საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე შეხვედრას 12 ოქტომბერს გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი პრიშტინაში დღეს ჩავიდა და კოსოვოსთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში ჩაატარა. შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე საწვრთნელი პროცესი ძლიერი წვიმის ფონზე ერთი საათი გაგრძელდა.

პრიშტინაში ჩვენი გუნდი 21 ფეხბურთელის შემადგენლობით იმყოფება. საქართველოს ნაკრებს კოსოვოს წინააღმდეგ შეხვედრაში გიორგი ჩაკვეტაძე ვერ დაეხმარება. ფეხბურთელმა გუნდთან ერთად გამგზავრება სასუნთქი გზების მწვავე ინფექციის ნიშნების გამო ვერ შეძლო.

"ფადილ ვოკრის" სტადიონზე საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა:

"სექტემბერში კოსოვოსთან დავმარცხდით. ეს ჩვენთვის საკმაოდ რთული მომენტი იყო, საშინაო მატჩში ყველა განსხვავებულ შედეგს ელოდა. რაც შეეხება ხვალინდელ შეხვედრას, მსურს, რომ ჩემი ფეხბურთელები ისე განეწყონ თამაშისთვის, როგორც ეს კოსოვოელებმა ბათუმში მოახერხეს. გვსურს, ქართული ფეხბურთი საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ. პირველ შეხვედრაში განცდილი მარცხი ჯერაც ვერ დავივიწყეთ და შევეცდებით, ეს გამოვასწოროთ.

საბერძნეთის წინააღმდეგ რთული შეხვედრა გამოვიდა, თუმცა ამ მატჩში უკეთესად გამოვიყურებოდით, ვიდრე ეს სექტემბერში კოსოვოს წინააღმდეგ იყო. სამწუხაროდ, ბოლო წუთებზე ჩვენს კარში პენალტი მივიღეთ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ხვალინდელ შეხვედრაში მოედანზე პოზიტიური განწყობით უნდა გავიდეთ. ყველა მატჩში ვცდილობთ, რომ მოედანზე საუკეთესო შემადგენლობით ვიყოთ და ქართველი ხალხი გავახაროთ. ასევე გვსურს,რომ ქართველი გულშემატკივარი ამაყობდეს საკუთარი ქვეყნის ნაკრებით."

კოსოვოსა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 12 ოქტომბერს პრიშტინას ფადილ ვოკრის სახელობის სტადიონზე, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

nakrebi.ge

ნამდვილად გვაქვს საფუძველი, ვერაფერს იტყვი
ნიმბუსი
ეგრე სწრაფად არ გინდა, რიგი დაიკავეთ, ჯერ ტორპედოთი ვიამაყებთ ლიგას რომ მოიგებს (ეგრე დაგვპირდნენ ), მერე საბურთალოთი არარატა რომ მოუგებს, მერე დიმამოთიც ვიამაყებთ ფარერებთან ფრეს რომ ითამაშებს და აი მერე ვიამაყებთ ნაკრებითაც ყველას რომ დაანგრევს!
კახაქ.
ჩვენს ნაკრებში ორადორი პროფესიონალია-კანკავა და კაშია
gia
წადი რა დაგვანებე თავიი
რომა
სისულელეა იმის თქმა რომ ვერ დარბიან არ შეუძლიათ და რაღაცეები.... აბა რეალს შეხვდეს თავიაანთი კლუბები თუარ გაიხევიან შუაზე და არ ირბენენ ისე როგორც ევროპულ სტანდარტს შეშვენის..... ფაქტო სახეზეა ბრძოლის სირბილიც სურვილიც კი არ გააჩნიათ და ერთი სული აქვთ ხოლმე თამაში მალე მორჩეს.... მესმის სირბილი არ შეეძლოს კაცს პირველი ტაიმი იხეოდეს შუაზე ისე დარბოდეს და მეორე ტაიმში კვდებოდეს მაგრამ 5წუთზე რო ისეთი არაქათ გამოცლილი სახე როაქ თითქოს მთელი თვე უღელში იყო შებმული.... ყველა ფეხბურთელს უნდა ვკითხოთ რატო ჩამოდიან ნაკრებში თუ თამაშის სურვილი არ აქვთ და არც ჟინი? თვითმფრინავში კატაობა უხარიათ?
ასეთ
ასეთ შედეგს ნებისმიერი ნორმალური ქართველი მწვრთნელი დადებდა თუ არა უკეთესს . თან ამ პრაქტიკანტს რომ ვუხდით იმის ნახევარ ფასად.
ასეთ
ასეთ შედეგს ნებისმიერი ნორმალური ქართველი მწვრთნელი დადებდა თუ არა უკეთესს . თან ამ პრაქტიკანტს რომ ვუხდით იმის ნახევარ ფასად.
არტ
სრული სიმართლეა. არავითარი სხვა დაფინანსება გარდა პრემიალურის.მეტს მეტი. ამ ეტაპზე ეს პრინციპი უნდა იყოს. ე. წ.კარმუშკა უნდა დაიხუროს.
სოსო
ქართული ფეხბურთის სამი იმედი ძლივს ერთად გამოჩნდა მოედანზე,პლიუს ლობჟანიძე და სახიფათო მომენტიც კი ვერ შექმნეს.მიქაუტაძემ საერთოდ თითქმის ვერც კი მიიღო ბურთი.ვის ევალებოდა მათთვის რაღაც ურთიერთქმედების გეგმა შეემუშავებინა?აჰა,მომავალ მატჩში აღარც მიქაუტაძე გვეყოლება,აღარც ჩაკვეტაძე და არც კიტეიშვილი.ახლა გვპირდება უკეთეს თამაშს?7 თამაშში,თუნდაც ერთი სტანდარტულის გათამაშება დაამუშავა?არც ეგ უნახია არავის.შეტევაში არავითარი იდეა არა გვაქვს და რითი გვპირდება გამარჯვებას?ვხედავთ,რომ სუსტი ფეხბურთელები გვყავს და სირბილის არაქათიც კი არ აქვთ,მაგრამ წინასწარ ტყუილად რატომ გვპირდები?ფეხბურთის ფედერაციამ კი კეთილი ინებოს და იმ ფონდიდან კლუბებს ფული იმის მიხედვით გადაუხადოს,ვინ რამდენ საკუთარ ინვესტიციას მოიტანს გუნდში.მეტს იშოვნიან?შენც მეტი ნაწილი მიეცი,ვერ იშოვნიან და კაპიკსაც ნუ გადაუხდი.მაშინ ფონდის მწველავები კლუბებში ვეღარაფერს გამოწველენ და თავის გზას მონახავენაღარც იმ კლუბების დაშლაზე უნდა ვინაღვლოთ.ასე ძალით შენახული კლუბი,ფეხბურთს ვერ განავითარებს.ვინც დარჩება დარჩეს და განვითარდეს.ცხადად ვხედავთ,რომ ძალით შენარჩუნებული კლუბები,მხოლოდ ვიღაცის შესანახად არსებობენ და ქართულ ფეხბურთს,ვერაფერს აძლევენ.არც ფორმალურად არსებული აკადემები სჭირდება ვინმეს.სჯობია ის ფული,მართლაც კარგად მომუშავე აკადემიებს გადაუნაწილდეთ.
გიორგი
ბევრი იწერება კომენტარები მწვრთნელის შეცვლაზე იმ ნაკრებში რომელმაც 6 ტურში ერთი ქულა აიღო და 9 წლის მაიძილზე თამაში არ მოუგია მსოფლიოს ციკლში რომელი ნორმალური მწვრთნელი მოვა? მე არ მეგულება მწვრთნელი ევროპაში ან რუსეთში რომელიც მუშაობს კლუბში და დატოვეს კლუბს და ჩამოვა საქართველოს ნაკრებში მაშინ უნდა მოიყვანო ან ქართველი ან ვინმე უკვე პენსიონერი. რაც შეეხება სანიოლს სანიოლი საქართველოს ნაკრებში მუშაობით არაფერს კარგავდა 3 წელი ისედაც უმუშევარი იყო. მე ვიცი რომ ფედერაცია დაუკავშირდა რამდენიმე კარგ სპეციალისტს რომლებიც კლუბებში მუშაობდნენ მაგრამ ყველამ ვისაც სამსახური ქონდა უარი უთხრეს ასეთ ნაკრებში ჩამოსვლა ძალიან დიდი რისკია ზოგადად მწვრთნელისთვის.
კაკი
რითი უნდა ვიამაყოთ, როცა ქართველებმა ბრძოლის და ჯიგრიანი თამაშის უნარიც დავკარგეთ! ანდორა გიბრალტარი და ლიხტენშტეინი უფრო თავმოყვარედ გამოიყურება ვიდრე ჩვენი ნაკრები
ბონდო
ერთი ერთში ვაისის ზღაპრების გაგრძელებაა))))))))))))
bijos
თუ არ გინდოდათ სანიოლი, რაღას მოგყავდათ? ვერ მორიგდით?
beqa
წადი!!! მსოფლიოში ყველგაან თამაშის შემდეეგ მწვრთნელს იწვევენ გადაცემებში და ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს! აქ რატო არაა ესე? ავტორიტარიზმია?
"უბრალოდ, საქართველოს ნაკრების ამ მატჩს შეხედეთ" - მილევსკიმ ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრების შანსები შეაფასა
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] კვარაცხელია 25 წლის გახდა - პსჟ-მ ქართველს იუბილე მიულოცა
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
უკრაინელთა მწვრთნელი: სამწუხაროდ, ისევ საქართველოსთან ვითამაშებთ
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
"2 წლის შემდეგ, ჩემმა ცოლმა მითხრა მისთვის დამერეკა და ეს გამეკეთებინა, ძალიან გულნატკენი ვიყავი..." - სანიოლმა ზიდანის შესახებ ისაუბრა
ესპანეთმა შვედეთს სძლია და მუნდიალზე გავიდა [VIDEO]
ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის ნომინაციაზე
ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს
საქართველოსთან წაგების შემდეგ კოსოვოელთა მწვრთნელი გადააყენეს
"ფინალის შემდეგ მისი ბოდიშის მიღება არ მსურდა, შემდეგ კი..." - სანიოლმა ზიდანთან კონფლიქტი გაიხსენა
კოსოვო-საქართველო. პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
ქეცბაიას კვიპროსის ნაკრები კოსოვოსთან დამარცხდა
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...
თემურ ქეცბაია: დავიღალეთ, დავიხოცეთ, დავმთავრდით - თქვენ რას ელოდით?
რევანში კოსოვოსთან - საქართველოს ნაკრებმა, როგორც იქნა, გაიმარჯვა [VIDEO]