ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სანიოლი: გპირდებით, ოქტომბერში თამაშის ხარისხი გამოსწორდება

სანიოლი: გპირდებით, ოქტომბერში თამაშის ხარისხი გამოსწორდება

ამხანაგურ მატჩში ბულგარეთთან 1:4 დამარცხების შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"დღევანდელ შეხვედრაში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. შესაძლოა, პირველ ტაიმში შეტევაში არცთუ ისე ცუდად გამოვიყურებოდით, თუმცა დაცვაში უპატიებელი შეცდომები დავუშვით. როდესაც ასე თამაშობ, პოზიტიური მოლოდინი ვერ გექნება. ასევე ვთვლი, რომ კონკრეტულ მომენტებში არ გაგვიმართლა. მსურს მივულოცო ბულგარეთს ეს გამარჯვება. მათ ხარისხიანი ფეხბურთი ითამაშეს და ჩვენი შეცდომები კარგად გამოიყენეს.

სამწუხაროდ, ძალიან ცუდი სანაკრებო პაუზა გამოგვივიდა. ვფიქრობ, რომ თავდაჯერებულობის ნაკლებობის ბრალიცაა. საკმაოდ ბევრი წამყვანი მოთამაშე დაგვაკლდა და აღნიშნული ნაკლებობა სწორედ ამან გამოიწვია. როდესაც ამ დონის ფეხბურთელები ვერ გეხმარებიან, ძალიან რთულია, რომ ხარისხი შეინარჩუნო. ოქტომბერს და ნოემბერს იმედიანად ველოდები. მარტში ვნახეთ, რომ ამ გუნდს ხარისხიანი ფეხბურთის თამაში შეუძლია. არ ვფიქრობ, რომ ეს ხარისხი სადმე გაქრა და გპირდებით, რომ ოქტომბრის მატჩებისთვის თამაშის ხარისხი გამოსწორდება", - ციტირებს სანიოლს nakrebi.ge.

• ამატაკი

ჩვენი ნერვებისა და ჯანმრთელობის ფასად ამ საფეხბურთო სექტემბერმაც ჩაიარა. გვათრია ყველამ, ვისაც არ შეეზარა. მოდი ვთქვათ: ჩვენ ფეხბურთი არ გვითამაშია... ქაოტური გადაწყვეტილებების კასკადი. ყველაზე ცუდად გამოჩნდა ის, რომ დიდი რეგრესი განიცადეს იმ ფეხბურთელებმა, რომლებიც წინა თამაშებში იმედს იძლეოდნენ: ჩაბრაძე, აზაროვი, გიორბელიძე, მიქაუტაძე. სამწვრთნელო შტაბზე კომენტარი საერთოდ არ ღირს. რის იმედი შეიძლება გვქონდეს? ამ სიტუაციაში პერსპექტივის ნასახი არ სჩანს, თავს ნუ მოვიტყუებთ. ბოლოსდაბოლოს ამ ქვეყანაში ჩასვრილ საქმეზე ვიღაცამ პასუხი უნდა აგოს! ამას თუ ვერ ვაღწევთ, დროდადრო გამოგვკვებავენ ბუტაფორიული ვითომ წარმატებებით ეს ნამუსგარეცხილი ვაი მენეჯერები ნაპატიები სიფათებით!

• Xalxi

ფეხბურთის გაუქმება კი არა ფედერაციაა გასაყრელი!!!!!!!!!

• გენა

არჩევნებზე ხო არ გადის? რა დაპირებებს იძლევა..

• მიხო

გეთანხმები, მაგათ უჩა სოსიაშვილსაც დავამატებდი, მაგრამ ეგ მწვრთნელები "чужой"არიან, მაგათ (სფფ) კლასტერში ვერ არიან, ცქიფოც და უჩაც საერთოდ უმუშევარნი არიან, "ჯაყოს ხიზანას"(ები) დროა.

• jango

ვილი სანიოლი, აზრის გამოთქმა მაინც ისწაალე ადამიანო, როგორ შეიძლება თქვა რომ წამყვანი ფეხბურთელი დაგავკლდაო? მწვრთნელი იმიტომ ხარ რომ კონკურენციის პირობებში ყველა ფეხბურთელი იყოს წამყვანი და უმნიშვნელოვანესი, იმდენად კარგები უნდა იყვნენ რომ არჩევა გიჭირდეს, ხოლო თუკი შენ 2-3 გოჭს 20 ბატი აახელი, მაშინ ფეხბურთი კი არა ბატბუტთი გამოგდის და შედეგიც სახეზეა ბატების მწყემსო...ბატებმა რომი იხსენს და არა საქართველო...

• jjj

ბევრი რამ უსწავლია ქართველი პოლიტიკოსებისგან.DDD მთავარია დაპირდი ქართველი ყველაფერს იჯერებს.

• დჭ

ცოტა ხნის წინ დავწერე რომ ვინმე თუ დაინტერესდება რაც ხება ქართუ ფეხბურთშიქო. აუცილებლად უნდა დაინტერესდეს შესაბამისი ორგანოები თუ რა საშუალებით ინახავს ფედერაცია ყველა ასაკობრივ ნაკრებს ქალთა ფეხბურთს ფუტზალს და ადგილობრივ ჩემპიონატში მონაწილე 90 მდე გუნდს ამდენ ხროვას!ამდენს უნამუსო უთავმოყვარეო არაპროფესიონალ მუქთამჭამელს!!!! მე ჩემი აზრი მაქვს და ერთადერთი საშუალუალება როცა სახ. დაფინანსებაზე უარს ამბობ რჩება ერთადერთი. სადაც უადვილეს მხარეს აკეთებენ ფსონს!! ან როგორ არ მოწყინდათ ამდენი წაგება ხომ შეიძლება ერთხელ მოგებაზე გახვიდე! 5.0 ნაკლები კუშს უკვე აღარ გვაძლევენ. თუ ეს ასე არ არის და მართლა უმდაბლესი ხარისხის ფეხბურთელები გვყავს რომლებიც ხათრით ჩამოდიან ნაკრებში მაშინ 90 მდე გუნდიდან რომელიც დასაქმებული(მხოლოდ) არიან ქართულ ფეხბურთში ამოირჩეს 30 ნამდვილი პატრიოტი კაცი! რომლებიც სიხარულით გამოიქცევიან ქვეყნის სახელით სათამაშოდ ამათ რამდენიმე ლეგიონერიც დაემატება და რაღაც გამოვა!თუ წააგებენ მანეკენებივით მაინც არ გამოვლენ მოედანზე!!!

• N

"ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს!"

• რა მაფიაა?

ამდენი დისლაიქი რატო აქვს ამ კომენტარს ვერაფრით ვერრ ვხვდები, სამწუხარო რეალობაა ეს ყველაფერი... პროფესიონალი რეალურად კაშია და კანკავაა მართლაც, იმედი მაქვს კიტეც მათ კატეგორიაშია და კიდევ უფრო დიდი იმედი მაქვს კვარაც სრულად შეუერთდება მათ... ფედერაციის პირდაპირი მოვალეობა ზუსტად ისაა რაც დაიწერა... და აბა დისლაიქელებს რა უნდა ვერ გავიგე... ერთი კაი ფსიქოლოგი ან ქოუჩი უნდა გუნდს და წესით მწვრთნელი უნდა იყოს პრპფესიონალი ქოუჩიც...

• giorgi

ნუგვატყუეებ არაფერი მწვრთნელი შენ არახაარ რუმინეთში მოგება სრული შემთხვევითობა იყოო. მადლობა ლაზარეეს :)))

• ზურა

ჯერ საერთოდ ეს ფედერაცია, როგორ მოვიდა ეგ ცალკე თემა და ყველამ იცის ვინც ფეხბურთშია ჩახედული მერე ცხადაძის გაშვება უფრო სწორად გაგდება ნაკრებიდან და ამის შემდეგ მოყოლებული ამათი უხერხემლო მმართველობა, რომელსაც არანაირი პრაქტიკული შედეგი არ მოუტანია არც საკლუბო და არც სანაკრებო დონეზე ამათ სიმართლის მთქმელი ხალხი არ უნდა თავისუფალი მწვრთნელი არ უნდათ სანიოლი ,რომ თავისუფალი იყოს თავის გადაწყვეტილებეში ხიზანა და დვალიშვილი ეყოლებოდა ასიტენტებად ?? ვინ დაუნიშნა ესენი ან რა მიზნით დაუნიშნეს ეგ ხომ გასაგებია არაა? რამდენი ბუნდოვანი და საეჭვო სიტუაცია იყო უკვე ამ ფედერაცის ირგვლივ, როგორც საკლუბო ისე სანაკრებო დონეზე რამაც ნაკრები დააზიანა და ზოგადად ქვეყანა მაკედონიასთან მატჩი ეყოფა ყველაფერს სადაც ფედერაციამ ფაქტიურად ყველაფერი "გააკეთა" იმისთვის, რომ ჩვენ ეგ თამაში წაგვეგო. რა უქნეს დევდარიანს სიმართის საუბრის გამო ეგ ქართული ფეხბურთის გულშემატკივარმა იცის. 6 წელია არიან და ყველაფერი ჩააფლავეს ერთალიგა პლიუს შესარჩევი ციკლები საკლუბო დონეზე იმაზე უარესი შედეგები გვაქვს ვიდრე იგივე სიჭინავას დროს გვქონდა მაშინ პირველივე წრიდან არ ვარდებოდა ქართული კლუბები ახლა 1 ეტაპის გავლაც კი ურთულესია სამწუხაროდ ბევრი ჟურნალისტი და ბევრი ე.წ ექსპერტი და ვეტერანიც უგორებს კოჭს ფედერაციას და არ ლაპრაკობს სიამრთეს ხმას არ იღებენ გატრუნულები არიან და ასე ჩვენ სანამ გატრუნულები ვართ ქართული ფეხბურთი საბოლოდ ჩავა ფსქერზე და მართაც, რომ სან მარინოს და ანდორის ნაკრების დონე გავხდებით კობიაშვილი მუჯირის პირობებში მაგის ნიშნები უკვე არის.

• mmm

ნორმალურ ქვეყანაში პროკურატურა უკვე საქმეს უნდა სწავლობდეს არა მარტო ამ ფედერაციის , არამედ მათ წინამორბედებზე. ყველას ყველაფერი შერჩა და იმიტომაც ვართ ამ დღეში

• მთავარზე მთავარი

პირველ რიგში სიმართლის მთქმელი ჟურნალისტი არ არსებობს, არავის კრიტიკული ასოც კი არ უთქვამს არასდროს, ანალიზზე ხომ ზედმეტია საუბარი. შიგნით ფედერაციაში რაც ხდება მარტო რამდენიმე კაცმა იცის მაგ შავბნელი საქმეების თავი და ბოლო

• გელა

მართლა ვერ გავიგე ხიზანიშვილს რა უნდა ნაკრებში ასისტენტათ??იმის ფონზე როცა ცეცაძე დევდარიანი და გია ჭიაბრიშვილი გყავს ქვეყანაში იგივე ცეცაძე თუმცა კი ამ კაცს შეიძლება მძიმე ხასიათი აქვს ემოციური ადამიანია, მაგრამ 21 წლამდე ნაკრებში, რომ მუშაობდა საკმაოდ კარგი შედეგები ქონდა იგივე თუნდაც დევდარიანი და ჭიაბრიშვილი ორივე მათგან საკმაოდ კარგად ესმის თანამედროვე ფეხბურთი და შედეგებიც აქვთ საკლუბო დონეზე. მართლა ვერ გავიგე ამ ფედერაციას თუ რეალურად ადარდებს ფეხბურთის და ნაკრების ბედი ხიზანა და დვალიშვილის რატო უნიშნავენ სანიოლს ასისტენტებად? როცა მაგათზე ბევრად უკეთესი ახალგაზრდა სპეციალისტები გყავს ქვეყანაში, ეს ძმაკაცობა და შინაურობა რით ვეღარ დამთავრდა პროფესიულ საქმიანობაში.

"aburjga"-ს მეტი წილი მეც ვეთანხმები. ფიზიკური და ტექნიკური მომზადება აკლით ჩვენ ფეხბურთელებს საშინლად. იქ სადაც ერთმა კაცმა უნდა ჩაშალოს შეტევა იქ ხშირად 3 უწევს მისვლა. მაინც და მაინც ტექნიკურები არ იყვნენ გუშინ ბულგარელები. 4-ვე ბურთში, რომელიც გაგვიტანეს, დიდი შემოქმედება მე ვერ დავინახე. 4-ვე გოლი გავიდა ჯიკაობით. შეშინებულები ნუ იგერიებთ ბურთს, ამდენი ხანია ვაგებთ თამაშებს კი უნდა მიჩვეოდით წაგებას:). წაგების ნუ გეშინიათ, თქვენ არ ხართ ის გუნდი რო გაგიტყდეთ ბულგარეთთან როგორ წავაგეთო. ეცადეთ ყოველ თამაშზე ტექნიკური მხარე დახვეწოთ და ერთმანეთი გაიცნოთ. და უბურთოთ სირბილი ნუ გიტყდებათ

ყველაფერს სიმართლეს ქეცბაია ამბობდა და ამბობს, სხვა ვინმემ რამე თქვა???? ჟურნალისტი არა გვყავს, ძველი ფეხბურთელები გინდ ყოფილან და გინდ არა, ფედერაცია კი მარტო ფულს აკეთებს, ესაა სიმართლე

• gori

უთავმოყვარეო ფედერაცია, თავისზე უარესი ფეხბურთელები, ფულს დახარბებული ნაჩალნიკები, სხვა შედეგი ვერ იქნებოდა, ეს ლოგიკაა

• kaxa

ფეხბურთელების ხარისხი ნულს ქვემოთაა, ფედერაციის ხარისხი კიდევ უფრო ქვემოთ. რა შედეგს უნდა ველოდოთ. ხიზანა აგენტად შეუგზავნეს ვილის ეგებ რაიმე ისე არ გააკეთოს ჩვენ რომ არ გვაწყობსო, აბა საიდან იქნება შედეგი

• Beqa

ნუ გვპირდები ვილი,მაგ ფეხბურთელებით უკეთესი ხარისხი შეუძლებელია.

ისეთი ფეხბურთელები გვყავს , რომ თავიანთი გუნდები არ უნდა ათამაშებდნენ და ნაკრებზე ხომ ზედმეტია საუბარი. არაფერი აქვთ საერთო ფეხბურთთან. ამას ემატება ფედერაცია და იქ თავმოყრილი ფულის მონათა ბანდა. ესაა სიმართლე. პატრონი არა ჰყავს ქვეყანას, ეს ბანდა ვინ უნდა გააკონტროლოს, საკუთარი დუქანივით აქვთ ამხელა დაფინანსება და ფედერაცია. რა თქმა უნდა კიდევ უფრო ბევრს ითხოვენ თანხებს ამბობენ ცოტააო. ვინ უნდა მოსთხოვოს პასუხი უპატრონო ქვეყანაში??????????

• wbc

ხო კიდე ხიზანა დამავიწყდა

• wbc

მამარდა კაშო ჩაბრა დათი კვეკვე კიტე ჩაკვე კვარა ოქრი ჟორჟი აბუ ვაკოო მუმუ კობი იაშკა ნაღდად მოსაფერებელი სახელებია

• თვითმხილველი

ეს არის ბოლო 15 წლის არაპროფესიონალური,მედროვე,არავაჟკაცი,მექრთამე და მხდალი ხალხის "მუშაობის" შედეგი,რომლებიც სამწუხაროდ ფეხბურთში მრავლად არიან(ე.წ. "ფუდბოლნი" ტიპები,რომლებიც წლებია საკუთარი და "დაინტერესებული" ბავშვების გაქაჩვით არიან დაკავებული.მაგალითისთვის "საბურთალოდან" და თბ. "დინამოდან"ეროვნულში "მოწყობილი" მცველებიც საკმარისია გავიხსენოთ). უვიცი და არასამართლიანი ხალხის საქმიანობა კარგ შედეგს ვერ მოიტანს!!!

• გულშემატკივარი

რომელ ბავშთა ფეხბურთსა და მის განვითარებაზეა საუბარი? იმედია ამ კომენტარს ვინმე ისეთი წაიკითხავს,ვისაც ეხება ამის კონტროლი.ქობულეთში, (შეგნებულად არ დავასახელებ იმ მწვრთნელის ვინაობას რომელიც ბავშვებთან მუშაობს), ბავშთა მწვრთნელი არის მეტადონის პროგრამაზე(!) დიახ,სწორედ აი ასე.როგორ ფიქრობთ, გაბრუებულმა კაცმა რა უნდა ასწავლოს ბავშვს? ასეა, სახლის შენება საძირკველიდან იწყება, გამგები გაიგებს.

წინა 2 თამაშთან შედარებით გუშინდელი თამაშის ყურება შეიძლებოდა. შეცდომები არაუშავს, ჩვენ იმ დონის გუნდი არ ვართ ეხლა შედეგზე გავამახვილოთ ყურადღება. მე პირადად წინა თამაშებთან შედარებით შეტევა ცოტა მოქოქილი მომეჩვენა. ცოტა თამამ გადაწყვეტილებებსაც იღებდნენ, ხშირად სიზუსტე აკლდა მაგრამ ეგ არაფერი დაიხვეწება. გაშვებული გოლის მერე ცოტა ყურები ჩამოყარეს ეგ არ ვარგა. ერთი რამ თუ არ გაიგეს რომ შედეგს დღეს მნიშვნელობა არ აქვს (ჯგუფიდან ამ თამაშით რომ ვერ გავლენ ხო ყველამ ვიცით) და უფრო მეტად თუ არ გაიხსნებიან არაფერი არ გამოვა მაგათგან. ზოგიერთმა თავის ფიზიკურ მომზადებას რო მიხედოს სანამ ახალგაზრდაა და პასების სიზუსტეს რაღაცა გამოვა.

• სოსო

შევარდნაძემ ერთხელ სიტყვით გამოსვლისას,შეგვპირდა,რომ მალე საქართველო აყვავებულ ქვეყნად გადაიქცევაო და როგორ ვყვავით,ახლაც ვხედავთ.ჰოდა მასაც ხშირად აძლევდნენ,ამ "ჩამჭრელ"კითხვას,როდის აყვავდებაო,საქართველო.ერთხელაც,გაბეზრებულმა შევარდნაძემ,კიდევ ერთხელ გამეორებულ შეკითხვაზე,უპასუხა;-გაზაფხულზე აყვავდებაო,საქართველო.არ მოუტყუვებივართ.სანიოლმაც რა ქნას?ხედავს რა ჭაობში ჩაიფლო და კაცი იმედით ცოცხლობს,იქნებ გამოჯანმრთელდნენ ყველანი და ამაზე უარესს,რაღას ვითამაშებთო.ცდილობს ახალი სათამაშო სქემა ასწავლოს,ნაკრებს.ღმერთმა ქნას,შეაძლებინოს,მაგრამ არ გვაქვს ის უნარები,რომ 3 მცველით ვითამაშოთ და 4.ან 5 მცველიანი ტაქტიკით რომ არაფერი გამოგვდის,უკვე დარწმუნდა.სცადოს,ცდა ბედის მონახევრეა და იქნებ რამე გამოგვივიდეს...აგერ ზურიკო დავითაშვილმა სცადა,დაკარგულ ბურთზე ბრძოლა გააგრძელა და ჯილდოდ,გატანილი გოლიც დაიმსახურა."ვინც მიდიოდა ფქვავდა,ვინც არა,რიგსა კითხულობდაო",ნათქვამია.ჩვენც ვცადოთ,მივიდეთ.ჩვენ ფეხბურთელებს,ნიდერლანდები თურქეთის მატჩის ჩანაწერები ვაჩვენოთ,იქნებ მიხვდნენ,როგორ უნდა შეტევაში თამაში.

• გუსანი

გეთანხმები, მაგრამ კაშია და კანკავა იყვნენ საქართველოს მაშტაბის ფეხბურთელები, არასტაბილურები მაგრამ მაინც, ფიზიკა მაინც ქონდათ სხვებზე ერთი თავით მაღლა, კანკავას კი ნუ მიწყენს საფეხბურთო ინტელექტი და შ და შემოქმედება/კრეატივი აკლდა და იმიტომაც ვერ ითამაშა უფრო მაღალ დონეზე. ამჟამად 2 ფეხბურთელს ვხედავ ჩაკვეტაძე და კვარაცხელია: რომ არ შეგრცხვება ევროპაში. კანდიდატებია ფეხბურთელობაზე მიქაუტაძე და წიტაიშვილი , მაგრამ საფეხბურთო ინტელქტი უნდა გაზარდონ, ზედმეტად ფაციფუცობენ და ა.შ. სანიოლის და ამ ფედერაციის ხელში კი ცალსახად- ჩვენი მკვდარი ფეხბურთი ვერაფრით გაცოცხლდება.....

• რ

რა უთხრა, მართლა არ მახსოვს. გარემოცვა რომ ნულის ტოლფასია, აგერ გამოჩნდა.

• MARI XUANA

ოქტომბრის მატჩებისთვის თამაშის ხარისხი გამოსწორდებაო. - მე მგონი ესეც ,,გირჩის'' წევრია

• Daniel

გამარჯობათ. გულიმწყდება იმით რომ ჩვენი საფეხბურთო სამყარო უკან მიდის პრობლემა ყველგან არის და იქნება მუდამ მაგრამ.ყველა ნაბიჯს დგამს განვითარებისთვის უარს ლაპარაკობენ ფულზე ჯამაგირზე უპასუხისმგებლოდ არ იქცევიან თავისი ქვეყნისთვის ყველაფერს იღებენ ყველა მომუშავე პერსონა. ჩვენ კი ვკავდებით ლანძღვით გინებით შეურაწყობით გამოსავალს ამაში ვეძებთ თუ ვინმეს უყვარს ფეხბურთი და ქომაგობს ან ბალეშიკობს ყველა უნდა გამოვიდეს მოვითხოვოდ და მოვთხოვოდ ჩვენი ფეხბურთის დანგრევისთვის პასუხი გამოდით და დავდგეთ გვერდით გადავაყენოთ ეს ფედერაცია მოვძებნოდ ჩვენ გულშემატკივრებმა ახალი სისხლი იდეებით და ინვესტორებით მკაცრად დავდგეთ გვერდით აი ამას თუ გავაკეთებთ ყველა ვინც კი ფეხბურთი ესმის იაზრებს იმას რომ მხოლიდ მისი კარნახით ვერაფერს გახდებიან გავაკეთოთ ეს და ყველაფერს მოედგმება თავი არადა იყავით სახლებში და აგინეთ და აფურთხეთ პირში ერთმანეც ეგრე ვერაფერს შევცვლუთ ვერასდრის გმადლობთ.

• Qutaiseli

კაცურად გადაავლე თვალი სომხები სად თამაშობენ რა გუნდებში იმ ორის გარდა ხუთარიანის და ადამიანის გარდა.... იმნაირი გუნდებსში არიან სახელის გამოთქმაც მიჭირს რუსეთის მეორე დივიზიონიდან ყავთ გამოძახებული,,, კი მართალია ვერ მოიგეს გუშინ მარა იმენა მაგრა არ გაუმართლად ვუურებდი ტიპები დაფრინავენ ისე ბრძოლობენ გეგონება ბოლო თამაშს თამაშობენთქო,,,, ჯგუფიდან გასვლის რეალი რი შანსი აქვთ

• გოგა

კვარას და კიტეს არყოფნა მწვრთნელს არ ამართლებს, კაი გაეტანა კვარას ერთი გაეტანა მეორე, მივიღეთ 4 გოლი და რო ნდომოდათ კიდევ გაგვიტანდნენ, არანაირი ტაქტიკა და როგორც თამაშობდნენ ვაისის დროს ისიც დანგრია ამან, დაცვის ხაზი არია და მაგის დამლაგებელს არ გავს ეს კაცი.. სანიოლი მწვრთნელი 0

• Xalxi

მიდით აბა ერთი ამხანაგურში შეაჯიბრეთ ცხადაძის დინამო და სანიოლის ნაკრები!!!!!!!!

• ისიდორე

ჩვენი დროების ანდერსონი

• საქართველო

ფეხბურთის გაუქმება კი არა ფედერაცია არი გასაყრელი!!!!!! და ცხადაძე დასაბრუნებელი!!!!!!!! სანიოლი არა იხვი!!!!!!! გვყავს ფეხბურთელები!!!!!!!!!! მე გადავახევ სანიოლს თავზე ბურთს მაგის დამალული ფეხბურთელებით

• aburjga

ვერ გამოსწორდება! ძალიან დაბალი დონის ფეხბურთელები გვყავს, რომლებიც უპირველეს ყოვლისა ტექნიკურად არიან დაბალ დონეზე, სფეხბურთო ტექნიკური არსენალი არ გააჩნიათ (რაც ადრე ჩვენს კოზირად ითვლებოდა), არ აქვთ სისწრაფე, ამის გამო საფეხბურთო აზროვნება რომც ქონდეთ ვერ გამოავლენენ! ათლეტიზმზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია! ესენი ერთ თვეში თამაშს როგორ ისწავლიან?! ისევ ასეთი შემადგენლობა ჯობია: ლორია (ალტერნატივა არ ჰყავს!!!) კაკაბაძე, კაშია-ხოჭოლავა, ტაბიძე (ტაბიძეს ნავალოვსკი ჯობია თუ ცოცხალია?!) კანკავა - კვეკვესკირი - კიტეიშვილი- ჩაკვეტაძე კვარაცხელია, ოქრიაშვილი (#10 ალტერნატივა არ ჰყავს)!

• არჩი

ჩემი აზრი ასეთია: პირველ რიგში ქართული ფეხბურთი უნდა გიყვარდეს და გულისტკივილი აქედან უნდა მოდიოდეს. ზოგიერთ კომენტარს რომ ვკითხულობ, ვხვდები რომ ფეხბურთს არც უყურებს, უბრალოდ ცუდის თქმის სურვილი აქვს, ან პრობლემის პოლიტიზირებას ცდილობს. ფეხბურთელებს რაც შეეხება, რაცა გვყავს - ესაა, თუმცა ერთი ვარსკვლავი გვყავს, ჩაკვეტაძეს შეუძლია აღიდგინის ძველი დონე, რამდენიმეს შეუძლია დიდი ფეხბურთი ითამაშოს და რაც მთავარია, კარგი თაობა მოდის. სრულიად გაუგებარი და წარმოუდგენელია, როგორი მოუმზადებლები შეხვდნენ სექტემბერს ფეხბურთელთა უმეტესობა და განსაკუთრებით მცველები. მარტში განა იგივე ფეხბურთელებმა არ ითამაშეს საკმაოდ კარგად შვედეთთან, ესპანეთთან და საბერძნეთთან? შემდეგ მართალია ამხანაგური წავაგეთ ჰოლანდიასთან, მაგრამ მოვუგეთ რუმინეთს და ეხლა ფეხბურთელთა უმრავლესობა ძალიან ცუდ ფორმაში იყო. რა უნდა ქნას ამ დროს სანიოლმა? მეც მგონია, რომ ამ ეტაპზე შემადგენლობაში შეცდომები დაუშვა, მაგრამ თუ შანსი არ მისცა და არ ნახა - ვის რა შეუძლია მოედანზე, როგორ ააშენოს გუნდი? მარტში კარგი იყო სანიოლი და ეხლა აღარ ვარგა? უბრალოდ გაუგებარია, რატომ იყვნენ ფეხბურთელები ასეთ ცუდ ფორმაში, მართალია, უმრავლესობას ნაკლები სათამაშო დრო აქვს კლუბში, მაგრამ ადრე ყოფილა სრულიად უთამაშებელ ფეხბურთელს უთამაშია ნაკრებში ნორმალურად. მე მაინც იმედით ველოდები მომავალს, მათ შორის 2023 წლის ახალგაზრდულ ჩემპიონატს. წარმატებები ქართულ ფეხბურთს!

• zmo

მევრთნელები რამდენი უნდა გამოიცვალოს ნაკრებში, არა გვყავს ფეხბურთელები და მწვრთნელმა რა ქნას, დროა უცხოელი ფეხბურთელები დავიმატოთ, ეს ეროვნული პირველობა კი ჭაობია რომელმაც დაახრჩო ქართული ფეხბურთი, იქნებ როგორმე ერთმა გუნდმა მაინც მიიღოს ან თურქეთის ან უკრაინის პირველობაში მონაწილეობა რომ სულ არ დაგვავიწყდეს ფეხბურთის თამაში

• gio

ფეხბურთელების სწორი შერჩევაა საჭირო. ეროვნული ჩემპიონატის თამაშებს უნდა დაესწროს მწვრთნელი. დევდარიანი ან ჭიაბრიშვილი უნდა დაენიშნათ მწვრთნელად. უცხოელს აზრი არ აქვს, ამ ექსპერიმენტების ტარებაში წავაგებთ ყველა თამაშს და რა იქნება მერე. ყველაფერი შესაცვლელია

• ალექსანდრე

სანიოლის სიტყვებისა მე არ მჯერა, თუ ასე გააგრძელა შემოდგომაზეც ანალოგიური სიტუაცია იქნება.

• ვაააიიიი

ვავა ვავა ვავა ვაი ვაი ჩემი ძმა იყო საწყალი..... ვაი მართლა ამათ პატრონს მიცვალებული შეიძლება მართლა აღდგეს მარა ქართულ ფეხბურთს არაფერი ეშველება

• ქ. გ.

ვილი! წადი.

• მამუკა

ამის ოპტიმისტობა მაოცებს, რისი ან ვისი იმედი აქვს. როგორც ...,,. სალამური არ გამოვა, ისე მაგათგან ფეხბურთელები არ დადგება

• ვაი შენს პატრონს

რა მზე ხაააარ ბიჯოოოო

• სამწუხაროდ

კიტეს და კვარას გარეშე ძალიან ჭირს

• ეეეჰ საქართველო

საერთოდ უნდა გაუქმდეს საქათველოში პროფესიული ფეხბურთი, ჩვენი ფეხბურთელები არიან მოყვარულები, ფედერაცია - რა უნდა ქნას ფედერაციამ? მიხედოს ინფრასტრუქტურას, აამაღლოს ეროვნული ჩემპიონატის დონე, მიხედოს ბავშვთა ფეხბურთს, გადაამზადოს ბავშთა მწვთნელები, მოიზიდოს ინვესტორები სულ სახელმიწიფო ბიუჯეტიდან რომ არ ფინანსდებოდეს ყველაფერი...სანიოლი? საქართველოს დარი ნაკრებისთვის დონით არაა ცუდი მწვრთნელი, თუმცა ეტყობა რო მისი ყველაზე სუსტი მხარე ფეხბურთელების მოტივირება და ემოციური ფონის შექმნაა, ჩვენნაირი კიდევ ვიმეორებ "სამოყვარულო" ნაკრებისთვის ეს უმნიშვნელოვანესია, ფეხბურთელები? სიმართლეს თვალი გავუსწოროთ არ გვყავს ფეხბურთელები, ჩვენი მუდმივი პრობლემა პროფესიონალიზმია, ღმერთმა ქნას კვარაცხელიამ მაღალ დონეზე სტაბილურად ითამაშოს იქნება ეგ მაინც იყოს დანარჩენებისთვის და მომავალიბთაობებისთვის მაგალითი, დღესდღეისობით კი ნაკრებს ორად ორი ფეხბურთელი ყავს კანკავა და კაშია ეს არის და ეს

• T.q

ნამუსით აი ამ კაცს რამე როგორ უნდა დავაბრალოთ სხვა თუ არაფერი მისი კარიერა მაინც ხო გასათვალისწინებელია გინდა ფეხბურთელობისა და გინდაც მწვრთნელობისა რამხელა გამოცდილებები აქვს ადამიანს და აი ამ მოუქნელების პატრონს როგორ უნდა დააბრალო რომ ფეხბურთის არ მცოდნე ქვეყანა რატომ აგებს შენს ხელშიო გუნდებთან რომლებიც რამოდენიმე გზის ჩემპიონები არიან და გუნდები რომლებიც რეგურალურად თამაშობენ ევროპაზე და მსოფლიოზე მარლთა ქართული ქარაფშუტობა როდის უნდა დავამთავროთ და რეალურად აღვიქვათ შევხედოთ და შევაფასოთ პრობლემა, რომ იგი მხოლოდ ჩვენშია და ჩვენს თავკერძობაში მწვანე კიტრებათ რომ მოაქვს ყველგან თავი თითქმის ყველა ქართველს! გუშინ კომენტარი წავიკითხე 19წლამდელების სტატიაზე ესტონეთთან შემოტრიალებაზე, თან რა შემოტრიალება იყო და რაო ესტონეთთან გამარჯვება უნდა გვიხაროდესოო?? ჩვეეენო ესტონეთთანო? აიი როგორ მიგვაბეტონეს და და დაგვაჭერინეს კოსოვომ ესპანეთმა და ბულგარეთმა ყვ.......ბი ხელში.აი ასე ყველაფერ საქმეს ზერელედ უგულოდ და მედიდურად ვუდგებით და ბოლოს სინამდვილეში უკან შარვალში დიდი სუნიანი ფუნთუშით გვატარებენ ხოლმე მთელ ევროპაშიიი აიი ეს არის ჩვენი მაგარი საქართველო!

• გიორგი

ძალიან გულდაწყვეტილი ვარ ამ ყველაფრის გამო და გასაგებია ემოციები ჩვენ ვაბრალებთ მწვრთნელს ვაბრალებთ ფედერაციას ფეხბურთელებს, ყველს თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს ,მაგრამ ვერც ფედერაცის პრეზიდენტი და ვერც მწვრთნელი ვერ გავა მოედანზე სათამაშოთ. ჩემი აზრით ყველაზე დიდი პრობლემა არის ისევ ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებში ფეხბურთელები არ გყავს იმ დონის და რაოდენობის რაც საჭიროა, რომ ჩვენმა ნაკრებმა სტაბილურად და ნორმალურად ითამაშოს ელემეტარულად, რომ გადავხედოთ ნაკრებს ყველა თამაშობს საშუალო ან საშუალოზე დაბალი დონის ჩემპიონატებში უმეტესობა ფეხბრთელები თამაშობენ ამ ჩემპიონატების საშუალო კლუბებში და არაა მოწინავე კლუბებში ტოპლიგებზე საუბარიც არ არის ეგ უკვე ოცნებაა დღევანდელი რეალობით. საქართველოს ჩემპიონატი კი საერთოდ რა დონეზეა ჩამოსული. ვინც გყავს ამ ფეხბურთელიბის უმეტესობა 2-3 კაცის გარდა ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება ბევრი საერთოდ განაცხადშიც კი ვერ ხვდება კლუბში. ჩვენს ნაკრებში მოთამაშე ფეხბურთელებს აქვთ სათამაშო პრაქტიკის პრობლემა ხშირად ტრამვიანობენ. რაც ჩვენი ნაკრების შეკრებებზე ხდება ეგ ცალკე ანეგდოტია ფაქტიურად ყველა შეკრებაზე ნახევარი გუნდი გვაკლდება ხვადასხვა მიზეზების გამო. ამ ყველაფრიდან გამომდინარე რაიმე შედეგის მიჰწევა არის ურთულესი შეიძლება იყოს ცალკეული გამონათებები ცალკეულად ჩატარებული კარგი თამაშები მაგრამ სტაბილური წარმატება შეუძლებელია ამ პირობებში.

• gio

მე ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებთან მაქვს პრეტენზია და არაა სანიოლთან სანიოლმა დაყენა დღეს ის შემტევები რომლებსაც ველოდით ყველა წიტეიშვილი მიქაუტაძე ჩაკვეტაძე ყველა გულშემატკივარი ვამბობდით რომ ეს შემტევი ტრიო უნდა ყოფილიყო წინა თამაშებზეც ძირითადში და რა მოხდა ამ შემტევმა ტრიომ ვერაფერი გააკეთა ჩაკვეტაძე კაცს ვერ ატყუებს მიქაუტაძემდე ბურთი ვერ მიდის წიტეიშვილი ამწვავებს მაგრამ ბოლო ფასაზაში როცა პასია მისაცემი ან დასარტყმელი ვერ ამთავრებს მე დღეს დავინახე რომ ხვიჩაა კვარაცხელიას გარეშე ამ ნაკრებს არაფრის თავი არაა აქვს ნურავის ნუ ეწყინება შეტევაში კვარაცხელია და დაცვში კანკავა კაშია მათ გარეშე ეს ნაკრები არის 0 სანიოლი არაფერ შუშია ფეხბურთელები ვერ არიან სათანადო დონის 2-3 გამონაკლისის გარდა.

• Joko

ერთი კაცის გუნდი, მხოლოდ ერთი კაცის ,კვარა ვთამაშობთ,არ არის ვერ ვთამაშობთბ,სამწუხაროდ ეგრეა. ჩაკვე აჩრდილია ჩაკვესი რაც გცახსოვს და გვიუვაფა. კვარას გარეშე ნული არის ეს ნაკრები. ოქტომბერში კვარა იქნება და მაგიტომაც არის იმედიანად ვილი

• Გიო

გახსოვთ ქეცბამ რა უთხრა ხიზანიშვილს ...გაიხსენეთ..ხიზანიშვილი და მისი ტოტალიზატორშიკ ნარკამანი სასტავი მოსაცილებელია

• 1.

თუ გინდა რომ რამე გამოვიდეს, მოსთხოვე ფედერაციას რომ მოგაშორონ ხიზანიშვილი და გიორგი დევდარიანი დაგინიშნონ.

• ურააა

სანიოლი უნდა წავიფეს ყველა ვარიანტში,ჩვენ ფეხბურთელებს კი რა შეიძლება ვუთხრა?დიდი პატივია საქართველოს ნაკრების ფორმა რომ გაცვიათ და ღირსეულად უნდა მოეპყრათ....

• ზაზა

ჩემი აზრით ქართველი მწვრთნელი უნდა ჰყავდეს ნაკრებს ბევრი მიზეზი არსებობს ვფიქრობ ამისთვის მაგრამ ამას რომ თავი დავანებოთ ბოლო 3 თამაში იყო კატასტროფა მე ამ მაცხებში თავიდან ბოლომდე მწვრთნელს ვერ დავადანაშაულებ მოდით ელემტარულად შევაფასოთ დაგვაკლდა ნახევარი გუნდი კიტეიშვილი რომელიც კარგ ფორმაშია და ძალიან კარგად გამოიყურება გუნდში ლობჟანიძე რომელიც ასევე კარგ ფორმაშია შენგელია რომელიც გამოჩნდა რომ კარგ ფორმაშია და რაც მთავარია კვარაცხელია რომელიც უდავო ლიდერია ამ ნაკრების მის გარეშე ფაქტია გუნდი ვერ უტევს და შევხედოთ ვინ გყავდა შეტევაში ფორმისგან ძალიან შორს მყოფი ჩაკვეტაძე უთამაშებელი მიქაუტაძე უთამაშებელი წიტეიშვილი უთამაშებელი გიორბელიძე აბურჯანია ქვილითაია კაკაბაძე ერთი სიტყვით ვინც იყო გამოძახებული იმათ უმეტესობას კლუბში სათამაშო პრაქტიკა არ ქონდა ვინც საუკეთესო ფორმაში იყო და ამინდს ქმნიდა ნაკრებში ისინი დაგვაკლდნენ ფორმაშ არ მყოფი უთამაშებელი ფეხბურთელებით და ექსპერიმენტული დაცვის ხაზით შეუძლებელია ნორმალურად თამაში მწვთნელმა რაქნას თუ ფეხბურთელი ვერ დარბის ბურთს ვერ აჩერებს პასს ვერ აკეთებს არ იხსნება შეცვალოს კიბატონო მაგრამ უკეთესიც რომ არ ჰყავს სკამზე არავინ?? მოდით მთელ პასუხისმგებლოსაც მწვრთნელს ნუ ავკიდებთ ეს თამაშები სრულიად ნაკრებმა ჩააგდო.

• კახა ქ.

მოთამაშეები არა გვყავს სამწუხაროდ,მოთამაშეები.აი ძირითადად ვინც არის,ამ სამ თამაშში გამოჩნდა.თამაშის ხარისხი კი თქვენ თვითონ ნახეთ ამათი.ასე რომ,რისი იმ ედი აქვს ამ კაცს არ ვიცი.ღმერთმა ხელი მოუმართოს.

• ხომ ერა

ეხ ვილიუს, შენ იმასაც გვპირდებოდი, რომ დღეს სულ სხვანაირად, სხვა შემართებით გამოვიდოდა გუნდი სათამაშოდ. რას გვპირდები… კვარა თუ იქნება - ოდნავ უკეთესი გუნდი გვეყოლება . ეგაა და ეგ . მეტი გასაქანი არ არის… ამის ადგილზე - თავმოყვარე კაცი წავიდოდა … 8 თამაში 1 მოგება 1 ფრე 6 წაგება 4 გატანილი ბურთი , 17 გაშვებული… სან მარინო თუ მოახერხებდა ალბათ მსგავსი ან უარესი შედეგის დაფიქსირებას. გიბრალტარსა და ანდორას ვერ ვაკადრებ. ფარერებზე ზედმეტია საუბარი

• Xalxi.

მერამდენედ უნდა შეგვპირდე შე საცოდავო გეყოს კაცობა ადექი და წადი გადადექი

• გელა

სამწუხაროდ როგორც ჩანს კუპერის გზას დადგა ეს კაცი

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ