი

ოსტეო: ირაკლი შაორშაძე

ფიზიო: რომან სახოკია

ვიდეოანალიტიკოსი: ვლადიმერ კუპრეიშვილი

მენეჯერი: ოთარ იაშვილი

rugby.ge

18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
20 წ. | მეშვიდედ იტალიასთან - პირველად ქუთაისში
U20. საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა და ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა
U20. საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი გაანადგურა
[VIDEO] U20. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონთან დამარცხდა
U20. საქართველოს ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
20 წ. | ურუგვაისთან მე-9 ადგილის ნახევარფინალისთვის