"უმცროსი ბორჯღალოსნები" "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე სამხრეთაფრიკული ტურნესთვის მზადებას განაგრძობს.

20-წლამდელთა საერთაშორისო სერიას სტელენბოში 18 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს და მასში ოთხი ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, თითოეულ მათგანს კი ოთხი თამაშის გამართვა მოუწევს.

ჩვენი გუნდი სამხრეთ აფრიკაში 14 ივნისს მიემგზავრება. 18-ში არგენტინელ თანატოლებს ვეთამაშებით, 23-ში - ურუგვაის, 28-ში კი - მასპინძელ სამხრეთ აფრიკას. მეოთხე შეხვედრა 3 ივლისს გველის და მეტოქე წინა სამი თამაშის შედეგების მიხედვით გაირკვევა.

"უმცროსი ბორჯღალოსნების" გაფართოებული, 46-კაციანი შემადგენლობა 17 მაისიდან მეორე შეკრებაზეა შესული. მწვრთნელებმა მოთამაშეები პარასკევს საღამოს შინ გაუშვეს, ორშაბათიდან კი კვლავ „შევარდენის“ ბაზაზე შეიკრიბნენ და კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებამდე სრულ იზოლაციაში გადავიდნენ.

გუნდის მწვრთნელი ზურა ამონაშვილი მზადების განვლილ ეტაპებსა და სამომავლო გეგმებზე გვიყვება:

„შეიძლება ითქვას, რომ სამხრეთაფრიკული ტურნესთვის მზადების ფარგლებში ჩასატარებელი სამუშაოების 30-35% დავფარეთ. პირველი კვირა დაცვის სისტემების დახვეწას დაეთმო, გასულ კვირაში კი ძირითადად შეტევაზე ვიმუშავეთ. პარასკევს გვქონდა შემაჯამებელი ვარჯიში და ორმხრივი თამაში. გვაინტერესებდა გვენახა, როგორ იმუშავებდა ჩვენი სისტემები რეალური წნეხის ქვეშ. ორშაბათიდან განახლდება ვიდეოანალიზები, ასევე ვიმუშავებთ შეტევაზე, დაცვასა და კონტრშეტევაზე. ბოლო კვირა დეტალების დახვეწას დაეთმობა, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ შეცდომები“.

„ასევე, გრძელდება სელექცია და შეკრებაზე კვლავ 46 მოთამაშე გვყავს. მათი ნახევარი 2003 წელს დაბადებული მორაგბეა, რომელთაც 2023 წელსაც უწევთ 20-წლამდელთა ჩემპიონატი და რაც უფრო მეტ დროს გაატარებენ შეკრებაზე, მით უფრო დაიხვეწებიან. ეს ამაღლებს კონკურენციას და ზრდის სიღრმეებს. შეკრება იძლევა ვიდეოანალიზების საშუალებას, რაც მოთამაშეთა განვითარებაზე აისახება. ის ბიჭები, რომლებიც ვერ მოხვდებიან სამხრეთ აფრიკაში, შინ დაბრუნების შემდეგ შემოგვიერთდებიან და კვირაში ორჯერ ივარჯიშებენ“.

გამომდინარე იქიდან, რომ კოვიდპანდემიის გამო 20 და 18-წლამდელთა ტურნირები ორი წელია არ ტარდება, შემადგენლობაში მყოფი მორაგბეების უმრავლესობას არ აქვს საერთაშორისო მატჩებში მონაწილეობის გამოცდილება. ამონაშვილის თქმით, ამ დანაკლისის ნაწილობრივ აღმოფხვრა ვარჯიშებზე ხდება:

„გვყავს მორაგბეები, რომელთაც ჭაბუკთა „ა“ ლიგის გარდა, არსად უთამაშიათ, იქ კი ბევრად უფრო დაბალი ტემპია, ვიდრე ტურნირზე, სადაც მივდივართ. ამის კომპენსირებისთვის ვარჯიშებზე ხელოვნურად ვქმნით სათამაშო სიტუაციებს. აქტიურად მუშაობს ფიზმომზადების ჯგუფი, გვაქვს 3-წუთიანი ნონ-სტოპები, რათა შევძლოთ ადაპტაცია იმ ტემპთან, რაც მაღალი დონის თამაშებში გველის“.

„სამწუხაროდ, ამ თაობას 18-წლამდელთა ნაკრებშიც არ მოუწია თამაში და არ აქვთ საერთაშორისო მატჩებში მონაწილეობის გამოცდილება. ამის კომპენსირება სამხრეთ აფრიკაში მოხდება და ბიჭები უდიდეს გამოცდილებას შეიძენენ. მოთამაშეები ნახავენ, რა ელოდებათ მათ 2022 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო თასზე. მნიშვნელოვანია, რომ წლის განმავლობაში მრავლად იყოს ასეთი ტურნირები, რათა დავინახოთ, სად ვართ და რაზე გვაქვს სამუშაო“.

„სამხრეთ აფრიკაში მხოლოდ მონაწილეობისთვის არ მივდივართ. ვეცდებით, ყველა თამაშში ჩვენი მაქსიმუმი გამოვავლინოთ და რისთვის იქნება ეს საკმარისი, მოედანზე გამოჩნდება“.

შეკრებაზე არიან

შერკინება: თამაზ ჯიმშელეიშვილი (ლელო), სერგი აბრამიშვილი (ხვამლი), გიორგი მამაიაშვილი (ლელო), დავით გველესიანი (ლელო), გოჩა დიასამიძე (ბათუმი), გიორგი მაისურაძე (ლელო), ემზარ ხუჭუა (ხვამლი), ირაკლი აფციაური (ლელო), სანდრო ქუნთელია (ლელო), თაზო კევლიშვილი (არმაზი), ბადრი ციხისთავი (ლელო), ლაშა ფხაკაძე (აია), გუგა ღაინაშვილი (ლელო), ირაკლი სულეიმანაშვილი (ხვამლი), დავით არველაძე (ხვამლი), ალექსანდრე ბურდული (ლელო), გიორგი ქურხული (ვეფხვები), გიორგი ტერენტიევი (ლელო), რატი ზაზაძე (არმაზი), ლაშა ციხისთავი (ლელო), ნიკა სუთიძე (ლელო), ბექა გელხვიძე (ლელო), ოთარ ჯალაღონია (ლელო), პაატა გალდავა (აია);

ხაზი: კოტე იაშვილი (აკადემია), დავით ხუროშვილი (ლელო), ლუკა არჩვაძე (ლელო), გიორგი კურტანიძე (ლელო), პეტრე ხუციშვილი (ლელო), დავით იმნაძე (იუნკერები), დავით ბაიაშვილი (ლელო), ვაჟა მიქაძე (ლელო), გიორგი ჩიქოვანი (ლელო), თენგიზ სკამკოჩაშვილი (იუნკერები), დიტო ბერაია (ლელო), რატი ბერაია (ლელო), თორნიკე კახოიძე (ლელო), საბა ლიპარტელიანი (ლელო), ლაშა ცხოვრებაძე (ხარები), შალვა აფციაური (ლელო), საბა არაგველი (ხვამლი), ლუკა კვენეტაძე (ლელო), გაგა ქევხიშვილი (ლელო), საბა არჩვაძე (ლელო), გიორგი ნავროზაშვილი (არმაზი), გოგიტა რიკაძე (ლელო).

მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე

მწვრთნელები: ზურა ამონაშვილი, ლადო კილასონია, თორნიკე ბუბუტეიშვილი

ფიზმომზადება: გიორგი ნადარეიშვილი, გივი ნადარეიშვილი

ექიმი: ოდისეი სადოევი

ოსტეო: ირაკლი შაორშაძე

ფიზიო: რომან სახოკია

ვიდეოანალიტიკოსი: ვლადიმერ კუპრეიშვილი

მენეჯერი: ოთარ იაშვილი

rugby.ge

Kutaisi
Lelos shekrebaa?
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
20 წ. | მეშვიდედ იტალიასთან - პირველად ქუთაისში
U20. საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა და ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა
U20. საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი გაანადგურა
[VIDEO] U20. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონთან დამარცხდა
U20. საქართველოს ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
20 წ. | ურუგვაისთან მე-9 ადგილის ნახევარფინალისთვის