მკითხველმა უკვე იცის, რომ მოჭარბებული ტრავმების გამო ლევან ყენიამ ნაადრევად დაასრულა საფეხბურთო კარიერა და მწვრთნელობას მიჰყო ხელი. სამუშაო მალევე იპოვა - ტრადიციული გერმანული კლუბის, "იურდინგენ 05-ის" მეორე მწვრთნელი გახდა, თუმცა...

მხოლოდ ახლა გაიგებთ იმას, რომ თავისი თაობის გამორჩეული ფეხბურთელი მინდორს უბრუნდება. ვფიქრობთ, თუ ტრავმებმა არ შეაწუხა, ლევანი ისევ იტყვის თავის სათქმელს მინდორზე. თანაც, ყენია ინარჩუნებს დამხმარე მწვრთნელის თანამდებობასაც.

"ლელო" ლევანს გერმანიაში დაუკავშირდა და ჩაწერა ინტერვიუ, რომელიც მკითხველისთვის საინტერესო თემებს ეხება. მაშ, დავიწყოთ...

- ლევან, თავდაპირველად სამწვრთნელო ამბებზე გკითხავთ. როგორ მიდის საქმეები ამ კუთხით?

- ყველაფერი კარგადაა. იცით, რომ "იურდინგენში" ვმუშაობ. მართალია, შედეგი ვერ არის კარგი და მეოთხე ლიგაში ბოლო ადგილზე ვართ, მაგრამ ამას აქვს თავისი კონკრეტული მიზეზი. საქმე ის არის, რომ ერთი სეზონის წინ კლუბი თამაშობდა მესამე ბუნდესლიგაში. როცა გავარდა, გაკოტრდა კიდეც. ისე გამოვიდა, რომ მთლიანად ახალი გუნდის გაკეთება მოგვიწია. 25 კაცი სეზონის დაწყების წინ ავიყვანეთ და, პრინციპში, მოულოდნელი არც არის, რაც ხდება. ჩვენი მიზანი ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა. იოლი ნამდვილად არ იქნება, მაგრამ უნდა შევძლოთ.

- საინტერესოა, "იურდინგენში"როგორ მოხვდით?

- ჩემი მეგობარი მივიდა იქ მთავარ მწვრთნელად. ის ჩემი მეგობარიცაა და თავის დროზე ჩემი მენეჯერიც გახლდათ. ეს დაახლოებით 5 წლის წინ იყო. მოკლედ, დაიწყო მწვრთნელობა და 4 წლის განმავლობაში მუშაობდა "იურდინგენში", სადაც ასაკობრივ გუნდებს წვრთნიდა. მენდო და მეც ჩავთვალე, რომ მზად ვიყავი ასეთი გამოწვევისთვის. მისი სახელი და გვარია დმიტრი ვორონოვი. გერმანიაში დაბადებული რუსია. ის ახლა აღარ არის მთავარი მწვრთნელი, მის ნაცვლად ალექსანდერ ფოიგტი მოიყვანეს.

- სამწვრთნელო ასპარეზზე ცოტა ხნის წინ შეაბიჯეთ, თუმცა, ალბათ, უკვე მიიღეთ გარკვეული გამოცდილება...

- საერთოდ, ფეხბურთელობა სხვაა და მწვრთნელობა კიდევ - სულ სხვა. მწვრთნელის ამპლუაში შენ სულ სხვანაირად უყურებ ყველაფერს და სხვანაირად აღიქვამ. რა თქმა უნდა, რთული საქმეა, დიდი პასუხისმგებლობაა და ხშირად სტრესიც, მაგრამ თუ გიყვარს ეს საქმე, უნდა გაუძლო ყველაფერს. მე კი ფეხბურთი ძალიან მიყვარს, ეს ჩემი ცხოვრებაა...

- თქვით, რომ "იურდინგენში" ახალი მთავარი მწვრთნელი მოვიდა. ეს თქვენს მდგომარეობაზე ხომ არ იმოქმედებს?

- არა, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ახალი მთავარი მწვრთნელი გერმანულ ფეხბურთში ცნობილი კაცია. ადრე "კიოლნსა" და "გლადბახში" თამაშობდა. სხვათა შორის, სეზონის მეორე ნახევარში მინდორზე დაბრუნებასაც კი ვაპირებ...

- ეს ძალიან კარგი ამბავია...

- ვეცდები ყველანაირად, რომ გუნდს გამოვადგე, სარგებელი მოვუტანო და დავეხმარო იმ ამოცანების გადაჭრაში, რომლებიც დგას დღეს მის წინაშე. უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობ ლიგაში ადგილის შენარჩენებას.

- ტრავმები?

- ახლა, თქვენ რომ გესაუბრებით იმ მომენტში, ნამდვილად არაფერი მაწუხებს. ახლა ასეა, მაგრამ რა იქნება, მინდორზე რომ გავალ, ესეც გამოჩნდება. მწვრთნელმა იცის ჩემი მდგომარეობა. ლიმიტირებული თამაშები მექნება დიდი ალბათობით, ყველანაირად შემიწყობენ ხელს. იმედი მაქვს, შევძლებ, სასარგებლო ვიყო გუნდისთვის.

სრული ინტერვიუ იხილეთ Lelo.ge-ზე

გიორგი
როგორ მახსოვს ამან რო მისი ერთადართი გოლი შალკეში თასზე ისე აღნიშნა როგორც აღნიშნა მანდ დავეჭვდი რო ეს ვერ ითამაშებდა..
დემე
ნახევარი სეზონის მერე 0 ქულის დაგროვებასაც მოხერხება უნდა. არ გამიკვირდება მალე მწვრთნელადაც რომ დანიშნონ, მისი ასისტენტობისას ამ მოკლე დროის მანძილზე 3 მწვრთნელი გამოცვალეს.
miha hamodi
ტაში ერთი ვინ საიდან შემოძვერი რამდენი ხანია დაიწყე ყურება ფეხბურთის... პერსპექტიულად დატოვეს ჯერ ერთი დამპალმა ტ.... ბმა ტრამვიანს ძალით ავარჯიშებდა სადისტი ფელიქს მაგათი შენ ერთი შენ გაწამონ ეგრე როგორ იჭიკჭიკებ და მერე სადაც კი ბურთს შეეხო ყველგან დაფრინავდა რაც მოასწრო თუნდაც ნაკრებში ნამდვილად არ შეიძლება ამაზე იმის თქმა სად ნახეთო ამისი ფეხბურთი
pepe
ვაი უი
aron
ამის ფეხბურტი სად ნახეტ პრესპექტიულად დარჰა
მეგრელი
აუ რამდენი ვიცინე, შენ გაიხარე. კიდე კაი ცუდად არაა საქმე თორე ხო წარმოგიდგენია რაღა იქნებოდა.
tngh
წარმატებები ლევანს!!!
სიმართლე
ამას რომ პატრონი ყავდა ისეთი უნდა ბიძამისი ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელი იყო ამაზე მაგრები დაიჩაგრა იმიტომ რომ პატრონი არ ყავდათ
qomagi
დღის ფრაზა :-ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ მეოთხე ლიგაში ბოლო ადგილზე ვართ. მშვენიერი ოპტიმიზმია
Guja Kakhadze
წარმატებას ვუსურვებ!
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
ყენიამ პსვ-ს წინააღმდეგ ითამაშა და კარიერას გერმანიაში განაგრძობს
ლევან ყენიამ საფეხბურთო კარიერა განაახლა - მის პირველ მატჩში 7 გოლი გავიდა
"საქმე სასამართლოშია გადასული" - რა კარიერული გეგმები აქვს ლევანს ყენიას
ყენია ისევ გერმანიაში, ამჯერად, როგორც მწვრთნელი
ლევან ყენია გერმანულ კლუბში კვლავ მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსს მოირგებს
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ