ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, D ჯგუფში, ინგლისისა და შოტლანდიის ნაკრებების მატჩი 0:0 დასრულდა.

პირველ ტურში ჩეხეთთან დამარცხებული შოტლანდია სახარბიელო მდგომარეობაში არ იმყოფებოდა და გასვლაზე ინგლისს დებიუტიდანვე შეუტია. შეუტია და ადამსის დარტყმული სტოუნზმა დაბლოკა, ცოტა ხანში კი ანგარიშის გახსნა თავად სტოუნზს შეეძლო, როდესაც მის მიერ თავით დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. შემდეგ სტერლინგის კარგი პასი მაუნტმა ვერ გამოიყენა და სახალისო თამაში წავიდა, მაღალი ტემპითა და ორმხრივი იერიშებით. 30-ე წუთზე დაწინაურება სკოთებს შეეძლოთ, მაგრამ ო’დონელს გატანა მეკარე პიკფორდმა არ დაანება. პირველი ტაიმის დარჩენილ დროში აღსანიშნავი არაფერი მომხდარა და გუნდები შესვენებაზე უგოლოდ გავიდნენ.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა: კვლავ მაღალი ტემპი, ბევრი ბრძოლა და ცოტა ნაღდი საგოლე მომენტები. კარგი შანსი მიეცა 62-ე წუთზე შოტლანდიელ დაიქსს, რომელმაც ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ კარში დაარტყა, თუმცა ბურთი ზედ კარის ხაზიდან თავით ჯეიმსმა გამოიტანა. „სამი ლომის“ მწვრთნელმა საუთგეითმა შეტევების გაძლიერება ცვლილებებით სცადა - ფოდენისა და კეინის ნაცვლად მოედანზე გრილიში და რეშფორდი შეუშვა, თუმცა ამით არც არაფერი შეიცვალა, ბოლოს თამაშმა მთლად სარაგბო ხასიათი მიიღო და შეხვედრა ლოგიკური ფრით დასრულდა.

გოლი კი ვერ ვიხილეთ - ფაქტია, არც ერთ გუნდს არ ჰყავს შემოქმედი ფეხბურთელი, რომელსაც მარტოს შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა.

ტურნირის დაწყების წინ საუთგეითმა განაცხადა, რომ ჩემპიონები უნდა გახდნენ, თუმცა ძნელი სათქმელია რის ხარჯზე აპირებს ამის მოხერხებას. ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი შეხვედრიდან ასე მოჩანს და ესაა ძირითადი მიზეზი იმისა, რომ 1966 წლის შემდეგ ინგლისმა დიდ ტურნირზე ვერ გაიმარჯვა.

ლონდონი. „უემბლი“

ინგლისი - შოტლანდია 0:0

ამ ჯგუფში უკანასკნელი ტური 22 ივნისს ჩატარდება: ხორვატია შოტლანდიას დაუპირისპირდება, ხოლო ჩეხეთი ინგლისს.

. კეინს მიმდინარე ტურნირზე 156 წუთში ჯერ მეტოქის კარში ბურთი არ დაურტყამს.

. გუნდებმა კარში ბურთი თითოჯერ დაარტყეს.

. ინგლისმა დიდ ტურნირებზე 17 მატჩი დაასრულა 0:0-ზე, რაც ერთგვარი რეკორდია.

. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად 20 წლის შოტლანდიელი გილმორი აღიარეს, რომლის გაკეთებული გადაცემების 90.9% ზუსტი იყო.

. ინგლისი შოტლანდიასთან 1999 წლის შემდეგ არ დამარცხებულა.

გიორგი
თამაშის წინ მუხლებზე დამხობილი უჯიგრო და უტვინო გუნდებია.
ქომაგი
ტიპიური ,,სვარკა"!
დათო
პრემიურ ლიგა ლეგიონერების ხარჯზე ქაჩავს, ინგლისის ნაკრებს ამაზე მაგარი ფეხბურთებელებიც ჰქოლია ბევრად მაგრამ ყოველთვის ლაყე გუნდი იყო
ILIA
ტიპიური არა, ტიპური უნდა იყოს.
გულშემატკივარი
ფეხბურთის სამშობლო არა შტვირი

სულაც ეგრთი ამაზრზენია 96 წლის მერე. სულ ამბიციები ტანჯავთ და შედეგი 0. მაქსიმუმი შედეგი 2018 წელს მსოფლიოზე მეოთხედფინალი. ესენი თუ ჩემპიონები უნდა გახდნენ, დღესვე თავს ვანებებ ფეხბურთის ყურებას
მინდია
სხვა თამაშს ხო არ უყურეთ? ვინ დარბოდა? სირბილი მარტო ის არაა 5 წუთში ერთხელ 1 ფეხბურთელი რომ გაიქცევა... მთელი ინგლისი იდგა, არ მოძრაობდნენ არ ეხსნებოდნენ... ტემპი ხიშტი... ამაზრზენი ნაკრებია...
ნიკა
სანჩოს და გრილიშს რომ კაცი სკამზე დასვამს.... მაუნთებით და გაპიარებული ფოდენებით რა ევროპას დადებ ვნახავთ ფოდენს ათამაშებს პეპი მხოლოდ...
ლევანი
აუ, რას დარბოდნენ, მაგრამ 90 წუთში არც ერთი ფინტი არ იყო
კობა
ზუსტი შეფასებაა, ეს ფეხბურთზე უფრი რაგბი იყო. დრო გადის და ბრიტანეთში ფეხბურთი არ იცვლება, პრემიერლიგაში კი ამინდს ლეგიონერები ქმნიან და ამიტომაა საინტერესო.
რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია
პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას შეეცდება
ქართული ფეხბურთის საწადელი და თავის ახლებურად გაცნობა - რა უნდა ვისწავლოთ ესპანელთა ტრიუმფისგან? - ევროს შეჯამება...
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
ჰარი კეინმა მორიგი რეკორდი დაამყარა
"გადაღლილობამ ფინალის წაგებაში თავისი როლი ითამაშა" - საუთგეიტი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
რონალდომ პორტუგალიას მოაგებინა, მოდრიჩმა - ხორვატიას [VIDEO]
შაქირის რეკორდი - შოტლანდიამ და შვეიცარიამ ქულები გაიყვეს [VIDEO]
"ბოს, თქვენ ერთ-ერთი საუკეთესო ინგლისელი მწვრთნელი ხართ, თქვენ ქვეყანა გააერთიანეთ!" - კეინი საუთგეიტს დაემშვიდობა
"ბელინგემს ნაკრებში არავინ ემეგობრება და პატივს არ სცემენ" - The Athletic-ის სენსაციური ინფორმაცია "რეალის" ვარსკვლავზე
ერთა ლიგა. რონალდოს მე-900 და "ნაპოლის" ფეხბურთელების გოლები [VIDEO]
გერმანია შვეიცარიასთან წაგებას გადაურჩა - უნგრეთმა 90+10-ე წუთზე გატანილი გოლით შოტლანდიას მოუგო [VIDEO]
[VIDEO] შმეიხელს მოედნის ცენტრიდან გაუტანეს - შოტლანდიის ნაკრები 27 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს!
ევრო 2024 უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - მასპინძლებმა შოტლანდია გაანადგურეს [VIDEO]
ესპანეთი ჩემპიონია, მოიგო, ვისაც უნდა მოეგო - მიქაუტაძე "ოქროს ბუცის" მფლობელი გახდა! [VIDEO]
დღეს ტუხელს ინგლისის ნაკრების მწვრთნელად წარადგენენ