სტელენბოშში მიმდინარე 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიის მესამე მატჩში სამხრეთი აფრიკა სრულად დომინირებდა, ექვსი უპასუხო ლელო გაიტანა, ყველა გარდასახა და 42:0 გაიმარჯვა.

პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, მაგრამ "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" საკუთარი შესაძლებლობები ვერ გამოიყენა, მეტოქემ კი ორი ლელოს გატანა მოახერხა.

ანგარიშის გახსნა მე-8 წუთზე ვაჟა მიქაძეს შეეძლო, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმა ძელს გაარტყა. 20 წუთის შემდეგ მეტოქემ ჩვენი შეცდომების და ფეხით კარგად თამაშის ხარჯზე შეძლო ჩვენს ნახევარზე გადმოსვლა, 26-ე წუთზე შეტევა მოკლე ფრთაზე გააგრძელა, ხაზი გაიჭრა და შეხვედრის პირველი ლელო გავიდა. 31-ე წუთზე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მეტოქის 22-ში მოლით დაახლოებით 15 მეტრი იარა და სინბინის შემდეგ მეტოქე მოედანზე კაცნაკლული დარჩა, მაგრამ 5-მეტრიან შერკინებაში დავჯარიმდით და კვლავ უკან დახევა მოგვიწია. ტაიმის ბოლოს მასპინძლებს ჯარიმა გაუცუდდათ, თუმცა მეტოქე ჩვენს 22-ში დარჩა, მოკლე დარტყმებით შემოგვიტია და მეორე ლელო გაიტანა – 0:14.

შესვენებისას მეტოქემ ცვლილებებს მიმართა, ტემპს უმატა და სრულ უპირატესობას დაეუფლა. მართალია, მათ კიდევ ერთი ჯარიმა გაუცუდდათ, თუმცა ერთი წუთის ინტერვალში სინბინით ლაშა ციხისთავი და ნიკა სუთიძე დავკარგეთ და მოედანზე 13 კაცის ამარა დავრჩით. „ჯუნიორ ბოკემ“ 5-მეტრიანი შერკინებიდან ერთი ლელო იქვე გაიტანა, 61-ე წუთზე კი ხაზი გაიჭრა და მეოთხე ლელო მივიღეთ. დასკვნით 10 წუთში ერთი ლელო ფეხით ცუდად მოგერიების შემდეგ, კონტრშეტევით გავუშვით, ხოლო მეორე ჯარიმის სწრაფად გათამაშების შედეგად და მასპინძლებმა ტურნირზე ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმეს.

ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში არგენტინამ ურუგვაის 35:12 მოუგო. 3 ივლისს სამხრეთი აფრიკა ფინალში არგენტინას, "უმცროსი ბორჯღალოსნები" კი მე-3 ადგილისთვის ურუგვაის შეხვდება.

U20 საერთაშორისო სერია. სამხრეთი აფრიკა. სტელენბოში

მესამე ტური. 28 ივნისი.

საქართველო v სამხრეთი აფრიკა 0:42 (0:14)

საქართველო

ხაზი: 15. გიორგი ნავროზაშვილი, 14. შალვა აფციაური, 13. ლაშა ცხოვრებაძე, 12. თენგიზ სკამკოჩაშვილი, 11. საბა არჩვაძე, 10. ვაჟა მიქაძე, 9. გიორგი კურტანიძე;

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი, 2. თამაზ ჯიმშელეიშვილი, 3. ალექსანდრე ქუნთელია, 4. ალექსანდრე ბურდული (კაპ.), 5. გურამ ღანიაშვილი, 6. რატი ზაზაძე, 7. ლაშა ციხისთავი, 8. პაატა გალდავა.

მარქაფა: 16. დავით გველესიანი, 17. ირაკლი აფციაური, 18. ბადრი ციხისთავი, 19. ნიკოლოზ სუთიძე, 20. ბექა გელხვიძე, 21. ლუკა არჩვაძე, 22. პეტრე ხუციშვილი, 23. გიორგი ჩიქოვანი, 24. დავით იმნაძე, 25. კოტე იაშვილი.

rugby.ge

გიორგი
კარგი მწვრთნელი უნდა ახალგაზრდებსა და კაცებსაც. დროა კავშირის ახალმა გამგეობამ მუშაობა დაიწყოს ან სახლში წავიდეს.
tttt
რა პრინციპია მხოლოდ ლელოს მოთამაშე ახალგაზრდებით ნაკრების დაკომპლექტება, სხვა კლუბებს არ ყავს ნიჭიერი მოთამაშეები? სამარცხვინო გამოსვლაზე მთლიანად პასუხისმგებელია ფედერაცია, რომელმაც ვერც ნორმალური მწვრთნელი შეარჩია და ვერც სწორი სელექცია უზრუნველყო
Jimshera
ძირითადად ლელოს მოთამაშეების დაკომპლექტებული ნაკრები, უკეთესი შედეგს ვერ აჩვენებდა.
პატივისცემით
16 წლიანები უნდა გაგეშვათ, გამოცდილებას მიიღებდნენ.
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
20 წ. | მეშვიდედ იტალიასთან - პირველად ქუთაისში
U20. საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა და ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა
U20. საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი გაანადგურა
[VIDEO] U20. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონთან დამარცხდა
U20. საქართველოს ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
20 წ. | ურუგვაისთან მე-9 ადგილის ნახევარფინალისთვის