2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ესპანეთთან 49:15 მოგების შემდეგ კომენტარი "ბორჯღალოსნების" კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ გააკეთა:

"კარგად ვითამაშეთ და ამჯერად ვერავინ მოგვედავება. წინა თამაშების შემდეგ დიდი კრიტიკა მივიღეთ და ძალიან გვინდოდა გულშემატკივარი გაგვეხარებინა. იმედი გვაქვს, რომ ყველა გავახარეთ და მსგავსი გამარჯვებები მომავალშიც არაერთი იქნება. ესპანეთი ამ ტურნირზე შექებას იმსახურებს, თუმცა შექება ჩვენც გვეკუთვნის. დღეს მთელი გუნდით ამაყი ვარ, რადგან არ არის მარტივი, ამდენი ნეგატივის შემდეგ მობილიზება მოახერხო და სასურველი თამაში აჩვენო.

რაც ნაკრებში ვარ, სულ მესმის, რომ ხაზი ვერ თამაშობს და ყველა გასაყრელია ნაკრებიდან. დავიწყეთ ხაზით თამაში. ისე არ მინდა გამომივიდეს, რომ ძალიან მაგრები ვართ, მაგრამ ფაქტია, უკეთ ვთამაშობთ და არსად შემხვედრია კომენტარი - რა კარგია, რუმინეთს ხაზით ოთხი ლელო რომ გავუტანეთ. საყვედურს არავის ვეუბნები, მაგრამ საწყენია მუდმივი კრიტიკა. გაგვიხარდებოდა შექება და მოტივაციაც აგვიმაღლდებოდა. ვეცდებით, ჩვენი კარგი თამაშით კრიტიკოსებს დავუმტკიცოთ, რომ უკეთესები ვართ, ვიდრე მათ ჰგონიათ".

rugby.ge

გიორგი
ბიჭებს არავინ ერჩის. მაისაშვილია პრობლემა.
ქომაგი
ყველა ქომაგის საყურადღებოდ: მჯერა რომ ყველას გვინდა ყოველთვის კარგი და საუკეთესო თამაში ვნახოთ ჩვენი ბიჭების მიერ, მაგრამ ნუ გვავიწყდება რომ ისინიც ჩვენნაირი ადამიანები არიან და შეიძლება თამაში შედგრს ან არა. მადლობა მათ რომ ჯერ ჯერობით დადებითი ბალანსი ჭარბობს ბევრად. მოდი ჩვენ მოტივაცია მივცეთ, დადებითი მუხტი გავაძლიეროთ, მოგება შევუქოთ და წაგებაში გავამხნეოთ, ხოლო რაც შეეხება სათამაშო შეცდომებს ჩვენზე უკეთ აფიქსირებენ და დარწმუნებული ვარ მიხედავენ. წარმატებები ბორჯღალოსნებს!
Martali
Nakrebis girseuli kapitania da aravin titoeul moragbes ar ukargavs chadebul shromas nakrebshi.....magram chemi azrit arascoria imis tqma ro vitom usapuzvlo Kritikaa gundis mimart.... Scored magitom gvchirdeba dzlieri mcvrtneli saxeliani romelic eset situaciebshi Tavis tavze aigebs cnexs da gunds kritikas ar miakarebs magram maisashvils magdeni arc esmis da arc gamocdileba ar aqvs..... Gundis tamashi bolo dros gasakritikebelia Rom Ära erteuli moragbeebi da magati magali klasi aqamde upro cud situaciashi viqnebodit..
გულშემატკივარი
პირველ რიგში ვულოცავ ჩვენს ნაკრებს და მთლიანად საქართველოს ამ გამარჯვებას! ბოლო 20 წუთში ნაკრების თამაში ისეთი იყო ალბათ ყველა რომ ნატრობს, იმედია 80 წუთის მანძილზე ასეთ დონეს მალე მივაღწევთ, ეს ყველა გულშემატკივრის ოცნებაა. ხაზში თამაში მართლა უკეთესი გვაქვს, ბრმა უნდა იყო რომ ვერ დაინახო. ახალი ბიჭები უმაღლესი კლასის არიან - ტაბუცაძე, კვესელაძე და ნინიაშვილი. აბჟანდაძისგან და აფრასიძისგან თითქოს უფრო მეტს ველოდი. ვასკა ყველა თამაშში გაოცებას იწვევს, ძალიან სასიამოვნოა მისი თამაშის ყურება. ხოლო რაც შეეხება შერკინებას სამწუხაროდ ისეთ დონეზე ვეღარ ვართ როგორც უწინ, აქ გამოვარჩევდი ოთია გიორგაძეს. ცოტა მეტი სანაკრებო თამაშებია საჭირო რომ უკეთ შეთამაშდნენ ბიჭები და შეცდომებსაც ნაკლებად დაუშვებენ. წარმატება ჩვენს ნაკრებს!
პაატა
მერაბ ისე ამბობ ამდენი ნეგატივის მერე რთულია მოგებაო გეგონება წინა თამაშებში შოტლანდიასა და უელსთან გაგიჭირდათ... თუ ესპანეთის ამ ანგარიშით მოგება უნდა იყოს ჩვენი ნაკრებისთვის საზომი, მაშინ ყველანი შევთანხმდეთ ამაზე და შექებასაც არავინ დაიშურებს! იტალიის თამაში ხო ნახე მერაბ? ხოდა თქვემ თავად გაზომეთ მათი თამაშის ხარისხისა და პროგრესის დონე, მაგ დონის თამაშზე თუ აღარ გავთ ამბიცია ეგეც გვითხარი შემდეგ ინტერვიუში. მადლობა
დდდ
ჰეიგმა რაც დაიწYო ეგ უნდა განხორციელდეს. ოღონდ შერკინების დაკნინება არ შეიძლება.

მოთამაშეებზე მეტად ბოლო პერიოდში კრიტიკა მწვრთნელის მიმართ არის და სრულიად სამართლიანად. წელს მხოლოდ ეს თამაში იყო გამონაკლისი, დანარჩენ შეხვედრებში ნაკრებს აშკარად აკლდა იმპროვიზაცია, შერკინება შესაძლებლობის 40%-საც არ ავლენდა. კარგია, რომ ხაზის მოთამაშეებმა ბევრი ლელო დადეს, მაგრამ აუტში, მოლში და დისციპლინაში აშკარად გამოსასწორებელია თამაში. გულშემატკივარი ნაკრებისგან მეტს მოითხოვს და ეს გასაგებიცაა იმიტომ, რომ მათ ნამდვილად მეტი შეუძლიათ. არ ვლაპარაკობ ჩასაფრებულის პოზიციიდან, მაგრამ მსოფლიომდე ცოტა დრო რჩება და თუ მნიშვნელოვნად არ გავაუმჯობესეთ თამაშის ხარისხი, ასე ეს მსოფლიო ნამდვილად არ დარჩება ჩვენს აქტივში
გლახუნა
მიდით ბიჭებო, მაგრამ შერკინებაზე სერიოზული პრობლემები გვაქვს,არადა დრო იყო მარტო შერკინებით ვიგებდით, შერკინება და ა უ ტ ი, დერეფანი, დერეფანი,რა გახდა, რომ ყოველ თამაშში-მინიუმმ 2 დერეფანს ვაგებთ, ეს უ ნ დ ა გამოსწორდეს, მოლზეც მუშაობაა საჭირო, რაქი, ღლეტვა, თავდადებით და უკანა ხაზით ...უბერეთ ბიჭებო,კარგია! რაც შეეხება მაისაშვილს - შედეგს დებს და...
ლევანი
ბატონო მერაბ! ყველამ ვიცით თქვნთან არ არის პრეტენზიები და პირიქით, თქვნთან კარგის მეტი რა გვეთქმის.. ყველამ ვიცით, რომ ნამდვილად უკეთესები ხართ და დასატკიცებელიც აქ არაფერია. თუმცათ ასევე ყველამ ვიცით, ვისზე და რაზეა პრეტენზიები. რომ არა რაგბისტების ჟინი, პერსონალური მონაცემები და ფიზკიკური კოდიციები, გუნდი ტამაშვ პრქატიკულად ვერ მოიგებს. ეს პწვრთელის კვალიფიკაციის პრობლემაა და ამ ნაწილში აბსოლუტურად სამართლიანი პრეტენზიებია.
simartle
მოუეთ იტალიას ზაფხულში თუ შესდგება თამაში და მერე შემოდგომაზეც იქნებ ვინმე ბობოლა გააკვირვოთ. დროა
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] "არსენალს" მხსნელად ჰავერცი მოევლინა - "სპორტინგი" ბოლო წუთებზე დამარცხდა
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
"ამჟამად არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ვითამაშოთ დიდ ბიჭებთან; შეგვიძლია თუ არა, დავამარცხოთ იტალია და ინგლისი?" - მერაბ შარიქაძისა და რიჩარდ კოკერილის ინტერვიუ [VIDEO]
მერაბ შარიქაძე: უკვე დავიღალე მსაჯების შეცდომებზე საუბრით
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას" - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
[VIDEO] შარიქაძის ბრწყინვალე დებიუტი MMA-ში - "ბორჯღალოსნების" ყოფილმა კაპიტანმა კონტნი ნოკაუტით დაამარცხა
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
"გლოსთერთან" ბოლომდე ბრძოლა შეგვიძლია" - რა ითქვა "იბერიანსთან" ნამატჩევს