დიდი 10-ის მომავალი სეზონის დასკვნით მონაწილეს "ტაო"-"ყაზბეგის" 2-რაუნდიანი დაპირისპირება არკვევს. მოხევეებმა ელიტაში სეზონის მეორე ნახევარი აღმავლობით ჩაატარეს და ერთი ხანობა პირველობის ღრმა აუტსაიდერმა ასვლა-დარჩენაზე თამაშის უფლება სეზონის ბოლოს უპრობლემოდ მოიპოვა; "ტაომ’"კი პირველი ლიგის პირწმინდად წაგებული ფინალური შეხვედრის შემდეგ სწორი და დროული დასკვნები გამოიტანა. მალხაზ ჭეიშვილმა და სანდრო ესაკიამ შეგირდებს საბრძოლო სულისკვეთება და სათამაშო დისციპლინა აუმაღლეს, რაც პლეი-აუტის პირველ შეხვედრაში მესხების ნაჩვენები თამაშის ხარისხსა და შედეგზეც აისახა.

ასპინძაში შეკრებილმა მრავალრიცხოვანმა ქომაგმა, პაპანაქება სიცხის მიუხედავად, შემტევი, თვალსასეირო და შედეგიანი თამაში იხილა. მართალია, მოხევეთა პირველივე შეტევა ფრთა ლუკა ალიბეგაშვილმა ლელოდ აქცია, თუმცა პირველი ტაიმის დარჩენილ დროსა და მეორე ნახევრის საწყის 10 წუთში მასპინძლები საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ.

"ტაომ" მეტოქეს სტატიკაში ტოლი არ დაუდო, მესხების ხაზი კი მწყობრად მოქმედებდა, სისწრაფეზე ოვალს კარგად შლიდა და მასპინძლებმა მიჯრით 6 ლელოს გატანა კომბინაციურ სტილში მოახერხეს. პირველი ტაიმის შუაწელში ანგარიში "ტაოს" კაპიტანმა გივი ფოცხვერაშვილმა გაათანაბრა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი მესხები შუამარბის პოზიციაზე მოთამაშე ლეგენდარული "ბორჯღალოსნის", გოშა შკინინის მიერ გატანილი ლელოთი დაწინაურდნენ. "ტაო" მეტოქეზე ზეწოლას აგრძელებდა, რასაც ფრთა ლევან ხუციშვილის შესრულებულ „დუბლთან“ ერთად, შუამარბ გიგი გიგინეიშვილისა და ჰავბეკ სერგი ყურაშვილის მიერ გატანილი ლელოებიც დაერთო. 43-ე წუთისთვის "ტაოს" უპირატესობამ 31 ქულა შეადგინა – 36:5.

სოლიდური სხვაობით მარცხისა და ელიტასთან გამოთხოვების საშიშროებამ მოხევეები დროულად გამოაფხიზლა. "ყაზბეგის" ხაზი ლაღად ათამაშდა და თან მესხთა გადაღლილობით სტუმართა მორკინალებმაც ისარგებლეს. "ტაოს" მდგომარეობა აღნიშნულ პერიოდში რამდენიმე წამყვანი მოთამაშის ტრავმამაც დაამძიმა. მასპინძლებმა ფულბეკი ოთარ ტალახაძე, მღლეტელი ვეფხია ფეიქრიშვილი მოისაკლისეს და თან პირველი ხაზი იძულებით სრულად შეცვალეს.

"ყაზბეგმა" მოედანზე შექმნილი ვითარებით მაქსიმალური ხეირი ჰპოვა და 3 გატანილი უპასუხო ლელოთი, 2 მატჩის ჯამში საერთო წარმატების შანსიც შეინარჩუნა – 36:24. მოხევეთაგან მეორე ტაიმში ლელოს გატანა შუამარბმა გუგუა ხულელიძემ, ფრთა ნიკა გიგაურმა და მარქაფიდან ჩართულმა ბურჯმა გუგუა ყამარაულმა მოახერხეს.

საკუთარი სარაგბო არენის უქონლობის გამო "ყაზბეგი" საპასუხო შეხვედრას დედაქალაქში მომავალ უქმეებზე გამართავს და დიდი 10-ის დასკვნით მონაწილესაც სწორედ თბილისური მატჩი გაარკვევს.

Georgian Rugby

crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ