"ბათუმმა" "ყოჩებს" შესარჩევ ფინალში, დაძაბულ მატჩში 16:7 სძლია და 2021/2022 წლების დიდი 10-ის საჩემპიონო მატჩში თამაშის უფლება მოიპოვა.

ნიკა ბიწაძის წითელი ბარათით გაძევების შემდეგ, ბოლნისის ‘ყოჩებმა’ 71 წუთი კაცნაკლულმა გაატარა. მიუხედავად ამისა, ისინი ბოლომდე დარჩნენ ბრძოლაში და ზღვისპირელებმა გადამწყვეტი უპირატესობა მხოლოდ დასკვნით წუთებში მოიპოვეს.

თამაში მასპინძლების შეტევებით დაიწყო, რასაც მე-9 წუთზე ბიწაძის მხრიდან მაღალი ბოჭვა მოყვა და მსაჯმა ის წითელ ბარათად შეაფასა. მიუხედავად ამისა, ანგარიშის გახსნის პირველი შანსი სტუმრებს ჰქონდათ, მაგრამ ლაშა მალაღურაძის ჯარიმა კარს ასცდა. ზღვისპირელები კაცნაკლულ მეტოქესთან ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა სტუმრები 28-ე წუთამდე თავს თავგანწირვით იცავდნენ. მერე ზურაბ ძნელაძემ რაქიდან მოულოდნელად შეუტია და ოფლოუდების სერია კობა ჯიმშელეიშვილის ლელოთი დასრულდა, მამუკა ნინიძემ კი გარდასახა.

მეორე ტაიმის დასაწყისში რეზი ჯინჭველაშვილის ფეხით მოკლეზე გადაკიდებული ბურთი ბექა ურჯუკაშვილმა აიტაცა და ლელო გაიტანა, თუმცა ვიდეო რეფერიმ მანამდე თამაშგარე დააფიქსირა. ამის შემდეგ ინიციატივას ‘ყოჩები’ დაეუფლა, მეტოქის 22-ში ფეხი მოიკიდა და რამდენიმე სახიფათო შეტევის შემდეგ, საბა შუბითიძე სინბინით დაისაჯა. იქვე სტუმრებმა მოლი ააგორეს, რომელშიც ფაქტობრივად მთელი გუნდი ჩაება, მაგრამ მასპინძლებმა შეძლეს თავის დაცვა.

53-ე წუთზე ‘ბათუმმა’ ფეხით განმუხტა საფრთხე, თუმცა ლევან გოგოლაშვილმა აუტიდან სწრაფად დააბრუნა ბურთი თამაშში და გრძელი პასით სერგი ჩხაიძე მოძებნა. მან თემურ ჭიჭინაძესთან კომბინაცია გაითამაშა, შეუტია, გზად რამდენიმე ბოჭვა აიცილა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, მალაღურაძემ კი გარდასახვით წონასწორობა აღადგინა.

მალე ჭიჭინაძე და ძნელაძე წაკამათდნენ და მსაჯმა ორივე სინბინით გააძევა, ‘ყოჩების’ სასარგებლოდ დანიშნული ჯარიმა კი ‘ბათუმს’ გადაეცა (რადგან ინიციატორი ჭიჭინაძე იყო) და ნინიძემ კარის წინიდან გაიტანა. უშეღავათო ბრძოლა ბოლო წუთებამდე გაგრძელდა ბოლნისელები დასკვნით წუთებში კიდევ ორჯერ დაჯარიმდნენ, ნინიძე არც ამჯერად შეცდა და საკუთარ გუნდს 16:7 მოაგებინა.

‘ბათუმმა’ ამ მოგებით 5 ივნისს გასამართი ფინალის საგზური მოიპოვა, ‘ყოჩებს’ კი რევანშის შანსისთვის ბრძოლა მოუწევს. ის 29 მაისს წინასწარ ფინალშო რუსთავის ‘ხარებსა’ და თბილისის ‘ლელოს’ შორის გამარჯვებულს შეხვდება. „ხარები არენაზე“ ეს შეხვედრა დღეს, 22 მაისს 17 საათზე დაიწყება.

Georgian Rugby

crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
გოჯუ-რიუს აკადემიის მოწვევით, საქართველოს სენსეი სიდნი ლაიენჰორსტი ეწვია
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
მარიო რუი პორტუგალიის მესამე ლიგის გუნდში გადავიდა
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[PHOTO] რუსეთის დროშის ფერებში - UFC-იმ წარადგინა შორტი, რომლითაც იანი დვალიშვილის წინააღმდეგ გამოვა
"პსჟ ახლა ჩვენზე უკეთესია" - რა თქვა ფლიკმა მატჩის შემდეგ
"ბრაგამ" კარლოს ვისენსი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
წინასწარი დიაგნოზი - კვარაცხელიამ შეიძლება ამ სეზონში ვერ ითამაშოს
იტალია 3:2 საქართველო
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ დიდებულ მატჩში "ბარსელონას" სძლია
[VIDEO] გიორგი მიქაუტაძემ "ენფილდზე" "ლივერპულს" გაუტანა!
"ბარსელონასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
საქართველო ფუტსალის ევროპის 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის კანდიდატია
"კვარაცხელია განსაკუთრებული და "არსენალისთვის" მიუწვდომელია - თითქოს საგაზაფხულო ბრძოლებისთვის ემზადება" - ამბობს ლონდონური გუნდის ყოფილი ფეხბურთელი
იურიჩი: გოგლიჩიძე მაგარი ბიჭია - ნაკრებში გამგზავრება წაადგა
"რონალდო მწვრთნელად ვერ წარმომიდგენია" - შერინგემმა კრიშტიანოს მომავალზე ისაუბრა
TNT Sports-მა "ოქროს ბურთის" მთავარ პრეტენდენტად კეინი დაასახელა - კვარაცხელია მეოთხეა
არველაძეები, ანანიძე, შარიქაძე - ტურნირი, რომელიც დღესასწაულად უნდა იქცეს!..