საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ივნისში დაგეგმილი ამხანაგური მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. ამ რანგის შეხვედრებს ახალი ფეხბურთელების გამოსაცდელად თუ ტაქტიკური სქემების დასახვეწად იყენებენ. ფრანგ სპეციალისტს გუნდთან ერთად ყოფნისთვის მცირე დრო ჰქონდა და ამის კომპენსირება ახლა შეუძლია. ამიტომ რთულია, მისგან განსაკუთრებული ექსპერიმენტები მოითხოვო.

სიახლეები შეტევაში

ერთადერთი დებიუტანტი შეტევით ხაზშია. სანიოლი ეროვნულ ლიგას საკმაო ყურადღებას აქცევს და შეუძლებელია, სერგო კუხიანიძის თამაში არ შეემჩნია. არავინ იცის, რამდენად მიეცემა დრო "სამგურალის" ფორვარდს, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, მწვრთნელი პრობლემური პოზიციების აღმოფხვრაზე რომ ფიქრობს. გურამ გიორბელიძის მაგალითი იმას მოწმობს, რომ სანიოლი დებიუტანტებს თამამად ენდობა.

გიორგი მიქაუტაძეს ეროვნულ გუნდში მხოლოდ შვიდი წუთი აქვს ნათამაშები. სავარაუდოა, ფრანგმა "მეცის" საკუთრებაში მყოფ ფორვარდს საკმაოდ დიდი დრო მისცეს და ვილიმ იგი ძირითად შემადგენლობაშიც კი გამოსცადოს. ნაკრებში ამ ეტაპზე არაა გიორგი ქვილითაია და ეს მიქაუტაძის შანსებს ზრდის. "სერენში" კარგი სეზონის ჩამტარებელი ფორვარდი "ჯვაროსნებისათვის" ახალი ძალა და სისხლია.

როცა შეტევაზე ვსაუბრობთ, უნდა ვთქვათ, ეროვნულ ნაკრებს ვაკო ყაზაიშვილი დაუბრუნდა. საინტერესოა, სად ხედავს სანიოლი "ულსანის" ფეხბურთელს?! ვაკო იმ სტილის მოთამაშეა, მწვრთნელის მხრიდან პოზიციის ზუსტად შერჩევა მის პროდუქტიულობაზე საგრძნობლად რომ ისახება. ნაკრებში დაბრუნდა ზურიკო დავითაშვილიც.

კანკავას გარეშე - უკეთესი და უარესი

ჯაბა კანკავა რომ საქართველოს ნაკრებისთვის დიდ ძალას წარმოადგენს, ეს ახსნას ნაკლებად საჭიროებს, თუმცა ის უკვე ვეტერანია და თუ არა ამხანაგურ შეხვედრაში, სხვაგან სად უნდა ვიხილოთ ახალი მოთამაშეები საყრდენის პოზიციაზე. მართალია, ჯაბა ტრავმის გამო გამოგვაკლდა, მაგრამ ეს სანიოლს ახალი ტაქტიკისა თუ ფეხბურთელების გამოცდის საშუალებას აძლევს.

ვლადმირ ვაისის პერიოდში, დანიასა და ირლანდიასთან თბილისში, ორი ნულოვანი ფრე რომ ვითამაშეთ, ნაკრების საყრდენ ზონაში აბურჯანია - კიტეიშვილის დუეტი როგორც დაცვით, ასევე შეტევით ფაზაში მშვენივრად მოქმედებდა. არაა გამორიცხული, ფრანგი მთავარი მწვრთნელი სწორედ ამ ტანდემს დაეყრდნოს.

ხვიჩა...

როგორ მოკრძალებულადაც არ უნდა დავწეროთ, ფაქტია - ახლა ხვიჩა კვარაცხელია საკმაოდ დიდი ინტერესის ქვეშაა და მიუხედავად იმისა, რომ იგივე ესპანეთისგან განსხვავებული სტატუსის შეხვედრაა, "რუბინის" ფეხბურთელის თამაშს ნიდერლანდებთანაც განსაკუთრებით დააკვირდებიან. ხვიჩა ახლა რეაბილიტაციის კურსს გადის და ნაკრებში თამაშიც საკმაო უქმობის შემდეგ მოუწევს, აქედან გამომდინარე მის სათამაშო ფორმაზე ვერ ვისაუბრებთ.

კიდევ რა რესურსი აქვს სანიოლს...

სანამ უშუალოდ მთავარი მწვრთნელისგან არ მოვისმენთ, რთულია ზუსტად თქვა, რა მიზეზით არ არიან ის ფეხბურთელები, რომელთაც სათამაშო პრაქტიკაც აქვთ და სანიოლი გასულ მატჩებშიც დაეყრდნო. მაგალითად, გულშემაკივრები კომენტარებში საკმაოდ აქტიურად აფიქსირებენ გიორგი ბერიძის გვარს, რომელიც ბოლო დროს, კარგ ფორმაშია.

ნაკრებში ვეღარ ვხედავთ გია გრიგალავას, რომელმაც სანიოლის სადებიუტო შეკრება ისე დატოვა, თამაშის შესაძლებლობა არ მისცემია. ნაკრებს დაუბრუნდა "როტორის" მცველი, საბა კვირკველია.

გიორგი ქოჩორაშვილს რაც ლა ლიგაში თამაშის შესაძლებლობა ეძლევა, მის მიმართ ინტერესი გაზრდილია და რატომ არაა ის თუნდაც მხოლოდ გაფართოებულ შემადგენლობაში, სანიოლის მოსაზრება ამ თემაზეც საინტერესოა.

გულშემატკივარი
უნგრეთში მოთამაშე ბერიძე ძალიან საინტერესო ფეხბურთელია.კი ბატონო, შეიძლება ითქვას რომ ელიგიდან ფეხბურთელის გამოძახება სასიამოვნო ფაქტია,თუმცა არამგონია ამ ეტაპზე შანსი მისცეს მწვრთნელმა.უფრო სწორედ, არ მგონია ეს ბიჭი ნაკრების კალიბრის ფეხბურთელი. ელიგიდან იშვიათი გამონაკლისი იყო ჩაბრაძე,ვინც კარგად წარმოაჩინა თავი ნაკრებში.
სიმართლე
არა, ალმერიას პლეი-ოფები მოუწევს და სავარაუდოდ მაკარიძეც ამიტომ დაიტოვა კლუბმა
მინდია
ყაზაიშვილი ცოტა ზანტი კია, მაგრამ ბურთის დაჭერა ეხერხება და რაც ყველაზე მთავარია, ერთ-ერთი უიშვიათესია ჩვენში, ვისაც გოლის გატანა შეუძლია და მგონი მოქმედი ფეხბურთელებიდან, ყველაზე მეტი აქვს გატანილი. ხვიჩა, ვაკო და მიქაუტაძე არიან ვისაც გოლის გატანა შეუძლიათ არაფრისგან.
კახა
შოთა მაგ დროს დამთავრებულია ალმერიას თამაშები აბა ნახე
Giorgi kakaladze
დავით თარგამაძე რატომ არ გამოიძახეთ. სირცხვილიიაა!
შოთა
მაკარიძეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩები აქვს კლუბში. თუ ესპანეთის უმაღლეს ლიგაში გადავა, ეს ნაკრებსაც წაადგება შემდეგში. ასე, რომ სწორი მიზეზი არ გცოდნიათ არგამოძახების.
მენტალისტი
სანიოლის მიდგომა დასაფასებელია, ე ლიგიდან ფეხბურთელების გამოძახება ძალიან კარგია, ამით მოტივაციას აძლევს ყველას, რომ თუ იშრომებენ შანსიც ექნებათ. ოქრიაშვილი და ყაზაიშვილის დრო წავიდა (ეს ჩემი აზრია), ძალიან ზანტი და ნელი ფეხბურთელები არიან, კონტრშეტევებში მათი გამოყენება არ გამოდის და ჩვენ ესპნეთის დონის ნაკრებთან აბა ვინ მოგვცემს პოზიციური შეტევის დროს. ტექნიკა კი აქვთ, მაგრამ დღეს სისწრაფეა მთავარი, ტექნიკა უკვე ფაქტიურად ყველას აქვს. საერთო ჯამში ყველა გამოიძახა ვისაც ეკუთვნოდა.
მინდია
რა დროს ქოჩორაშვილია? ნუ გვავიწყდება რომ ლევანტეს ახალგაზრდულში თამაშობს. პროგრესი აქვს და გამოჩნდა რამდენიმე წუთით ძირითად გუნდში მაგრამ ეროვნული ადრეა. გვყავს მაგისთვის ახალგაზრდული ნაკრები. ვაცადოთ ბიჭს
კახა
მაკარიძე რომელი ქართველი მეკარე თამაშობს უკეთეს ლიგაში და უკეთეს გუნდში რატო ლორია კარგია მაგრამ სუსტია დაცვასთან კორდინირებისას მაკარიძეს უნდა მიეცეს შანსი ნელნელა მიცრუვდება კობიაშვილზე იმედები მეგონა უფრო სუფდად და მიუკერძოებელად იმოქმედებდა
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
სანიოლი: ხვიჩამ, როგორც კაპიტანმა, საკუთარი თავი უნდა შექმნას
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
მიქაუტაძე მწყობრში ჩადგა და "ალავესთან" მატჩში სასტარტოშია
[VIDEO] გოლი 90+8-ე წუთზე - მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ალავესთან" წაგებას გადაურჩა
სანიოლი: სექტემბერში ბევრად ძლიერი გუნდი ვიქნებით - ამხანაგური თამაშები სწორედ ამისთვისაა
გუნდმა და მწვრთნელმა ერთმანეთი დაკარგეს, "კვარა" უდიდესია - "სიკვდილთან დიალოგი"
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მიქაუტაძემ გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
მატჩის დღე! კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე ერთად?
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
სანიოლი: ცვლილებები იქნება - ვიმედოვნებ, ჩაკვეტაძე დაგვეხმარება
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ