საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე ახალ, მულტიფუნქციურ სპორტულ სასახლეს ესტუმრა და მინისტრის მოადგილესთან, იოსებ ბაღათურიასთან და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტთან, ვიქტორ სანიკიძესთან ერთად სამშენებლო პროცესს გაეცნო.

სამუშაოების დათვალიერების შემდეგ გაიმართა გაფართოებული შეხვედრა სამშენებლო პროცესში ჩართული ორგანიზაციების მონაწილეობით. მინისტრმა დეტალურად მოისმინა ინფორმაცია მასშტაბური სამუშაოების ეტაპების, ვადების და საჭიროებების შესახებ. თეა წულუკიანის ინიციატივით გადაწყდა, რომ მსგავსი ტიპის სამუშაო შეხვედრები მოეწყობა ყოველკვირეულად და დამკვეთი და მშენებელი კომპანიების მიერ წარმოდგენილი იქნება ჩატარებული სამუშაოების ანგარიში და შესასრულებელი სამუშაოების გეგმა-გრაფიკი. ამ სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობას ასევე მიიღებენ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროსა და კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლები. შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშს კი კულტურის სამინისტრო ყოველკვირეულად გადაუგზავნის საერთაშორისო კალათბურთის ფედერაციის (FIBA) ხელმძღვანელობას.

სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შპს "სპორტმშენსერვისის“ გენერალური დირექტორი გერონტი ცინდელიანი, შპს "საბა კონსტრაქშენის“ გენერალური დირექტორი ლევან თარგამაძე, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი და საინჟინრო ექსპერტიზის უფროსი ბადრი ლეფსაია, კულტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ბოცვაძე და სამშენებლო პროცესში ჩართული სხვა პირები.

10 000 მაყურებელზე გათვლილი მულტიფუნქციური სპორტული სასახლის მასშტაბური სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სრულად დასრულებულია რკინა-ბეტონის და მეტალის კონსტრუქციის სამუშაოები და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსაპირკეთებელი სამუშაოები, რომელთა ძირითადი ნაწილი დასრულებულია. კომპლექსის მშენებლობის დამთავრება გაზაფხულზე იგეგმება, რის შემდეგაც 1 თვის მანძილზე დანადგარების ტესტირების პროცესი განხორციელდება.

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველო კალათბურთის ევროპის ჩემპიონატის, „ევრობასკეტ 2022“-ის ერთ-ერთი ჯგუფური ეტაპის მასპინძელი ქვეყანა იქნება და შეჯიბრება სწორედ ახალაშენებულ სპორტულ კომპლექსში ჩატარდება.

4 ივლისს ამავე სასახლეში გაიმართება კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მსოფლიო შესარჩევი მატჩი საქართველო-ესპანეთს შორის.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

jiji
კორონა რო არ ყოფილიყო და თავის დროზე ანუ 2021-ში მერე რა გვეშველებოდა?
ზურა
კომისია ჩამოვიდა შესამოწმებლად და გადაირივნენ კინაღამ.... ვერ მოასწრებენო...
Irakli
ესეთ რეჟიმში რადგან გადავდნენ ე.ი. ვერ არის მთლად კარგად საქმე!
62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "პანათიანიკოსთან" დამარცხდა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] "არსენალს" მხსნელად ჰავერცი მოევლინა - "სპორტინგი" ბოლო წუთებზე დამარცხდა
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
ვიქტორ სანიკიძე ჩემპიონთა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
"მთავარი არა რაოდენობა, არამედ ხარისხია" - წულუკიანი მძლეოსნებს შეხვდა
"კარგა ხანს არც მჯეროდა ჩემზე თუ საუბრობდა, იმდენად გამაოგნებელი იყო" - დავით წიკლაური თეა წულუკიანის ბრალდებას პასუხობს
"როგორც არ უნდა გამაკრიტიკოს ყველამ, მინდა ეს საჯაროდ ვთქვა" - ვიქტორ სანიკიძემ თორნიკე შენგელიაზე ისაუბრა
მსაჯთა ახალი ინსტრუქტორი, რიჩარდ სტოკსი, ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ წარადგინა
პირველი ქართველი ფიბა-ში: ვიქტორ სანიკიძე საშეჯიბრო კომისიაში შეიყვანეს
წულუკიანმა საცხენოსნო ფედერაციას ცხენები გადასცა - 30 წლის მანძილზე პირველად
თბილისში ყინულის სასახლე აშენდება
თეა წულუკიანის სამუშაო შეხვედრა ოლიმპიურ კომიტეტში
ვიქტორ სანიკიძე: ბაგაცკისის მხრიდან უღირს საქციელს ჰქონდა ადგილი - FIBA-ს რეაგირებას მოვთხოვთ
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა