ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ინგლისმა დამატებით დროში დანია 2:1 დაამარცხა, ფინალში პირველად გავიდა და 11 ივლისს იტალიას უმასპინძლებს.

55 წლის შემდეგ პირველად, ინგლისს დიდი ტურნირის მოგება შეუძლია - ისევ "უემბლიზე"

მატჩის წინ ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ალან შირერმა განაცხადა, რომ ევროპირველობის მოგების საუკეთესო საშუალება აქვთ, თუმცა მათი დღევანდელი მეტოქე უკვე სულ სხვა კლასისა გახლდათ. მეკარე კასპერ შმეიხელმა თქვა, რომ მოწინააღმდეგეს ეს ტურნირი არასოდეს მოუგია და ფეხბურთი სახლში ვერ დაბრუნდებოდა. სხვათა შორის, „სამი ლომის“ კაპიტანს, ჰარი კეინს, კარიერაში ყველაზე მეტი გოლი სწორედ

კასპერისთვის ჰქონდა გატანილი - 14. კასპერის მამამ, პეტერ შმეიხელმა, აღნიშნა, რომ რატომღაც მედია ფავორიტად მასპინძლებს მიიჩნევდა, თუმცა, მისი აზრით, გამარჯვების მეტი შანსი დანიას ჰქონდა.

დანიამ მოიგერია რა ბრიტანელთა სასტარტო იერიშები, ინიციატივას დაეუფლა და დამსგორმა ანგარიში გახსნა. ეს ტურნირზე ინგლისელთა პირველი გაშვებული და საერთოდ, 2000 წლის შემდეგ პლეი-ოფში საჯარიმოდან გატანილი პირველი გოლია. ინგლისმა შტურმით უპასუხა. სტერლინგს გატანა შმეიხელმა არ დაანება, სულ მალე კი ანგარიში გათანაბრდა - საკამ განივად სტერლინგს უპასა, კიაერმა ბურთი ჩაჭრა და საკუთარ კარში მიუჩინა ადგილი. ეს ტურნირზე მე-11 ავტოგოლია.

აღსანიშნავია, რომ უკრაინასთან წინა მატჩისგან განსხვავებით, ინგლისელები მეორე სართულზე ვერ ბატონობდნენ და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

მეორე ტაიმი ინგლისელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, მომენტებიც ჰქონდათ, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა შმეიხელი. ბოლოს მთლად ცალკარა თამაში წავიდა, დანიამ გაუძლო და დამატებითი დრო დაინიშნა.

ექსტრა ტაიმში საუთგეითის გუნდმა სკანდინავიელები კვლავ საკუთარ საჯარიმოს მიაჯაჭვა. სტერლინგმა პენალტი გამოიმუშავა (ცოტა არ იყოს, საკამათო). შმეიხელმა კეინის დარტყმული მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ჰარიმ ყველას დაასწრო და 2:1. დარჩენილ დროში დანიას თამაშის შემოსატრიალებლად ელემენტარულად ძალა არ ეყო და ინგლისმა საქმე მშვიდად მიიყვანა ლოგიკურ დასასრულამდე.

ლონდონი. „უემბლი“

ინგლისი - დანია 2:1 (ძირ. დრო 1:1)

გოლები: 0:1 დამსგორი (30), 1:1 კიაერი (39, საკ. კარში), 2:1 კეინი (104)

გამოუყენებელი პენალტი: კეინი (104)

. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კეინი დაასახელეს.

. პიკფორდმა 55 წლის წინ ბენქსის მიერ დამყარებული 720-წუთიანი „მშრალი სერიის“ რეკორდი დაამხო - გოლი 721-ეზე გაუშვა.

. 2000 წლის შემდეგ პირველად, ევროს ორივე ნახევარფინალში დამატებითი დრო დაინიშნა.

. კეინმა დიდ ტურნირებზე 10 გოლი გაიტანა და ინგლისელთა შორის ლინეკერის რეკორდი გაიმეორა.

. კეინი ევროპირველობაზე პირველი ფეხბურთელია, რომელმაც დამატებით დროში თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.

სოსო
ვთქვათ და პენალტი იყო(სინამდვილეში მინიმალური შეხება იყო და წინასწარვე დაიწყო ვარდნა),მსაჯმა რატომ არ შეაჩერა შეხვედრა,ერთი წამით ადრე,მოედანზე ერთმანეთისაგან ორ მეტრში, ორი ბურთი რომ იყო?მსაჯი ვალდებული იყო თამაში შეეჩერებინა და მეორე ბურთი მოედნიდან მოეშორებინათ.თვითონ ინგლისელი სპეციალისტები ამბობენ,რომ არ იყო დასანიშნი.
სოსო
იტალია პირველივე მატჩიდან, სრული ძალით თამაშობს და სწორედ მან გაალამაზა, ეს ჩემპიონატი.არც ინგლისივით მარტივი მეტოქეები ჰყოლია,არც მეტოქის მაყურებლებისათვის შეუშლიათ ხელი მატჩებზე დასასწრებად,არც მეტოქე გუნდისათვის უთქვიათ უარი,იმ მოედანზე წინასამატჩო ვარჯიშზე,სადაც უნდა ეთამაშათ და არც მსაჯები დახმარებიან.იტალიას უბრალოდ ძალები აღარ ჰქონდა,დამატებით დროში.მაშინ როცა ინგლისს,არავისთან უთამაშია სრული დაძაბვით.კი ბატონო,ვიცი რომ ინგლისელთა შემადგენლობა ძალიან ძლიერია და შესანიშნავად თამაშიც შეუძლიათ და იტალიის დამარცხებაც,მაგრამ ვერც ერთხელ ვერ გაიმეტეს,მაყურებლისათვის ასეთი თამაშის ჩუქება,იტალიელებისაგან განსხვავებით.ფაქტია,რომ იტალია,პენალტებით,მაგრამ ალალად გავიდა ფინალში,შეიძლება ითქვას კიდეც,რომ თამაშის ხარისხით,სწორედ ესპანეთი -იტალია იყო,ამ ტურნირის ფინალი.მაშინ როცა მიუხედავად ამდენი ხელშეწყობისა,ინგლისი,მაინც მსაჯმა გაიყვანა ფინალში.ინგლისელთა გამარჯვება,სანახაობრივი,შემტევი თამაშის დამარცხება იქნება და თუნდაც ამიტომ უნდა გაიმარჯვოს იტალიამ.
მარადონა
რა შუაშია კომენტატორის დაჯერება, თვალები მიჯღაბნილი ხო არ გაქ სახეზე? შეხედე და დაინახე.
ანარქისტი ანანია.
არადა, მესიმპატიურებოდა იტალიის ნაკრები, მაგრამ ისეთი ოდიოზური ფანები ჰყავთ, გამიხარდება რომ წააგონ ფინალი. მაგარი არაობიექტური, მიკერძოებული და ტენდენციური ხალხია. რაღაც განსაკუთრებული კასტაა, რომელთაც არ ძალუძთ საღი თვალით შეხედონ მოვლენებს და ფაქტებს. მოწინააღმდეგე რომ დააფასონ ხომ გამორიცხულია. ფინალის შემდეგ, დამარცხებული, გაწბილებული და მორალურად განადგურებული ტიფოზები: შესანიშნავი მასალა იქნებოდა ფსიქიატრიული კვლევისთვის :)
gagi
პენალტზე შეიძლება ბევრი ვიკამათოთ, მაგრამ ინგლისი აშკარად უფრო სამართლიანად გავიდა ფინალში ვიდრე იტალია. მთელი თამაში ინგლისის უპირატესობით მიდიოდა და მეორეც: დამატებით დროში ინგლისს პენალტებზე არ უთამაშია იტალიისგან განსხვავებით. მოკლედ იტალია შეიძლება ჩემპიონი გახდეს, მაგრამ ჩემპიონი რომელმაც ესპანეთს ვერ აჯობა.
აბგდ
მოკლედ ხალხს მაგრად სძUლს ინგლისი :D აბა რატო არ იყო პენალტი?პირველი არხის იტალიის ფან კომენატოტრებს ვუჯერებთ? თუ გგონიათ რომ დანია ინგლისზე უკეთესი მეტოქე იქნებოდა ჩელენტანოებისთვის?დანია ფინალში თუ გავიდოდა მოიგებდა კიდეც.ნორმალურად ვინც გაუხსნა თამაში იმან იტალიას სანახაობით აჯობა,ასეა ეს!გაცილებით ძლიერ მეტოქეებთან მოუწია თამაში ინგლიის ესეც არ დაგავიწყდეთ.მარტო ბელგიასთან ჰქონდა თამაში და იქაც ლუკაკუს კისერზეა ეგ ყველაფერი და ასევე მსაჯების.
alex
არ დანიშნავდა და დღეს იმაზე იკამათებდით რატომ არ დანიშნაო!!!!!შესაბამის ჰედლაინებსაც მოიფიქრებდით.ერთი სიტყვით იაფფასიან სკანდალებზე ხართ ორიენტირებული,ამიტომ გაიარეთ ბიძიკო თქვენს გზაზე!!!!!!!!!!!!!!
alex
იტალიას თუ რაიმე უნდა ძირითადში უნდა მოიგოს,დამატებითამდე თუ მივიდა ზუსტად ისეთივე ცალკარა იქნება როგორც გუშინ,გადაუვლიან ფიზიკურად!
კოტე-ს
თქვენ თავად არ იცით რა არის ვარ ჩეკ ონ. ეს არის ვიდეო ასისტ რეფერი. ადამიანი უყურებს ვიდეოს და ადამიანი წყვეტს. კომპიუტერი მხოლოდ გოლზე წყვეტს. ვიდეო რეფერი მხოლოდ მაშინ ერევა, როცა აშკარა შეცდომაა. იყო მცირე კონტაქტი აქედან გამომდინარე აშკარა შეცდომა არ ყოფილა მაგრამ პატიოსანი 1000 მსაჯიდან 999 არ დადებდა პენალტს. ხოლო დამატებით დროში ალბათ 10000 9999. აშკარაა რომ ფინანსური მიზეზია, რომ ინგლისი გასულიყო.
ზურა
პენალტზე რომ მსჯელობთ, რატომ არ საუბრობთ ჯარიმაზე, რომლის შემდეგ დანიელებმა გოლი გაიტანეს? ჰოდა, ის ჯარიმა არ იყო. გადაახვოს, ვისაც საშუალება აქვს და დააკვირდეს. არაერთი სპეციალისტი წერს, რომ ჯარიმა არ ყოფილა.
კოტე
VAR check on. ეგ იცით, რა არის? ჰოდა, სადავო ვერ იქნება ის, რაც კომპიუტერულმა პროგრამამ პენალტად ჩათვალა, თანაც დაყოვნების გარეშე.
გულშემატკივარი
ერთი კითხვა მაქვს,ინგლისმა რამდენი თამაშიდან რამდენი ითამაშა სახლში?
პელე
არ იყო პენალი ნამდვილად, კიდევ ერთხელ უსამართლოდ გასული გუნდი ფინალში. უკვე ფეხბურთის ყურებაც კი შემზიზღდა.
ზაზა
დევიდ ბექჰემი, პოლ სქოულზი, სტივენ ჯერარდი, ალან შირერი, ტონი ადამსი, დევიდ სიმენი, გარი ნევილი, სოლ კემბელი, ტედი შერინგემი, პოლ გასკოინი, გარი ლინეკერი, ფრენკ ლაპარდი, ჯონ ტერი, უეინ რუუნი, მაიკლ ოუენი, სტივ მაკმანამანი, კევინ კიგანი, გლენ ჰოდლი, ბობი ჩარლტონი, ბობ მური, ჰორჯ ბესტი, სტენლი მეთიუზი, პიტერ შილტონი, ჰარი კეინი …. ოხ ეს უნიჭოები ესენი …. :)))))))))
გუგა
მართლა მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც პენალტზე კამათობენ. ნაღდი პენალტი იყო და 100-დან 99 მსაჯი დადებდა. მაიც გადაამოწმეს და ვისაც იმ პროგრამაზე წარმოდგენა აქვს, დამეთანხმება, რომ მიკერძოება გამორიცხულია.
ლაშა
პენალტი საკამათო არ ყოფილა. რაც გადაუმოწმებლადაც აშკარად ჩანდა. იყო კონტაქტი, თანაც იყო ორმხრივი ბლოკირება. "ვარ" სისტემამ სრულად დაადასტურა პენალტი. სისტემა და მასზე კონტროლი ისეა მოწყობილი, უზუსტობა გამორიცხულია. ასე რომ, ის ბავშვური საუბარი, თითქოს პენალტი სადაო იყო, მხოლოდ გაუთვითცნობიერებული და სუბიექტური ადამიანების წყლის ნაყვაა.
გია
ვარზეც ბახრამოვი იჯდა კაცო?
aburjga
პენალტი ნამდვილად არ იყო!!! უბრალოდ უეფამ დიდ ბრიტანეთს კოჭი გაუგორა! მსაჯი ვართანაც კი არ მივიდა მომენტის გადასამოწმებლად!
David
ორი სიმულიანტი გუნდი გავიდა ფინალში
merabi-1960
ინგლისელებს მსოფლიოში საუკეთესო შიდა ჩემპიონატი აქვთ, დახუნძლული საუკეთესო ლეგიონერებით, ფეხბურთელები მუდმივად ტონუსში არიან და უდიდეს გამოცდილებას იღებენ, თუმცა ჩემი აზრით ნიჭიერება არ ჰყოფნით, მათი თამაში მაინცდამაინც მიმზიდველი არაა. იტალიასთან ალბათ ეცდებიან როგორმე არ წააგონ და პენალტებამდე მიიყვანონ. რავიცი, არ მომწონს რეჰაგელის საბერძნეთისნაირი ჩემპიონები...
ლეონსიო
რა შუაშია ვინ ვის ჯობდა.ფეხბურთი იმიტომაა საინტერესო რომ სუსტსაც აქწს შანსი. და არ შეიძლება ამ შანსის წართმევა....ავთო ბერთი მრგვალია რო იცოდე...დანიას ინგლისი ნეიტრალურ მოედანზე ვერ მოუგებს
ქართველი
ჩემი აზრით უემბლის ფაქტორმა გადაწყვიტა პენალტი. არ იყო მასე გასაწირი დანია. ფინალში ,,ბახრამოვი'' დანიშნონ და ინგლისი ჩემპიონია. თუ მოიგებს ალალად შეარგოს ღმერთმა. კარგი ფინალი უნდა იყოს წესით.
ავჭალიდან
მასეა ძმაო ინძაგის ოფსაიდები თუნდაც. პენალი ნამდვილად იყო სტერლინგმა წამოიკიდა დანიის ორი მცველი
gizo
რა შუაშია ჯობდა არ ჯობდა? მანდ სადმე წერია ან ვინმეს უწერია არ ჯობდაო? ახლა ამ თემაზე გადასვლით თემა გინდათ შეცვალოთ და გინდათ გაამართლოთ ეგ პენალტი? მაშინ შევცვალოთ წესები - ვინც ჯობს თამაშით იმას პენალტები დავუდოით ხოლმე და ასე გადაწყდება :) რამდენი მაგალითია ფეხბურთში (აუარება), როცა ერთი გუნდი ჯობდა და მეორემ მოუგო. დინამოც ჯობდა ნეფტჩის, დაედოთ პენალტი ...
ავთო
პენალტის დანიშვნა არ დანიშვნაზე რომ აპელირებთ იმას რატო არ ამბობთ რომ ინგლისი ორი თავით ჯობდა მეტოქეს და დამატებითში დანია უბრალოდ იდგა, მოძრაობაც არ შეეძლოთ და ვერ გავიგე ასეთი გუნდი უნდა გასულიყი ფინალში? მარადონამ ხელით გაუტანა ინგლისს და მერე ჩემპიონი გახდა, გერმანიის კარში გატანილი გოლი არ ჩაუთვალეს ინგლისს ხაზს შიგნით რო იყო და გერმანია ფინალში გავიდა ჩემდეგ 2012ში და ინგლისზე ამხელა სუბიექტურები რატო ხართ.. გავიგეთ არ ქომაგობთ მაგრამ იმას არ ნიშნავს რომ ინგლისი არ ჯობდა დანიას !!
gizo
რა მნიშვნელობა აქვს ვის ვქომაგობთ და ვის არა? არ იყო მანდ პენალტი და ჰა, ან საკამათო რა იყო? რადგან დაინიშნა მაგის გამო გახდა საკამათო, თორემ რომ არ დანიშნულიყო არც ემახსოვრებოდა ეგ ეპიზოდი არავის
მ.ტ.
ყველაზე ზუსტი დიაგნოზი კი დასვა მაგ წამყვანმა - ინგლისს პენალტი საშუალო არითმეტიკულით გამოუყვანესო... ინგლისელების მსგავსი ამპარტავანი ნაროდი ნაჩუქარი პენალტით არ უნდა იგებდეს თამაშს და ამას თვითონაც აღიარებენ...
ავთო-ს
როგორ ფიქრობ, მასეთ პენალტს ინგლისის კარში დანიშნავდა მსაჯი?
alex
სადავო იმას ნიშნავს რომ დაინიშნა - დავობენ,არ დაინიშნებოდა და - უფრო მეტად იდავებდნენ!
Master
თუ ვინმეს გახსოვთ 2014-ის ჰოლანდია მექსიკა.ზუსტად ასეთი პენალტი აკიდა რობენმა მარკესს.
გია
ვაჟკაცურად წააგებს ინგლისი ფინალს და ბევრს იტირებენ
V.A.R
გამეორების ნახვის შემდეგ მოველოდი რომ სტერლინგს ყვითელ ბარათს მისცემდნენ სიმულაციისთვის. ნეტა ვიდეორეფერიმ რომელ გამეორებას უყურა(?)….
giorgi
ჩემო ძმაო ჩემპიონი იტალიაა ამას წყალი არ გაუვა :)
ავთოს
მთელი მსოფლიოს ჟურნალისტები იძახიან რომ საკმაოდ სადავო პენლტი იყო და არ უნდა დანიშნულიყო. ნუ იქნები სუბიექტური ;)
Რაგბის ფანი
რა იყო საკამათო? აშკარა სიმულაცია იყო
ავთო
1 არხის წამყვანები და ამ სტატიის დამწერები ერთი ხართ? რა სადავო პენალტი იყო 2 მა კაცმა მიიღო მონაწილეობა სტერლინგის წაქცევაში !! თქვენ არაობიექტურობას საზღვარი არ აქვს !! გავიგეთ რო ინგლის არ ქომაგობთ მაგრამ სხვას ნერვებს რატო უშლით :D ინგლისი ჩემპიონია !!
პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას შეეცდება
ქართული ფეხბურთის საწადელი და თავის ახლებურად გაცნობა - რა უნდა ვისწავლოთ ესპანელთა ტრიუმფისგან? - ევროს შეჯამება...
"ნებისმიერ ნორმალურ ნაკრებში ამას დიდი განხილვა და გუნდიდან მოკვეთა მოჰყვებოდა" - უკრაინელმა ჟურნალისტმა საქართველოსთან მატჩამდე თავისი ქვეყნის ნაკრებზე სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
"გვარდიოლა ამ ფეხბურთელის დამატებაზე ოცნებობს" - ფაბრიციო რომანო
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
"გადაღლილობამ ფინალის წაგებაში თავისი როლი ითამაშა" - საუთგეიტი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
კაცნაკლულმა ესპანეთმა შვეიცარია დაამარცხა - დანიამ სერბეთს სძლია [VIDEO]
"ბოს, თქვენ ერთ-ერთი საუკეთესო ინგლისელი მწვრთნელი ხართ, თქვენ ქვეყანა გააერთიანეთ!" - კეინი საუთგეიტს დაემშვიდობა
"ბელინგემს ნაკრებში არავინ ემეგობრება და პატივს არ სცემენ" - The Athletic-ის სენსაციური ინფორმაცია "რეალის" ვარსკვლავზე
სლოვენიამ ყაზახეთს მოუგო - თბილისში ლუქსემბურგი მოდის
შეჩერებული მატჩი, არჩათვლილი გოლი და პენალტი - გერმანიამ დანიას სძლია [VIDEO]
დანია-ინგლისი 1:1. ნამატჩევს ინგლისელებს უსტვინეს [VIDEO]
სლოვენიამ 3 ქულით მესამე ადგილი დაიკავა - საქართველოს პლეი-ოფში გასვლა მხოლოდ პორტუგალიის ძლევით შეუძლია [VIDEO]
დღეს ფინალია! ესპანეთი ფავორიტია, თუმცა... შურისძიება ბათუმის გამო?!
სლოვენია - დანია. პირველი ფრე ევრო 2024-ზე [VIDEO]
ესპანეთი ჩემპიონია, მოიგო, ვისაც უნდა მოეგო - მიქაუტაძე "ოქროს ბუცის" მფლობელი გახდა! [VIDEO]
დღეს ტუხელს ინგლისის ნაკრების მწვრთნელად წარადგენენ