ოქტომბრის მოახლოებული მატჩების წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:

"გასულ მატჩებში ბევრი რამ სხვაგვარად აჯობებდა. ყველას მეტი მომზადება მართებს, რათა უფრო შეკრული გუნდი ვიყოთ. არავის ვადანაშაულებ, მაგრამ როგორც ფეხბურთელებს, ასევე შტაბს, მეტი უნდა გაგვეკეთებინა. უახლოესი მატჩებისთვის ასეც უნდა შევძლოთ.

მოთამაშეები გვიბრუნდებიან - ოქრიაშვილი, გვილია, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია. შესაბამისად, უკეთესი შემართების იმედი მაქვს...

სექტემბერში არაერთი მოთამაშე გვაკლდა. ეროვნული ლიგიდან ბევრ ფეხბურთელს დავეყრდენი... რთულია "ლაციოს", "რომასა" და პრემიერლიგის გუნდების წევრების წინააღმდეგ თანაბრად ითამაშო, როგორც ეს კოსოვოს ნაკრებთან დაპირისპირების შემთხვევაში იყო...

კვარაცხელიას უამრავი სირთულე აქვს. ასეთ დროს, იოლი არაა მენტალურად ძლიერად დარჩე. არაერთი მაღალი დონის ფეხბურთელის ჩამოთვლა შეგვიძლია, რომელთაც თერთმეთმეტრიანი ვერ გამოიყენეს.

მე და ხვიჩას ერთმანეთის საკმაოდ კარგად გვესმის. მას მხარდაჭერა ძალიან სჭირდება და სამწვრთნელო შტაბი და მოთამაშეები გვერდით ვუდგავართ...

ჩემი საქმე პატრიოტიზმის ამაღლება კი არა, შეხვედრისთვის მომზადებაა. ბიჭებს სამშობლოს სიყვარული არ აკლიათ, თუმცა არის მომენტები, როცა გულს რაღაც ძალიან უნდა, მაგრამ ფეხები არ მოგყვება...

ახალგაზრდა ფეხბურთელებს გვერდით გამოცდილი მოთამაშეები სჭირდებათ. ჩვენ საკმაოდ დიდი როტაცია მოვახდინეთ, რათა ალტენატივების მოძიება მომხდარიყო.

ვინც იმსახურებს, იმას დავეყრდნობი. ჩაკვეტაძეს 2 წლამდე გაუცდა და ამ დროს, პირველ რიგში, ფსიქოლოგიურად იოლი არაა. მას გასულ მატჩებში ვენდეთ და ამის შემდეგ გუნდშიც უკეთ ათამაშდა...

ყაზაიშვილის არგამოძახებისას მხედველობაში როგორც მისი წინა სანაკრებო მატჩები, ასევე დიდი გზის გამოვლა, ბოლო საკლუბო შეხვედრები მივიღე...

ნაკრებში კომუნიკაციის პრობლემა არაა. სექტემბრის თამაშების შემდეგ ძალიან გაბრაზებული ვიყავი. ფეხბურთელებთან საუბარი მქონდა, მაგრამ ეს გუნდში დარჩება."

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ოქტომბრის თვეში მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის 2 მატჩს საბერძნეთისა (9 ოქტომბერი) და კოსოვოს (12 ოქტომბერი) წინააღმდეგ გამართავს.

თენგო
თქვენ ბატონებო ერთ ჩემს გასაჭირს იქნებ გაცეთ პასუხი, მირჩიეთ რამე- დაიწყო ჩაკვემ, გამიჩინა იმედები და ტრამვა ორ წლიანი მერე კვარამ გამაცოცხლა, გაიბრძოლა და ისიც ქვრება მგონია, კიტე მაგარი იმედი მქონდა აუუ რამსიშორეს წავიდა ახლა ისევ ჩაკვე აღსდგა, ტელევიზორთან კარგად მოვეწყე, ვიფიქრე: აი მომფხანა გული მეთქი, რამდენიმე წუთს სიამოვნებას ვიღებდი მისი თამაშით და, დისკვალიფიკაცია!!! რამდენს გაუძლოს გულმა? პარალელურად კალათბურთს ვარ ჩაჭიდებული, იქნებ ამათმა? ყველაზე სტაბილურად შერმადინი და მერე შენგელია მშველოდნენ, ერთი ტრამვირებულია მეორე ხან თამაშობს ხან? არ გამოდის? ნბა ზეც აქტიურად ჩავერთე, ვეძებ რაღაცას, უიმედოდ დილით ველოდი გოგას და მამუკელაშვილს, პირველმა ისევ ძველებურად, მეორე საერთოდ არ გამოჩნდა ჰორიზონტზე. დამეხმარეთ მითხარით ვის ვუბალეშიკო. ახალგაზრდა აღარ ვარ, თორემ კინაღამ დავიწყო ფეხბურთის თამაში.
თენგო
ლობჟანიძე და ჩაბრაძეც დავუმატოთ მაგათ, ჩაბრაძე კაი დადგება
jarjis
ძმაო, ოქრის რომ გამოიძახებ, საყრდენად თუ ათამაშებ, თორე შეტევა მაგას აღარ შეუძლია და, როდის ნახე ერთი მაგის გამწვავებული, ან კაცი რომ მოეტყუებიოს, ან გოლი? ბოლო წლებში, თორე ადრე კი ბატონო. რავა ჯანო არ თამასობდა საყრდენს? ხანდახან ფეხბურთელს ამპლუას რომ უცვლიან არ იცი? საყრდენიც ნახევარმცველია ისე, არის ჩამშლელი, არის შემტევი და ოქრის დღეს ბურთის დაჭერა თუ გამოსდის, თორე, შეტევაზე კი ვთქვი, ამიტომ არაფერი არაა გამორიცხული.
Jarji
სად ოქრი სად საყრდენი
nugo
11 კაცს როგორ მოუგებ 6, თუნდაც 8 კაცით ???
tngh
გვყვავს ახალგაზრდა ტალანტები. წარმატებები წინ არის... ველოდები!!!
gio
ეგ საკმაოდ "კარგი" ფეხბურთელები სად თამაშობენ მერე?! ჭ გუნდებში
ერიჰაა
უუჰ. ძლივს ითქვა "სიმართლე." ფეხბურთელები გვყოლია, მაგრამ ნაკრებს მენეჯერი, ტრენერი და ფედერაცია არ გვყავს. ამიტომ საჭიროა, ფედერაცია გაუქმდეს, მენეჯერი არ გვინდა (ტყუილად ჭამს პურს), ტრენერის მაგივრად მაისურები დამლაგებელმა დაარიგოს.
semi
მართალი ხარ იმ შემთხვევაში თუ ეს ყველა ერთდროულად იქნებიან ძირითადში, მაგრამ ერთად 3 ფეხბურთელიც არ ყოფილა ისე რომ ტრამვა არ ქონოდათ.
las
ის რომ ფეხბურთელები არ გვყავს მე ვფიქრობ არის გადაჭარბებული. გვყავს საკმარისად კარგი მოთამაშეები, რომლებზეც კარგმა მენეჯერმა, მწვრთნელმა და ფედერაციამ უნდა დადოს ნორმალური შედეგი. 1 - მიქაუტაძე 2- კვარაცხელია 3- ჩაკვეტაძე 4- წიტეიშვილი 5- კიდეიშვილი 6- ლორრია (მეკარე) ასე რომ 6 კარგი მოთამაშე ძირითადის მე ვფიქრობ არ არის ცოტა. დავამატოთ რომ კანკავა და კაშიაც ასრულებენ კარგად თავის საქმეს.
აოიე
სანამ ახალი ხალხი არ დაემატება ნაკრებს და ამ ძველი რულეტკის თამაშს არ შეეშვებიან, არაფერიც არ გვეშველება, ეგერ ებრალიძეს გოლი გოლზე გააქვს, სიჭინავაც არაა ცუდი, იქ ქოჩორაშვილია, იქ ბერიძე, ლაკვეხელიანი, პარუნაშვილი, სულ ფორმაშია, არ იმტვრევა, მით უმეტეს საყრდენი არ გვყავდა. ბევრი ქართველი უცხოური პასპორტებით თამაშობენ. არ მუშაობს ფედერაცია არაა, უნიჭო ფულის კეთებაზე არიან გადასული, თორე, ამდენი იგროკი გყავს ნორმალურ ლიგებში და ბათუმის დინამო გაგყავს ესპანეთთან და კოსოვოსთან მოსაგებ თამაშში? ჯერ რა წესია, მწვრთნელი მოგყავს, ტონა ფულს უხდი და წინასწარ ვერ მოგებაზე უთანხმდები? აბა რაარის მესამე ადგილი. ესე იგი, არ უნდა გახვიდეო რააა, წინასწარ ურიგდები გავარდნაზე. ასეთი არაფერი არ მინახავს, არც გამიგია. სად ვცხოვრობთ, ვინ დაგვწყევლა ასე, რა ცოდვა გვაქვს ასეთი. ახლა კია სასტავი ასე თუ ისე და რავიცი , ოქრის თუ ჩასვამს კიტეიშვილის ნაცვლად შემტევ საყრდენად ალბათ. ან წიტას. ვნახოთ. ნიჩია მაინც ეთამაშათ კოსოვოსთან.
Chorna
Arada iseti shegzneba maqvs rom rogorc chven gvchvevia ise davasrulebt da shotlandia daemarteba saberznets cota
დდდდდდდდდ
დააზუსტე რომელი ავთო, გელა თუ ნუგზარი?!...
sddd
ესპანეთს შეადარა, ახალგაზრდებში და ჯგუფებში ყველაფერს იგებდა. ან ფრანგები როდის თამაშობდნენ ესპანელებზე უკეთ?
გიორგი გორგაძე
მაყურებელს დაუშვებენ თუ იცით? სამ ქულიანის დროა!
kaxi
"კაი კაცი" რა, სიძეთ ხო არ გვინდა, შედეგი დადოს მინიმალური.
რატი
FIFA-ს რეიტინგით 96-ე ადგილზე მყოფი ნაკრების, მოუგებელი ციკლის შემოქმედის, no-name ძალად მწვრთნეის კომენტარი და ანალიზი სხვა არაფერია თუ არა ბლა-ბლა ბლა.
Semi
კარგი კაცი ჩანს ვილი, ასე მგონია ქართველია. ვაცადოთ და ნუ მოვექცევით მასაც ვაისივით. ჩვენზე მეტი ესმის ფეხბურთში და შეარჩევს შემადგენლობას როგორმე.
Mosexoneli
Miqautadzes pokerze cotaadkldaaaaaaa
გენა
მიქაუტაძემ დღეს მაგრა ითამაშა. ჰეთთრიკი მოხია. კიდე 2 გოლი გაანიავა
ნიმბუსი
ფეხები რომც მოყვებოდეს ტვინი სიცარიელიდან ვერ გაჩნდება ( საფეხბურთო ინტელექტს ვგულისხმობ )
Levani
ახლა რქ აზრი აქვს ორივე თამაში 10-0 რო მოიგოთ რა აზრი აქვს,უნდა გაგვიხარდეს? ახალ ციკლში ჩამოვა ფარერები გაგვადინამოვებს შუაზე და მერე იძახებთ იმათი ბიჭები დანიის გემებზე მუშაობენ მეთევზეებად და იმიტო მოგვიგესო,დანიურ გემებზე როა ისეთი პირობები რო გვქონდესო და ა.შ.
ლევან მაღლაკელიძე
ავთოს და ბერიძეს რომ მიეცემოდეს შანსი, ისინიც მოუმატებენ გუნდებში თამაშს და წაგვადგება. უსამართლობაა, მათი გამოუძახებლობა, ისეთებს იძახებენ რო, რავიცი. ასე არ შეიძლება.. ავთო შანსს ნამდვილად იმსახურებს, არც ისე ბებერია ჯერ. მაგას რომ ნაკრებში ჰქონოდა ხელისშეწყობა, დღეს გაცილებით მაღალ დონეზე იქნებოდა, ყოველნაირად.
ლევან მაღლაკელიძე
იქნებ როგორმე, ზამთრის არდადეგებამდე, ჩაკვემ ტრამვა არ გაიმიზეზოს და სულ არ მინდა ჯერ მაგის 90 წუთით თამაში. მთავარია გაზაფხულამდე უტრამვოდ გაქაჩოს როგორმე და მერე ითამაშებს აბა რას იზამს ბოლობოლო.
გელმეზა
აბა საბერძნეთსაც ვუჯიგროთ და გავატანოთ სამი ქულა და მერე 12 ში კოსოვოსაც ჩავახუტოთ მეორე გამარჯვება.
tngh
გ. ჩაკვეტაძე ორი ტაიმისთვის ჯერ მზად არ არის. იმედია, ვილი სანიოლი სწორედ ათამაშებს. ფორსირება არ შეიძლება.
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
სანიოლი: სექტემბერში ბევრად ძლიერი გუნდი ვიქნებით - ამხანაგური თამაშები სწორედ ამისთვისაა
გუნდმა და მწვრთნელმა ერთმანეთი დაკარგეს, "კვარა" უდიდესია - "სიკვდილთან დიალოგი"
სანიოლი: ხვიჩამ, როგორც კაპიტანმა, საკუთარი თავი უნდა შექმნას
სანიოლი: ცვლილებები იქნება - ვიმედოვნებ, ჩაკვეტაძე დაგვეხმარება
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
მატჩის დღე! კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე ერთად?
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ