საქართველოს თასის გათამაშების ოთხთა ფინალის სია “ქუთაისმა” შეავსო. 16 მარტს გამოვლენილ 3 გუნდს – "ოლიმპს", "ბათუმს" და "მეგას" დღეს იმერული კლუბიც დაემატა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა “ქუთაისმა” დაძაბულ ბრძოლაში 87:78 დაამარცხა “ცხუმ-აფხაზეთი” და ოთხთა ფინალში შარშან მოგებული ტიტულის დაცვას შეეცდება.

საბოლოოდ მასპინძელმა ქუთაისელებმა 9 ქულით მოიგეს, თუმცა შეხვედრის უმეტეს დროს ჩამორჩებოდნენ. ბოლო პერიოდი ახალი დაწყებული იყო, როცა ალექსანდერ ფიკოკმა ზუსტი ორქულიანით ცხუმელები 11 ქულით დააწინაურა. ქუთაისელებისთვის ეს გახდა შემობრუნების მომენტი. მასპინძლებმა დაცვაში საიმედო თამაშს სწრაფი შეტევები მოაყოლეს, რითაც ჯერ ჩამორჩენა შეამცირეს, შემდეგ კი დაწინაურდნენ კიდეც.

ბოლო წუთებში ქუთაისელთა უპირატესობა აშკარა გახდა, რასაც "ცხუმ-აფხაზეთის" მწვრთნელის, ირაკლი ძიძიგურის წუთშესვენებებმაც ვერ უშველა. დარჩენილი წუთები იმერული კლუბის უპირატესობით გაილია და საბოლოოდ ოთხთა ფინალში “ქუთაისი” გავიდა.

გამარჯვებულთაგან 20 ქულით საუკეთესო გახდა გიორგი კორსანტია. 15 ქულა და 10 მოხსნა აკაკი დვალიშვილმა მიითვალა, სტივენ ფლეჯერის ანგარიშზე კი 18 ქულა დაგროვდა. "ცხუმ-აფხაზეთში" 20 ქულით ბომბარდირი გახდა ჯაი უილიამსი. 12 ქულა ნოდარ გოგოძის ანგარიშზე დაგროვდა.

ოთხთა ფინალის წყვილები ასე გამოიყურება: “ოლიმპი” – “ქუთაისი” და “ბათუმი” – “მეგა”.

GBF.GE

თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
"ქუთაისი" საქართველოს თასის მფლობელია | იმერულმა კლუბმა ფინალში თსუ დაამარცხა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
"ქუთაისმა" ფინალში "კავკასია" დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა!
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
"ქუთაისმა" "კავკასია" 23 ქულით დაამარცხა და ფინალურ სერიაში დაწინაურდა
"ვერამ" ზედიზედ მესამედ მოიგო, "ცხუმ-აფხაზეთმა" კი 7 წაგების შემდეგ იმარჯვა
ფინალური სერიის მეორე მატჩი "რუსთავმა" "ცხუმ-აფხაზეთს" ბრძოლაში მოუგო
სუპერლიგის ჩემპიონი "ქუთაისი" ევროთასებზე ასპარეზობას სლოკავურ "ლევიცესთან" მატჩით დაიწყებს
"რუსთავმა" "ცხუმ-აფხაზეთს" 76:60 სძლია და ფინალურ სერიაში დაწინაურდა
ფევაძის სარეკორდო 23 მოხსნა და გამარჯვების ბურთი "მგზავრების" კალათში
სუპერლიგის ტური "ქუთაისისა" და "დინამოს" გამარჯვებით დასრულდა
"ქუთაისი" დანიის ჩემპიონთან ბოლო წამებზე დამარცხდა და ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს
"ცხუმ-აფხაზეთმა" "დინამოს" სძლია და ჩემპიონის ტიტულს "რუსთავთან" დაიცავს