ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სანიოლი: რამდენიმე ფეხბურთელით უკმაყოფილო ვარ, უნდა გაიაზრონ, რომ მეტი მოეთხოვებათ

სანიოლი: რამდენიმე ფეხბურთელით უკმაყოფილო ვარ, უნდა გაიაზრონ, რომ მეტი მოეთხოვებათ

საბერძნეთთან ბათუმში (0:2) დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"საწყისი 25 წუთით განსაკუთრებით უკმაყოფილო ვიყავი - აგრესია, მონდომება და თავდადება გვაკლდა. ფეხბურთში ნიჭი და ტექნიკა საკმარისი არ არის, თუკი 90 წუთის განმავლობაში ბოლომდე არ დაიხარჯები. ჩვენმა ნიჭიერმა მოთამაშეებმა უნდა ისწავლონ, რომ მხოლოდ ცალკეულ ეპიზოდებში გააქტიურება არ ეყოფათ. პირველი ნახევრის ბოლოსა და მეორე ტაიმის დასაწყისით კმაყოფილი ვარ.

თორნიკე ოქრიაშვილი შემოვიდა და თავდადების მაგალითი გვაჩვენა. რამდენიმე ფეხბურთელით უკმაყოფილო ვარ, უნდა გაიაზრონ, რომ მეტი მოეთხოვებათ.

თუ დავაკვირდებით მარტისა და ივნისის მატჩებს, უკანასკნელი შეხვედრები განსხვავებული იყო. რადგან მაშინ უკეთესად გამოსვლა შევძელით, ეს ნიშნავს, რომ თამაში შეგვიძლია. სექტემბრსა და ოქტომბრში კი მონდომება გვაკლდა.

დღეს დადებითი ასპექტებიც დავინახე და დასანანად, უკანასკნელ წუთებზე დავმარცხდით.

კოსოვოში თავმოყვარეობის დასაცავად ვითამაშებთ და ვეცდებით, რათა დარჩენილ შეხვედრებში დადებითი შედეგი გვქონდეს.

მესის კლასის ფეხბურთელს შეუძლია, თავს უფლება მისცეს, ნაკლებად ირბინოს და შემდეგ მისი კომპენსირება მოახდინოს. ამ დონის შემსრულებლები არ გვყავს და ჩვენმა ნიჭიერმა მოთამაშეებმა მთელი შეხვედრის განმავლობაში თავდადება უნდა გამოავლინონ.

დადებით ასპექტებში თორნიკე ოქრიაშვილის თამაშში ჩართვასა და საბა ლობჟანიძის მონდომებას დავასახელებდი. დაცვის ხაზში ახლა გაცილებით ორგანიზებულები ვიყავით, ვიდრე კოსოვოსა და ესპანეთთან.

შემადგენლობას ვარჯიშებზე დაკვირვებისა და მოთამაშეების საკლუბო კარიერიდან გამომდინარე ვარჩევ.

რა თქმა უნდა, გუნდში პროგრესი უნდა შეიმჩნეოდეს. მარტის თამაშის შემდეგ ყველამ დაიჯერა, რომ მეტოქეებთან ტოლ-სწორად თამაში შეგვეძლო. ახლა მონდომება დაგვაკლდა და იმედია, კოსოვოში ასე არ მოხდება.

გიორგი აბურჯანია ნაკრებში სტაბილურად თამაშობდა და ნდობის ღირსი იყო. თუმცა, თუკი კლუბში სათამაშო პრაქტიკა არ ექნება, მას, ისევე როგორც გურამ გიორბელიძეს, ნაკრებში მაღალ დონეზე თამაში გაუჭირდებათ, მე კი - მათი გამოძახება".

• გელა

რა ხდება კლოპი,,გვარდიოლა,,ანჩელოტი ან პოჩეტინო ქართველები არიან იხვეწებიან ნაკრებში დაგვნიშნეთო და უარს ვეუბნებიით??რო იძახი ისევ კაი ქართველი მწვრთნელი ჯობიაო ნაპოვნი გყავს უკვეე??კაი ქართველი მწვრთნელი არ არსებობს დგეს დგეობით რომელიც ნაკრების დონეს შეესაბამება თორე შენზე ადრე სხვა მოიფიქრებდა,,ისიც ხოარ ჯობია მბაპე და ჰალანდი გამოვიძახოთ??იგივეა რასაც შენ მწვრთნელზე წერ

• ქართველი

ტოპ მწვრთნელებიც ყავდა ნაკრებს რომლებიც ჩემპიონლა ლიგაზე წარმატებულად გამოდიოდნენ (კუპერი, ტოპმიოლერი) მაგრამ აქ შედეგი ვერ აჩვენეს. ნაკრების ფეხბურთელს ანბანი კი არა უნდა ასწავლოს მწვრთნელმა და ბურთის მიღება-დამუშავება. ტაქტიკა და სტრაეგია დაუსახოს დანარჩენი ფეხბურთელებზეა, მაგრამ ჩვენებს უსახე და უხატე რამდენიც გინდა. პირველკლასელს კვანტური ფიზიკა ასწავლო ისეა ამათი საქმე. ასე ჩანს ყოველშემთხვევაში, თუ არა იმართლონ თავი ფეხბურთელებმა რომ არ ვარგა მწვრთნელი. პ.ს. ვერავინ ვერ დადო შედეგი აქ ქართველზე მეტი და მე მგონი ისევ კარგი ქართველი მწვრთნელი უფრო აჯობებს ყველას.

• ქართველი

ტოპ მწვრთნელებიც ყავდა ნაკრებს რომლებიც ჩემპიონლა ლიგაზე წარმატებულად გამოდიოდნენ (კუპერი, ტოპმიოლერი) მაგრამ აქ შედეგი ვერ აჩვენეს. ნაკრების ფეხბურთელს ანბანი კი არა უნდა ასწავლოს მწვრთნელმა და ბურთის მიღება-დამუშავება. ტაქტიკა და სტრაეგია დაუსახოს დანარჩენი ფეხბურთელებზეა, მაგრამ ჩვენებს უსახე და უხატე რამდენიც გინდა. პირველკლასელს კვანტური ფიზიკა ასწავლო ისეა ამათი საქმე. ასე ჩანს ყოველშემთხვევაში, თუ არა იმართლონ თავი ფეხბურთელებმა რომ არ ვარგა მწვრთნელი. პ.ს. ვერავინ ვერ დადო შედეგი აქ ქართველზე მეტი და მე მგონი ისევ კარგი ქართველი მწვრთნელი უფრო აჯობებს ყველას.

• ზვიადი

ლუქსემბურგმა ისწავლა თამაში და ბოლო 5-6 წელია ჩვენზე მეტ ქულებს აგროვებს. ჩვენ კი ანდორას დონეზე ვართ ფაქტია. კობიაშვილი და მისი კლანი მდიდრდება ჩვენი ფულით და ჩვენ ე.წ სვარკას ვუყურებთ.

ახალი გუნდი ვისგან უნდა შექმნან? ეს ქართული ლაპარაკი კაი ბავშვია, კაი ბავშვია ყელში ამოვიდა. ისეთი და ასეთი თაობა მოდისო, რომ ამბობენ, ვის ხედავენ ნეტავ ამისთანას? ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთელის აღზრდის და ჩამოყალიბების პროგრამა უნდა არსებობდეს სხვა ქვეყნების მსგავსად, ამის გარეშე არაფერი გამოვა. ამას წლები და დიდი ფინანსები სჭირდება. გაფაფხურება და ორი კაცის მოტყუება ფეხბურთი რომ არ არის, დამეთანხმებით. ამით ჰა, ჰა 21 წლამდე მივიდეს და ეროვნულის დონეს ვეღარ უწევს - სულ ტრავმა, სულ სკამზე ჯდომა, ბოლოს ხელის ჩაქნევა. მერე წავა სადმე კორეაში და მორჩა საქმე.

• Dvafe

რა ნაკრები და რა მწვრთნელი ხალხო, ყველაფერი თავიდან არის დასაწყები. სანამ მინიმუმ 5-6 კარგი დონის ფეხბურთელი არ მოვა ნაკრებში, არაფერი არ გამოვა,მსოფლიო დონის მწვრთნელებიც კი ვერაფერს მიაღწევენ ამ ნაკრებით და მით უმეტეს სანიოლი.რისთვის ჩამოიყვანეს საერთოდ და უხდიან ამოდენა ფულს, აქ რომ აიმაღლოს კლასი?

• გუსანი

გინებით და ლანძღვით საქმე არ კეთდება, მაგრამ არანაირი გამართლება რომ არ აქვთ ბიჭების თამაშს ეგეც ცალსახაა, წაგება კი არ არის კატასტროფა, არამედ მოტივაციის, მონდომების და ა.შ. უქონლობა, არა პროფესიონალიზმი, არა სათამაშო ინტელექტი, არა ფიზიკური მომზადება, თავზე ზეუტოპიური წარმოდგენა, რომლი ერთი ჩამოვთვალო.... ბოლო 8 წთ ვნახე და ჩანდა ჩვენები ფრეზე თამაშობდნენ და დრო გაყავდათ. ვინმეს თუ კიდევ გჯერათ, რომ ამ დამოკიდებულებით ჩვენთან ფეხბურთი კიდევ ,,ფართხალებს" ღმერთმა ხელი მოგიმართოდ. ფინანსების ხარჯვა ასაკობრივი ნაკრებებიანად( არც იქ არის დამაიმედებელი დონე ) უადგილოდ უსაფუძლოდ მიმაჩნია, ბავშვთა ფეხბურთს მიხედონ გამონთავისუფლებული ფინანსებით...

• სოსო

წლიური 800 000 ევრო აქვს თუ არ ვცდები.

სალპინგიდისი სად გაგახსენდა :)))))))))))) დემის ნიკოლაიდისი, ფრანცესკოსი და კარაგუნისი.

ვინმემ იცის რამდენი აქვს ხელფასი სანიოლს წაგებებისთვის ???? ატკატი რამდენი პროცენტია სანიოლისთვის სამსახურის დაწყებისთვის ??????????

• ლუკა

გაიხარე ძმა სრულიად მართალს ამბობ.. ერთს დავამატებ.. და შემცვლელი რომ არ არის ექ უფრო უარესი.. ვის გინდა დაუჯერო და იყო იმედიანად.. სხვაც მოვა ფულის საკეთებლად..

• Skeleton

ნაკრების ფეხბურთელებო! იცოდეთ, რომ ისეთი ხალხიც ვარსებობთ ვისაც უყვარხართ, ეიმედებით და წაგების მერე არ გაგინებთ. მარტო ამ ხალხისთვის ითამაშეთ და არა სხვებისთვის. ვინც გიყვარს იმას ვერ აგინებ, ვერ აფურთხებ, ვერ დასცინებ. პირიქით სხვა რომ გადაუვლის, ცდილობ დაიცვა... გააკრიტიკებ მწარედ მაგრამ ბოლოს მაინც ხვდები, რომ შენია, გიყვარს და ვერ იმეტებ ლანძღვისთვის. დანარჩენი ყველაფერი სიყალბეა, სეირის ყურება, წაგების მერე დაგეშილები რომ არიან, სიამოვნებთ მაზოხისტურად ეგ წაგება და ერთი სული აქგთ გინების კორიანტელს დააყენებენ. ასეთი გულშემატკივრობის არ მწამს.

• ვალერი

დააყენეთ ჩივაძე ან ძოძუაშვილი და ხელფასის სხვაობა კი სტადიონების აშენებაში და ქუჩაში მოთამაშე ტალანტების მოახმარეთ.

• უცნობი

საერთოდ აღარაა დრო.რომ კობიაშვილი და სანიოლი მოვაცილოთ ნაკრებს? მათ გაანადგურეს საქართველოს ფეხბურთ ფედერაცია და ნაკრები!

• Vasili

კობიაშვილი და ფედერაციის წარმომადგენლები ნელნელა ემსგავსებიან, სტუმრად მისულ პატარა ბავშს რო სათამაშოს ათხოვებენ და რო ჩაემბღაუჭება და უკვე მარტო თავისი რო გონია, და დათმობას რო აღარ აპირებს! აი ასეა რეაქციაა აქვთ ფედერავის მიმართ უკვე! ჯერ როგორ გახდა სამარცხვინოდ პრეზიდენტი, დელეგატი დაიჭირეს რომლის ხმაც გადამწყვეტი იყო რეზოს არველაძის მხარეს, ( ნუ ეგ დელეგატიც რო რეზოს ყავდა ჯიბეში ეგეც ცალკე სამარცხვინო თემაა)) მაგრამ არ ეთმობათ ეს ყველაფერი, შედეგი გაქვთ ნოლი, ყველაფერში და ვინ უნდა გადადგეს? ადამიანები თანამდებობებს რატომ ტოვებენ? იმიტომ რომ კარგად რომ ვერ მუშაობენ! და შენ რო ვინმემ გითხრას გადადექიო ეგრევე ისტერიკაში ვარდები და პატარა კრიტიკაზე ჭირვეულობ! და არავის ეშინია შენი ფხუკიანობის ერთი თუ კაცი ხარ! დაიხურეთ ქუდი და წადით და წაიყვანე ეს შენი საძმაკაცო შტაბი ნაკრებიდან , ჯერ ძლივს მოვიშორეთ როგორც ფეხბურთელები და ეხლა სამწვრთნელო შტაბში მაგათი ხილვა, ძალიან დიდი უსამართლობაა ! რა დავაშავეთ! /// ერთის დავამატებ ნაკრების მენტალიტეტზე რო საუბრიბთ! რა მენტალიტეტი, ვიცე კაპიტანი გეი სამკალურით თამაშობს და არანარი პროტესტი არ გაუჩნდა , პირიქით მოწადინებული იყო რომ კეთებიდა, და სხვა ფეხბურთელებსაც რო გადახედო გარეგნობის უფრო აქცევს ზოგი ყურადღებას, ტატუები, ფჩოლკები, კიკინები, წვერი ჭიპამდე!! არასპორტულ ვიდზეა ყველა! მაგათ რა უნდა მოტხოვოო, უპატრონოებს გვანან!

• Emigranti

სამწუხაროდ ძალიან დაბალი დონის სპეციალისტია, ჯერ ეხლა სწავლობს და პრაქტიკას გადის ჩვენს ნაკრებზე. გულშემატკივარი არ ვარგივართ, პატივს არ გვცემს ფედერაცია გვიყურებს ისე როგორც ბრბოს, რომელსაც პროტესტის გრძნობაც არ გააჩნია (პროტესტში აღშფოთებულ კომენტარებს არ ვგულისხმობ). ჩემი აზრით ასეთი დილეტანტი მწვრთნელი სპეციალურად მოიყვანეს, ნიადაგს უმზადებენ ხიზანას...!

• giorgi 12

საბერძნეთის გულშემატკივარი აღნიშნავს რო მათი მწვრთნელი შესაცვლელია წარმოიდგინეთ ჩვენთან რახდება?! 12 თამაში კატასტროფა ვაცადოოთ რატო ვაცადოოოთ კობიაშვილს უნდა მისიაა ეს ნაკრებიი? აზრზე არაა ეს სანიოლი

• beqa

ვერ შეკრა ამ კაცმა ეს გუნდი არც ტაკტიკური განათლება არააქ ყველა მეორე ტაიმი წააგო ყველა.რუმინეთან მოგებას რაც შეეხება 10 კაცით იყო რუმინეთი 60 წუთი ისიც კუპატაძე რომარა და პენალტი არ გაეფუჭათ ვერც იმას მოვიგებდიით. ყველა ქვეყანაში გადაცემები კეთდება ანალიზი ტარდება მწვრთნელს იწვევენ ფეხბურთელებს გულშემატკივარს სტუდიაში აქ არაფელი რატოა

• Lasha

იცით, ვაფასებ ვილი სანიოლს, მიუკერძოებელი კაცია, ყველას მისცა თავის გამოჩენის საშუალება, ვინც იმსახურებდა. დღეს თითქმის ოპტიმალური შემადგენლობა თამაშობდა, მარა რაცა ვართ, ესა ვართ. უნდა დარჩეს სანიოლი, უკვე ბევრ რამეში გაერკვა და ხედავს პიუს-მინუსებს, ვაისივით ერთი და იგივე მოთამაშეებზე არაა ჩაციკლული.

• ფეოლა

რა სისულელე, ვინ ეშმაკი იტყვის რომ ან კვარაცხელია ან ჩაკვეტაძე ან მიქაუტაძე ნიჭიერი არ არის მაგრამ რა ხდება იცი? ერთხელ სადღაც ამოვიკითხე არიან ესეთი მწერები ტერმინები, რომელთაც თავისი ფსიქოლოგია ქონიათ, ესეიგი თუ ცალ ცალკე აღმოჩნდნენ სადმე ყველას ინდივიდუალური აურა აქვთ თურმე, მაგრამ როგორც კი ერთად შეიკრიბებიან ათასობით იმწუთას ყველას ერთი აურა (ჯოგის) შემოევლება, ეგრე არიან ეგენიც, მაგრამ მაინც რაღაცნაირად მღრნის ეჭვი რომ ეს რაც ეხლა ხდება დაგეგმილია ვიღაც ურევს და ეგენიც აყოლილები არიან

• Thomas

ჩვენი დაცვა ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს. მეორე გოლი კაკაბაძემ აჩუქათ. ჩემი აზრით პენალი არ უნა დაედო მსაჯს, უსახურ ფრეს მაინც ვიმსახურებდით. ორი უსუსური გუნდი იყო მოედანზე და ბევრით არაფრით გვჯობდა საბერძნეთი. შეტევაში ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავს, არავინ თქვას რომ ჩაკვეტაძეს, კვარაცხელიას და მიქაუტაძეს არ შეუძლიათ თამაში და გოლების გატანა. მთავარი პრობლემა არის დაცვა და ვერასოდეს ვერ მივედით მაგ პრობლემის მოგვარებამდე. ერთ ფეხბურთელს ამოვირჩევთ და იმას ვაბრალებთ ხოლმე ყველაფერს. მაგალითად ახლა კვარაცხელია გვყავს ამოჩემებული და რაღაცას დავმართებთ ამ ბიჭს. ჯერ იყო და გოლები გაიტანა და გავაღმერთეთ, ახლა წაგების მერე ისევ მაგაზეა ზეწოლა. უყურეთ რას გავს დაცვა. არმინდა ასე სახელებით და გვარებით ვაკრიტიკო ვიღაცეები მაგრამ იმდენი შეცდომები იყო დაცვაში რავიცი აბა... მე ვარ გულშეატკივარი, რომელსაც არ უყვარს ლანძღვა-გინება და უნდა ადეკვატურად შეაფასოს შეცდომები.

• Chorna

Lazare Kupatadze zalian magrad tamashobs fexit, mekare mxolod seivistvis araa sachiro yvela moqmedebs karidan iwyeba es natelia. Kupatadze Kakaba,xocho, kashia,azarov. Kvekve gvilia Chakve oqri lobjanidze, Miqautadze. Cvlilebebi. Kvara-chakve. Miqautadze-davitashvili Lobjanize-witaishvili Gvilia-kankava Oqrika imsaxurebda samklaurs da 10 nomris funqcia,is namdvili patriotia yvela tamashi. Mgoni realuria, Jer iseti shetamashebuli gundi ar gvyavs saniol rom yvela ziritadshi da davayenot,uazrobaa gamochnda grekebtan.

• ILIA

სამაგიეროდ ,,ნაკოლკები'' და წვერი აქვთ ბლომად!

• Sommer

თქვენი არვიცი და მე ვერ ვიტან, თამაშამდე ცაში აყვანას და წაგების მერე ამ არანორმალურ ლანძღვა-გინებას რაც ახლა ხდება. თამაშამდე რატომღაც ყველას ჯეროდა (არვიცი რატომ) მოგების. წაგების დაშვებას არ ვაკეთებთ არასდროს და მერე ვილანძღებით. კრიტიკა გასაგებია, მაგრამ ფეხბურთელების ლანძღვა-გინება არის სრული სისულელე და მიუღებელი. რასაც გავცემთ, იმას დავიბრუნებთ უკან, ლანძღვა-გინებით არასოდეს არაფერი მოგვარებულა. 2008 წელს ესპანეთი ევროპის ჩემპიონი რომ გახდა, მანამდე 44 წელი საერთოდ არაფერი ჰქონდათ მოგებული, მიდიოდნენ თაობები და ვერაფერს იგებდნენ, ამ ხალხმა ლანძღვა-გინება და წყევლა კი არ დაიწყო ფეხბურთელების, რეალურ პრობლემებს შეხედა და გამოასწორა რაც გამოსასწორებელი იყო, მერე კი იცით როგორ გადააბეს და ევროპა მერე მსოფლიოც მოგიეს, მერე ისევ ევროპა... იმის თქმა მინდა, რომ გულშემატკივარზეც ბევრია დამოკიდებული, იქაც არიან ადამიანები, ვინც იგინებიან და არიან უკულტუროები, მაგას ვერავის დაუშლი, შეგნების საკითხია, წელს მსოფლიოზე მორატას საერთოდ შვილების დახოცვით ემუქრებოდნენ, ცუდი თამაშის გამო... მაგრამ ეს მცირე ნაწილი უნდა იყოს და არა უმრავლესობა. გულშემატკივრის უმრავლესობამ უნდა გააცნობიეროს, რომ გინებით და ფურთხებით უარესს უკეთებს თავის ნაკრებს, ჩვენი მენტალიტეტის ადამიანს რაც უფრო აგინებ მით უფრო არ მოინდომებს თამაშს. აბა ყველამ თავი წარმოიდგინოს ამ ბიჭების ადგილას. ჩემი სურვილია, რეალურად შევხედოთ ყოველთვის პრობლემებს, ვინც ნიჭიერია დავაფასოთ, არ ვაგინოთ, ცრუ მოლოდინები არ შევიქმნათ მოვთხოვოთ ფეხბურთელებს კარგი თამაში, ლანძღვა-გინების გარეშე.

• ვაჟა

კვარაცხელია თმების გასწორებას უფრო მეტ დროს უთმობს ვიდრე რაიმე მოქმედებას. ხო შეოძლება შეისწორო/შეიჭრა ან დაიმაგრო რაიმე ზონარი/სალტე, როგორც თუნდაც მოდრიჩს აქვს გაკეთებული. აშკარად ხედვის კუთხეს უჩრდილავს, განსაკუთრებით მარჯვენა მხარეს, და თან ამდენი დროის და ენერგიის კარგვა მის შესწორებაზე არ უნდა იყოს სწორი ჩემი აზრით.

• ვაჟა

ძალიან სუსტი მწვრთნელი. შეცვლებს აგვიანებ ძალიან!!! მწვრთნელს თუ უნდა გარდატეხის შეტანა დაახლოებით 60-65-წუთზე აკეთებს შეცვლას- თან აზრიანს და ის შემოსულები გუნდთან ერთად ახალი ტაქტიქით ქმნიან რაღაცას.(ოღონდ ეს წინასწარ უნდა იყოს დამუშავებული) წიტაიშვილი რა პრინციპით არ შემოიყვანა აბსოლიტურად გაუგებარია.ლობჟანიძეს თურქეთში სწორად და ეფექტურად იყენებენ და კარგი შედეგიც აქვს- რომ დაიღლება სადღაც 65-წუთისკენ ცვლიან, ან მეორე ტაიმში შემოყავთ. ხალხიც საბრძოლველად თითქოს ნაკლებად იყო განწყობილი, ყოველ შემთხვევაში ბერძნები გვჯობდნენ მოტივაციაში აშკარად. კვარაცხელია თმების გასწორებას უფრო მეტ დროს უთმობს ვიდრე რაიმე მოქმედებას. ხო შეოძლება შეისწორო/შეიჭრა ან დაიმაგრო რაიმე ზონარი/სალტე, როგორც თუნდაც მოდრიჩს აქვს გაკეთებული. აშკარად ხედვის კუთხეს უჩრდილავს, განსაკუთრებით მარჯვენა მხარეს, და თან ამდენი დროის და ენერგიის კარგვა მის შესწორებაზე არ უნდა იყოს სწორი ჩემი აზრით.

• გიო1

სანიოლი უნდა წავიდეა 2-3 თამაშის წაგება ამის ბრალია კახი აზრზე არ არის და კვალიფიკახიის ამაღლებას და პრაკტუკას ჩვწნ ნაკრებში იღებს ეს დაუშვებწლია ფედერაცია გაუშვით ეს დილეტანტი და ვაფშე ვაიის რას ერჩოდით მე თქვენი

• Chorna

Samwuxarod tamashs ver vuyure.. Jaba magari iqneba kankava tavs ro cevdes magla amito chkviani kvevkve da abus nacvlad hiperaqtiuri gvilia jobda tan sistematiurad uberaven, mere saadaa chveni varsklavebio? e.i. Sul mudam nalanzgi oqriashvili shemovoda romelic cali fexi ro ar qondes mainc micems nakrebshi xeebs magalits es faqtiaa, da xasiatshi gadasuli depresiuli kvaracxelias nacvlad chakve iyo flangze sachiro ai miqautazis ukan oqrika es iyo yvelaze realuri. Jaba ar gecyinos zmao kargad shromob mebzoli xar tavdadebuli magram asaki da kidev kapitnoba cota ar iyos daqoqili kacia sachiro kapitnad..

• Semi

სად ხართ ვაისის მაკრიტიკებლები? ზიბზიბაძეს არ იძახებს და მარტო ოქრის და ვაკოს ათამაშებსო. არ ყოფილა მართალი და თქვენ უვიცები? ამ გვერდის ჯურნალისტწბსაც გეხებათ სასწაულებს რომ წერდით.

• დავით ქართველი

სასწაული ხალხი ვართ ქართველები.თუ გუნდი მოიგებს,მღავარი მწვრთნელი ცაში აგვყავს და ეროვნულ გმირად მიგვაჩნია.წააგებს გუნდი და მწვრთნელს ვაბრალებთ ყველაფერს.არა და გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ,რომ საფეხბურთო ნაკრები არ გვყავს.უფრო სწორად:ჩვენი საფეხბურთო ნაკრები საშუალოზე დაბალი დონის ნაკრებია და ერთი-ორი ნიჭიერი ფეხბურთელი გუნდს ვერ უშველის.ჩემი ხედვა ასეთია:უნდა ჩამოვიყვანკთ აუცილებლათ უცხოელი კვალიფიციური მწვრთნელები და პატარა ბავშვები უნდა გამოგვიზარდონ დიდ ფეხბურთელებათ.მავანი შემედავება,რომ ქართველებსაც გვყავს კვალიფიციური მწვრთნელებიო,მაგრამ სამწუხაროთ ქართველებს სისხლში გვაქვს ბიძაშვილობა,მამიდაშვილობა, ძმაკაცის შვილობა,საყვარლის შვილობა და ასეთი მახინჯი შეხედულებები.ანუ,გვირჩევნია საკუთარი უნიჭო ბავშვი ვათამაშოთ,ვიდრე უცხო და ნიჭიერი.სანამ ეს არ მოისპობა,ჯობია სხვა სპორტს მივაქციოთ ყურადღება.ჭიდაობას,ძალოსნობას და ასე შემდეგ.ფაქტია,რომ ქართველებს გუნდური თამაში არ გამოგვდის და თუ ადრე გამოგვდიოდა,ესაც სწორი მიდგომით,წახალისებით და ყურადღების მიქცევით.არავის ბაღჩაში არ ვისვრი ქვებს,ვისაც ეწყინება,ცივი წყალი დალიოს,ჯერ კიდევ არ მოსულა ზამთარი.

• ქომაგი

დამეთანხმეთ ან არა: 1. ლორიამ რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა, აჯობებდა მამარდაშვილის დაყენება; 2. ფალნგენზე შეტევისასა მეტოქე სულ უპირატესობებს ქმნიდა; 3.მწვრთნელის მოსაზრებტ დაცვამ გამოასწორაო -უბრალოდ თავს იტყუებს; 4.შეტევების დაწყებისას ყველა ჩვენი პასი, კომბინაცია მარტივად იკითხებოდა; 5.მიუხედვად დიდი პატივისცემისა კანკავამ თავი ამოწურა, მხოლოდ უკან აკეთებს პასებს და აფერხებს გუნდს, მიუხედავად თამაშის ჟინისა; 6.კაკაბაძე ხშირად უშვებს უპატიებელ შეცდომებს. ბურთს წაიღებს და აბარებს მეტოქეს; 7.კვარაცხელია-ჩაკვეტაძეს ტანდემი ადვილად გაანეტრალეს, არა საკმარისი კომუნიკაცია თამასისას; 8.გიორბელიძეს ძალიან ხშირად პასები ჩაუჭრეს; 9.კომბინაციური, ტაქტიკური მონახაზი გუნდს არ გააჩნია; 10. სანიოლის კვალიფიკაცია ეჭვს იწვევს გუნდი გამართულს კი არა მასთან მიახლოებულ ფეხბურთსაც არ აჩვენებს; 11. შეცვლებიც კი უაზროდ დააგვიანა, მგონი ფეხბურთელების ამოჩემება ჩვევია მწვრთნელს; 12.ფედერაციაში საფეხბურთო ინტელექტის მწვავე დეფიციტია და ეს სამწუხაროდ ნაკრბზე აისახა ძალიან; 13. პოზიტივია არის ის,რომ კომენტატორებმა თქვეს სიმართლე საჯაროდ!

• ზურა

უნიათო ფედერაციამ გამოცდილი და ტაქტიკოსი მწვრთნელი კი არ შეარჩია,მხოლოდ სახელ და გვარზე გააკეთა აქცენტი! მხოლოდ ამიტომაა დასშლელი ეგ საძმო,მაგათ ფედერაციას ვერ დაარქმევ!

• esea

მწვრთნელი ვილი შეიძლება არ ვარგა , მაგრამ მოთამაშე ძალიან ჟილკიანი იყო, ეგ ჟილკაც ვერ ასწავლა ამ ფუნებს. ღირსება აქვთ დაკარგული თავ კინაღამ გალახეს ეს უვარგისები მოედანზე, ყველანაირად სუნი აუშვეს..........

გალაქტიკაში ამათზე უთავმოყვარეო არსებები უნახავს ვინმეს. ტატუს გაკეთება არ დაივიწყოთ უვარგისო არსებებო

• kuku

ესენი ოჯახების სანახავად ჩამოდიან, ფეხზე კიდიათ ქვეყანა, ან საცა არიან იქ რატომ ათამაშებენ, ძაღლი შინ არ ვარგოდაო. შუბლზე ხარის ტყავი აქვთ აკრული, მარტო საბალახოდ გამოდის ნახირი, უვარგისებს არც ოჯახებში სრცხვენიათ

• გიო

სადაც თამაშობენ ეს უვარგისები, იქაც ჰა და ჰა ათამაშებენ ანუ წკიპზე არიან ხოდა ფიქრობენ თუ ტრამვას მივიღებთ მერე საერთოდ ან სულ გამოგვყრიან ან სამუდამოდ სკამზე დაგვსვავენო, ამიტომ თავს არ იკლავენ და არ დარბიან, ამათ ნაკრებში თამაში ბარში სიარული ჰგონიათ ან დისკოთეკაზე. ვინც ისედაც მაგარია ის ყველგან თამაშობს რასაც ამ საქონლებზე ვერ იტყვი

• svani!

ირბინეთ ბიჭოოოოო, ირბინეეეეეთ. მიდით ბურთთან ბოლომდე, რომ იცი რომ ვერ მიუსწრებ, მაინც მიდი ბოლომდეეეე, ვისთვის ან რისთვის ზოგავთ ენერგიას, რა ჯანდაბად გინდათ თუ არ ითამაშეთ. შეხვდით, ჩაუხტით, არ ამოასუნთქოთ, ირბინეთ. მონდომება და ჯიგარია საჭირო, სად ჯანდაბაში დაკარგეთ, რა მოგივიდათ, რამ გაგაჩანაკათ ასე? დღეს ხომ შეიძლებოდა მცირე სიხარული მოგენიჭებინათ. დაშოკილია გუშინდელი ტრაგედიით ხალხი, უბედურება დაგვატყდა თავს და თქვენ როგორ არ უნდა შეეცადოთ მაინც ამ ყველაფრის შემსუბუქებას!!!! ან მწვრთნელია საჭირო ისეთი ვინც კაცურად დაელაპარაკება მთელ გუნდს, ან კაპიტანი, ან დაცვა, ან ვინმე ყარაული მანდ რავი, რაღაც საჭირო როა ფაქტია! შეუძლიათ , განა არ შეუძლიათ, უბრალოდ ყველა თავისთვის უბერავს და მოშვებული არიან...

• ლევან მაღლაკელიძე

ერთი მწვრთნელი რა გახდა ვერ გავიგე. ეს თამაში მოსაგები იყო. ვინ დაგვაკლდა? კიტეიშვილი, ანუ შემქმნელი და ვერ ჩავანაცვლეთ. არც კი უცდიათ მისი ჩანაცვლება, თორე წიტაიშვილს სკამზე რა უნდოდა ვერ ვხვდები' . ჩაკვე რომ ის ჩაკვე ვერ იქნებოდა თავიდანვე ვიცოდი, მარა მაინც ყოჩაღ, ხოდა საყრდენი რომ ვარგებულიყო, თამაში მოგებული გვქონდა. ჯაბა, ტიპიური ჩამშლელია და მორჩა, მას შეტევა არ უნდა დაავალო, აბუც არაა ისეტი, რომ რაიმე შექმნას, ვერ გაქაცა მაგ ბიჭმა, ხოდა კიტე არაა, და ეთამაშებია წიტაიშვილი აბუს ნაცვლად, ხომ გამოჩნდა რომ კაი ბიჭია, ამ შემადგენლობაში, უკეთესი იქნებოდა, ალბათ მაგიტომაც არ ატამაშეს. და ჩაკვეს ნაცვლად შემოეყვანა თორნიკე, მგონი აჯობებდა. ამ შემთხვევაში, 4-1-3-2 სქემაც შეიძლებოდა. საბა და ჟორჟი წინ, კანკავა, კვარა, ჩაკვე და წიტა. და საერთოდაც, ჯაბას ნაცვლადაც, ამ სქემაში დავითასვილს ჩავსვამდი. მეტი შემქმნელი რომაა საჭირო, ხომ დავინახეთ? ჟორჟამდე ბურთი არ მიდიოდა, არც საბამდე, მაინც აგებ, ხოდა გამოსცადე საყრდენებზე ეს ბიჭები, შეუცვალე პოზიცია, სქემა, რაღაცა ქენი, აბა რა მწვრთნელი ხარ? რა უნდა ბატუმის დინამოს ნაკრებში? არ არ გესმით ბიძიკო ფეხბურთიი, ან რა გინდატ არ ვიცი. წადიტ სახლში და იქედან უყურეთ ტელევიზორს რაა

აბურჯანია სადაც იყო, თავი ვერსად გამოიჩინა და ეს მაინც ათამაშებდა. ეხლა ვითომ გააძლიერა შუა ხაზი, კვეკვესკირი გამოიძახა და მაინც ეს ათამაშა. პასი ამას არ უვარგა და ორთაბრძოლაში სუსტია და ფეხბურთში სილამაზის კონკურსი არ ტარდება.

• შოკირებული გულშემატკივარი

სუ ალტერნატიულ ნაკრებზე ლაპარაკობდენ ადრე და ახლა ხო გამოჩდებოდა ძირითადს რო მოუგებდა ვინ იმსახურებდა ქვეყნის სახელის დაცვას მარა არავის შედეგი არ უნდა და მარტო თავისიანის თამაში აინტერესებს კარგად რო გაყიდოს მერე

• გოჩა

მწვრთნელს აქვს თავის წილი პასუხისმგებლობა მაგრამ მერამდენე მწვრთნელი შევცვალეთ და შედეგი იგივეა სამწუხაროდ მე რასაც ვხდედავ 2-3 ფეხბურთელის გარდა უკვე ასაკოვანი ფეხბურთელების გარდა სხვა ფეხბურთელებს ძალიან სამწუხარო და გულსატკენია ახალგაზრდებს არ ეტყობათ მონდომება თავდადება ჟინი მოტივაცია ნაკრებში ძალიან უყურადღებოდ და უმოტივაციოთ თამაშობენ იმის ნახევარსაც არ იხაჯებიან როგორც იხარჯებიან კლუბებში სამწუხაროა, რომ მართლაც ჩვენი ნაკრების ფეხბურთელების აბსოლიტური უმრავლესობისთვის საკლუბო კარიერა და კლუბში თამაში გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე ნაკრებში რომ ვუყურებ კლუბებში როგორ თამაშბენ იქ მართაც რომ ბოლომდე იხარჯებიან და მაქსიმუმ დებენ და ნაკრებში ამის ნახევარიც არ ჩანს არასდროს ყოველ შემთხვევაში დღევანდელი თამაშიც ამის ნათელი მაგალითია რამდენჯერ ყოფილა რომ ფეხბურთელს თავი აურიდებია ნაკრებში ჩამოსვლისთვის ბევრს სამწუხაროდ გაუხარდება კიდეც რომ ნაკრებში არ გამოძახონ რადგან იმ სანაკრებო პაუზას დასასვენებლად გამოიყენებენ სამწუხაროა რომ ასეთი დამოკიდებულება აქვთ ეროვნული ნაკრების მიმართ და ეს ჩანს თამაშებზე არ ვიცი ასე რატომ ხდება იმიტომ რომ ხელფასი არ აქვთ არ ვიცი რაც არ უნდა იყო ასე თამაში სირცხვილია ფსკერია და საკუთარი ქვეყნის აბუჩად აგდება ელემეტარული თავმოყვარეობა ხო უნდა გქონდეს ფეხბურთელს რომ ასე არ ითამაშო.

• სიმართლე

საერთოდ არცერთი კაცი არ უნდა გამოიძახო ამათგან, აბსოლუტურად ახალი გუნდია შესაქმნელი. ესეთი უტიფარი ნახირი გალაქტიკაში არ არსებობს, ყველას შეაძულეს თავი უჯიგრო უვარგისებმა

და რო წავიდეს რა? აქამდე ვერ მიხვდით რო მრთვნელენბში არაა საქმე?

და რას ამბობს არასწორს?

• გიო

არც ფეხბურთელები გვივარგა და არც მწვრთნელი, მიდი და გაიხეთქე გულშემატკივარო გული

• გიო

ეს ჩემი სუბიექტური აზრია რასაც მე ვხედავ სამწუხაროდ ჩემი შეფასებით საქართველოს ნაკრების ბევრი ფეხბურთელი არ იხარჯება ბოლომდე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ბევრი ფეხბურთელისთვის საკლუბო კარიერა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ნაკრები ესეთი უმოტივაციო თამაში უყურადღებო ა ზერელე დამოკიდებულება მე არ მინახავს არც ერთი ნორმალური ნაკრების ფეხბურთელების მხრიდან ამდენი შეცდომებს აღარ უშვებენ აღრსად მართლაც ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებისთვის და სამწუხაროდ წამყანი ფეხბურთელებისთვის ნაკრები ზედმეტი ტვირთია და აქ მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით ჩამოდიან შედეგი თამაშის ხარისხი და წარმატება მათვის მნიშვნელოვანი არ არის არადა მათ თამაშს რომ ვუყურებ იქ მართლაც რომ თავს იკლავენ ბოლომდე იხარჯებიან და ნაკრებში იმის ნახევარსაც არ აკეთებენ ხოდა როცა ასეთი ფეხბურთელები გყავს 100 დან 90 % მწვეთნელმა რა უნდა ქნას? ეს ახლა არ დაწყებულა ეს უკვე წლებია ასეა არ ვიცი რატო იქცევი ან ასე ჰონორალი რომ არ აქვთ ნაკრებში თუ რა მიზეზია ფაქტია რომ ნაკრებში არ იხარჯებიან ისე როგორც უნდა დაიხარჯო სანაკრებო მატჩების დროს და სხვა ქვეყნების ფეხბურთელები თავს იკლავენ ნაკრებში ისე თამაშობენ.

• Levani

შენ თუ არ იცი ხიზანიშვილს შეეკითხე:DD წიტაიშვილს ბასტასთან გადაღებული ფოტოსთვის სჯით? ამაზე უკეთესი გუნდი ძოძუაშვილმა თუ არ დააყენოს მე ვიყო სალპინგიდისი..მაგრამ რად გინდა,2 კაი თამაშის მერე შეურევს ისიც გასაყიდ სევასტი თოდუებს და ქემოკლიძეებს.ერთი ხ..ია მოკლედ ამ ფეხბურთში ვინცაა-ისიც სულ ერთია ვინ იქნება ფედერაციაში.ფაქტია დაახლოებით 2001 წლის მერე მანამდე რასაც ვთამაშობდით იმასაც ვეღარ ვთამაშობთ(მაშინაც ბერძნები გვაპობდნენ,მაგრამ კოსოვოებს და სომხებს მაინც ვუგებდით) რეალობაა 2021 წელი-ქართველები ფეხბურთს ცუდად თამაშობენ

• giga

კანკავაზე რატო არავინ არაფერს წერთ, ხომ, კარგია ბრძოლაში მარა სხვა რამეც მოეთხოვება წინ ვაფშე ვერ აკეთებს პასს, სულ უკან , იქნება სხვა ვცადოთ მაგ პოზიციაზე დავიჯერო ისეთი არავინ გვყავს რომ ერთი თამშში გამოვცადოთ, თითქოს კანკავა ხელ შეუხებელიაო

• გეგი

ოოო მოდი რა თუ ძმა ხარ მწვრთნელის ბრალი ყველაზე ნაკლებადაა რაა,ვინც გინდა ამთ მოუყვანე ძმაო ვერ აათამასებ ამათ ვერააა ფოკუზნიკი უნდა მართლა ამათ გაიგეთ რა კაცო ვახ.ვინც გინდათ მოიყვანეთ.

• Kartveli

გაუმართლა ქართული რომ არ იცის:))) ცოტა იუმორი თორე გასკდა გული

• ბექა

ვაისის ფორმაციის ნაკრები რო სანატრელი გაგიხდება

• Batumi

Roma სად ისწავლე ფეხბურთი ერთი აგვიხსენი რა, ლობჟანიძესი რა არ მოგეწონა? და საერთოდ დაანებეთ რა გარჩევებს თავი არ გესმით ფეხბურთი და გგონიათ იცით.აქცენტი ქართული ფეხბურთის ჭაობზე გადაიტანეთ და არა კონკრეტული თამაშის გარჩევებზე. ოეე ფედერაცია სად არის ამაზე თქვით რამე.

• გიორგი

ამ შედეგიდან გამომდინარეც უკვე გასაშვებია მწვრთნელი 1 მოგება 1 ფრე და 7 წაგება ეს არის კატასტროფა ნებისმიერი ნაკრებისთვის ზოგიერთები რომ წერენ ვაცადოთო რაღაა უნდა აცადო თამაშის ხარისხი კატასტროფა შედეგი კატასტროფული და აშკარად უმოტივაციო ნაკრები მწვრთნელი რაზეც არის პასუხისმგებელი ყველაფერში ჩააფლავა უკვე ამ კაცმა და მეტი რაღა უნდა აცალო? სომხეთის ნაკრებში კაპაროსის შედეგიც შედეგია და სანიოლის შედეგიც შედეგია? თუ ერთი მხითარიანია მთელი სომხეთის ნაკრები დანარჩენები იმაზე დაბალი კლასის ლიგებში თამაშობენ ვიდრე ჩვენები ჩვენი ბევრი ფეხბურთელი უკეთეს ჩემპიონატში თამაშობს ვიდრე სომეხი ფეხბურთელების აბსოლიტური უმრავლესობა.

• ვახო

ორი მწვრთნელი ვიცი , რომლებიც ყველას დამნაშავედ თვლიან საკუთარი თავის გარდა ერთი ეს და მეორე ცხადაძე ! მიზეზები არ ელევათ ამ უვარგისებს !

• giorgi

მწვრთნელი არის პასუხისმგებელი შედეგზე და ნაკრების თამაშზე მე როგორც მახსოვს ფედერაციამ სანიოლს დაუსახა პროგრამა მინიმუმი მე 3 ადგილი ჯგუფში მე 3 ადგილი უკვე შეუძლებელია მაგრამ მე 4 ადგილის თეორიული შანსი კიდევ გვაქვს თუ გასვლაზე კოსოვოს მოვუგებთ რაც ძალიან საეჭვოა და მიზერულია ამის შანსი იმ თამაშის ხარისხიდან გამომდინარე რაც წინა შეხვედრებში ვაჩვენეთ და თუ კოსოვოსთან წავაგებთ ან ფრეს ვითამაშებთ ფაქტობრივად გავფორმდებით ბოლო ადგილზე ჯგუფში. მე მაინც გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და ვთლი რომ ბოლო 2 თამაშიც უნდა ვაცალოთ და შევხედოთ იქნებ რამე პოზიტივი დავნახოთ მაგრამ თუ კოსოვოსთანაც იგივე თამაში იქნება რაც ბოლო თამაშები იყო მაშინ მე პირადად ნამდველად აღარ დაველოდები შვედეთის აქ ჩამოსვლას და ჩავთლი რომ გასაშვებია ეს კაცი აშკარად სუსტი მწვრთნელია გამოუცდელი ასე ჩანს ახლა ყოველშემთცევაში.

• Juve

Qecba rom izaxda mesebi ar gvyavso erti ambavi atexet esec igives ambobs xom xedavt, gava kide dro da qecba mixvdebit dasafasebeli pirovnebaa, profesionali

• რომა

შენს თავს რატო არ აკრიტიკებ? ლობჟანიძეს რო არ მიზდის თამაში ამის დანახვა და გამოსწორება ძნელია? წიტაიშვილმა რა გააკეთა ისეთი როარ მოგეწონა?აბუჯანია ზაპაროჟეცი როა ვერ ხედავ? ჯერ ისე ვერ დარბის და 90წუთს რო ათამაშებ მერე ათამაშებდა? ოქრიმ რა ქნა ასეთი? 85 წუთზე ჯარიმა კარში როარ დაერტყა საჯარიმოს მისადგომებთან კვარა სულ მარტო იყო დაეგორებინა და რაიცი რა მომხდარიყო... ძაან აგვიანებ ვილი შეცვლებს და არაფერი ეტყობა თამაშს ისეთი რო რამე ტაქტიკით თამაშობს... წადით შეგვეშვით რა

• ლადო

ჯიგარო ეს წიტაიშვილი რო არც სასტარტოში დააყენე და არც მერე შემოიყვანე რას ნიშნავდა ნეტა! რისთვის მიეცით იმ ბიჭს პასპორტი რო კარიერა გაუფუჭოთ?

თავმოყვარეობა როცა არა გაქვს, რას იცავ? ბურთს თუ არ დაარტყამ, კარში თავისით არ შეფრინდება. განსხვავება არ ყოფილა და ტყუილად თავს ნუ იტყუებ.ბოლო თამაშებში გვამბურთს ვთამაშობთ

• დათო

გუნდის კაპიტანი რო ერთს მაინც ვერ დაუღრიალებს ან სულ მცირე შენიშვნასაც ვერ ეტყვის ვერცერთს დამთავრებულია საქმე.არ უნდა არ უნდათ ერთმანეთთან პრობლემები დაძაბულობა.ყველა თავისთვის დარბის თუ დადის არარის ერთიანობა არც მოედანზე და არც მის გარეთ!

• გურამო

სანიოლი საქართველოს ნაკრებში ჩამოსვლით არაფერს არ კარგავდა ის ისედაც უმუშევარი იყო ბორდოს მწვრთნელი იყო ცოტახანი არც იქ ქონდა კარგი შედეგები და მერე 3 წელი საერთოდ არსად უმუშავია ფაქტიურად გამოუცდელი მწვრთნელია რომელმაც კარიერის დასაწყისშივე დანება მწვრთნელობას თავი მე როცა დაინიშნა მაშინაც მოულოდნელი იყო ჩემთვის და მაშინ ვთქვი რომ თუ სომხეთს ნაკრებს შეუძლია მოიყვანოს კაპაროსი რომელსაც წლები აქვს ნამუშევარი ლალიგაშ და კოლოსალური გამოცდილება აქვს დაგროვლი და მაღალი კლასის მწვრთელია ჩვენ რატომ არ შეგვიძლია ანალოგიურის გაკეთებათქო მაგრამ მაშინ ყველა წერდა ვაცალოთ ვაცალოთო ხოდა აი ბატონო გაიარა 9 თამაშმა თუარ ვცდები მე 9 თამაში იყო და ამ 9 მატჩიდან 7 წავაგეთ 1 მოვიგეთ და 1 ფრე დავასრულეთ ეს თუ მისაღები შედეგია ფედერაციისთვის მაშინ ძალიან არაპროფესიონალები არიან თავიანთი საქმის მე ვერ ვხდები ლოგიკას ასეთი წარუმატებელი მწვრთნელის დატოვების ეროვნულ ნაკრებში.

• Lasha

არანაირი შემტევი ფეხბურთი სანიოლა წადი რა.

• გიორგი

საქართველოს ნაკრებს უნდა ჰყავდეს ქართველი მწვრთნელი ვერ ამართლებენ უცხოელი მწვრთნელები საქართველოს ნაკრებში რომ შეადაროთ შედეგები ქართველ მწვრთნელებს უკეთესი შედეგები ქონდათ ვიდრე უცხოელებს ეს შედეგი რაც დადო საინიომა ამ შედეგიდან გამომდიანრეც გასაშვებია 1 მოგება 1 ფრე და 7 წაგება ესაა კატასტროფა 9 თამაშ სრულიად საკმარისია მეტი რაღა უნდა აცალო?? საქართველოს ნაკრებს უნდა ჰყავდეს ქართველი მწვრთნელი სასურველია მომთხოვნი და დისციპლინის მოყვარული მაგალითად ქეცბაია რომ გუნდი ელემეტარულად მოტოვირებული მაინც გავა და საბრძოლველად მაინც განაწყობს ნაკრებს.

• რა გვეშველება?

მართალი თქვა, რომ მესივით დგანან. მაგრამ წვრთნელია და უნდა განაწყოს საბრძოლველად. ბრძოლის გარეშე დღეს ფეხბურთს ვინ მოგაგებინეს. დააკვირდით, ყველა საბრძოლველ ბურთზე ბერძნები გვასწრებდნენ მისვლას. ჩვანს ნახევარმცველებთან ბურთის მიღებისთანავე ჩნდებოდა 3 ბერძენი, ისინი კი ყოველთვის თავისუფლად ღებულობდნენ ბურთს, რადგან ისინი დარბოდნენ, ჩვენ კი - არა. დღეს ეს განსხვავება აყენებს შედეგს და არა ბურთით ჟონგლიორობა. თანამედროვე ფეხბურთში ყველა მატჩი ომია, ჩვენი ფეხბურთელები კი ბალეტის მოცეკვავეებს უფრო ჰგვანან, ვიდრე მეომრებს. ეგენი ხომ დიდს ვერაფერს წარმოადგენენ და არც ეგ ფრანგია თავის საქმის კარუზო. ჯამში გვაქვს 2 გატანილი გოლი და ერთი კინკილა ქულა 6 მატჩში.

• giorgi

ვინმემ უთხრას რო წავიდეეს!!

• Mose

აბრალე ახლა ფეხბურთელებს, ვერაფერი ვერ შეცვალე როგორც მწვრთნელმა, არანაირი ტაქტიკა, მხოლოდ გაიქეცი მოატყუე თუ გამოგივიდა

• დდდხ

მერე შე დალოცვილო გაუშვიი გუნდიდანნნ!

• beqa

ამის მოხსნა ნიშნავს შეცდომის აღიარებას.სეცდომის აღიარება კიდე ამ ქვეყანაში არავინ აღიარებს არც მომთხოვნია მავანი

• ვაჟა მასწავლებელი

მართალია ეს კაცი. აბურჯანიას თითქოს თამაში რცხვენოდა, ხოლო გიორბელიძე კვარას და ჩაკვეს "უკეტავდა" სივრცეს. ასე მგონია მე.

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

სიომინი: ჩივაძის და კალაძის შემდეგ, ახლა კვარაცხელიას ეპოქაა

Сакартвелос гаумарджос! - ჩვენს ნაკრებს გამარჯვებას თინა კანდელაკი ულოცავს

ნაკრების ექიმმა კვარაცხელიას და შენგელიას ტრავმებზე კომენტარი გააკეთა

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

საქართველო ევრო 2024-ზეა. "რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ" - ამის მუდმივობაში გადაზრდა გვმართებს

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ბუდუს თამაშს თბილისში თურქული კლუბის სკაუტები დააკვირდნენ

"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

სკანდალი - ბერძენი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებთან ნამატჩევს დოპინგ-ტესტზე ჩავარდა

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ