დიდი 10-ის მომავალი სეზონის დასკვნით მონაწილეს ‘ტაო’-‘ყაზბეგის’ 2-რაუნდიანი დაპირისპირება არკვევს. მოხევეებმა ელიტაში სეზონის მეორე ნახევარი აღმავლობით ჩაატარეს და ერთი ხანობა პირველობის ღრმა აუტსაიდერმა ასვლა-დარჩენაზე თამაშის უფლება სეზონის ბოლოს უპრობლემოდ მოიპოვა. ‘ტაომ’ კი პირველი ლიგის პირწმინდად წაგებული ფინალური შეხვედრის შემდეგ სწორი და დროული დასკვნები გამოიტანა. მალხაზ ჭეიშვილმა და სანდრო ესაკიამ შეგირდებს საბრძოლო სულისკვეთება და სათამაშო დისციპლინა აუმაღლეს, რაც პლეი აუტის პირველ შეხვედრაში მესხების ნაჩვენებ თამაშის ხარისხსა და შედეგზეც აისახა.

ასპინძაში შეკრებილმა მრავალრიცხოვანმა ქომაგმა პაპანაქება სიცხის მიუხედავად, შემტევი, თვალსასეირო და შედეგიანი თამაში იხილა. მართალია, მოხევეთა პირველივე შეტევა ფრთა ლუკა ალიბეგაშვილმა ლელოდ აქცია, თუმცა პირველი ტაიმის დარჩენილ დროსა და მეორე ნახევრის საწყის 10 წუთში მასპინძლები საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ.

‘ტაომ’ მეტოქეს სტატიკაში ტოლი არ დაუდო, მესხების ხაზი კი მწყობრად მოქმედებდა, სისწრაფეზე ოვალს კარგად შლიდა და მასპინძლებმა მიჯრით 6 ლელოს გატანა კომბინაციურ სტილში მოახერხეს. პირველი ტაიმის შუაწელს ანგარიში ‘ტაოს’ კაპიტანმა გივი ფოცხევრაშვილმა გაათანაბრა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი მესხები შუამარბის პოზიციაზე მოთამაშე ლეგენდარული ბორჯღალოსანის, გოშა შკინინის გატანილი ლელოთი დაწინაურდნენ. ‘ტაო’ მეტოქეზე ზეწოლას აგრძელებდა, რასაც ფრთა ლევან ხუციშვილის შესრულებულ „დუბლთან“ ერთად, შუამარბ გიგი გიგინეიშვილისა და ჰავბეკ სერგი ყურაშვილის გატანილი ლელოებიც დაერთო. 43-ე წუთისთვის ‘ტაოს’ უპირატესობამ 31 ქულა შეადგინა – 36:5.

სოლიდური სხვაობით მარცხისა და ელიტასთან გამოთხოვების საშიშროებამ მოხევეები დროულად გამოაფხიზლა. ‘ყაზბეგის’ ხაზი ლაღად ათამაშდა და თან მესხთა გადაღლილობით სტუმართა მორკინალებმაც ისარგებლეს. ‘ტაოს’ მდგომარეობა აღნიშნულ პერიოდში რამდენიმე წამყვანი მოთამაშის ტრავმამაც დაამძიმა. მასპინძლებმა ფულბეკი ოთარ ტალახაძე, მღლეტელი ვეფხია ფეიქრიშვილი მოისაკლისეს და თან პირველი ხაზი იძულებით სრულად შეცვალეს.

‘ყაზბეგმა’ მოედანზე შექმნილი ვითარებით მაქსიმალური ხეირი ჰპოვა და 3 გატანილი უპასუხო ლელოთი, 2 მატჩის ჯამში საერთო წარმატების შანსიც შეინარჩუნა – 36:24. მოხევეთაგან მეორე ტაიმში ლელოს გატანა შუამარბმა გუგუა ხულელიძემ, ფრთა ნიკა გიგაურმა და მარქაფადან ჩართულმა ბურჯმა გუგუა ყამარაულმა მოახერხეს.

საკუთარი სარაგბო არენის უქონლობის გამო ‘ყაზბეგი’ საპასუხო შეხვედრას დედაქალაქში მომავალ უქმეებზე გამართავს და დიდი 10-ის დასკვნით მონაწილესაც სწორედ თბილისური მატჩი გაარკვევს.

Georgian Rugby

crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ