ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში იტალიის ნაკრებმა დამატებით დროში ავსტრიას 2:1 სძლია.

როგორც მოსალოდნელი იყო, ტურნირის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა იტალიამ თავიდანვე შეუტია, რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენა, რომელთა შორის იმობილეს მიერ საჯარიმოს გარედან ძელს გარტყმული ბურთია გამოსარჩევი. ავსტრია კი თავს დიდი ძალებით იცავდა (სხვა რა გზა ჰქონდა?) და უხიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა. მოკლედ, გაუძლო და შესვენებაზე გუნდები უგოლოდ გავიდნენ.

მეორე ტაიმი უფრო აქტიურად ავსტრიამ დაიწყო და ზედ საჯარიმოს ხაზთან იტალიელებმა თამაშის წესი დაარღვიეს, ალაბამ კი სტანდარტი არაზუსტად შეასრულა. „სკუადრა აძურა“ პირველი ტაიმის მსგავსად აშკარა უპირატესობას ვერ ფლობდა, ბურთს ვერ იჭერდნენ და თამაშსაც ვერ ამწვავებდნენ (ლამის დი ბიაჯოს დროინდელ გუნდს დაემსგავსა). შედეგად 65-ე წუთზე არნაუტოვიჩმა თავურით გოლი გაიტანა, მაგრამ თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს. მანჩინიმ კი შეტევის გასაძლიერებლად ორმაგი ცვლილება განახორციელა - ვერატის და ბარელას ნაცვლად მოედანზე ლოკატელი და პესინა შეუშვა. თუმცა, იტალია დაკარგული ინიციატივის დაბრუნებას ვერაფრით ახერხებდა. მანჩინიმ 84-ე წუთზე ისევ ორმაგი ცვლილება გააკეთა, ბელოტი იმობილეთი, ხოლო ბერარდი კიეზათი შეცვალა. ამით თამაშის სურათი არ შეიცვალა და ძირითადი დრო 0:0 დასრულდა.

დამატებითი დროის მე-5 წუთზე კიეზამ მეკარის საჯარიმოს კუთხესთან ლაიმერი ჩამოიცილა და ბურთს ბაჰმანის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. „აძურიმ“ შეტევები არ შეანელა, ჯერ ინსინიეს საჯარიმოდან გატანა ბაჰმანმა არ დაანება, შემდეგ კი ფოდას გუნდი პესინამ დაამწუხრა - 2:0.

ავსტრია დანებებას არ აპირებდა, შეცვლაზე შესული შაუბის დარტყმული ბურთი ლამაზ ნახტომში დონარუმამ მოიგერია, ხელსაყრელი პოზიციიდან ზაბიტცერმაც ვერ უწია მიზანს, 114-ე წუთზე კი კალაიჯიჩმა თავურით ანგარიში შეამცირა. ბოლოს კიეზამ კონტრშეტევისას ნაღდი მომენტი ვერ გამოიყენა და ტეილორის საფინალო სასტვენის ხმაც გაისმა.

მანჩინის გუნდმა გაიმარჯვა, მაგრამ ამ შეხვედრამ მისი ნაკლოვანებებიც წარმოაჩინა - არის კი ტურნირზე ნაკრები, რომელიც ამით ისარგებლებს?

მეოთხედფინალში იტალია ბელგიასა და პორტუგალიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ლონდონი. „უემბლი“

იტალია - ავსტრია 2:1

გოლები: 1:0 კიეზა (90+5), 2:0 პესინა (105), 2:1 კალაიჯიჩი (114)

. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სპინაცოლა დაასახელეს.

. იტალიის ნაკრები 31 მატჩის განმავლობაში დაუმარცხებელია, რაც მისი ახალი რეკორდია.

. იტალიამ ზედიზედ 12 მატჩი საერთო ანგარიშით 34:1 მოიგო - ესეც რეკორდია.

. იტალიამ გოლი 1145 წუთის განმავლობაში არ გაუშვა და ძოფის მიერ 47 წლის წინ დამყარებული 1143-წუთიანი გოლგაუშვებელი რეკორდი დაამხო.

. იტალიამ ტურნირზე გატანილი გოლების რეკორდი გაიმეორა - 9 გოლი 2000 წელს გაიტანა.

. კიეზამ ევროზე პირველი გოლი გაიტანა - ზუსტად 25 წლის წინ მისმა მამამ ევროზე ერთადერთი გოლი გაიტანა.

. იტალია მეოთხედფინალში მეოთხედ გავიდა.

. პესინამ ბოლო 4 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

. იტალიამ ევროპირველობაზე მერვედ ითამაშა დამატებითი დრო - ესეც ერთგვარი რეკორდია.

რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია
პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას შეეცდება
ქართული ფეხბურთის საწადელი და თავის ახლებურად გაცნობა - რა უნდა ვისწავლოთ ესპანელთა ტრიუმფისგან? - ევროს შეჯამება...
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გატუზომ იტალიის ნაკრები დატოვა
თურქეთმა მცველის დუბლით ავსტრიას მოუგო და 1/4-ფინალში ნიდერლანდებს შეხვდება [VIDEO]
[PHOTO] იყო თუ არა დონარუმას საქციელი არაადეკვატური და რა მოხდა პენალტების სერიისას?
ლევანდოვსკიმაც ვერ უშველა - ავსტრიამ პოლონეთს სძლია [VIDEO]
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
სომხეთის მარცხი ფარერებთან და ჩერჩესოვის "ისტორიული შედეგი"
ავსტრია D ჯგუფში პირველია - საფრანგეთი მეორე [VIDEO]
საფრანგეთმა ავსტრიას მოუგო - მბაპე საავადმყოფოში გადაიყვანეს [VIDEO]
ავსტრიამ აზერბაიჯანი დაამარცხა და ევრო 2024-ზე გავიდა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
"მაღარიჩიც" ასეთი უნდა - ბოსნიელი ფეხბურთელი 60 469 გულშემატკივარს ლუდზე დაპატიჟებს
გატუზო: დანა რომ დამარტყათ, სისხლი არ გამომივა