2 ივნისს გასამართი ამხანაგური შეხვედრის წინ რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდი საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლის ინტერვიუს აქვეყნებს, რომელიც TELUZA TRICOLORĂ-ს მიერაა მომზადებული.
ფრანგ სპეციალისტს თავდაპირველად 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე შეხვედრას ახსენებენ, როცა საფრანგეთისა და რუმინეთის ნაკრებებმა უგოლო ფრე ითამაშეს:
"ეს შეხვედრა რამდენიმე წლის წინ ჩატარდა, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს. საერთო ჯამში, რუმინეთთან მატჩიც და ის ტურნირიც საფრანგეთის ნაკრებისთვის მძიმე გამოდგა. რუმინეთი კარგად ორგანიზებული გუნდი იყო, ძლიერი მოთამაშეებით.
ახლა, როგორც მწვრთნელისთვის, სულ სხვა თამაში და სიტუაციაა."
რუმინელთა დამრიგებელი მირელ როდოი, სანიოლის მსგავსად, ადრე 21-წლამდელთა ნაკრებში მუშაობდა. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებთა განსხვავებებზე საუბრობს:
"საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში არაჩვეულებრივი გამოცდილება მაქვს. იმ თაობის დაახლოებით ნახევარი, რომელსაც ვწვრთნიდი, მოგვიანებით მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
მუშაობის სპეციფიკა განსხვავებულია - ეროვნულ ნაკრებში უფრო მეტად უნდა ორიენტირდე მოთამაშეებზე. ისინი უკვე სრულყოფილები არიან და იციან, რა უნდა გააკეთონ. ახალგაზრდებს კი ვცდილობთ ავუხსნათ პროფესიული კარიერის ელემენტები - რას უნდა მოერიდონ და რა გააკეთონ."
ამის შემდეგ სანიოლს "ჯვაროსნების" განვლილ შეხვედრებზე ჰკითხეს:
"გუნდურად ძალიან გავიზარდეთ და განვვითარდით. სამი შეხვედრის შემდეგ ჩემი ფეხბურთელებით ძალიან ვამაყობდი.
ჩვენ არ გვქონდა კარგი შედეგები, მაგრამ მის მისაღწევად ყველაფერს ვაკეთებთ. წინ ივნისის და შემოდგომის მატჩებია და შედეგებსაც დავინახავთ."
ბოლოს, ფრანგ მთავარ მწვრთნელს რუმინულ ფეხბურთზე ეკითხებიან:
"მახსოვს ჰაჯის თაობა. გეორგე ფანტასტიკური მოთამაშე იყო, მისი მატჩების ყურება კი - სასიამოვნო. მათი "მემკვიდრეები" შეიძლება ჯერ არ გამოჩენილან, მაგრამ იმედია, მალე გამოჩნდებიან. ის საეტაპო პერიოდი იყო.
რუმინეთს, ისევე, როგორც ბევრ სხვა ნაკრებს, აქვს უკეთესი და ნაკლებად კარგი პერიოდები და ეს ნორმალური პროცესია. საერთო ჯამში, რუმინეთის ნაკრებში ძლიერი მოთამაშეები არიან."
ვ ა ხ ო ბიჭიკოსშვილი
ჯვაროსნები არა თურქ სელჯუკები ან ჩინგაჩქუგის კლანი კიდო..
Hoda
სომხებმა კი გააბაბანეს, თანაც ოფიციალურ მატჩში. იძახეთ აწი კაი გუნდიაო. ყველას ეგონა 100% მეორეზე გადიოდა, გერმანელების შემდეგ. ახლა 50%-იც არ აქვს შანსი. არა უშავს, ჩვენებთანაც თუ წააგებენ, მივუტევოთ.
fsiuuu
ჩემი საყვარელი ფეხბურთელი იყო გეორგე ჰაჯი...
aleksandre
უხეში და შეუპოვარი გუნდია
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: სექტემბერში ბევრად ძლიერი გუნდი ვიქნებით - ამხანაგური თამაშები სწორედ ამისთვისაა
გუნდმა და მწვრთნელმა ერთმანეთი დაკარგეს, "კვარა" უდიდესია - "სიკვდილთან დიალოგი"
სანიოლი: ხვიჩამ, როგორც კაპიტანმა, საკუთარი თავი უნდა შექმნას
სანიოლი: ცვლილებები იქნება - ვიმედოვნებ, ჩაკვეტაძე დაგვეხმარება
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მატჩის დღე! კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე ერთად?
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია