ორთვიანი ზამთრის შესვენების შემდეგ, რომელიც კოვიდ-პანდემიის გამო გაიწელა, ხვალ დიდი 10 მე-11 ტურის თამაშებით განახლდება.

პირველი თამაში უჩვეულო დროს, ხუთშაბათსაა დაგეგმილი – ქუთაისურ დერბიში "არესი" "აიას" ეთამაშება. და შეხვედრა 16 საათზე დაიწყება. ჩემპიონატის განახლების წინ გუნდები 20-20 ქულით სატურნირო ცხრილში მეზობლად არიან – მე-6 და მე-7 ადგილებს იყოფენ, ოღონდ ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს ერთი გამოტოვებული თამაში აქვს "იუნკერებთან". პირველ წრეში "არესმა" დაძაბულ ბრძოლაში სახელოვანი მეტოქე 13:12 დაამარცხა.

18 თებერვალს თბილისში, „ავჭალაზე“, 15 საათზე, კიკეთის "იუნკერები" სტეფანწმინდის "ყაზბეგს" მასპინძლობს. ეს გუნდებიც სატურნირო ცხრილში მეზობლად არიან და უძლიერესთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვიან. "იუნკერებს" 9 თამაშიდან ამდენივე ქულა აქვს და მე-9 ადგილზეა, "ყაზბეგი" კი 10 თამაშიდან 3 ქულით ბოლო საფეხურზეა. ამრიგად, ორივე გუნდისთვის ეს თამაში დიდ 10-ში დასარჩენად უმნიშვნელოვანესია. პირველ წრეში "იუნკერებმა" 32:17 მოიგო.

19 თებერვალს რუსთავში "ხარები" თბილისის "აკადემიას" ეთამაშება. მასპინძლები 33 ქულით მესამე პოზიციაზე არიან და რეგულარული ჩემპიონატის მოწინავე ორეულში დასრულებისთვის იბრძვიან. „მხატვრები“ 26 ქულით მეოთხე ადგილს იკავებს და მისი შენარჩუნების გარდა, კონკურენტთან ჩამორჩენის შემცირების შანსიც აქვს. პირველ წრეში რუსთაველებმა თბილისში 26:22 მოიგეს.

ორი თამაშია 20 თებერვალს. 14 საათზე დიდ დიღომში "ლელო" ლიდერ "ბათუმს" მასპინძლობს. თბილისელები 26 ქულით მეხუთე ადგილზეა არიან, "ბათუმს" კი მხოლოდ ერთი მარცხი აქვს, 43 ქულა მოაგროვა და მის ლიდერობას არაფერი ემუქრება. პირველ წრეში ზღვისპირელებმა მეტოქე ბონუსით, 40:15 დაამარცხეს.

16 საათზე თბილისის "ლოკომოტივი" „ავჭალაზე“ ბოლნისის "ყოჩებს" მასპინძლობს. რკინიგზელებს 20 ქულა აქვთ და რადგან ქუთაისურ კლუბებს დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩებიან, სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილს იკავებენ. მოწინავე ექვსეულში შესვლისთვის მათთვის ყველა ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს. "ყოჩები" 34 ქულით მეორე ადგილზეა და უკეთესი პლეი-ოფის ბადის მისაღებად, ამ პოზიციის შენარჩუნებას ეცდება. პირველ წრეში ბოლნისელებმა მეტოქე 21:17 დაამარცხეს.

Georgian Rugby

crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
მბაპე "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა
ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა