ლეგენდარული კალათბურთელისა და მწვრთნელის, ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასის მფლობელია “ქუთაისი 2010”. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა, რომელმაც გასულ სეზონში საქართველოს თასის გათამაშება მოიგო, დღეს, ოლიმპიურ სასახლეში გამართულ სუპერსათასო მატჩში მოქმედი ჩემპიონი “რუსთავი” დაამარცხა. მატჩის საბოლოო ანგარიშია 92:58, რაც ადეკვატურად გამოხატავს იმ დიდ უპირატესობას, რომელსაც ქუთაისელები ამ მატჩში ფლობდნენ.

შეიძლება ითქვას, რომ ქვემოქართლურმა გუნდმა “ქუთაისს” ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ანატოლი ბოისას გაწვრთნილი რუსთავული გუნდი გვარიანად გადახალისებულია, 4 ახალი ლეგიონერი ჰყავს და შეთამაშება სჭირდება, თუმცა ამის გათვალისწინებითაც ქვემოქართლელები ასე უშანსოდ არ უნდა ყოფილიყვნენ. პირველ პერიოდი თუ 13 ქულით დათმეს, მეორეში ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. ათწუთეული “ქუთაისმა” 29:4 მოიგო, დიდ შესვენებაზე 38-ქულიანი უპირატესობით (54:16) გავიდა და რომ იტყვიან, გამარჯვება ნაადრევად გაინაღდა.

მესამე პერიოდიდან შეხვედრა ფორმალობად იქცა. იმერულ კლუბს მოპოვებული უდიდესი ლიდერობის შენარჩუნება რომ არ გაუჭირდებოდა, ამას კითხვა არ უნდოდა. დაბალანსებული თამაშით ქუთაისელები გამარჯვებამდე იოლად მივიდნენ და მიმდინარე სეზონის პირველი ტიტული – საქართველოს სუპერთასი მოიგეს. აღსანიშნავია, რომ ტუღუშის გაწვრთნილი გუნდი სეზონის პირველ ტიტულთან 1 კვირის წინ იყო ახლოს, თუმცა დუდუ დადიანის მემორიალის ფინალში “ტიტებთან” დამარცხდა.

ქუთაისელთაგან ვინმეს გამორჩევა უადგილო იქნება. იმერული კლუბის წევრებმა გუნდურად და შედეგიანად ითამაშეს. ბომბარდირი 17 ქულით ლუკ მეიერი გახდა. 15 ქულა ადრიან ბოუიმ მიითვალა, საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტით (19) კი ბოუის გიორგი კორსანტია გაუთანაბრდა, რომელმაც 9 ქულა, 9 მოხსნა და 6 დაფარება მიითვალა. 12 ქულა და 5 მოხსნა ჰქონდა აკაკი დვალიშვილს. რუსთაველთაგან 18 ქულით, 9 მოხსნითა და 6 პასით საუკეთესო იყო კრისტიან კილინგი. 8-8 ქულა ვახტანგ გაფრინდაშვილმა, ელსტონ ჯონმა და ისმაელ ჰოლისმა მიითვალეს.

მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. ქუთაისელთა კაპიტანს, გიორგი ბარბაქაძეს საქართველოს სუპერთასი ოთარ ქორქიას შვილმა, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატმა და დამსახურებულმა მწვრთნელმა, ნოდარ ქორქიამ გადასცა.

GBF.GE

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
"ქუთაისმა" ფიბა ევროპის თასის მატჩი სლოვაკეთში ბრძოლაში დათმო
"ქუთაისმა" ფიბა ევროპის თასზე გასვლითი შეხვედრა ბულგარეთში "ბალკანთან" მოიგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
"ქუთაისმა" ესპანურ "ბილბაოსთან" ფიბა ევროპის თასის მატჩი თბილისში დათმო
[VIDEO. ეროვნული ლიგა 2] "რუსთავი" ცალი ფეხით უმაღლესშია!
[ეროვნული ლიგა 2] "რუსთავი" ელიტაში დაბრუნდა!
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოში "ქუთაისი" "ლევიცესთან" დამარცხდა და ფიბა-ევროპის თასზე გადაინაცვლა
ზედიზედ მეორედ ევროსარბიელზე | "ქუთაისმა" ფიბა ევროპის თასი ჩეხურ "ბრნოსთან" მარცხით გახსნა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო თბ 0:0 რუსთავი. ვერგატანილი პენალტი, გაუქმებული წითელი ბარათი...
VIDEO | ეროვნული ლიგა. კრიზისი ქუთაისში - ორიდან ორი მარცხი სტარტზე!
ფიბა ევროპის თასზე სეზონის პირველი გამარჯვება "ქუთაისმა" ჩეხეთში, "ბრნოსთან" მოიპოვა