საერთაშორისო ტურნირებზე ქართველი მსაჯების მიწვევა სულ უფრო მასიურ ხასიათს იღებს. ამჯერად სულხან ჩიხლაძე 18 წლამდე მორაგბეთა 7-კაცას „ალაფაზე“ ლატვიაში მიიწვიეს.

26 წლის რეფერიმ ერთი თვის წინ 7-კაცას საერთაშორისო ასპარეზზე პირველი ნაბიჯები გადადგა და რაბი ევროპის „ალაფაზე“ ექვსი თამაში იმსაჯა.

„ზაგრებში საერთაშორისო 7-კაცა ტურნირში პირველად ჩავერთე და ორი დღის განმავლობაში ექვსი თამაში ვიმსაჯე. მსაჯებს სამი მენეჯერი გვაკვირდებოდა და ყველა მათგანისგან კარგი შეფასებები მივიღე. ფინალური მატჩის მსაჯობის ერთ-ერთი კანდიდატიც ვიყავი, თუმცა, რადგან ასეთ ტურნირზე პირველად ვიყავი, საბოლოოდ არჩევანი გამოცდილ რეფერიზე შეაჩერეს და ნახევარფინალით მომიწია დაკმაყოფილება. მთლიანობაში კარგი ტურნირი გამოვიდა და მეც კმაყოფილი დავბრუნდი“ – ამბობს ჩიხლაძე.

მისი მუშაობით მსაჯთა მენეჯერები კმაყოფილები რომ დარჩნენ, მალე საქმეშიც გამოჩნდა და სულხანი 24-25 ივლისს უკვე რიგაში იმსაჯებს. იქ მისი მიზანი ფინალის მსაჯობაა:

„ზაგრებში დიდი გამოცდილება შევიძინე და ამბიციაც მომემატა. ამ ტურნირზე ჩემი მიზანი ფინალის მსაჯობაა. მსურს თავი ისე წარმოვაჩინო, რომ ყოველი შემდგომი მოწვევა უფრო მაღალი დონის იყოს. შესაბამისი განწყობით ვემზადები და მაქსიმუმს გავიღებ მიზნის მისაღწევად“.

სულხან ჩიხლაძეს 7-კაცა რაგბი განსაკუთრებით მოსწონს და რაგბი ევროპის ტურნირების გავლით, სამომავლოდ მსოფლიო სერიებზე მოხვედრის იმედი აქვს, სადაც გზა უკვე გაიკვალა ნიკა ამაშუკელმა:

„7-კაცა რაგბი ბავშვობიდან მომწონს და სულ ვოცნებობდი საერთაშორისო ტურნირებზე მოხვედრას, ჯერ, როგორც მოთამაშე და ახლა, როგორც მსაჯი. ის სპეციფიკური თამაშია, ბევრად უფრო სწრაფი 15-კაცა რაგბიზე და ჩემი ფიზიკური კონდიციებიდან გამომდინარე, ჩემთვის უფრო საინტერესოა. ყოველი ტურნირი უდიდესი ზეიმია და ვიმედოვნებ, რომ ჯერ მსოფლიო სერიაზე მოვხვდები და მერე 7-კაცას მსოფლიო თასსა და ოლიმპიადაზე მიწვევასაც დავიმსახურებ“.

rugby.ge

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა